„იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მის ბრალმდებლებს სასამართლო პროცესზე, სადაც მას მანდატურზე ძალადობის მოტივით „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასამართლებს. ამავე სასამართლოზე ნინო მოუყვა ხალხს, თუ როგორ აპირებს ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ გამოიყენოს საბჭოთა რეპრესიული ინსტრუმენტი – პატიმრის ფსიქიატრიულ შემოწმება იძულების წესით. როგორ გააცოცხლა …
Tag Archives: საბჭოთა რეპრესიები
აშშ-ში ქართველებმა გაიხსენეს 1924 წლის აჯანყება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ – რა მოხდა 100 წლის წინ | ფოტო
ავტორი: ნათია კაპანაძე რა ხდებოდა 100 წლის, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში? – ქართველები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. აჯანყდნენ და დამარცხდნენ. მაშინ სტალინის ბრძანებით ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს. სწორედ ეს აჯანყება გაიხსენეს ვაშინგტონში გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. „პოლიტიკური მეხსიერება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – ამბობს საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც გუშინ, ვაშინგტონში, …
„გათლილი კარტოფილის კანს ვრეცხავდით და ვჭამდით, ისე ვიყავითო“ – გადასახლება ქედიდან ციმბირში
„დასხდებოდნენ ბიძაჩემები, მამიდაჩემი და მოჰყვებოდნენ მათ თავგადასავალს. ისეთი შეხვედრა მაგათ არ ჰქონიათ, გადასახლების პერიოდი რომ არ გაეხსენებინათ. ობლად დარჩნენ, მერე გადაასახლეს. ამის გახსენებისას მათ თვალებზე სულ ცრემლი იყო. სულ, სულ ტიროდნენ. რა ისტორიებიც ჩემი ოჯახის წევრებისგან მაქვს მოსმენილი, ისეთი დღე ღმერთმა ნურავის ნუ დაუწეროს. მე თვითონ არ ვყოფილვარ გადასახლებული, მაგრამ რომ მოჰყვებოდნენ, ისეთი იყო, გულზე …
ლანჩხუთიდან სტამბოლში წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის
29 დეკემბერს, ღამის სამ საათზე, ლანჩხუთში, ურუშაძეების სახლის კარზე მაგრად დააკაკუნეს. გურულ ოდაში დედას და მის ორ ვაჟს ეძინა. კარი გააღეს თუ არა, სახლში ფორმიანი კაცები შევიდნენ და ახალგაღვიძებულ ოჯახს უთხრეს: „ერთი საათი გაქვთ სახლის დასატოვებლად, აიღეთ პირადი ნივთები. სამტრედიაში ეშელონს გაჰყვებით“. სანამ სასოწარკვეთილი დედა და შვილები ნივთებს აგროვებდნენ, ფორმიანებს სახლიდან ავეჯი გაჰქონდათ, ეზოში კი …
Continue reading “ლანჩხუთიდან სტამბოლში წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის”
გადასახლებულები სამშობლოში დაბრუნებას ვითხოვდით, მათ კი სტალინის სიკვდილი გვაგლოვეს
1951 წლის დეკემბერში შუახევის სოფელ ლომანაურიდან 12 ოჯახი გადაასახლეს შუა აზიაში. ქალები, ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები – საბჭოთა რეჟიმმა არავინ დაინდო და მკაცრ ზამთარში გაუყენა უდანაშაულო ადამიანები მათთვის უცნობ და რთულ გზას. სტალინის ბრძანებით შუა აზიაში ასახლებდნენ მათ, ვისაც სისტემა ხალხის მტრად და პარტიისთვის მიუღებლად ჩათვლიდა. ხალხის მტერი იყავი მაშინაც, თუკი შენი წინაპარი მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობდა. …
როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები
1937 წლის ნოემბერში, სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დააპატიმრეს ცნობილი სახალხო მთქმელი მემედ აღა ჭყონია თავის ორ შვილთან ერთად. წლების განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დაპატიმრებას გადარჩენილი მემედ აღას შვილიშვილი, ჯემალ ჭყონია, 23 წელი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ბაბუას, მამას და ბიძას. ძიება 1961 წელს დასრულდა, როცა ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა აიღო და მიხვდნენ, რომ მემედ აღა …
Continue reading “როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები”
დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები
„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან. კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც …
2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა. 1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან …
„საქმრომ მამიდას ნიშანი დაუბრუნა, რეპრესირებულის შვილი არ მინდაო“ – 1 ოჯახის ტრაგიკული ისტორია
„სტალინმა გაანადგურა ჩვენი ოჯახი. სტალინი დესპოტი იყო, ძალიან ცუდი პიროვნება. ხალხი გააუბედურა. უდანაშაულო ხალხი დახვრიტა, არაფერში რომ ბრალი არ მიუძღოდათ, გარდა სამშობლოს სიყვარულისა,“ – ასე აფასებს სტალინურ რეპრესიებს ნანა გოგიტიძე, 1937 წელს დახვრეტილი რიზალი გოგიტიძის შვილიშვილი. რიზალი გოგიტიძე 1888 წელს დაიბადა ქობულეთში. როგორც მისი შვილიშვილი, ნანა გოგიტიძე გვიყვება, მან განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. „1918 წელს, …
დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აჭარიდან
1937-38 წლების სტალინურ რეპრესიებს ასეულობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. იოსებ სტალინის ბრძანებით დახვრიტეს ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ მათი არსებობა მიუღებელი იყო სტალინური რეჟიმისთვის. დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე ხელვაჩაურში, აჭარისწყლის თემში მცხოვრები იბრაიმ ზაქარაძე განათლებული გლეხი იყო. მისი არსებობაც, ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად, მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, ამიტომ დააპატიმრეს და დახვრიტეს. „რეაბილიტაციის ცნობაში, რომელიც …
როგორ მოვკლათ სტალინი – ინტერვიუ
„სტალინიზმი და ჩამორჩენილობა ერთი და იგივეა. სტალინიზმი არის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო და საშიში ფორმა ქართველისთვის,“ – ამბობს გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი. რა დაუშავა სტალინმა საქართველოს და ამის მიუხედავად რა განაპირობებს მის სიცოცხლის უნარიანობას, ვკითხეთ გიორგი მამულიას. გიორგი მამულია: აქ რამდენიმე მიზეზია. მთავარი მიზეზი, სტალინის …
რელიგიის სააგენტო საბჭოთა KGB-ს პოლიტიკის კლონია, ანუ როცა სტალინი ისევ ცოცხალია – ინტერვიუ
სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ. სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს. „ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ“, – გვითხრა ინტერვიუში ვლადიმერ ნარსიამ. ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში …
როდის შეწყვიტა სტალინმა რელიგიის გაქრობის პოლიტიკა და როგორ გაჩნდა წითელი სამღვდელოება – ინტერვიუ
სხვადასხვა წყაროს თანახმად, საბჭოთა ოკუპაციამდე, 1921 წლისთვის, საქართველოში 1 450 ეკლესია და 25 მონასტერი მოქმედებდა, ღვთისმსახურებას კი დაახლოებით 1600 სასულიერო პირი ეწეოდა. საბჭოთა ოკუპაციის 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, გაანადგურეს, სასულიერო პირები კი ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს ან დახვრიტეს. 1921 წლის 15 აპრილს, საბჭოთა ოკუპაციიდან არასრულ ორ თვეში, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დადგენილება, რომელი მე-14, …
ხოჯებს აკავებდნენ და წიხლს აყოლებდნენ მანქანაში – 94 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე ჭვანაში
ჭვანა 328 კაცით დასახლებული სოფელია შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა თანდათან მცირდება. ნური ბეჟანიძე ჭვანაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თბილისსა და გურიაში დასახლდნენ. 94 წლისაა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს მოესწრო. ამ დროს 8, 9 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ახსოვს, როგორი შიში იყო გამეფებული სოფელში, მამა როგორ …
„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური
„საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა არიან ხელოვანები. მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მწერლებს ისევ ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია. მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის. მწერლებს აღმერთებდნენ, მაღალია მათი ავტორიტეტი. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ამისი ეშინია ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც,“ – …
Continue reading “„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური”
კაცი აქციაზე 1988 წელს დააკავეს – ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს
„გვინდოდა სოხუმში ახალგაზრდებთან შეხვედრა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს – ჯერ მატარებელი გააჩერეს, მერე ავტობუსი მოვძებნეთ და ავტობუსით წავედით, მაგრამ მძღოლი მოგვპარეს,“ – გვიყვება თენგიზ ორჯონიკიძე, მისი სარჩელის განხილვა დღეს, 29 ივნისს დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ. თენგიზ ორჯონიკიძე თანამებრძოლებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქციაზე 1988 წელს დააკავეს. იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს. „სოხუმში უნდა გაგვემართა …
მახსოვს ის დღე, როცა რადიომ გამოაცხადა, რომ სტალინი მოკვდა – რეპრესირებული 85 წლის ქალი
მერი ჯინჭარაძე და მისი ოჯახი 1949 წლის ზამთარში შუახევიდან, სოფელ ბარათაულიდან, ყაზახეთში გადაასახლეს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ახლა 85 წლისაა და „ბათუმელებთან“ იმ ზამთრის საღამოს იხსენებს, ჯარისკაცები რომ მიადგნენ სახლში და გადასახლებაში წასვლა აიძულეს. „მეტრ-ნახევარი თოვლი იყო, როცა „სალდათები“ მოვიდნენ. ღამე იყო. თავიდან მამაჩემს შეეშინდა და კარი არ გაუღო – რატომ მოვიდა ამ დროს ამდენი ხალხიო? …
85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს
30 ივლისს 85 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დიდი სტალინური ტერორის ყველაზე სისხლიანი ფაზა დაიწყო. რეპრესიები, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ფურცელია. საბჭოთა კავშირი შექმნის დღიდანვე ძალადობრივი, არაჰუმანური სისტემა იყო, მაგრამ 1937-38 წლებში რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე ათიათასობით ადამიანმა იწვნია. 1937 წლის 30 ივლისით თარიღდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო …
Continue reading “85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს”
იდენტობას თუ რამე გვართმევს, ეს არის რუსეთი – ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე
15 წლის ქეთევან ხიზანიშვილი ისტორიის კონკურსის – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“, გამარჯვებულია. მან პირველი ადგილი აიღო თემისთვის „მოჯადოებული წრე“, სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში არსებულ სკოლაზე გვიყვება. ქეთევანი სკოლა „ათასწლეულის“ მეათეკლასელია. ქეთევან, სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდით, რა იცოდით საბჭოთა წარსულის შესახებ და როდის დაინტერესდით ამ თემით? საბჭოთა წარსულის შესახებ მესმოდა სკოლაში, სასწავლო მასალებიდან, ასევე ოჯახის წევრები …
ვინ დახვრიტეს და ვინ დახვრიტა – ბათუმში სტალინური რეპრესიების ახალი სამარხი გაიხსნა
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს. „თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ …
რატომ არ გვაქვს მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა ტერორთან მიმართებაში
ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი _________________ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი კომუნისტური ბლოკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების პოლიტიკას. დეკომუნიზაცია არ გამოიხატება მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმთან ასოცირებული ძეგლების აღებაში. საუბარია სერიოზულ საარქივო კვლევებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან, კოლექტიური მეხსიერების მთავრი ელემენტების წინა პლანზე წამოწევასთან. თითქმის ყველგან არსებობს ტოტალიტარული წარსულის შემსწავლელი ინსტიტუტები, …
Continue reading “რატომ არ გვაქვს მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა ტერორთან მიმართებაში”
თვეში 7 ლარი – რით ეხმარება სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების 10 ათას მსხვერპლს
ბათუმელ მერი თევთიძეს გუშინდელივით ახსოვს 1951 წლის 26 დეკემბრის ღამე, როცა კარზე ბრახუნი გაისმა და ოთახში უცნობი ადამიანები შემოიჭრნენ. მაშინ 6 წლის იყო და ყველაზე დიდი სტრესიც ალბათ ამ დღეს უკავშირდება, როცა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე თევთიძეების ოჯახი, 6 სული, სოფელი ჭარნალიდან ყაზახეთში გადაასახლეს. მერი იხსენებს, რომ დეკემბრის იმ ცივ ღამეს თავის საყვარელ ბოჩოლებთან …
Continue reading “თვეში 7 ლარი – რით ეხმარება სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების 10 ათას მსხვერპლს”
რა დაადგინა ექსპერტიზამ ბათუმის ეკლესიის სარდაფში შენახულ 150 ნეშტზე [ვიდეო]
საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების ნეშტების პრობლემაზე ამ დრომდე არაფერი გარკვეულა. ნეშტების არსებობის შესახებ 2019 წლის აპრილში გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებმა კი, ნეშტებიდან ნიმუშების აღების პროცესი გასული წლის 12 ივლისს დაასრულეს. „პანდემიის გამო შეჩერდა სამუშაოები“, – გვიპასუხეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ბათუმისა და …
Continue reading “რა დაადგინა ექსპერტიზამ ბათუმის ეკლესიის სარდაფში შენახულ 150 ნეშტზე [ვიდეო]”
სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით
მომცრო ზომის ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც სტალინია გამოსახული, ბათუმში, „ბიბლუს გალერეაში“ იყიდება, იმავე სერიის, იმავე ზომისა და ფორმის სხვა ბლოკნოტებთან ერთად, რომლებზეც გამოსახულია აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. ამ სერიაში გამოცემულ ბლოკნოტებს უკან ინგლისურენოვანი წარწერა აქვს, რომელიც ყდაზე გამოსახულებას განმარტავს. მაგალითად, ხინკლისგამოსახულებიანი ბლოკნოტის უკანა ყდაზე ვკითხულობთ, როგორ უნდა ვჭამოთ ხინკალი; სტალინის ბლოკნოტზე დატანილი ინგლისურენოვანი ტექსტი კი იმის …
Continue reading “სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით “
რას ჰყვებიან შვილიშვილები ბაბუებზე – წითელი ტერორის კვალი 80 წლის შემდეგ
მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – წინაპრები, რომლებიც არასდროს უნახავთ და რომელთა ბედსაც დღემდე მტკივნეულად განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტალინურ რეპრესიებს თითქმის ერთი საუკუნე გვაშორებს, ოჯახებს სისხლიანი ტერორის დროს განცდილი დღემდე ახსოვთ. ნუგზარ მგელაძე 47 წლისაა. მისი ბაბუა, მევლუდ მგელაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს. „მამაჩემისგან ვიცი, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. არავითარი …
Continue reading “რას ჰყვებიან შვილიშვილები ბაბუებზე – წითელი ტერორის კვალი 80 წლის შემდეგ “
პრესა „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან
1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …
Continue reading “ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან”
ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს
ბათუმში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნის. ინფორმაცია სამარხის აღმოჩენის შესახებ დღეს, პირველ მაისს, ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, იმავე ტერიტორიაზე, სადაც წინა ოთხი სამარხი იქნა აღმოჩენილი, კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. ჩვენ ამ სამარხს კირქვა მივაყარეთ, ხელი არ გვიხლია. …
Continue reading “ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს”
აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე კი აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი იქნება. კომისიაში ასევე შედიან აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი …
Continue reading “აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს”
ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს …
Continue reading “ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო”
„გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ“ – მოგონებები 1937 წლის რეპრესიებზე ბათუმიდან
„ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს…“ „დავიწყებული გვქონდა, გაგვიცოცხლეს და ხელახლა გვიკლავენ“, „რატომ გვიმალავდნენ აქამდე?“ – ეს ფრაზები ისმოდა დღეს, 11 აპრილს, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი პირების შთამომავლები შეიკრიბნენ. „ჭოროხის პირას დახვრიტეს…“ – ყველა ისტორია ასე იწყებოდა. „ხასან დიშლიოღლი ჩემი მამამთილი იყო…,“ – გვიყვება ეთერ ბერიძე, – „მუშა კაცი …
აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა 21 აპრილს აღარ დაკრძალონ. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, აჭარის მთავრობაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ჯგუფი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს დაპირება, რომ დაკრძალვის თარიღი გადავადდება და აღმოჩენილ ნეშტებს სამხარაულის …
Continue reading “აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს”
რეპრესირებულის შთამომავალი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს: ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია
ნოდარ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, დიდაჭარაში ცხოვრობს. მისი ბაბუა, იუნუს შავაძე და ბაბუას ძმა 1937 წელს დაიჭირეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. ნოდარ შავაძე იმედოვნებს, რომ ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, შესაძლოა მისი ბაბუის ნეშტიც აღმოჩნდეს. მისი თქმით, ბაბუა ბათუმში დააპატიმრეს. ნოდარ შავაძე ამბობს, რომ ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარშიც იყო მისული, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს რომ დალაპარაკებოდა და ენახა რა …
მუფთის მრჩეველი სამარხზე: „სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს რელიგიური ატრიბუტიკა
დასავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები არ დათანხმდებიან მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ტესტის ჩატარების გარეშე დაკრძალვას. თემურ გორგაძე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვას გუშინაც გამოეხმაურა და დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ ამ სამარხში მუსლიმებიც იქნებოდნენ, საქმის კურსში არ ჩააყენეს არც ერთი მუსლიმური დაწესებულება. (მაგალითად, მუსლიმთა სამმართველო)“. თემურ გორგაძე თავის …
Continue reading “მუფთის მრჩეველი სამარხზე: „სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს რელიგიური ატრიბუტიკა”
„სოვლაბის“ მიმართვა სახელმწიფოს: მიეცით საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნაშთები
საბჭოთა კვლევის ლაბორატორია ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სოვლაბი მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს: უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს, ისარგებლონ ამ ინფორმაციით. თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს, შეისწავლონ ნაშთები. თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ …
Continue reading “„სოვლაბის“ მიმართვა სახელმწიფოს: მიეცით საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნაშთები”
ლაშა ბაქრაძე ბათუმში აღმოჩენილ სამარხზე: ქვეყანაში ვხედავთ ტოტალურ დაუინტერესებლობას
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 338-ში – ტერიტორიაზე, რომელიც საპატრიარქოს დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული, ოთხი სამაროვანი გათხარეს, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ აწარმოა. სახელმწიფო უწყებები, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ და არც ახლა აპირებენ მონაწილეობას. ეპარქიის განცხადებით, სამარხში აღმოჩენილია გასული საუკუნის 36-37 წლების მონეტები, რამდენიმე ჯვარი და მასრები. საქართველოში საბჭოთა რეპრესიების …