„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირების უფლებებს იცავს და 1000-მდე საქმეში უწევს მათ სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაცია იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებსაც. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო PHR-ისგან ითხოვს ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს და ამ ფორმით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლას. „ბათუმელები“ ორგანიზაციის დირექტორს, თამარ გაბოძეს …

კუპრაშვილის ბიურომ ქალ აქტივისტებს არარსებული ორგანიზაციის წევრობისთვის უჩივლა

გორელ აქტივისტებს, თეონა ფანქველაშვილს, თეო ბზიშვილსა და ლუკა ხიზაძეს, ანტიკორუფციულმა ბიურომ იმ ორგანიზაციის წევრობის გამო უჩივლა, რომელიც არ არსებობს. ანტიკორუფციულ ბიუროს თავად უწერია საჩივარში, რომ „ფარი“ და „ერთობა“ ფეისბუქში შექმნილი გვერდებია და საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაცია არ ფიქსირდება. ანტიკორუფციულის ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი, სასამართლოს სთხოვდა, წვდომა მიეცა აქტივისტების საბანკო ანგარიშებზე, თუმცა მოსამართლე ნინო გერგაულმა მისი მოთხოვნა …

აღსრულების ბიურო „დროას“ დაჯარიმებული წევრის ოჯახის სახლში აღწერას ატარებს – პარტიის განცხადება

დღეს, 26 სექტემბერს, პარტია „დროამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მისი პარტიის წევრის სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან და ნივთების აღწერას ატარებენ. „ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში რამდენიმე წუთის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ. …

„შეწყვიტეთ თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ – ბრიტანეთის საელჩო არასამთავრობოების დაყადაღებაზე

დღეს, 29 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას გამოეხმაურა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩო მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააუქმოს რესპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი …

7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო – იურისტი პროკურატურის განცხადებაზე NGO-ების დაყადაღების შესახებ

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალური პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სრულმასშტაბიან დევნას უწოდებს. თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“. ვახუშტი მენაბდის განმარტებით, დღეს გაცხადებული დევნა „არ არის არც …

უვიზო მიმოსვლა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება – სიმონ ჯანაშია არასამთავრობოების დაყადაღებაზე

„თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას ეხმიანება ფეისბუქზე. ის თქმით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დაყადაღება პროკურატურის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე ისჯება ადამიანის უფლებების დაცვა. დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების უფლებებს. არასამთავრობების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე …

„აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“ – პროკურატურა 7 არასამთავრობოს აყადაღებს

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს. ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან. დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების …

„3 შვილის მამა სამსახურიდან გამათავისუფლა რუსულმა ხელისუფლებამ“ – მოქალაქე

„ვემსახურები საქართველოს! ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია“- წერს ფეისბუქზე ფინანსისტი ალიმ ხერხაძე, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლიდან პროევროპული განწყობების გამო გაათავისუფლეს. „ბათუმელები“ ალიმ ხერხაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამჟამად დროებით იმყოფება გერმანიაში, თუმცა სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მხარი დაუჭირა …

თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორები გაათავისუფლეს – „ვაპროტესტებდით რეჟიმს“

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ პროფესორს, ადმინისტრაციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი უნივერსიტეტიდან გაშვებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ღიად გამოხატავენ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. „განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს“, – ამბობენ პროფესორები. შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს გიორგი გოცირიძეს, მის მეუღლეს …

როდის ხდება რეჟიმის მსახური რეჟიმის სამიზნე – ინტერვიუ

2022 წელს, მხოლოდ 6 თვეში რუსეთში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა რამდენიმე ბიზნესმენი. „გაზპრომის“ კონტრაქტორი ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი იური ვორონოვი თავში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. „გაზპრომ-ინვესტის“ სატრანსპორტო სამსახურის ტოპმენეჯერზე, ლეონიდ შულმანზე ითქვა, რომ თავი მოიკლა. მას „უპოვეს“ წერილი, სადაც ფეხის გაუსაძლის ტკივილზე ჩიოდა და არ სურდა ოჯახს ტვირთად დასწოლოდა. იმავე წლის თებერვალში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების …

მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტოვებენ ადამიანებს – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები

„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან. მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს. რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის …

რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ბუჩას დანაშაულებზე უამბო

რუსეთში, მოსკოვის ოლქის სერპუხოვის საქალაქო სასამართლომ რუსული ენისა და ლიტერატურის 65 წლის მასწავლებელს, ნატალია ტარანუშენკოს დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 23 ივნისს იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 1-ელ ივლისს გახდა ცნობილი. სასამართლომ ქალს სამი წლით მასწავლებლად მუშაობაც აუკრძალა. ნატალია ტარანუშენკოს …

„აქამდე არ მითქვამს, მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე“ – გივი თარგამაძე  

გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. გარდა ამისა, თარგამაძეს 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოაცხადეს. სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა. გივი თარგამაძე მეცხრე პოლიტიკოსია, რომელიც „ქართული ოცნების“ სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა. გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი …

მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი – საიას შეფასება

„მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრებზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილმა პირმა. საიას განცხადებით, საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები, ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის …

ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ – როგორ იმუშავებს „ოცნების ფარა“

31 მაისს „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონი ამოქმედდება, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს, „ფარას“ უწოდებს. ვისზე შეიძლება გავრცელდეს „ოცნების ფარა“ და რა ფორმით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, თითქოს ბევრი განმარტება იყო „ოცნების“ მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ეძახის, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რა ფორმით აპირებს …

„ველოდები, რომ დამაკავებენ, გამომკეტავენ“- ზუგდიდელი ქალი აქტივისტი

23 მაისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქტივისტი ქალების – კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზუგდიდელ ქალებს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხყოფისთვის უჩივის. კერენ ესებუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მას სასამართლო დარბაზშივე დააკავებენ. „ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც …

„გადარჩენა ნიშნავს არ გახდე იმ სისტემის ნაწილი, რომლის შექმნასაც ცდილობენ“ – ინტერვიუ

„ზოგადად, ადამიანებს შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ, რადგან ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში, ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს. ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და …

„ივანიშვილის გათვლაა, რომ უკმაყოფილო ხალხი წავა ამ ქვეყნიდან და მას დარჩება ყმების კასტა“ – ინტერვიუ

„როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში,“ – დღეს, 29 აპრილს, ხუთი ფონდის წარმომადგენლის და აქტივისტის სახლების გაჩხრეკაზე თავის დაკვირვებას ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე გვიზიარებს. პოლიტიკურად რას იგებს ივანიშვილი დაშინების მცდელობით? – ანალიტიკოსის აზრით, ივანიშვილის რეჟიმი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გვაბრუნებს: „საქართველო …

ამ ცვლილებებით ადამიანის ყველა უფლება განადგურებულია, დიქტატურა ფორმდება – იურისტი

„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები შედის. როგორც პლატფორმა „კომენტარის“ იურისტი ნინო კაპანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ახალი ცვლილებებით „ოცნება“ ფაქტობრივად აუქმებს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და ოფიციალურად ფორმდება დიქტატურა. ნინო, გვინდა საზოგადოებას აუხსნათ, რა იცვლება „ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ და სისხლის …

თავში, ყურის არეში მომხვდა მუშტი – რას ჰყვება NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი

NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს, დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ის საპროტესტო აქციას აშუქებდა, პოლიციელმა თავში ჩაარტყა. რა ვითარებაში მოხდა ძალადობა და რა უთხრეს კლინიკაში NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს, სადაც იგი დარტყმის შემდეგ იმყოფებოდა? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ვანცენტ ხაბეიშვილს. ვანცენტ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ვითარებაში იძალადა პოლიციამ თქვენზე? როგორც იცით, ჟურნალისტები ვიყავით პარლამენტთან. მქონდა …

ვფიქრობ, სამსახურიდან პოსტების დაჰაჰავების გამო გამათავისუფლეს – საჯარო მოხელე

ნინო ხაზალაშვილი სამცხე-ჯავახეთში, ინტერმუნიციპალურ ააიპ-ში, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში კონკურსის წესით დაინიშნა. როგორც ნინო „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მას შრომით ხელშეკრულებას ყოველ წელს უგრძელებდნენ, თუმცა 2025 წელს, მას მხოლოდ ერთთვიანი შრომითი კონტაქტი დაუდეს, ახლა კი აცნობეს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მისივე თქმით, დამსაქმებელს წერილობით არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით …

„მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში“ – განცხადება

ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობლის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს. „ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის …

“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის განცხადება

“ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს მიმართავს: 12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 …

ზურაბიშვილის მოწოდება საქართველოს მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა, X-ზე დაწერა, რომ ჰეშთეგი პროტესტი საქართველოში (#GeorgiaProtests) უნდა შეიცვალოს ჰეშთეგით რეპრესიები საქართველოში (#RepressioninGeorgia) სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „რეპრესიები საქართველოში: სასწრაფო მოწოდება ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურს თავიდან ავირიდოთ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი წნეხი განხორციელდეს მმართველ პარტიაზე, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. არ დაიგვიანოთ…“ დღეს, 4 დეკემბერს, დილიდან სამოქალაქო აქტივისტების …

„სახლის წინ ხეს შემოეხვია, დამთავრდა შვილებოო“ – მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე | ვიდეო

„მამაჩემი იტყოდა, რომ გამოვიყვანეთ, სახლის წინ დიდი ხე იდგა და იმას ხელებით შემოეხვია, თავი მიარტყა სამჯერ და თქვა – დამთავრდა შვილებოო. ესე იგი იცოდა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა. უთხრეს, რომ დაკითხვაზე მიჰყავდათ და დაბრუნდებოდა. აღარ დაბრუნებულა“, – გვიყვება რეპრესირებული ყადირ ბოლქვაძის შვილიშვილი, ფატი ბოლქვაძე და იქვე სვამს კითხვას: „რატომ?! რისთვის?! [ახალგაზრდობისას] ვერ ვხვდებოდი. ძალიან დიდი უსამართლობის …

2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა. 1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან …

85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს

30 ივლისს 85 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დიდი სტალინური ტერორის ყველაზე სისხლიანი ფაზა დაიწყო. რეპრესიები, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ფურცელია. საბჭოთა კავშირი შექმნის დღიდანვე ძალადობრივი, არაჰუმანური სისტემა იყო, მაგრამ 1937-38 წლებში რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე ათიათასობით ადამიანმა იწვნია. 1937 წლის 30 ივლისით თარიღდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო …

რა დაადგინა ექსპერტიზამ ბათუმის ეკლესიის სარდაფში შენახულ 150 ნეშტზე [ვიდეო]

საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების ნეშტების პრობლემაზე ამ დრომდე არაფერი გარკვეულა. ნეშტების არსებობის შესახებ 2019 წლის აპრილში გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებმა კი, ნეშტებიდან ნიმუშების აღების პროცესი გასული წლის 12 ივლისს დაასრულეს. „პანდემიის გამო შეჩერდა სამუშაოები“, – გვიპასუხეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ბათუმისა და …

ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტებიდან ნიმუშებს იღებენ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. სპეციალისტები მუშაობას დღეს, 12 ივლისს, დაასრულებენ. ნეშტები, რომლებიც შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნოდეს, ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ინახება, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი წელს, აპრილში გახდა. ეკლესიის სარდაფში დაახლოებით 150 ნეშტია დასვენებული, თუმცა, როგორც …

რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე არ აუღიათ დნმ-ის ანალიზი სამარხში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტისგან და კვლავ უცნობია, არასპეციალისტების მიერ გათხრილ სამარხში ნამდვილად იყვნენ თუ არა დაკრძალული 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირები. ეს სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა …

სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით  

მომცრო ზომის ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც სტალინია გამოსახული, ბათუმში, „ბიბლუს გალერეაში“ იყიდება, იმავე სერიის, იმავე ზომისა და ფორმის სხვა ბლოკნოტებთან ერთად, რომლებზეც გამოსახულია აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. ამ სერიაში გამოცემულ ბლოკნოტებს უკან ინგლისურენოვანი წარწერა აქვს, რომელიც ყდაზე გამოსახულებას განმარტავს. მაგალითად, ხინკლისგამოსახულებიანი ბლოკნოტის უკანა ყდაზე ვკითხულობთ, როგორ უნდა ვჭამოთ ხინკალი; სტალინის ბლოკნოტზე დატანილი ინგლისურენოვანი ტექსტი კი იმის …

სტალინი ლარნახევრად – სუვენირები საბჭოთა სიმბოლიკით ბათუმის ბულვარში

„სტალინი ლარ-ნახევარი ღირს, ჭიქა – 6 ლარი“, – გიპასუხებენ ბათუმის ბულვარში და ბულვარის მთავარ შესასვლელთან მყოფი სუვენირებით მოვაჭრეები. მათი თქმით, მაცივარზე მისაწებებელი სუვენირი ან ჭიქებს სტალინის გამოსახულებით და იქვე წარწერით: Georgia, ძირითადად, რუსი ტურისტები ყიდულობენ. სუვენირებს საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახულებით აქ ბევრგან შეხვდებით. კანონდარღვევაზე ამ დრომდე არავინ რეაგირებს. ზოგიერთი მოვაჭრე უხერხულობას გრძნობს, როცა სტალინს ყიდის, როგორც …

მსხვერპლი რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

1937-1938 წლებში საქართველოში 30 ათასამდე ადამიანი იქნა რეპრესირებული. მათი ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი შრომა-გასწორების ბანაკებში გადაასახლეს. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი აწარმოებდა მასობრივ სადამსჯელო ოპერაციებს, რომელთა მიმდინარეობა გასაიდუმლოებული იყო. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად ხედავდნენ, როგორ უჩინარდებოდნენ მათი ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუმცა შეკითხვების დასმა არ შეეძლოთ, მეტიც, საშიში იყო ამ თემაზე …

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …

„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლებს ეძებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ აგროვებს დოკუმენტურ და ზეპირ მონაცემებს 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ [დახვრეტილ] პირთა შესახებ. თუ კი 1937-1938 წლების რეპრესიები შეეხო თქვენი ოჯახის წევრს/ნათესავს და გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ, მოგონებები ამ ადამიანზე ან/და ფოტოსურათი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენთვის მოსახერხებელი გზით. [checklist] მოგვწერეთ ელფოსტაზე: represiebi1937@gmail.com ან ფეისბუქზე: facebook.com/batumelebi შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 66 47 …

Exit mobile version