14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აჯამებს თემის წევრთა უფლებრივ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად, არათუ არ უმჯობესდება, არამედ გარკვეული მიმართულებებით უარესდება კიდეც. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 12 წლის თავზე, მთავრობამ ვერ შეძლო, …
Tag Archives: შშმ პირთა უფლებები
„იკეტება ოფისები, აღარ ინერგება სიახლეები“ – რას კარგავს შშმ თემი EU-ს დაფინანსების შეჩერებით
უფასო სკრინინგი ბათუმში შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის
10 – 11 ოქტომბერს ორგანიზაცია„შშმ ქალთა ალიანსი“, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, კლინიკა „მედფემთან“ თანამშრომლობით, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს შშმ ქალებს, შშმ გოგონებს და შშმ პირთა დედებს. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, ადრეული დიაგნოსტიკა და ქალთა გაძლიერება. დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული უფასო სკრინინგი შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის. …
Continue reading “უფასო სკრინინგი ბათუმში შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის”
„მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბოდიშს“- დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის ავტობუსში
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე გაკრულია სტიკერები, სადაც გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინი „ინვალიდი“. „შშმ პირებისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ – ასე გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ბათუმში მცხოვრები შშმ პირები. თათო მახარაძე ეტლით მოსარგებლე პირია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისკრიმინაციული სტიკერები გაკრულია N16 ავტობუსში, რომელიც მოქალაქე ნანუკა დიასამიძემ გადაიღო და გაავრცელა. თათო მახარაძემ დღეს, …
შშმ პირების ევროპული და ქართული გამოცდილება -„გეფიცებით, ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ჩავვარდი“
სამ წელზე მეტი გავიდა იმ დღის შემდეგ, როცა მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად საკუთარი ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დაუტოვა. ის პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „ეტლს ვუტოვებ. იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე“, – უთხრა ჯემალ ჭელიძემ მაშინ „ბათუმელებს“. პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს …
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ბევრი სახის ტრანსპორტის მართვა შეეძლებათ – მინისტრების ბრძანება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება. „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“, „B“, „BE“ …
რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“
შშმ აქტივისტი, მოქალაქე დეა ერემაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, დარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ჩემი …
დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე
ანტილიბერალური დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში, საზოგადოებაში გენდერული როლებისა და იდენტობების შესახებ მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. შშმ აქტივისტის, დეა ერემაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად ზემოქმედებს საქართველოში მცხოვრებ შშმ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოიაზრება. ანდიგენდერული პროპაგანდა, ანტილიბერალურ და ღიად ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, აქამდე საქართველოში კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრეროგატივა …
Continue reading “დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე”
საქართველოში ყველგან სახიფათოა შშმ პირებისთვის გადაადგილება – უსინათლო აქტივისტი ემიგრაციიდან
საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაედინება სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევები მოწმობს, რომ ასეთი ძლიერი ემიგრაციული ნაკადები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია – დაბალანაზღაურებადი სამსახურები, უმუშევრობა. შშმ პირებისთვის ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს მათი საჭიროებების სისტემური გაუთვალისწინებლობა და ამის შედეგად სხვადასხვა აუცილებელ სერვისებზე ხელმიუწვდომლობა. საქართველოდან 2022 წელს 54 509 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის იყო ალექსი …
ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს
ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის დაფინანსებას, რომელიც, დასის ინფორმაციით, უშუალოდ მათთვის იყო განკუთვნილი, მერიამ კი ტენდერზე გაიტანა და სხვა ჯგუფს მოაგებინა. ბათუმის ინკლუზიური დასის კოლექტივი ირწმუნება, რომ ტენდერში გამარჯვებულ ჯგუფს შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია. ბათუმის ინკლუზიური დასი 2019 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე …
Continue reading “ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს”
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი ასაჩივრებს მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2024 წელს ინტეგრირებულ სპექტაკლებს ორგანიზება უნდა გაუწიოს ტენდერით გამარჯვებულმა, სრულიად ახალმა ჯგუფმა. დასის ხელმძღვანელისა და წევრების მშობელთა თქმით, აღნიშნულ ჯგუფს შშმ ადამიანებთან მუშაობის კომპეტენცია არ გააჩნია. ბათუმის მუდმივ მოქმედი სატენდერო კომისიის გადაწვეტილების ოქმი დასმა დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა [პრეტენდენტის მიერ …
Continue reading “ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს”
რას აკეთებს „გამითვალისწინე“ ბათუმში | ვიდეო
„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან
„მე ვარ ნიკო, აქტიური მოქალაქე“ – ასე გვეცნობა 22 წლის ნიკო ქარცივაძე, ეტლით მოსარგებლე. რამდენიმე წელია ნიკო სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული, ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე და შშმ თემისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს ითხოვს, პარალელურად კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე, კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს. „საქართველოში ახლა ისეთი სოციალური ფონია, უფლებრივი კუთხით ნამდვილად არავის გვილხენს. ამ მხრივ, საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება …
Continue reading “„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან”
თათოს ბრძოლა რუსული კანონისა და პროპაგანდის წინააღმდეგ – გოგო ევროკავშირის დროშით
ბოლო თვეებში ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ნაწნავებიანი გოგო ორი დროშით, ხან ნელი, ხან უფრო ჩქარი სვლით, ზოგჯერ აგრესიულადაც რომ აბრახუნებს ეტლის ბორბლებს ბათუმის არაადაპტირებული ტროტუარების ბორდიურებზე ასასვლელად. ასეთ დროს უნდა მიხვდეთ, რომ გაბრაზებულია, რადგან იძულებულია შეეგუოს, რომ ბათუმის მერიამ ქუჩების მოსაწყობად დიდი ფული დახარჯა ბიუჯეტიდან, თუმცა ადაპტირებული გარემო ვერ შექმნა. თათო მახარაძე 28 …
Continue reading “თათოს ბრძოლა რუსული კანონისა და პროპაგანდის წინააღმდეგ – გოგო ევროკავშირის დროშით”
ქალების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში და ახალი ცენტრის პრეზენტაცია
„ჩანთებს ვაკეთებ ბისერებისგან. დიდი ხანი არ არის, რაც ამას ვაკეთებ. ვიცი, თუ მეტს მოვინდომებ, მეტსაც გავაკეთებ, მაგრამ მე და ჩემნაირ ადამიანებს ხელშეწყობა გვჭირდება, რომ ჩვენი ნამუშევრები ბევრმა ნახოს და პროდუქციის რეალიზება შევძლოთ“ – ამბობს ელენე ფუტკარაძე. ეს ელენეს ნამუშევრებია: ელენეს და აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 26 იანვარს მოეწყო ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე …
Continue reading “ქალების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში და ახალი ცენტრის პრეზენტაცია”
„მარტო ვერ დავდივარ, ყველა ნაბიჯზე ბარიერია“ – უსინათლო ქალი ბათუმიდან
ბათუმში დაიბადა და ყოველთვის ამ ქალაქში ცხოვრობდა. ძალიან უყვარს ბათუმი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, არც ერთხელ უგრძნია თავი კომფორტულად ქუჩებში, ზებრა გადასასვლელებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. „თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ ქალაქში ვდგამ, ჩემთვის ბარიერებითაა სავსე“, – გვეუბნება 28 წლის ნანა დუმბაძე. ის უსინათლოა. დღეს ნანასა და მის გამოწვევებზე გიამბობთ, ქალზე, რომელსაც ყველგან წასვლა …
Continue reading “„მარტო ვერ დავდივარ, ყველა ნაბიჯზე ბარიერია“ – უსინათლო ქალი ბათუმიდან”
აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორი შშმ ქალთა ალიანსი იყო. ალიანსის თავმჯდომარის, დეა ერემაშვილის თქმით, აქცია ეხმაურება აჭარაში შშმ მოზარდებზე სავარაუდო ძალადობის საქმეს, რომლის შესახებაც ორგანიზაციამ პროკურატურას წელს, ზაფხულში მიმართა. „5 ივნისს ჩვენ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ მასობრივი ძალადობის ფაქტებზე შშმ თემში, სადაც მოძალადეები და მსხვერპლები თემის …
Continue reading “აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”
როგორ მუშაობს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ბათუმში შშმ პირებისა და ოჯახების დასახმარებლად
21 ნოემბერს, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, USAID საქართველოსა და ცენტრის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, ცენტრის ხელმძღვანელი რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ცენტრის 10-მდე ბენეფიციარი. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შშმ პირების მიერ დაფუძნებული, შშმ პირთა და ოჯახის წევრთა უფლებადამცველი ორგანიზაციაა. USAID-ის პროგრამის – „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში“ მიზანია …
ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირის სასარგებლოდ 7130 ლარის გადახდა დააკისრეს – PHR
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, დღეს, 7 ნოემბერს, მათ მოიგეს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მთავრობისა და სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ. საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას ეხებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ კიდევ 2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ „ყველა ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირი, ვისაც ესაჭიროება …
Continue reading “ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირის სასარგებლოდ 7130 ლარის გადახდა დააკისრეს – PHR”
უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“
ავტორი: დიანა ცეცხლაძე __________________ ტერმინ – „შშმ პირის“ უკან დგანან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ყველა ჯგუფს თავისი საჭიროებები აქვს და ყველაზე მეტად ამ საჭიროებების შესახებ იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც თავად არიან შშმ პირები. ესმაც მათ შორისაა. იგი წლებია შშმ პირთა უფლებადამცველი და შშმ საკითხებისა და პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერია საქართველოში. მე ესმა გუმბერიძე …
Continue reading “უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“”
როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს
ქეთი მახარაძე მათ შორისაა, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ მოკლევადიან სწავლებებს, ტრენინგებსა და ონლაინ გადამზადებებს შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, როცა სამსახურს ეძებ. ქეთი ამბობს, რომ იმდენად ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ზოგჯერ ვეღარც კი იხსენებს, ვისგან რა ისწავლა და რა გამოცდილება მიიღო. მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქეთიმ შეძლო და ორ სხვადასხვა სფეროში …
Continue reading “როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს”
„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან
ამბავს 26 წლის არქიტექტორზე სხვა დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა, პირველივე პასუხს მაინც იქითკენ მივყავართ, რასაც ყველა ვხვდებით, როცა შშმ პირებს ვუსმენთ. საუბრის პირველივე თემა ქალაქის სრულად ადაპტირების საკითხია. „პრობლემების ერთობლიობაა ქვეყანაში. რთულია, რომელიმე წამოწიო წინ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვცდილობთ, რისი მოღწევაც გვინდა, ამაზეა დამოკიდებული, ქალაქის სრულად ადაპტირებაზე“ – გვიხსნის ნოდარ …
Continue reading “„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან”
რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე
ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი _________________ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა გამორჩეული გამოცდილებაა. მათ შორის მხარედ ყოფნა. ყველა ცხოვრებისეულ განცდას, ფიქრს, აზრს მართლა იმ სასამართლო დარბაზის კარს უკან ტოვებ. ის საათ-ნახევარი, დარბაზის კარის დახურვიდან და სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე სხვა არაფერზე მიფიქრია. ალბათ ასეთივე განცდაა დიდ სპორტში რომელიმე ჩემპიონატზე თამაში. მთლიანად გათქვეფილი ვიყავი თანამოსარჩელეს, ჩვენი ადვოკატის, მოპასუხის, მოსამართლეების მოსმენაში, …
Continue reading “რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე”
უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე
ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი _____________________ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს უსინათლოს მიერ გარიგების დადებისას მისი ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები. 31 ოქტომბერს მესამე პლენარული მოსმენის წინა საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა, ანუ ამ ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მესამე მოსმენაზე ტექნიკური შესწორებების გარდა აღარაფერი იცვლება, ამიტომ უკვე შემიძლია აღვწერო ის მრავალწლიანი, მინიმუმ 2-წლიანი მძიმე …
Continue reading “უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე”
„თუ ასეთი რამ გჭირდა, შვილს რას აჩენდი“ – ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტერეოტიპები
თინათინ შალამბერიძე სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. 18 წლის ასაკში მას დეპრესია დაეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება იყო. მას შემდეგ თინათინმა სხვადასხვა დაწესებულებაში ცხოვრების სხვადასხვაგვარი გამოცდილება მიიღო. „ინფორმაცია რომ მქონოდა, დროულად რომ შემეწყვიტა ლაქტაცია, ჩემი დაავადება არ გამწვავდებოდა“ მიუხედავად მიუხედავად იმისა, ვერც საკუთარი შესაძლებლობები შეაფასა ორსულობის შემდგომ ეტაპზე და მიაჩნდა, რომ …
Continue reading “„თუ ასეთი რამ გჭირდა, შვილს რას აჩენდი“ – ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტერეოტიპები”
თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ კილომეტრების გავლა ასე მოგიწევთ – შშმ ქალი
„ერთი წუთით დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სოფლად, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ტრანსპორტთან მისასვლელად კილომეტრობით გზის გავლა გიწევთ. ასე ხდება ყოველდღიურად, – წვიმიან ამინდში, ზამთარში – მუხლამდე თოვლში, ქარიან ამინდში… როგორ შეძლებთ, რომ ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღოთ განათლება ან დასაქმდეთ და შემდეგ, სამსახურში იაროთ ყოველდღიურად ასეთ პირობებში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამილა საგინაძე, …
Continue reading “თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ კილომეტრების გავლა ასე მოგიწევთ – შშმ ქალი”
ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ ქალებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ – ინტერვიუ
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. შესაბამისად, სქესობრივ და რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში არცთუ ისე სახარბიელოა. პრობლემა არაერთია: ინფორმაციის ნაკლებობა, სამედიცინო კაბინეტების გაუმართაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ჰიგიენურ საშუალებებზე არახელმისაწვდომობა და მრავალი სხვა. რუსუდან შერვაშიძე აჭარის რეგიონში შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა …
ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა
სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა. პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები …
Continue reading “ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა”
5 წელი მიუსაჯეს პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც შშმ პირს სცემა
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება 2022 წლის იანვარში, თბილისში მომხდარ ფაქტს – 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფებოდა, როცა პოლიციელმა სცემა. ამ ფაქტის …
Continue reading “5 წელი მიუსაჯეს პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც შშმ პირს სცემა”
14 წლის ანიტა, სმენის არმქონე შვილის დედა და სხვები – რას ითხოვდნენ ბათუმში აქციაზე
დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათმა მხარდაჭერებმა და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს. „ერთად შევცვალოთ“ – ასე ერქვა აქციას, რომელიც დღის ოთხ საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყო და ბათუმის ცენტრალურ პარკში დასრულდა. აქცია ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი …
შშმ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს – სახალხო დამცველი
დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. სახალხო დამცველი ამ დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დაძლია სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვისთვის. მისი თქმით, …
Continue reading “შშმ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს – სახალხო დამცველი”
მოხალისე ხულოდან, რომელიც ევროპაში მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან
26 წლის მაია რიჟვაძე ხულოდან ბოლო ორი წელია ევროპაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მოხალისედ მუშაობს. მას ბევრი გეგმა აქვს. ცდილობს, ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცდილება დააგროვოს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცენტრი გახსნას აჭარაში, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მოქმედი ცენტრების მოდელი იქნება და ყველა საჭირო სერვისს გააერთიანებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მაია გვიყვება, რომ მარტივი არ ყოფილა 24 …
რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ
რა პრობლემებზე საუბრობენ ხულოში მცხოვრები ის დედები, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ? თეონა, 1o წლის თიკას დედა 32 წლის თეონა საგინაძე ხულოში, სოფელ ღურტაში ცხოვრობს. თეონას შვილი, თიკა, 10 წლისაა. თიკა 9 თვის იყო, როცა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. თიკა ახლა უკვე მეოთხე კლასშია, თუმცა სკოლაში ვერ დადის, რადგან გადაადგილება უჭირს, ამიტომაც მასწავლებელი მასთან მიდის …
Continue reading “რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ”
როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს
65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა. ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება. „ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების …
რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან
მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში. „ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი …
Continue reading “რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან”
„თუ ადამიანს კიდური არ აქვს, ამოუვა?“ – რატომ ითხოვს სახელმწიფო შშმ სტატუსის გადამოწმებას
რატომ არ გადადის სახელმწიფო შშმ პირის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე და რა პრობლემის წინაშე აყენებს ეს შშმ პირებს? საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას გაეროში 2009 წელს მოაწერა ხელი, რითაც დაადასტურა სახელმწიფოს მიზნების თანხვედრა იმ მიზნებსა და პრინციპებთან, რომლებსაც აღნიშნული კონვენცია ეყრდნობა. 2013 წლის 28 დეკემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომელიც …