მთავარი,სიახლეები

„ლელოს“ ათეული – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

01.10.2020 • 2259
„ლელოს“ ათეული – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

„ლელომ“  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი იურისტი გენადი თებიძეა, ის  2007-2010 წლების ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. პარალელურად გენადი თებიძე „ლელომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტში ბათუმის ოლქიდან.

სიაში მეორეა სამოქალაქო აქტივისტი  ვაჟა დარჩია, ის პოლიტოლოგია და  ნამუშევარი აქვს გარემოს დაცვით საკითხებზეც.

მესამე ნომერია, პროფესიით ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძე –  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012-2016 წლებში. პარალელურად ის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქიდან.

მეოთხე ნომერია ეკატერინე დავითაძე, მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში, რადიო აჭარაში, ტვ-25-ზე და გაზეთ აჭარაში,  ასევე – აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

მეხუთე ნომერი ექიმი-ტრავმატოლოგი რაულ პაქსაძეა, ის 2003 წლიდან სამედიცინო სფეროშია დასაქმებული, ბოლო 6 წლის  განმავლობაში  ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის დირექტორი იყო.

მეექვსე ნომერია ზურაბ გოლიაძე, მას ნამუშევარი აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ კომისიაში, ასევე მუშაობდა  უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

მერვე ნომერი ექიმი დავით მამულაძეა, ბოლო წლებში ისიც სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. მეცხრე ნომერია მიხეილ ქავთარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი

„ლელოს“ სიის მეათე ნომერია ექიმი ოტორინოლარინგოლოგი გოჩა ჟღენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: