„მე სამ გზას ვხედავ საქართველოსთვის“ – ინტერვიუ პეტერ ფიშერთან

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტრე ფიშერი მალე თავის მისიას დაასრულებს. ელჩი ამბობს, რომ მისი 40-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველო სხვა ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს გარდა, არც ერთი ქვეყანაში, სადაც ის მუშაობდა, არ მომხდარა „უკუსვლა“. „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა პეტერ ფიშერთან. მას „ოცნების“ რიტორიკაზე, გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზე, უვიზო რეჟიმის შეჩერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ. ელჩმა ფიშერმა ასევე …

რა მოხდებოდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ დარჩენილიყო და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

„შეიძლება, რომ ქვეყანასთან გავავლოთ ანალოგია: ხვიჩა კვარაცხელიას რა ბედიც ელოდა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე საქართველოც, ალეგორიულად რომ შევადაროთ. რუსეთი არის ადგილი, სადაც შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ გაგაჩნია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო. რუსეთში ყოფნა ნიშნავს, ჩაკეტილ სისტემაში ყოფნას, საიდანაც თავს ვერ აღწევ და ხარ გაყინული …

ვისი ფულით აღდგა უძველესი ეკლესიები და ისტორიული შენობები

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე მუშარაბიან სადარბაზოში ფოტოების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ფოტოსესიისათვის. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი ვიტრაჟებიანი სადარბაზოს ნახვა, ქვეყანაში აუცილებლად სანახავ ობიექტთა სიაშია. რომ არა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, თბილისს შეიძლება ვერ გადაერჩინა ძველი ქალაქის კულტურული მარგალიტი – მუშარაბიანი სადარბაზო. ეს არის ერთი მცირე ნიმუში იმისა, …

„იკეტება ოფისები, აღარ ინერგება სიახლეები“ – რას კარგავს შშმ თემი EU-ს დაფინანსების შეჩერებით

 

„მთა თავისუფლებისთვის“ – 3 ივლისს რუსთაველზე მარში იგეგმება

სამოქალაქო ჯგუფი „მთა თავისუფლებისთვის“ 3 ივლისს, 5 საათზე, თბილისში, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მარშს აანონსებს გზავნილით – „ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სადარაჯოზე“. ეს ჯგუფი აერთიანებს მთის მოყვარულებს, მთამსვლელებს, მოთხილამურეებს, გიდებსა და მთის მოსახლეობას. „მარშით გავივლით ფილარმონიიდან რუსთაველამდე, სადაც ჩვენი თემის პრეზენტაციას წარვადგენთ და შევუერთდებით საერთო ბრძოლას,“ – აღნიშნულია ჯგუფ -„მთა თავისუფლებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ___________________ ფოტოზე: სამოქალაქო …

ველომსვლელობა და მასტერკლასები – როგორ აღინიშნება ბათუმში ევროპის დღე

21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება, ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის ხანგრძლივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნიშნად. ევროპის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება 13:00-17:00 საათამდე. რა დახვდება ღონისძიებაზე მისულ სტუმარს EU პროექტების სივრცეში ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან – თანასწორობამდე. თამაშში „წიგნების …

„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან

„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს. „დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების …

„კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

„გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხატია კირთაძე. ქართველი ემიგრანტი, რომელიც 16 წელია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ემიგრაციის მიუხედავად, ხატია არ წყვეტს სამშობლოსთან კავშირს და ცდილობს საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი უცხოეთიდანაც დაუჭიროს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ხატია საარჩევნო უბნის კომისიის წევრიც გახდა და ხმის მიცემაც შეძლო. თუმცა, მიუხედავად იმისა, …

„ოცნება“ ციხესიმაგრეში გამაგრდა ხალხისგან დასაცავად, მაგრამ იქ რამდენ ხანს ისხდებიან? – ინტერვიუ

„თუ ხალხი მოწოდებულია, რომ არ დათმოს თავისუფლება და „ოცნების“ პროპაგანდასაც დაუპირისპირებს სიმართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება სიცრუე, რადგან საბოლოო ჯამში, არც ერთ ადამიანს არ უნდა იცხოვროს სიცრუეში“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. რას ეჭიდება დასავლეთის მიერ სანქცირებული „ქართული ოცნება“? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“. ბატონო კახა, დღეს საქართველოში ხალხი …

ევროპა ჩვენი ერის – ენის, კულტურის, გადარჩენის შანსია – აშშ-ში მცხოვრები ქართველი

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ „არ მეგულება ემიგრანტი, ვინც არ ნატრობს საქართველოში დაბრუნებას. ჩვენ, ემიგრანტები ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ. 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, – თქვა ნიუ იორკში, თბილისობის  საღამოზე გამოსვლისას, მუსიკოსმა თამრიკო დავითაშვილმა. მეგობრებთან ერთად თბილისობა პირველად 2005 წელს ჩაატარა ნიუ იორკში და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, …

ჩვენი 1 ხმით ჩავებათ სულხან-საბას, ილიას, ჯავახიშვილის, ამ თაობების ჯაჭვში – ილიაუნის რექტორი 

რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებას გთავაზობთ. „ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, …

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი: ამ გაჭირვებიდან გამოსასვლელად რეფერენდუმი გვაქვს

ავტორი: ნათია როყვა __ ნიკა კეპულაძეს საჯარო სამსახურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. გურიის რეგიონში სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელობდა. „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამერიკაში საცხოვრებლად დევნისა და შანტაჟის გამო  2013 წელს წამოვიდა. იქამდე კი 2 წელი იმერეთის სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსადაც მუშაობდა. ნიკა კეპულაძეს ტაქსების კომპანია აქვს და საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს დასაქმებაში ეხმარება. …

„ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის, პირადი ლიკვიდაციის შიშია – აშშ-ის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი 

ავტორი: ნათია როყვა ბესიკ ქუთათელაძე სისხლის სამართლის წარმოების და კრიმინოლოგიის პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 23 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს და ახლა პირველად მონაწილეობს საქართველოს არჩევნებში. გასული პერიოდებისაგან განსხვავებით, იგი აქტიურად ერთვება არჩევნებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში და კრიტიკულად აფასებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შინაარსს, ასევე მმართველი პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. „ბათუმელებთან“ პროფესორი ამბობს, რომ „ყოველგვარი სენტიმენტების …

„მანქანით 4-5 გზას გავაკეთებ ბრუკლინიდან მანჰეტენზე, ადამიანები რომ წავიყვანო ხმის მისაცემად“

ავტორი: ნათია როყვა ___ თინათინ გიგოლაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, პროფესიით ექიმია და ნიუ იორკში ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში მუშაობს. პარალელურად, ის ადამიანებს ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკის სწავლაში ეხმარება, რაც ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად, გამოცდისთვისაა საჭირო. თინათინი ამბობს, რომ მისი სწავლების მთავარი ფოკუსია ნათელი გახდეს ამერიკაში არსებული მმართველობის სისტემა, შტატების თვითმმართველობის როლები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების არჩევის …

აშშ-სთან პარტნიორობა გადამწყვეტია საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და ოჯახებისთვის  

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ თამარ ბიბილაშვილი სპეციალური განათლების მასწავლებელია, უკვე 21 წელია ამერიკაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასევე ასწავლის მშობლებს არჩევანის გაკეთებას ბავშვების სასარგებლოდ.   რა როლი აქვს სახელმწიფო პოლიტიკას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და ოჯახების ცხოვრებაში? – გთავაზობთ ინტერვიუს თამარ ბიბილაშვილთან ამერიკული გამოცდილების და მოქმედი კარგი პრაქტიკის შესახებ.  ქალბატონო თამარ, …

“In Deutschland leben 42.000 Georgier. Es ist eine Lüge, dass die Polizei kommt, wenn man wählt” – Was macht „Gza“ in Berlin?

Die in Berlin ansässige Organisation „Gza“ hat bereits zahlreiche Aktionen sowohl gegen das russische Gesetz als auch zur Unterstützung der Ukraine durchgeführt. Giorgi Kakabadze, einer der Gründer der Organisation, ist Student. Er studiert Geschichte und schreibt derzeit seine Doktorarbeit über „Erinnerungspolitik“ an der Freien Universität Berlin. Gaga Gogoladze, der ebenfalls aktiv in der Organisation mitarbeitet …

ექიმი, რომელიც გერმანიაშია ემიგრაციაში – თუ გენატრებათ დედა, მამა, ნათესავები, წადით არჩევნებზე

„მე ვარ დავით ალექსიძე, გორში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, რამდენიმე წელი საქართველოში ექიმად ვმუშაობდი. ერთ დღეს კი ავდექი და წამოვედი ბერლინში, ევროპული ცხოვრება მინდოდა, არ ვიყავი ყოველდღიურობით კმაყოფილი – იმით, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი. ვიფიქრე, რომ აქ უფრო გამიადვილდებოდა“, – ასე იწყებს თავის ამბის თხრობას დავით ალექსიძე, …

ისინი ღმერთკაცები, ოლიმპიელები არიან, პოლიტიკაში მათი წასვლა კი იმედგაცრუებაა – სტუდენტი გერმანიიდან

მე ვარ ვასილ ონიანი. სტუდენტი. ბერლინში ვსწავლობ ფილოსოფიას. ვარ მოყვარული მოკრივე, აქტივისტი და ორგანიზაცია „გზის“ ერთ-ერთი წევრი. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირეკლავს და შემდეგ ამ ინფორმაციებს გერმანელ საზოგადოებას აწვდის. როდესაც რუსული კანონი მიიღეს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მოვლენები გერმანიაშიც უნდა გაშუქებულიყო. უნდა აგვეხსნა გერმანული საზოგადოებისთვის, თუ რატომ იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარება მნიშვნელოვანი. შესაბამისად, …

„გერმანიაში 42 000 ქართველია. ტყუილია, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა“ – რას აკეთებს „გზა“ ბერლინში

„გზა“ – ბერლინში დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ უკვე არაერთი აქცია გამართა, როგორც რუსული კანონის წინააღმდეგ, ისე უკრაინის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კაკაბაძე სტუდენტია – ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიას და „მეხსიერების პოლიტიკას“ იკვლევს. გიორგის მსგავსად გაგა გოგოლაძეც აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის საქმეებში. გაგაც სტუდენტია და მისი კვლევის სფერო საერთაშორისო ურთიერთობებია – ამჟამად ბერლინის სენატის პროექტზე მუშაობს. …

საქართველოდან ტვინებისა და ტალანტების გადინების საფრთხეა – სტუდენტი აშშ-დან

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ მარიამ ჟორჟოლიანი ფულბრაიტი სტიპენტიანტი და ბიზნესკონსულტანტია. ის წლებია ეხმარება ქართულ ბიზნეს კომპანიებს განვითარებაში და კარგად იცნობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამერიკაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, მარიამი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს. მისი ქართული და ამერიკული გამოცდილებების გამო დავინტერესდით, აპირებს თუ არა მარიამი არჩევნებში მონაწილეობას და როგორ ხედავს ევროპასთან …

ვიღაც ოცნებობს ჩვენს რელიგიურ თუ სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას ფლობდეს – სტუდენტი

„მე ვარ სტუდენტი, მეოთხე კურსზე ვსწავლობ ლიეტუვაში. 21 წლის ვარ და აქამდე არასდროს მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა – მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული ამ არჩევნებზე“, – ასე აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს …

მგონია, 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში – ემიგრანტი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის

ავტორი: ნათია კაპანაძე _____ „რადგან ქვეყნიდან წამოვედი, არ ნიშნავს რომ ჩემი სამშობლოს განვითარების სურვილი არ მაქვს. თუ შევძლებ, აქედან ჩემ სამშობლოს ჩემი ხმა მივაწვდინო, თუ შევძლებ დემოკრატიის სასარგებლოდ ჩემი სიტყვა ვთქვა, დიდი სიამოვნებით“, – ამბობს მარიკა, რომელმაც ემიგრაციისას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ინტერვიუს დროს შეიტყო. ის წუხს, რომ ქართველ ემიგრანტებს აქტიურად არ მიეწოდებათ ინფორმაცია …

დასავლეთის დახმარება თითოეულ ქართველამდე მივიდა და აი, როგორ – ინტერვიუ

„მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან. საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა. მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი …

ვფიქრობ სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ მინდა უკეთეს რეალობაში დავბრუნდე – ემიგრანტი აშშ-დან

ნინი ჩანტლაძე 29 წლისაა და უკვე ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ემიგრაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფლების ნაკლებობის გამო მიიღო. ნინი განსაკუთრებულ გამოწვევად საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არასათანადო პირობებს ასახელებს და ამბობს, რომ აფიქრებს ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები და ევროპელი ლიდერების კრიტიკა. ნინი, რატომ და როგორ წამოხვედით ამერიკაში? ამერიკის ვიზა სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით მივიღე. 24 …

„ახალ თაობას რომ აფასებდნენ, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ბევრი დაბრუნდებოდა“ – სტუდენტი

თამარ ბებიას აზრით, ხშირად არის მცდელობა, ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან „გარყვნილი ადამიანების“ დაპირებებს. თამარი კი მიიჩნევს, რომ მცდარი წარმოდგენაა და მომავალ არჩევნებში ჯენზი აუცილებლად გაიმარჯვებს. თამარ ბებია სტუდენტია ფოთიდან, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზაფხულის აქციების დროს დიდი გამოცდილებაც დააგროვა. თამარ, თქვენ, როგორც სტუდენტი, …

ბებია 6 წელია აშშ-ია მინიმალური პირობები რომ გვქონდეს, მთავრობა კი კონსპირაციებით გვკვებავს – სტუდენტი

მარიამ ბიძინაშვილი 18 წლისაა და თბილისში მეორე კურსზე სწავლობს. გაზაფხულზე მარიამი აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს სახლში ჯდომას, ჩემი აქციებზე ყოფნა ერჩივნათ“. როგორი განცდა იყო აქციებში მონაწილეობა? საქართველო ორჯერ ვნახე გაერთიანებული. ერთხელ აქციებამდე, ფეხბურთის პერიოდში. მაშინ ნამდვილად …

ეს კითხვა მეც გამჩენია, რატომ გვეხმარება ევროკავშირი უანგაროდ? – ბათუმელი სტუდენტი

მე ვარ მეა მალაყმაძე და ვარ სტუდენტი ბათუმიდან. თბილისში ვსწავლობ, კერძოდ ჯიპაში. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი თამაშობს ძალიან დიდ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემი ფაკულტეტი ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. როდესაც მშვიდად უნდა მესწავლა და დრო გამომეყენებინა საკუთარი თავის განვითარებაზე, ის პერიოდი რუსთაველზე ვიდექი. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის. იყო აქციებზე მომენტები, …

პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ გიორგი ღუღუნიშვილი ინჟინერია, ის გუგლის ნიუ იორკის ოფისში სამი წელია მუშაობს. იუთუბის მუსიკის დეპარტამენტში საქმიანობის პარალელურად, თვალს აქტიურად ადევნებს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ამერიკიდან გერმანიაში სპეციალურად გაემგზავრა. დავინტერესდით, როგორ ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ინჟინერი და აპირებს თუ არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, ინტერვიუ არ წარმოადგენს გუგლის ხედვას განხილულ …

ივანიშვილი გამარჯვებულის როლს თამაშობს, ოღონდ ტყვიაგაუმტარი შუშის ყუთიდან – კობა სუბელიანი

ავტორი: ნათია როყვა ___ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მინისტრი და პარლამენტის ორგზის დეპუტატი კობა სუბელიანი ამბობს, რომ 2012 წელს გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ გადაბირების უშედეგო მცდელობის გამო, მასზე განხორციელებული შანტაჟის, მუქარის, დევნისა და შევიწროების გამო, 2018 წელს საქართველოდან აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. კობა სუბელიანმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და როგორც ამბობს, ოთხი წლის შემდეგ „ჯოჯოხეთური ტანჯვაც“ …

ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა – სტუდენტი ხულოდან

გიორგი რიჟვაძემ ალექსანდროს პეტერსონის სტიპენდია მიიღო და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ King’s College London-ში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. გიორგი რიჟვაძე ხულოში ცხოვრობს. პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლო სტიპენდია 60 ათას გირვანქა სტერლინგია (200 000 ლარი) და ის ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცემა წელიწადში ერთხელ. გიორგი რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სტიპენდიის მიღება საკმაოდ რთული იყო, …

წელს რეკორდული რაოდენობით ჯენზი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას – სტუდენტი –

გვანცა მიკაელა გვანცელაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც უტყუარად სჯერა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერც მმართვლი პოლიტიკურო ძალა შეაჩერებს და ვერც სხვა ძალები, რადგან ეს ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჯენზიმ უკვე გადაწყვიტა. „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დრო ჩამოგვრჩა“ – ამბობს გვანცა, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ „თუ არჩევნებზე არ წავა, ქვეყანა არასდროს დალაგდება და თავისთავად“. გვანცა, პირველ …

მე არ ვოცნებობდი აშშ-ში ცხოვრებაზე, ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს მოვახმარო – ანა აბაშიძე, ემიგრანტი

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ „მე არ ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებაზე, მე ვოცნებობდი მხოლოდ განათლების პერიოდულად განახლებაზე. ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს განვითარებას მოვახმარო“, – ამბობს ანა აბაშიძე, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი უფლებადამცველი და იურისტი.  2022 წლის სექტემბრიდან, სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელების შემდეგ, უფლებადამცველი პრორუსული დეზინფორმაციის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლები და პრორუსული ჯგუფები მას …

რატომ წამოვედი ამერიკაში? – საჯარო სამსახურში ჩემნაირების მომავალი უფროსის ცვლილებასაც კი უკავშირდება

ავტორი: ნათია როყვა ___ ირაკლი დანელია ამერიკაში წასვლამდე – 2013-2016 წლებში ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა. ბოლოს რუსთავის მერიაში საქმიანობდა. სწორედ საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში შეცვალა ცხოვრება – ტურისტული ვიზა აიღო, ამერიკაში სამოგზაუროდ წამოვიდა და დარჩა. მანამდე ირაკლი მედიაში მუშაობდა – ჟურნალისტი იყო. რატომ წამოვედი ამერიკაში?                     …

3 პატარა შვილით 8 ქვეყანა გადავლახეთ და აშშ-ში აღმოვჩნდით, ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ ყოველ დღე ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – ამბობს მადონა ნოზაძე, 3 შვილის დედა, რომელიც უკვე ორი წელია აშშ-ში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს: „ალბათ, ყოველი მეორე ადამიანი ოცნებობს ამერიკაში ცხოვრებაზე. ოცნებობს ღირსეულ სამუშაო პირობებზე, ხარისხიან განათლებასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე. ჩვენი ეს ოცნებები უკვე პასუხისმგებლობად იქცევა ხოლმე, როცა შვილები …

„ოცნების“ მცდელობა არჩევნები ფარსად გადააქციოს, დასრულდება კრახით – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში 

ავტორი: ნათია როყვა ___ შორენა ლომთაძე პროფესიით განათლების მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა. შორენა ბოლო 8 წელია ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის ჩართულია: მაგალითად, ბოლო ერთ კვირაში 60-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა, არჩევნებში ხმის მისაცემად დარეგისტრირებაში და ასზე მეტი ადამიანი გადაამოწმა არიან თუ არა საარჩევნო სიაში.  შორენა, ბოლოს გნახეთ შვილთან ერთად, …

„როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? – წავიდეთ არჩევნებზე“

ავტორი: ნათია როყვა თამარ შელია პროფესიით მეან-გინეკოლოგია, განათლება რუსეთში მიიღო, საქართველოში კი ექიმად 23 წელი იმუშავა. თამარი მარტოხელა დედაა და ნიუ- იორკში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, 5 წლის წინ, ამერიკაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, გიოს გამო მიიღო – გიორგი, თამარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილია. თამარ, რა საფრთხეებს ხედავთ რუსულ კანონში, რომელიც უკვე ძალაში შევიდა? …

Exit mobile version