მთავარი,სიახლეები

რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა

08.10.2020 • 3400
რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რალფ ფაინსი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ არმაზ ახვლედიანს მხარდაჭერას უცხადებს.

მსახიობმა მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ვიდეო ჩაწერა.

“არმაზ, მოგესალმები. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ერთად გავატარეთ დრო. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ სურვილებსა და მეგობრობას,“ – ამბობს რალფ ფაინსი ვიდეოში, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” გამოაქვეყნა. არმაზ ახვლედიანი  „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

“ბათუმელები”  დაუკავშირდა არმაზ ახვლედიანს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გვითხრა, რომ რალფ ფაინსი რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მასთან მეგობრობა აკავშირებს.

რალფ ფაინსი არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად

რალფ ფაინსი მხარს უჭერს გარდამტეხ ცვლილებებს და არმაზ ახვლედიანს და ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს ბათუმში✌️

Posted by ევროპული საქართველო on ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი, 2020

რალფ ფაინსი თეატრისა და კინოს ცნობილი ინგლისელი მსახიობია. თამაშობს ფილმებში: „ინგლისელი პაციენტი“, „შინდლერის სია“, „ჰარი პოტერი“ [ლორდი ვოლდემორი] და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: