მთავარი,სიახლეები

„სოვლაბის“ მიმართვა სახელმწიფოს: მიეცით საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნაშთები

10.04.2019
„სოვლაბის“ მიმართვა სახელმწიფოს: მიეცით საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნაშთები

საბჭოთა კვლევის ლაბორატორია ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სოვლაბი მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს:

  • უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს, ისარგებლონ ამ ინფორმაციით.
  • თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს, შეისწავლონ ნაშთები.
  • თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამ ფაქტს სამართლებრივი ჩარჩო – აღძრას საქმე, ჩაატაროს გამოძიება დადგენილი წესით და უზრუნველყოს პროცესის დოკუმენტირება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, მტკიცება – რომ ეს 1937-1938 წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა საერთო სამარხებია, ნაადრევი და დაუსაბუთებელია“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 აპრილს გავრცელდა.

2019 წლის 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ მან ბათუმთან, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი იპოვა. დაანონსებულია ნეშტების იმავე ადგილას დაკრძალვა 21 აპრილს.

„ამ დრომდე (როცა გათხრების დაწყების მომენტიდან რამდენიმე წელია გასული) გარდა სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებისა, ეპარქიას არ გაუვრცელებია ამ დასკვნის გამამყარებელი არქეოლოგიური ანალიზის დოკუმენტაცია, სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მასალები და საერთო დასკვნები. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ჯგუფებმა იმუშავეს გათხრებსა და ნაშთების შესწავლაზე.

რადგან მსგავსი მასალები აქამდე არ გამოჩენილა, მოქალაქეებს და საკითხით დაინტერესებულ პირებსა თუ კვლევით ორგანიზაციებს მხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალებით შეგვიძლია მსჯელობა. თავს იჩენს კითხვები (ნეშტებზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, აღმოჩენილი ნივთების რაობა და ა.შ. რაც ვიზუალური დაკვირვებით განსხვავდება მასობრივი დახვრეტის სურათისაგან და დასახელებული პერიოდისაგან), რომლებიც საფუძვლიან და სანდო პასუხებს საჭიროებენ, რომ საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეებმა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რა ნაშთებთან გვაქვს საქმე და რამდენად სწორია გავრცელებული დასკვნა“.

_________

მთავარ ფოტოზე: სამარხიდან ამოღებული ნეშტები. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: