მთავარი,სიახლეები

სად გაიზარდა და შემცირდა აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა

30.09.2021
სად გაიზარდა და შემცირდა აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 7 783-ით გაიზარდა. 2017 წლის არჩევნებზე აჭარაში 306 861 ამომრჩეველი იყო.

ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. №79 ოლქში რეგისტრირებულია 148 011 ამომრჩეველი, 8416-ით მეტი 2017 წლის არჩევნებთან შედარებით.

მუნიციპალიტეტებისა და საარჩევნო ოლქების მიხედვით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში ეს მოცემულობაა:

  • ბათუმის №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი
  • ქობულეთის №81 ოლქი – 67 338 ამომრჩეველი
  • ხელვაჩაურის №83 ოლქი – 44 428 ამომრჩეველი
  • ხულოს №84 ოლქი – 24 149 ამომრჩეველი
  • ქედის №80 ოლქი – 15 642 ამომრჩეველი
  • შუახევის №82 ოლქი – 15 076 ამომრჩეველი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ბათუმში 8416-ით მეტი ამომრჩეველია, ხულოში – 166-ით მეტი ამომრჩეველი, შუახევში – 67-ით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო.

მაგალითად, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ხელვაჩაურში წელს 500-ით ნაკლები ამომრჩეველია, ქობულეთში – 365-ით ნაკლები, ხოლო ქედაში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთით შემცირდა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: