პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – ახალი წესით, დეპუტატისთვის არასასურველი კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაცია შეიძლება შეუწყდეს“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ჟურნალიტების დევნასთა დაკავშირებით, განცადება დღეს, 27 ივლისს გააკეთა ორგანიზაციამ. „დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული  მედიის 15-მდე წარმომადგენელს. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს …

მუსიკოსი მაია დარსმელიძე ფეისბუქის პოსტის გამო დააჯარიმეს

დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2 800 ლარით დააჯარიმა, მოქალაქე ნინო ჯღარკავას მიმართ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. მაია დარსმელიძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავდა. მუსიკოსის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დეპარტამენტმა დაიწყო, რომელსაც საზოგადოება „სქრინვა-სქროლვის“ დეპარტამენტს უწოდებს.

„სურთ ხალხმა თავი დაიცენზუროს“ – „ოცნება“ ტერმინებთან ბრძოლას იწყებს

კომუნიკაციების კომისია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ საქმეს განიხილავს ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“. „თქვენ ცდილობთ დაამკვიდროთ ტერმინები, რომელიც ვიღაცამ, სადღაც, ოდესღაც გამოიყენა“, – ამბობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა ტერმინზე, რომელსაც საერთაშორისო მედია იმ პირებთან დაკავშირებით იყენებს, რომლებიც თავიანთი მრწამსის და შეხედულებების გამო იდევნებიან. რა მიზანი აქვს რეალურად კომუნიკაციების კომისიას? …

„ეს აღიქმება პოლიტიკურ მუქარად“, ანუ რა ჩანს „ჯაშუშების დაკავების ბრიფინგებში“ – ინტერვიუ

სუს-მა, ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით ერთ დღეში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მანამდე იყო კიდევ ორი პირის დაკავების შემთხვევა იმავე ბრალდებით. ვის იჭერს და ვის ემუქრება „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მრჩეველს, თეონა აქუბარდიას. ქალბატონო თეონა, დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „რეალური ჯაშუშები“ დავაკავეთ ჩვენ, მანამდე მსგავსი …

შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო ამოქმედდა

დღეს, პირველ ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ამოქმედდა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო. სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე შსს-ს იურისტი იყო. მის მიმართ გაკეთებული ფეისბუქის კომენტარის გამო ერთი მოქალაქე დააჯარიმეს კიდეც. თამთა ქიმბარიშვილის განცხადებით, ახალი სამმართველოს ფუნქციაა, „სოციალურ ქსელსა თუ მედიაში, საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი …

შშმ ბავშვს საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს „გზის გადაკეტვის“ მოტივით დედის დაჯარიმების გამო

არასრულწლოვანი შშმ გოგონას დედა, ნინო კალანდია ამბობს, რომ შვილის საპენსიო ანგარიში დაუყადაღა. ნინო კალანდიას, „ლიბერთი ბანკში“ დაყადაღებული აქვს მისი პირადი ანგარიშებიც, რადგან გასულ წელს ე.წ „გზის გადაკეტვის“ გამო 5000 ლარით არის დაჯარიმებული. „დღეს დააყადაღეს ჩემი შშმ შვილის საპენსიო ანგარიში, რომელიც ჩემ სახელზეა, რადგან ჩემი შვილი არის არასრულწლოვანი. მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ შშმ ადამიანის …

რეპრესიული კანონების გამო, „სინერგია“ მოქალაქეებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას ვეღარ გაუწევს

„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს. „სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო. „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს  უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი …

„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ – თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში იმართება

დღეს, 2 მაისს, თბილისში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართა. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის უკვე 14 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე …

„არც ქოლგა მინდა, არც კარავი, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან“ – შშმ ბავშვის დედა ანგარიშების გაუქმებაზე

სამოქალაქო აქტივისტი თამარ იარაჯული აცხადებს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით „თიბისი“ ბანკმა პირადი ანგარიში გაუუქმა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც თამარ იარაჯულმა მთავრობის კანცელარიიდან გააკეთა, ამბობს, რომ მას ქველმოქმედების მიზნით ჩარიცხული თანხების ქვითრებს სთხოვს უსაფრთხოების სამსახური. „თიბისი“ ბანკმა გამიუქმა პირადი ანგარიში. როცა მოვითხოვე განმარტება, არაოფიციალურად მითხრეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ითხოვს ჩემს პირად ანგარიშზე დარიცხული საქველმოქმედო თანხების შესახებ ინფორმაციას. ანუ, …

„5 წლის შვილი საკვების გარეშე დამიტოვეს, ანგარიშები დამიყადაღეს“ – სინდისის პატიმრის მეუღლე

სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძე 25 ათასი ლარით დააჯარიმეს და ანგარიშები დაუყადაღეს. თამთას 5 წლის შვილი ჰყავს და ოჯახში სხვა შემომტანი მის გარდა არავინაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებს და აპატიმრებს კიდეც ადამიანებს, არც მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას ითვალისწინებს. თამთას გარდა, ამ კვირაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის ანგარიშებიც …

„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ. „ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა. „თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. „თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.  „შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ …

„დაენარცხება, ვინც გაბედავს გლოვის სათავისოდ გამოყენებას“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„ვინც კი გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის სათავისოდ გამოყენებას, პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც, ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ წააგებს პოლიტიკურადაც“, – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი „ბათუმელებთან“. ამ დღეებში აშკარა იყო, პროპაგანდა პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს   ივანიშვილის ელექტორატად წარმოაჩენდა. ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს. ბატონო არმაზ, პროპაგანდა ამ დღეებში …

„2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა“ – ნონა ქურდოვანიძე

საიას ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების გამოყენების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2013 წლიდან დღემდე. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2024 წელთან შედარებით. მონაცემები წლების მიხედვით: 🔴 2025 წელი – 2270 პირი 🔴 2024 წელი – 1791 🔴 2023 წელი -1961 🔴 2022 წელი …

ჟურნალისტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს მათ გზის გადაკეტვას ედავება

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას და „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება. ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველზე. მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტი აშუქებდა. აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა. 7 თებერვლის „შაბათის მარშს“ …

„ოცნების“ გამო ყველა პროექტი დამეხურა“ – შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი აჭარაში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე. „ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი ამბობს, რომ შვედურ ფონდთან „კვინა ტილ კვინა“ (Kvinna till Kvinna), ორწლიანი კონტრაქტი 2025 წლის 25 იანვარს გააფორმა, თუმცა …

„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია. საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას. კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის …

„უცხო მანქანებიდან ჩემს სახლს უთვალთვალებენ“ – მიშა ბოლქვაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ორი დღეა შენიშნა, როგორ უთვალთვალებენ მის საცხოვრებელ სახლს უცხო ავტომანქანებიდან. ერთ-ერთი „შკოდას“ მარკის ავტომობილია სანომრე ნიშნით – 403. „მეორეს ნომერი არ მახსოვს“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“. მან თვალთვალის ვიდეოები ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ვერც თვალთვალით, ვერც მუქარით, ვერც დაშინებით ვერ გამტეხთ. მიშა ბოლქვაძე სანამ ცოცხალი იქნება, არ …

„დასჭირდებათ მხოლოდ იაფი მუშა ხელი“ – როგორ აისახება გრანტების კანონი უნივერსიტეტებზე

„ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები, მაგრამ საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვიან – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“… ამას აუცილებლად იტყვიან, თუ დაინახავენ, რომ რომელიმე პროექტი მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებაზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. მას „ბათუმელები“ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც, …

„ოცნება აპირებს მოქალაქეები ფიქრების გამო დასაჯოს“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „თუ პარლამენტი თანახმა იქნება”, გრატების შესახებ კანონპროექტში დაამატებს დებულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს ან პარტიებს, ვინც „საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია“. ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა დღეს, 4 თებერვალს და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი და …

როგორ შეეხება ევროპაში მყოფ ქართველებს, მათ შორის პაციენტებს, „ოცნების“ ახალი კანონი – ინტერვიუ

„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს …

„ახალი ცვლილებები ყველას ეხება და განსხვავებული აზრის მოგუდვის ახალი ფაზაა“ – ლევან ავალიშვილი

„ახალი რეპრესიული შეზღუდვები ყველას და ყველაფერს ეხება. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს“- ამბობს ლევან ავალიშვილი, ორგანიზაცია IDFI-ის თანადამფუძნებელი. „ბათუმელები“ ლევან ავალიშვილს გრანტების კანონში შესატან ახალ, რეპრესიულ ცვლილებებზე ესაუბრა.  ბატონო ლევან, „გრანტების შესახებ“ კანონში ახალი, ბევრად რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „ოცნებას“. აქამდე იყო განცდა, რომ ვერ იმუშავა რეპრესიებმა და პროტესტი მაინც გაგრძელდა. რა შედეგებს მოიტანს ეს …

„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს …

„სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“- აქტივისტი როსტო ზარანდია

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ გეოგლიფის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმა. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი – „მეგობარი აქტი“, 13 ნოემბერს გამოჩნდა ანაკლიის სანაპიროსთან. „აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“ – ამ მიზეზით უჩივლა აქტივისტს ზუგდიდის მერიამ. „სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“ – წერს ფეისბუქზე როსტო ზარანდია. „მეგობარი …

„პრობლემაა ის, რომ შსს ითხოვს ადამიანების დიაგნოზებს“ – ფსიქიატრი „ოცნების“ რეესტრზე

„რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახლა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები და სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე“, – ამბობს ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრზე, რომლის შექმნასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს. რა საფრთხეებს უქმნის ამ ტიპის რეესტრი …

რატომ ვერ დაასაბუთებს „ოცნება“ საბოტაჟის ბრალდებას – ინტერვიუ

„მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, ნერვული ხასიათის რეაქციაა, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ“ – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ოცნების“ პროკურატურის განცხადებაზე, რის მიხედვითაც უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის“ მტრულ საქმიანობაში დახმარებაში დებენ ბრალს. როგორ აპირებს „ოცნება“ ამტკიცოს საბოტაჟი და …

„ოცნება“ საქართველოში შეკრების თავისუფლებას ფაქტობრივად აუქმებს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონები ფაქტობრივად აუქმებს  საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას და რეპრესიული წესები ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებთან. ორგანიზაციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში – ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარს ატარებდა და …

„ამ კანონით ვერცერთი მასწავლებელი ვერ იქნება თავისუფალი“ – ინტერვიუ

„კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილება მასწავლებლებსაც შეეხება, რადგან მასწავლებელი ვეღარ დასაქმდება სხვა სამსახურში, თუკი მას არ ექნება სკოლის დირექტორის წერილობითი ნებართვა. რა მიზანი აქვს ამ ჩანაწერს და რა საფრთხე ემუქრება მასწავლებლის აკადემიურ თავისუფლებას ამ კანონით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, „ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტს, შალვა მინდაძეს ესაუბრა. ბატონო შალვა, რა ზიანი მიადგება ამ ჩანაწერით …

კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე

„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“. მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ. ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ …

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დაპატიმრებისა და დაშინების პრაქტიკა – „პუბლიკა“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილს უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და …

„თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმს და ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს“- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. გამყრელიძე დღეს, 23 ოქტომბერს ფეისბუქზე წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერის სირცხვილი და სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, …

თბილისში პოლიციამ მოქალაქეს პირბადის მოხსნა და კბილის ჩვენება მოსთხოვა

21 ოქტომბერს, ღამით, თბილისში 10-მდე პოლიციელმა პირბადის ტარების გამო გააჩერა და შეამოწმა ორი გოგო. როგორც ჩანს, პოლიციამ ჩათვალა, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ K-POP კონცერტიდან მოდიოდნენ. შემთხვევა მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარედ მოხდა. მოქალაქემ განმარტა, რომ სამედიცინო პირბადე იმიტომ ეკეთა, რომ კბილებს იკეთებდა, თუმცა პოლიციამ მას პირბადის მოხსნა …

„რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი

დღეს, 17 ოქტომბერს, ოზურგეთში სიმონ მახარაძე ნათესავის სახლში დააკავეს. მისი დაკავების შესახებ საზოგადოებას მისმა ბიძაშვილმა დავით მახარაძემ აცნობა. მან ვიდეო გაავრცელა ფეისბუქზე, სადაც სიმონ მახარაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს. „ვინც ხელისუფლებისკენ ხართ და ამართლებთ ამ სისაძაგლეს, ახლა იმ ხალხს მოგმართავთ. ვთქვათ, სიმონ მახარაძე დამნაშავეა და ვთქვათ, 4 ოქტომბერს რაღაც დააშავა და თქვენი სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიები ავრცელებთ …

„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან. რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების …

15 დღემდე პატიმრობა აქციაზე სახის ნიღბის ტარებისთვის – „ოცნება“ ახალ რეპრესიულ კანონებს აანონსებს

უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობას ისევ ამკაცრებს. გამკაცრებული ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 14 ოქტომბერს, წარადგინა ბრიფინგზე. მისი თქმით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ: შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან …

ვინ დააკავეს ბათუმიდან 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისთვის

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან ორი ადამიანია დაკავებული. მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მეორე დაკავებული სულხან ფაღავაა, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. როგორც „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს „ბათუმელებთან“, სულხან ფაღავა კუდის ყოფილი თანამშრომელია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები უპოვეს, რომელიც ფაღავას სახელზე იყო რეგისტრირებული. თუმცა …

სოლიდარობის თემი მუშაობას აჩერებს „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 3 ოქტომბერს, ფეისბუქზე გაავრცელა. როგორც „სოლიდარობის თემი“ აცხადებს, მათი შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკას. ორგანიზაციის განცხადებით, სოლიდარობის თემი მუშაობას განუსაზღვრელი ვადით წყვეტს. „მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერსა და თანამოაზრეს. გუნდი ვრჩებით ორგანიზაციის ღირებულებების ერთგული და გავაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლას“, – ნათქვამია განცხადებაში. „სოლიდარობის თემი“ …

Exit mobile version