სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ერთი დნმ ანალიზი 1600 ლარი ჯდება. ბიუროში ვიკითხეთ, რა დაუჯდებათ ადამიანებს დნმ ანალიზის ჩატარება იმ ნეშტებზე, რომლებიც ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოაჩინეს. ექსპერტიზის ბიუროში ასევე გვითხრეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ წელს გარდაცვლილი ადამიანის ნეშტის ნიმუშს შეისწავლიან ექსპერტები. „მთავარია, ნიმუში იყოს წარმოდგენილი,“ – დასძენენ ბიუროში. რამდენი იქნება ფასი ან …
Tag Archives: საბჭოთა რეპრესიები
მთავრობას არ აინტერესებს სავარაუდოდ სტალინური ტერორის მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტები
„ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები“ – განაცხადეს დღეს, 8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა პროცედურებით შეიქმნება დნმ-ის ბაზა და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, თუკი ის ფიქრობს, რომ ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებს შორის შესაძლოა მისი წინაპარი იყოს – აღმოჩნდა, რომ არც ერთ სამთავრობო უწყება ნეშტების გამოსაკვლევად, დნმ-ის ჩასატარებლად …
იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი არ პასუხობს კითხვას, იყვნენ თუ არა სამარხების გათხრის პროცესში ჩართული სპეციალისტები. იგი ამბობს, რომ ეს არ იცის და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს 21 აპრილს, ნეშტების დაკრძალვის დღეს მოგვაწვდის. საუბარია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტებზე, რომელთა აღმოჩენის შესახებაც ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 …
Continue reading “იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს”
რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ
„აუცილებლად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ის სამარხი და ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ნეშტები ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ჩვენს წინაპრებს“ – ასეთია 1937-1938 წლებში ბათუმში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების შთამომავლების პოზიცია. ისინი შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებას ითხოვენ: „ისინი ამას იმსახურებენ. ეს ისტორიაა, ჩვენ პასუხები გვჭირდება“ – ამბობენ რეპრესირებულების შთამომავლები. სამარხის აღმოჩენის …
Continue reading “რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ”
ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია
21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ცოტა ხნის წინ [18:00] გაავრცელა. ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე, გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის …
„საბჭოთა ბელადის მიერ მოყენებულ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებ“
მერი თევთიძე 80 წელს მიღწეული, ენერგიული ქალია. „სწავლაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ სტალინმა ჯერ ყმაწვილქალობა გამატარებინა მძიმე შრომასა და ტანჯვაში, შემდეგ კი – მთელი ცხოვრება“, – გვეუბნება ის. მასწავლებლის მიერ ნაჩუქარი მათემატიკა ტაშკენტამდე გულში ჩაკრული ატარა, „ერთხელ არ გამიშვია ხელიდან“. რეპრესიებმა დააშორა მის საყვარელ ცხოველებს – „ვარსკვლავას“, „სანთელას“ და „გუზელს“, რომლებსაც მხოლოდ თვითონ მწყემსავდა. ექვსი წლის გოგონა მხოლოდ ცხარე ცრემლების შემდეგ შეელია გრძელ ნაწნავებს, რომელსაც რუდუნებით უვლიდა სამშობლოში, გადასახლებაში კი უწყლობის გამო შეკრიჭეს“.
როცა მამა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს – რეჯებ ნიჟარაძის ისტორია
თინათინ ნიჟარაძის მამა, რეჯებ ნიჟარაძე 1937 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბათუმში, სალიბაურში დახვრიტეს. 1956 წელს კი, ოჯახს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს, რომ ის დამნაშავე არ იყო.