ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს

ბათუმში, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თუ არა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, გიგი უგულავამ თქვა, რომ შესაძლოა იყოს: „ის [ ტარიელ ნაკაიძე] ღირსეული ადამიანია, სწორი და კარგი რეპუტაციით, ჯანსაღი ღირებულებებით, რაც ჩვენთვის  მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა …

გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

„მე რაც მამოძრავებს, პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებდა ჟურნალისტებთან. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“. „რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, …

შეთანხმდება თუ ვერა ოპოზიცია აჭარაში ერთიან კანდიდატებზე – არჩევნები 2020

შეთანხმდება თუ ვერ ოპოზიცია ბათუმში ერთიან კანდიდატებზე 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? – დაზუსტებული პასუხი ამ კითხვაზე აჭარაში ჯერ არცერთ პარტიაში არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი თბილისის შემთხვევაში უკვე გადაწყდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ბათუმში არჩევნების ჩატარების ფორმა უფრო აინტერესებთ. ოპოზიციაში არ მოსწონთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ 25 ივნისს ბრიფინგზე …

„შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება“ – „გირჩის“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში

ბევრი ადამიანი არ შეკრებილა, მაგრამ ბევრი შეკითხვა დაუსვეს დღეს, 25 ივნისს, „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში მოედანზე შეკრებილებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. „ჩვენ არ გვეყოლება კოორდინატორები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში… რასაც მივიღებთ, ეს იქნება ნატურალური ხმები,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მას ჰკითხეს, რატომ არ გეგმავს „გირჩი“ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას. „მხარდაჭერა ნაკლები …

18 დეპუტატი პროპორციული წესით და 3 მაჟორიტარი – აჭარის უმაღლესი საბჭოს პროექტი

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, შესაბამისი ცვლილების აჭარის კონსტიტუციაში შეტანის პროექტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ დღეს, 25 ივნისს, განაცხადა. საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა შეჯერდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციულ სისტემასთან „მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდეს“. ამ ცვლილებით უმაღლესი საბჭო გეგმავს ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებისთვის …

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

„კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა ერთჯერადი სოციალური დახმარება 2 ათასი ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აჭარის მთავრობამ დღეს, 24 ივნისს, გაავრცელა. საუბარია წინასწარ პატიმრობაში მყოფი ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის მეუღლეებისთვის მარტში ფულის ჩარიცხვაზე. პატიმრების ოჯახების წევრები ახლა ამბობენ, რომ ფული მათ სოციალური დახმარების გამო კი არ ჩაურიცხეს, არამედ იმიტომ, რომ მთავრობას …

ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის

ამომრჩეველთა მარკირებისათვის ულტრაიისფერი უხილავი სითხის შესაძენად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, „სითხე ხელზე დასხურების შემდეგ არ უნდა ტოვებდეს ხილულ კვალს, ხოლო ულტრაიისფერი ნათურის დანათებით 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი კვალის დანახვა; სითხე უნდა იყოს 200 მლ პლასტიკის ბოთლში სპრეი თავსახურით [15 000 ბოთლი]. ბოთლზე დატანილი …

მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ, დღეს, 17 ივნისს, ბრიფინგი გამართა და რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის დაკავებას გამოეხმაურა. მათი ახლობლები რამდენიმე კვირაა პერმანენტულ აქციებს მართავენ ბათუმში. ერთ-ერთი დაკავებულის, რეზო წულუკიძის ძმამ აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა ახსენა, რომელიც მათ „არჩევნებზე დახმარებას სთხოვდა“. მურმან დუმბაძე ბრიფინგი დღეს სწორედ ამ საკითხზე გამართა. მას დამატებითი კითხვები დავუსვით. ბატონო …

აჭარის მთავრობის თათბირი „ქართული ოცნების“ ოფისში

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიული აქტივი, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები და საკრებულოების ხელმძღვანელები იკრიბებიან. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მათთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაფართოებულ თათბირს ატარებს. „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – სულიკო თებიძე და მისი მოადგილე, თამაზ სალუქვაძე, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები და მოადგილეები. ოფისთან იმყოფებიან  უმაღლესი საბჭოსა და აჭარის …

„რომც გვყავდეს პოლიტპატიმრები, უმრავლესობა ამას ვერ აღიარებს“ – ოქრიაშვილი უგულავაზე

კახა ოქრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. მან მხარი არ დაუჭირა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას. ______ „პოლიტიკური პროცესი ეხლა არის ჩიხში შესული, ამ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არა გვყავს პოლიტიკური პატიმრები… გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს თუ არ გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს. ჩემი პოზიცია არის, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები, …

„ვის დააბრალებს კრიზისს ამომრჩეველი – ვირუსს თუ ხელისუფლების პოლიტიკას?“ – ინტერვიუ

„ახლა მთავარია, არჩევნებამდე ყურადღების ცენტრში რამდენად დარჩება პანდემია…. ხელისუფლებისთვის პანდემია იყო ციდან მოსული დახმარება პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია. იგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გაზრდილი რეიტინგი არჩევნებამდე შეინარჩუნოს იმ შემთხვევაში, თუკი პანდემია მთავარ თემად დარჩება, მაგრამ ხელისუფლება კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს. რა ტიპის არჩევნები გველის, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ საგანგებო ვითარებაა? რა შანსებს …

პანდემია, მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმა და მოახლოებული არჩევნები

პანდემია და Covid19 მთავრობის სასარგებლოდ მუშაობს – ასე აფასებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თუმცა ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, როგორც ოპოზიციის, ასევე ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებში, უპირობოდ  გაჩნდა  სიტყვა – „მაგრამ“. სარგებლობს თუ არა ხელისუფლება პანდემიით მოახლოებული არჩევნების წინ რეიტინგის ასაწევად, ამ საკითხის განხილვა ორეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმის შეფასების გარეშე ვეღარ ხერხდება. ოპოზიციაში …

3 765 ახალი სამუშაო ადგილი სოფელში ბიუჯეტის ხარჯზე, არჩევნების წინ

მუნიციპალიტეტები საშტატო განრიგის ცვლილებაზე მუშაობენ. ცვლილება ძირითადად ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს შეეხებათ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ისინი შტატიანი თანამშრომლები აღარ იქნებიან და მერი მათ ადმინისტრაციული წესით, ხელშეკრულებებით დაიქირავებს. ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს დაამტკიცა. კანონში ცვლილების მიხედვით დადგინდა, რომ მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, [მაგალითად სპეციალისტი] …

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი – სოციალური თუ საარჩევნო? მთავარი პრიორიტეტები

ავტორი: JAMnews როგორც ხელისუფლება ამბობს, 2020 წლის ბიუჯეტი ადამიანებზე და სოციალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბიუჯეტი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაა მორგებული და საარჩევნო წელს ხელისუფლებას მოსახლეობის განწყობებით მანიპულირების საშუალებას აძლევს. JAMnews-მა წაიკითხა 2020 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და მოკლედ მოგიყვებათ, რა არის მომავალი წლის პრიორიტეტები და რა მთავარი …

ყველა ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერები ბიზნესიდან – 7 მილიონი „ოცნებას“

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი არჩევნების წელი არ ყოფილა, „ოცნების“ ანგარიშის შესავსებად მხარდამჭერი ბიზნესმენები მაინც აქტიურობდნენ. არაერთმა კომპანიამ მმართველი პარტიისთვის ასობით ათასი ლარი გაიღო. საერთო ჯამში, გასული წლის დეკემბერში, ერთ თვეში, პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით მილიონზე მეტი ლარი აისახა, მთელი წლის განმავლობაში კი „ოცნების“ ანგარიშზე 7 მილიონზე მეტი ლარი დაგროვდა. შემწირველების საქმიანობას თუ დავაკვირდებით, მათი დაჯგუფება …

რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა …

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო. ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ 42 760 652 ლარი დაიხარჯება. აქედან: ხელფასებისთვის 19,5 მილიონი ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებაში – 1 მილიონზე მეტი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი იქნება 2,1 მილიონი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის …

პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია  – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა. სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:  სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს …

უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან. რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს …

რას ნიშნავს არჩევნები პროპორციული სისტემით

2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება – გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ამ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ მოთხოვნად დაასახელეს. [checklist] არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთი ბიულეტენით  [/checklist] პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, …

რამდენი ხმა დასჭირდება პარტიას ერთი მანდატისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში

ნულოვანი ბარიერით ჩატარებული პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ერთი ადგილის] მისაღებად, ნამდვილი [დათვლილი] ბიულეტენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,7%-მდე მაინც დასჭირდება. მაგალითისთვის, თუ არჩევნებში დათვლილი ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა არის 1 მილიონი [ანუ 1 მილიონი ხმა], ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს ის პარტია, რომელიც 6700 ხმას მიიღებს. რაც მეტი იქნება ნამდვილი …

Exit mobile version