„ევროპის ყველაზე დიდი სიკეთე არის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა,“ – ამბობს ნონა წოწორია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. რატომ ვირჩევთ ევროპას, რატომ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რას მოუტანს ეს საქართველოს“, – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ყოფილ მოსამართლეს. რატომ გვინდა ევროპაში? ევროპაში გვინდა იმიტომ, რომ იყოს მშვიდობა. ევროპა არის კონტინენტი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ …
Tag Archives: ძალა ევროკავშირშია
„საბჭოთა კავშირის ლეში, რომელიც არც დაუმარხავთ, თითქოს გაცოცხლდა“ – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან
„ჩემი აზრით, გამოთქმა – „ხელოვანი ვარ და პოლიტიკასთან კავშირი არ მაქვს“, არის სისულელე. ასეთი რამე არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა არ არის მარტო საინფორმაციო გამოშვება ან ომის სტატისტიკა. პოლიტიკაა ყოველდღიურობა“, – ამბობს მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. რა შეიძლება ერთმა მოქალაქემ გააკეთოს ქვეყნისათვის? ისტორიის რომელ პერიოდს ჰგავს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და …
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ – ემიგრანტი აშშ-დან
„მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. თუ „ოცნება“ დარჩება ისევ ხელისუფლებაში, კარგი არაფერი ელოდება ამ ქვეყანას. ამიტომაც ვართ ემიგრანტები მონდომებული, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ეს უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით, მანდ მყოფი ადამიანების და ჩვენი მონდომებით, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ ძალას და ქვეყანას დავუტოვოთ ევროპული მომავალი“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი. ხათუნა ექიმი-ნევროლოგია და თითქმის 20 წელია აშშ-ში, პენსილვანიაში …
საქართველოში ყველგან სახიფათოა შშმ პირებისთვის გადაადგილება – უსინათლო აქტივისტი ემიგრაციიდან
საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაედინება სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევები მოწმობს, რომ ასეთი ძლიერი ემიგრაციული ნაკადები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია – დაბალანაზღაურებადი სამსახურები, უმუშევრობა. შშმ პირებისთვის ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს მათი საჭიროებების სისტემური გაუთვალისწინებლობა და ამის შედეგად სხვადასხვა აუცილებელ სერვისებზე ხელმიუწვდომლობა. საქართველოდან 2022 წელს 54 509 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის იყო ალექსი …
„აქ ბევრი უკეთესი მომავლის, ან გადარჩენისთვის მოდის“ – ინტერვიუ გერმანიაში მცხოვრებ იურისტთან
ზურაბ ბაკურაძე გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს და მუშაობს. ის პროფესიით იურისტია, კონკრეტულად კი კრიმინოლოგი. ამ ეტაპზე კი ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობს ძალადობის პრევენციის კუთხით. ზურას თქმით, „კარგი ცხოვრების გამო არავინ არ ტოვებს სახლს. ზოგი ომს გამოურბის, ზოგი ავადმყოფობას, ზოგი ფინანსურ გაჭირვებას“. „ყველაზე ბედნიერი კონტინენტი ევროპაა“, – გვითხრა ზურა ბაკურიძემ, როცა მას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და …
“რესტორანში ვმუშაობ და მინისტრზე მაღალი ხელფასი მაქვს, გვინდა ცვლილება? მივიდეთ არჩევნებზე“ – ემიგრანტი
მანანა მახარაძე 7 წელია ემიგრაციაშია. პირველი ხუთი წელი თურქეთში გაატარა, ბოლო ორი წელი კი შვეიცარიაში ცხოვრობს, ქალაქ ბადენთან ახლოს, პატარა სოფლის ტიპის დასახლებაში. რესტორანში მუშაობს, მზარეულის დამხმარედ. მისი ხელფასი საქართველოში არსებულ შრომის ანაზღაურებას რომ შევადაროთ, თვითმმართველი ქალაქების მერების და მინისტრების ხელფასზე მეტია. მანანა ამბობს, რომ მისთვის ეს არის ევროპა – ღირსეული შრომის ანაზღაურება, დაცული უფლებები …
1000 ლარი რომ იყოს პენსია, წამალს ვიყიდდით, კარგადაც შევჭამდით და დასასვენებლადაც წავიდოდით
საქართველოში ხანდაზმულები მოსახლეობა განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფია, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა, კერძოდ, 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის 84%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ყოველი მე-5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული სოციალური გარანტიებისა, საქართველოში ხანდაზმულთა საკითხების მიმართ …
ბუნდესტაგის დეპუტატის ქართველი მრჩეველი: არ დავუშვათ გავხდეთ ავტორიტარული ქვეყნების კლუბის წევრი
მიხეილ სარჯველაძე უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მრჩევლია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. მიხეილის თქმით, მისთვის მტკივნეულია, რაც დღეს ხდება საქართველოში, როცა „ოცნების“ მმართველობის პირობებში მისი სამშობლო შორდება დასავლურ ალიანსებს და ცდილობს გახდეს ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბის წევრი“. „არამხოლოდ უკრაინის ან მოლდოვას, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანისგან განსხვავებითაც კი, გამქრალია საქართველო …
„ტროტუარიც და ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ
ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც. ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ …
Continue reading “„ტროტუარიც და ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ”
რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ხალხისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“
45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა რუსულ კანონს. კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 აგვისტოდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება ექნება რეპრესიები დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. რუსული კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩაახშოს კრიტიკული აზრი და გაუსწორდეს ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი მუშაობაც არ მოსწონს. სანამ …
შიშის წამალი არის საუბარი – როგორ ვებრძოლოთ ომზე „ოცნების“ პროპაგანდას
როგორ ნერგავს „ქართული ოცნება“ ომის შიშს და როგორ უნდა განიკურნოს ამომრჩეველი ამ შიშებისგან? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ფსიქოლოგ სალომე ჩარკვიანს, რომელიც შიშის პროპაგანდის დაძლევაზე გვიზიარებს თავის მოსაზრებას. ქალბატონო სალომე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა გაჟღენთილია შიშის პროპაგანდით: „აბა ომი გინდათ?“, „რუსეთმა თუ მოინდომა, ერთ საათში გაგვაქრობს“, ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე …
Continue reading “შიშის წამალი არის საუბარი – როგორ ვებრძოლოთ ომზე „ოცნების“ პროპაგანდას”
„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება“ – ემიგრანტი
„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება. ევროპა ნიშნავს უსაფრთხოებას. ევროპა, რომელსაც მე წლებია ვაკვირდები, არის ადამიანზე ორიენტირებული სამყარო. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები პრობლემა. ან თუ აქვს პრობლემა, სახელმწიფოს რითაც შეუძლია, ვალდებულია დაეხმაროს და მტრისას თუ არ დაეხმარა. სახელმწიფო ვალდებულია საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის საკითხებში დაეხმაროს მოქალაქეს. ევროპა არ არის ერთი პატარა ქალაქი …
Continue reading “„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება“ – ემიგრანტი”
რა ეშველება ამ ჯგუფს, თუ დონორები გავლენ ქვეყნიდან? – თათის დედის ბრძოლა შვილისთვის
„მე ვარ ორი შვილის დედა, თუმცა საუბარი ყოველთვის მიწევს თათის შესახებ. თათი არის დიაგნოზით, მას მიკროცეფალია აქვს“ – გვიყვება რუსუდან შერვაშიძე, ბათუმელი ქალი, შშმ შვილის დედა. თათი ახლა 20 წლისაა, ამ პერიოდის განმავლობაში რუსოს, როგორც დედას, არაერთი პრობლემის გადალახვა მოუხდა, ხშირად – მარტოს. „თათი რომ დაიბადა და აღმოვჩნდი ამ გამოწვევის წინაშე, მიმოვიხედე და ჩემ ირგვლივ …
„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან
„მე ვარ ნიკო, აქტიური მოქალაქე“ – ასე გვეცნობა 22 წლის ნიკო ქარცივაძე, ეტლით მოსარგებლე. რამდენიმე წელია ნიკო სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული, ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე და შშმ თემისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს ითხოვს, პარალელურად კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე, კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს. „საქართველოში ახლა ისეთი სოციალური ფონია, უფლებრივი კუთხით ნამდვილად არავის გვილხენს. ამ მხრივ, საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება …
Continue reading “„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან”