„იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო“ – თეოლოგი „დავით გარეჯის საქმეზე“

„საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკალშვილი „დავით გარეჯის საქმეზე“, სადაც ორი პირია ბრალდებული და მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან. „დავით გარეჯის საქმე“ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახადა ხელისუფლებამ აქტუალური, როცა მთავარმა პროკურატურამ ბრალი კარტოგრაფებს წარუდგინა. რა ჩანს სასულიერო პირების ჩვენებებიდან და მთავარეპისკოპოსების …

ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია – მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. კანდიდატების პასუხი სხვადასხვაგვარია იმაზე, თუ რატომ აუარეს მათ გვერდი ეკომიგრანტებს. „არჩევნებს რომ მოვიგებთ, მერე …

რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება

31 ოქტომბერს თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად და ჩაატარებს კენჭისყრას. საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით: „თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. …

კორონავირუსის გამო დღეს 36 847 პირია იზოლირებული, რა მოხდება არჩევნების დღეს

stopcov.ge-ს 20 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 19 857 პირს. აქედან გამოჯანმრთელდა 8 666, ხოლო გარდაიცვალა 158 პირი. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ, დღეს საქართველოში 11 033 კოვიდინფიცირებული პაციენტი უნდა იყოს. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 10 159 კოვიდინფიცირებული პაციენტია. ანუ, 874 ინფიცირებულის საკითხი გაურკვეველია. „ბათუმელები“ …

როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.  ამ პროცესის უზრუველსაყოფად თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნეს და ამ უბნების დაკომპლექტების მიზნით კონკურსიც გამოაცხადეს. ცესკოს განმარტებით, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით …

28-30 ოქტომბერს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს [ანუ 28, 29 და 30 ოქტომბერს] ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ – ამის შესახებ 20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს დღეები საჭიროა იმისთვის, რომ ამ სკოლის შენობებში საარჩევნო უბნის გახსნის მიზნით ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები. საქართველოს პარლამენტის არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს  გაიმართება.

როგორი იქნება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შემდეგი 4 წელი – 5 პარტიის ხედვა

რელიგიის თანასწორობის საკითხებს საარჩევნო პროგრამებში არ ან ნაკლებად ეხებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა არჩევნების მოგებას ცდილობენ. ისინი ამომრჩეველს არ სთავაზობენ მოდელს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმს უზრუნველყოფს. პარტიებს არც იმაზე აქვთ მკაფიო პოზიციები, რა მოდელი შექმნის გარანტიებს, რომ არსებული, თუ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფალი რელიგიურ ჯგუფს არ გაურიგდეს… ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ამბობს, რომ …

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია

2020 წლის 13 ოქტომბერი. ბათუმი. ნაწილი პირველი: ამ ნაწერებს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და მყუდრო ეზოში ვაკეთებ და ვფიქრობ,  გულწრფელად მოვყვე ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ქალაქში ყოფნისას განვიცდი. ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვედი, ერთობ უცნაური მიზეზით – არჩევნების მოსაგებად და ბათუმში „გირჩის“ მომავალი დასაყრდენი ბირთვის შესაქმნელად. ამ არჩევნების მოგება ჩემთვის ხმათა 5%-ს …

პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია. ამავე თემაზე: ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე „პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა …

სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა. „31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე – …

„ვისურვებ, ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა“ – ბრიტანეთის ელჩი პანდემიისას არჩევნების ჩატარებაზე

ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, თავისუფალი მედიის მუშაობა და ამომრჩევლის უფლება მიიღოს კანდიდატებისგან მკაფიო საარჩევნო პროგრამა – ამ საკითხებს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, როცა მას წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით არჩევნების ძირითად რისკებზე ვკითხეთ. მარკ კლეიტონი დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს არჩევნების თავისუფალ …

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება და როგორ აიყოლეს მათ ექიმები პოლიტიკურ პროექტში

„არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს,“ – განაცხადა 15 ოქტომბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და 15 ოქტომბერს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე …

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანა სოფელ ჭარნალში, სადაც დღეს „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს

სამსახურებრივი ავტომანქანით „ნაცმოძრაობის“ პარტიულ შეკრებაზე შესაძლო მისვლის ამსახველი ფოტოები ხელვაჩაურში ამჯერად „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გადაიღო – მანუჩარ რიჟვაძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დღეს, 14 ოქტომბერს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ჭარნალში უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით მივიდნენ. „ნაცმოძრაობაში“ ამას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ დეპუტატის – ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლმა სოფელ ჭარნალში ხელოსანს მიაკითხა. მანუჩარ რიჟვაძე „ქართული ოცნების“ ის აქტივისტია, ვის …

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით… შეგკრიბავთ ყველას და გამოვხატავ ჩემს აზრს,“ – უთხრა TV25 – ის ჟურნალისტს რესან კონცელიძემ ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ შეკითხვას. რესან კონცელიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. მან უარი უთხრა ჟურნალისტს, ეპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძის სკანდალზე. რესან კონცელიძეს TV25-ის ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ხელვაჩაურის მერის მიერ ბათუმში უკანონო მშენებლობაზეც …

200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს

საუბნო საარჩევნო ან საოლქო კომისიის წევრს, რომელიც 200-ლარიან კომპენსაციას იღებს, კომპენსაცია არ შეუწყდება იმ შემთხვევაშიც, როცა ის აიღებს ხელფასს, როგორც კომისიის წევრი. ანუ 200 ლარს – კომპენსაციას და ხელფასს ერთდროულად მიიღებენ როგორც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე, ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა [პარტიების] წარმომადგენლები [თუ, რა თქმა უნდა, …

რატომ ვისვრით ქვებს არჩევნების დროს და ვის აზარალებს ეს 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა შემთხვევებმა, როცა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, იყო ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევის და ქვების სროლის ფაქტებიც. ხელისუფლება ამ ყველაფერს ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს. გასულ კვირას ამ რიტორიკას საქართველოს პრემიერი გიორგი გახარიაც შეუერთდა და „ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა „არ აჰყვენ“ პროვოკაციას. ამ პროცესში რა როლი და …

რას ნანობს პეტრე ზამბახიძე პოლიტიკური წარსულიდან – „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი

„ახალი სტილის მმართველობაზე“ აქცენტი პეტრე ზამბახიძემ ინტერვიუს დასაწყისშივე გააკეთა, თუმცა შემდეგ კითხვებზე პასუხით ნათლად გამოჩნდა, რომ პეტრე ზამბახიძეს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლესი საბჭო მოსწონს და უმაღლეს საბჭოს არ ეხებოდა ის, რაც „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა – არმაზ ახვლედიანმა თქვა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ყველაზე უკეთ გაიაზრეს წარსულის შეცდომებიო. პეტრე ზამბახიძე არაფერს ნანობს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი …

მარიამ ჯაში: „ოცნება“ დავით გარეჯის საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

„ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, წინასაარჩევნოდ“ – მიიჩნევს მარიამ ჯაში, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი და „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში. მარიამ ჯაშმა ბრიფინგი დავით გარეჯის თემაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში გამართა. მარიამ ჯაშის თქმით, ბოლო 7 თვის განმავლობაში ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“, რომლის ხელმძღვანელიც თვითონაა, დავით გარეჯის …

“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: “მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ …

მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ ეს სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე.  ამბავი 1 – მშენებლობა ხელვაჩაურის  მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მახინჯაურში სამსართულიანი ფეშენებელური სახლი აიშენა ზღვის  ხედით. სახლი ტერასულ მიწის ნაკვეთზე ისეა აშენებული, რომ ყველა სართულის ყველა ფანჯრიდან, ასევე ყველა აივნიდან …

ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

„საჯარო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ცარიელი ყუთები დაგვიშინეს…“ – ამბობს „ლელოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის აგრარულ ბაზართან დღეს, 12 ოქტომბერს, რამდენიმე წუთი გაგრძელდა. პაატა ცივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ კომუნიკატორები ბაზრის ტერიტორიიდან ადმინისტრაციამ გამოაძევა. „მათ ბაზრის დირექტორმა უთხრა, რომ ბაზარში ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას… ბაზრის დირექტორმა …

მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ

„ეს ხელოვნური იქნება“, „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის“ – ძირითადად ამ პოზიციას ამოეფარნენ პარტიები, სადაც საარჩევნო პარტიულ სიებში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე ვიკითხეთ: რატომ არ არიან პარტიული სიის ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები? რატომ არ არის ერთი სომეხი, ან აზერბაიჯანელი, ან რუსი, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიებში? აჭარაში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, 5 ათასზე მეტი სომეხი …

„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

ვინ რას და როგორ გეგმავს უმუშევრობის დაძლევას მაშინ, როცა ამომრჩეველი ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამ საკითხზე ვრცელ და დეტალურ განმარტებებს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვერ იპოვით. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას კი საერთოდ ვერ იპოვით, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ხედვებს, სფეროების მიხედვით, მოგვიანებით გააცნობდნენ ამომრჩეველს. როგორც ჩანს, ეს დრო …

რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რალფ ფაინსი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ არმაზ ახვლედიანს მხარდაჭერას უცხადებს. მსახიობმა მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ვიდეო ჩაწერა. “არმაზ, მოგესალმები. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ერთად გავატარეთ დრო. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ …

აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?

უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში, ჯუმბერ ტაკიძე, პირველ რიგში, იმ ადამიანებზე ზრუნვას აპირებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქონება ჩამოართვეს ან უკანონოდ დააპატიმრეს. ჯუმბერ ტაკიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს პოლიციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1996-1998 წლებში კი, ის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯუმბერ ტაკიძე უმუშევარი დარჩა. ახლა იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს და „პატრიოტთა …

„ხელჩაკიდებული ვმუშაობდით“ – ენმ-ს კანდიდატი უმაღლესი საბჭოს „სანოტარო კანტორად“ გადაქცევაზე

„ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობდით…“ – ამ სიტყვებით სცადა ელგუჯა ბაგრატიონმა იმ ვითარების ახსნა, როცა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში „ნაცმოძრაობა“ იყო და ვერ ბედავდა მთავრობის კრიტიკას. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის ის მოდელი მოსწონთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ. წარსულის გააზრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ კომუნიკაციის გაუმჯობესებას აპირებს ხალხთან, თუკი ხალხმა ამ პოლიტიკურ ძალას ისევ ანდო მანდატი და აჭარის …

ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან

„ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მაიმუნობებთან შედარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მომწონს“, – ეს ამბავი საუბნო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნულმა ერთ-ერთმა წევრმა „ბათუმელებს“ სრულიად შეუფარავად გაუმხილა და იქვე დასძინა, რომ „მას ინაშვილიც მოსწონს“. „ოცნება“ – 3, „ნაციონალური მოძრაობა“ – 1, „ევროპული საქართველო“ – 1, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული – 6, ანუ …

ენმ-დან ლელომდე – რატომ სურს გენო თებიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში გენო თებიძე კმაყოფილია იმით, რომ სააკაშვილის პერიოდის ბათუმის საკრებულოში მუშაობდა. 2012 წლის ნოემბერში, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გენო თებიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, თუმცა იგი არც „ოცნებაში“ გადასულა. ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ირწმუნება, რომ საკრებულო დამოუკიდებლად მუშაობდა და არც კორუფციას ჰქონდა ადგილი. თუმცა გენო თებიძე ვერ აკონკრეტებს, რის გამო აირჩია მაშინ …

სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაასრულა. ბათუმში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ. ეს ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი აჭარაში მალხაზ ჭკადუა აჭარის უმაღლესი საბჭოს შეფასებისას ამბობს, რომ მის მუშაობაში იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები. …

ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა – კორონავირუსი მის შვილს დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა, მის 8 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტიტე აროშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაშია. „დროებით შევაჩერე საარჩევნო კამპანია, რადგან ჩემს შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი. ანალიზის პასუხი მივიღეთ 6 დღის წინ და მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა 37 გრადუსი და ამიტომ გავუკეთეთ ტესტი“, …

„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის ათეული უმაღლეს საბჭოში

„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძეა, იგი ამ პოლიტიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. პარტიული სიის მეორე ნომერი ვახტანგ კალოიანია – შპს “ნიუ ჰოსპიტალს თბილისის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უმაღლეს საბჭოში. სიის მესამე ნომერია თემურ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, მეოთხე – მანანა ქუთათელაძე, რომელიც …

„ლელოს“ ათეული – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

„ლელომ“  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი იურისტი გენადი თებიძეა, ის  2007-2010 წლების ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. პარალელურად გენადი თებიძე „ლელომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტში ბათუმის ოლქიდან. სიაში მეორეა სამოქალაქო აქტივისტი  ვაჟა დარჩია, ის პოლიტოლოგია და  ნამუშევარი აქვს გარემოს დაცვით საკითხებზეც. მესამე ნომერია, პროფესიით ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძე …

3 ქალი „პატრიოტთა ალიანსის“ ათეულში – უმაღლესი საბჭოს სია

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში მურმან თურმანიძეა. იგი სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. პარტიული სიის მეორე ნომერი ჯუმბერ ტაკიძეა, რომელიც ახლა შპს „ხიდის“ დაცვის სამსახურის უფროსია. პარტიულის სიის მესამე ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე. სიის მეოთხე ნომერი გულნარა ბასილაძეა, იგი შპს „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ დირექტორის …

დეპუტატობის კანდიდატობის მიუხედავად რიჟვაძე თანამდებობას არ დატოვებს

აჭარის მთავრობაში ბოლო ერთ თვეში სამი მინისტრი შეიცვალა. „ქართული ოცნება“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტიდან ორი მინისტრი მოხვდა. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე კი, ასევე დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. ორმა მოქმედმა მინისტრმა თანამდებობა უკვე დატოვა. მესამე მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე დღეს დაასახელეს კანდიდატად და ის პოსტს მაქსიმუმ ხვალ, …

„ოცნების“ სიის ათეული უმაღლეს საბჭოში – პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა. პარტიული სია „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს, პირველ ოქტომბერს წარადგინა. პარტიული სიის მეორე ნომერია უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მესამეა – ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ამ დრომდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო, მეოთხე თინათინ ზოიძეა, რომელიც ამ დრომდე …

ენმ-ს პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელა. პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში არიან: ელგუჯა ბაგრატიონი გიორგი კირთაძე გია აბულაძე მედეა ვასაძე ლევან ანთაძე ირაკლი ჩავლეიშვილი მამული სურმანიძე ასმათ დიასამიძე დავით კონცელიძე მამუკა ჯევაიში აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, მათგან სამი მაჟორიტარული წესით ირჩევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს …

Exit mobile version