მთავარი,სიახლეები

ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს

01.05.2019
ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნის. ინფორმაცია სამარხის აღმოჩენის შესახებ დღეს, პირველ მაისს, ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი.

„ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, იმავე ტერიტორიაზე, სადაც წინა ოთხი სამარხი იქნა აღმოჩენილი, კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. ჩვენ ამ სამარხს კირქვა მივაყარეთ, ხელი არ გვიხლია. ველოდებით სპეციალისტების ჩართვას,“ – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის  ეპარქიის წარმომადგენლმა პირიმზე რურუამ.

მისივე თქმით, აქამდე აღმოჩენილ სამარხებში ნაპოვნია 1935 წელს გამოშვებული მონეტები, რაც მიუთითებს, რომ სამარხები შესაძლოა სწორედ რეპრესირებულებს ეკუთვნოდეს.

სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. მინისტრის განცხადებით, ის ხვალვე მიმართავს არქეოლოგებს და სამეცნიერო წრეებს, აღმოჩენილი სამარხის შესასწავლად.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: