მთავარი,სიახლეები

40 დღეში გახარიას პარტიას 700 000 ლარი შესწირეს, „ოცნებას“ – 8 მილიონამდე

30.09.2021 • 1681
40 დღეში გახარიას პარტიას 700 000 ლარი შესწირეს, „ოცნებას“ – 8 მილიონამდე

2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ შემოწირულობის სახით 755 711 ლარი მიიღო.

თითქმის ამდენივე იყო პარტიის ხარჯიც იგივე პერიოდში. რეკლამისთვის პარტიამ „საქართველოსთვის“ 336 566 ლარი დახარჯა, 367 038 კი სხვა ხარჯებზე გადაანაწილა.  საერთო ჯამში კი, სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 703 604 – ლარი დახარჯა.

ყველაზე მეტი შემოსავალი შემოწირულობის სახით აგვისტოსა და სექტემბრის თვის პირველ ნახევარში, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღო მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“.

„ოცნებას“ 7 მილიონ 837 030 ლარი შესწირეს, ამას დაემატა საბიუჯეტო შემოსავალი – 428 335 ლარი. საერთო ჯამში პარტიამ 8 მილიონ 287 870 ლარი მიიღო.

„ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი თანხა „ლელოს“ შესწირეს, პარტიამ შემოწირულობის სახით 824 997 ლარი, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლის სახით 66 963 ლარი მიიღო.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით შემოწირულობის სახით 543 182 ლარი მიუღია.

საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღო შემოსავლის სახით  12 მილიონ 871 714 ლარი მიიღო.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 43 პარტია  და 68 დამოუკიდებელი კანდიდატი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: