მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ 5 მილიონი ლარი დახარჯა საარჩევნო რეკლამაში და 7500 ლარი – ხელფასებში

30.09.2021
„ოცნებამ“ 5 მილიონი ლარი დახარჯა საარჩევნო რეკლამაში და 7500 ლარი – ხელფასებში

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდში ჯამურად 11 მილიონ 084 561 ლარი დახარჯეს,  აქედან 6 მილიონ  774 269 ლარი წინასაარჩევნო რეკლამის ხარჯია, 293 357 შრომის ანაზღაურების სახით გაუციათ, ხოლო 4 მილიონ 016 935 სხვა ხარჯების სახით გადანაწილდა.

რეკლამაში ყველაზე მეტი – 5 299 065 ლარი  „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა, შემდეგ მოდის „ლელო საქართველოსთვის“. ამ პარტიამ რეკლამაში 539 321 ლარი დახარჯა.

336 566 ლარი დაუხარჯავს რეკლამისთვის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ .

დანახარჯის ოდენობის მიხედვით შემდეგი პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებია“, ამ პარტიის დანახარჯი 190 879 ლარია.

შემდეგ კი მოდის „გირჩი“ – 124 741 ლარი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  რეკლამისთვის 65 950 ლარი დაუხარჯავს,  „ევროპულ საქართველოს“ – 72 497 ლარი, „მესამე ძალას“  – 37 626 ლარი და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსს“ – 34 262 ლარი.

რეკლამის ხარჯი

შრომის ანაზღაურების სახით ყველაზე მეტი – 81 748 „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაუხდია. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ კი შრომის ანაზღაურებისთვის მხოლოდ 7 500 ლარი აქვს დახარჯული.

„ნაციონალური მოძრაობის “ შემდეგ ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურებისთვის გადახდილი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, შემდეგ კი „ლელოს“ – ამ პარტიას 23 783 ლარი გადაუხდია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: