სად ცხოვრობს ზელენსკი – ომის ერთი წელი უკრაინელი ჟურნალისტის ობიექტივში

„წელი“ – ასე ჰქვია უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უკრაინას და მის ბრძოლას ეხება დამოუკიდებლობისთვის. ფილმი რუსეთის წინააღმდეგ სასტიკ ომში მებრძოლი პრეზიდენტის და რიგითი უკრაინელების შესახებ მოგვითხრობს. „ერთი წლის წინ, როდის გადმოკვეთეთ ამ კარის ზღურბლი?“ – ეკითხება ფილმის დასაწყისში ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტს და მისი ოფისის კარზე უთითებს. „ომი დაიწყო და ეს იყო შოკი …

ლუსტრაციის 1 წელი – რას ამბობს „ოცნება“ უკრაინის ომზე 24 თებერვლიდან დღემდე

ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების განცხადებები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომობს, განსაკუთრებულად მკაფიოდ აჩვენებს ხელისუფლების საგარეო პრორუსულ ვექტორს. „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების არქივს გადახედა 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე ————- ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს – 23 თებერვალს იწყება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ. იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა …

დღეს განვაცხადებ საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე – ბაიდენი

დღეს, 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ბაიდენის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში უკავშირდება 24 თებერვალს, ერთი წლის თავს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. ბაიდენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ უკრაინას აშშ ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. „დღეს, როდესაც მსოფლიო ემზადება რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის წლისთავისთვის, მე კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ …

„ვფიქრობდი, რომ ბოლოჯერ ვხედავდი“ – დუდა რუსეთის თავდასხმის წინ ზელენსკისთან შეხვედრაზე

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, უკრაინელ ჟურნალისტებთან ახლახან რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ზელენსკისთან დაკავშირებულ თავისი შიშებზე ისაუბრა. დუდას თქმით, მას ეშინოდა, რომ 2022 წლის 23 თებერვალს ზელენსკისთან შეხვედრა ბოლო იქნებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავინ იცოდა რა მოხდებოდა და სადამდე წავიდოდა მოსკოვი. ანჯეი დუდამ ახლახან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ჩავიდა უკრაინაში 2022 წლის 23 თებერვალს. მან აღნიშნა, …

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ დაუშვან მიხეილის სიკვდილით დასჯა“ – ზელენსკი სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს „შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“. „სწორედ ახლა, უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელა კლავენ. ის ფაქტი, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპაში კვლავ გვიწევს ვებრძოლოთ ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის მსგავს მცდელობას, სამარცხვინოა,“- წერს უკრაინის პრეზიდენტი. …

გვჭირდება იარაღი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს საწყობებში ულაგიათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში დღევანდელ სარაკეტო თავდასხმაზე ისაუბრა.  ზელენსკიმ თქვა, რომ შესაძლებელია „რაშისტების ტერორისტული თავდასხმების შეჩერება“, ოღონდ ამისთვის მათ პარტნიორებმა უნდა მიაწოდონ შესაბამისი იარაღი. „შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია ამის მიღწევა სხვაგან, გარდა უკრაინის ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში. …

ზელენსკი რუსებზე – „მათ ეშინიათ. და სამართლიანად ეშინიათ“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ იანვრის ღამის ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთში შიშია გამეფებული და ეს იგრძნობა. „რუსი ტერორისტები რა უბადრუკებიც იყვნენ, ისეთივე არიან ამ წელს. ჩვენი დამცველები როგორი ყოჩაღებიც იყვნენ, პირველ იანვარსაც თავი ასევე ძალიან კარგად წარმოაჩინეს. ამ დღეებში მაქსიმალურად გამოჩნდა, რა შორს წავედით ჩვენ მენტალურად, უბრალოდ ადამიანურად, იმისგან, რაშიც რუსეთი „იხარშება“. ჩვენი ერთიანობის, სიმართლის, …

„ჩვენ აღარ შეგვეშინდება და არასდროს შეგვრცხვება“ – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა უკრაინელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტის ქართულ თარგმანს. „ძვირფასო უკრაინელებო! ეს წელი დაიწყო 24 თებერვალს. შესავლისა და პრელუდიის გარეშე. მძაფრად. ადრე. 4 საათზე. სიბნელე იყო. ხმაური. ბევრისთვის რთული იყო, ზოგისთვის – საშინელი. 311 დღე გავიდა. ჩვენ, შესაძლოა, ისევ სიბნელეში ვიყოთ, ხმაურში და …

როგორ ჩავიდა ზელენსკი ვაშინგტონში – მის თვითმფრინავს გამანადგურებელი F-15 აცილებდა 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლისთვის მხარეებმა უსაფრთხოების „ექსტრაორდინარული ზომები“ მიიღეს, იუწყება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური და ამ ზომებს ასახელებს. ზელენსკი ვაშინგტონს 22 დეკემბერს ეწვია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის გარდა კონგრესსაც მიმართა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტი იყო. რუსი პროპაგანდისტები და პოლიტოლოგები მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინიდან გასული ზელენსკი …

ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან და გამოსვლა აშშ-ის კონგრესში | ფოტოამბავი

22 დეკემბერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამასე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სიტყვით გამოვიდა კონგრესში. გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს მიერ  გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ასახავს.

ზელენსკი ჩავიდა ბახმუტში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში, ომის ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით. „ის ნამდვილად იმყოფებოდა იქ და უკვე უნდა წამოსულიყო. უსაფრთხოების დაცვის გამო კომენტარებისგან ჯერ თავს ვიკავებთ“ – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინულ მედიასთან. მედიის ცნობით, ბახმუტში ზელენსკი უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და რამდენიმე მათგანს ჯილდო გადასცა. მისი ბახმუტში ვიზიტის …

ზელენსკი განიხილავს ახალი თავდასხმის ალბათობას – რა იქნება 2023 წლის თებერვალში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს უკრაინაზე შური იძიოს. მისი თქმით, უკრაინა ათვიცნობიერებს, რომ შესაძლებელია 2023 წელს რუსეთის ფედერაციამ ახალი შეტევა წამოიწყოს უკრაინის წინააღმდეგ. მით უფრო, რომ რუსებს ამაზე არასდროს უთქვამთ უარი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ TF1 INFO-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქმე შემდეგშია – რამდენად შესწევს რუსეთს ძალა ახალი თავდასხმისთვის. „დიახ, ჩვენ …

პუტინი თუ მოკვდება, უკრაინაში ომი დამთავრდება – ზელენსკი

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შემდეგ, დიდი ალბათობით, ომი უკრაინაში დამთავრდება. რუსეთს კი მოუწევს შიდა საქმეებით დაკავდეს და საგარეო პოლიტიკისთვის აღარ ეცლება“, – ეს მოსაზრება გაუზიარა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „ნეტფლიქსის“ შოუს წამყვან დევიდ ლეტერმანს. „ავტორიტეტული რეჟიმი საშინელებაა, რადგან დიდ რისკებს უკავშირდება. შეუძლებელია ერთი ადამიანი განსაზღვრავდეს ყველაფერს, ამიტომ, როცა ასეთი ადამიანი კვდება, ყველა ინსტიტუცია წყვეტს ფუნქციონირებას“, …

წლის „ევროპელი“ და წლის „ლუზერი“ – ზელენსკი და პუტინი Politico-ს რეიტინგში

გამოცემა Politico აქვეყნებს თავის ყოველწლიურ რეიტინგს, რომლის სათავეშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია – გამოცემის აზრით, 2022 წელს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. „ევროპა იცვლება. იმის გაგებაც – რას ნიშნავს იყო ევროპელი. და ეს დიდწილად იმ უკრაინელი კომიკოსის დამსახურებაა, რომელიც პრეზიდენტი გახდა,“ – ამ სიტყვებით იწყებს Politico უკრაინის პრეზიდენტზე ტექსტს, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – „ვოლოდიმირ ზელენსკი …

ზელენსკის მოდა – რა აცვია ომის პრეზიდენტს და რა ღირს მისი ცნობილი მაისურები

უკრაინის პრეზიდენტი პირველი უკრაინელი ლიდერია, რომელმაც უარი თქვა ოფიციალურ კოსტიუმებზე და ომის დაწყების შემდეგ საკუთარ სტილს ამკვიდრებს – „ზელენსკის მოდას“ – უკრაინის სიმბოლიკიანი სამხედრო მწვანე მაისურებით, ჟაკეტებით, ქურთუკებით, სპორტული შარვლებითა და მოსახერხებელი, ნაკლებად ძვირადღირებული ფეხსაცმლით. ის ასე ხვდება მსოფლიო ლიდერებს, ერთვება ონლაინკონფერენციებს, წერს ვიდეომიმართვებს, დადის უკრაინის ქალაქებში და აჯილდოებს უკრაინის გმირებს. ინტერნეტსაიტებსა და სოციალურ ქსელებში …

სიმტკიცის განსახიერება – ზელენსკი Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანის ტიტული უკრაინის პრეზიდენტს მიაკუთვნა. „თებერვლის სამხედრო აგრესიამდე უკრაინელთა ნაწილი მას დილეტანტად აღიქვამდა, ადამიანად, რომელიც ცდილობდა თავისი მაღალი თანამდებობის მოთხოვნებისთვის როგორმე ეპასუხა. 44 წლის ზელენსკიმ ისტორიაში ადგილი დაიმსახურა ლიდერობის თავისი არაჩვეულებრივი უნარით და სულის სიძლიერით… ზელენსკი იქცა უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცის განსახიერებად რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო შეარჩია …

უკრაინა რუსეთის გავლენის ცენტრებთან აფილირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს. საბჭომ უკვე დაავალა მინისტრთა კაბინეტს, მოამზადოს და უმაღლეს რადას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება. „დღეს შედგა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. სხდომა, რომელზეც ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში არსებული რელიგიური წრეების აგრესორ-ქვეყანასთან კავშირების არაერთი ფაქტი,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. …

დროის კარგვაა შემოთავაზება, რომელიც ყირიმის დეოკუპაციას არ ითვალისწინებს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების ვარიანტები, თუმცა ყველას მოუწოდებს, ნუ დაკარგავენ დროს უკრაინისთვის ისეთი ვარიანტების შეთავაზებაზე, რომლებიც ნახევარკუნძულის დეოკუპაციას არ ითვალისწინებს. „მესმის, რომ ყველა შეშფოთებულია სიტუაციით და იმით, რა იქნება ყირიმთან დაკავშირებით. თუ ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის შესაძლებლობა, მე მხოლოდ გამიხარდება… თუმცა თუ გამოსავალი არ ითვალისწინებს დეოკუპაციას და ყირიმი …

ამ ორ რამეს ვერავინ წაგვართმევს – ზელენსკიმ უკრაინას ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა

21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე უკრაინის მოქალაქეებს პრეზიდენტმაც მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ხალხი კიევის მთავარ მოედანზე შეიკრიბება, იმ ადგილას, სადაც წლების წინ „ნარინჯისფერი“ და „ღირსების რევოლუციები“ დაიწყო და იმავე ადგილას, სადაც მშვიდობიანი უკრაინა ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას. „დღეს ჩვენ ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. დღესასწაულს, რომელიც აჩვენებს, რას …

მოსკოვში არა – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას, საით წავა უკრაინის არმია

რა იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მომდევნო მიმართულება ხერსონის შემდეგ? – სწორედ ეს შეკითხვა დაუსვეს ხერსონში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს. „მოსკოვი არა,“ – უპასუხა ზელენსკიმ მედიას. – „ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნების ტერიტორიები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგი, მაგრამ ის აუცილებლად იქნება“. ზელენსკის თქმით, უკრაინა გააგრძელებს აგრესორის …

ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ გააკეთებს. „ჩვენ ამას უკომენტაროდ დავტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა,“ – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, აფასებს თუ არა მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლას პროვოკაციად. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა. …

„მე კარი არ გამომიჯახუნებია“ – ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას არასდროს უთქვამს უარი რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე. თუმცა ვერ ხედავს მოსკოვის სურვილს, მშვიდობას კიევის პირობებით დათანხმდეს. „მე კარი არ გამომიჯახუნებია. მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან სალაპარაკოდ, მაგრამ სხვა რუსეთთან. ისეთთან, რომელიც ნამდვილად მზადაა მშვიდობისთვის. ისეთთან, რომელიც მზადაა აღიაროს, რომ ოკუპანტია,“ – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ს. …

მტერი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის – ზელენსკი ხერსონიდან გასვლაზე

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ უკეთებს. „უნდა გვესმოდეს: არავინ არსაიდან უბრალოდ არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი ჩვენ საჩუქრებს არ გვიკეთებს, „კეთილი ნების ჟესტებს“. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით. და როდესაც იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ნაბიჯი – ეს ყოველთვის …

როგორ შეიპყრეს რუსებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში

როდესაც რუსი სამხედროები დონეცკის ამ პატარა სოფელში შევიდნენ და ადგილობრივების შესამოწმებლად სახლებში ჩამოვლა დაიწყეს, სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, 64 წლის პენსიონერს, განსაკუთრებით შეეშინდა. ჯარისკაცმა მისი პასპორტი გაშალა და სიცილი დაიწყო. „ბიჭებო, ომი დამთავრებულია,“ – იყვირა მან. – „შეგვიძლია შინ წავიდეთ – მათი პრეზიდენტი შევიპყარით.“ 64 წლის პენსიონერი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტის სეხნია 1958 წელს მეშახტის …

რუსებმა უკვე უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურეს – ზელენსკი

რუსეთის თითქმის ერთკვირიანი სარაკეტო და საავიაციო შეტევების შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ელექტროსადგურების მესამედი უკვე განადგურდა. „რუსეთის ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა: მიმართულია ენერგო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 10 ოქტომბრის შემდეგ უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რის გამოც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვებია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე და დასძენს, რომ პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის უბრალოდ …

გაიქეცი, დოყლაპიავ! – კადიროვი ზელენკის მიმართავს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი აცხადებს, რომ ის დღეს სავსებით კმაყოფილია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობით. „ზელენსკი წუწუნებს, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თავზე რაკეტები დაფრინავს. აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?“ – წერს კადიროვი ტელეგრამზე და უკრაინის პრეზიდენტს „8 წელი …

ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს, თუ კი რუსეთის ფედერაცია მიმდინარე ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ზელენსკიმ ეს ავსტრალიურ Lowy Institute-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ლიდერს ძალიან უყვარს საკუთარი ცხოვრება. და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ის ვეღარ შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა …

ზელენსკი და უკრაინელი ჟურნალისტები ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან – Reuters

ომი უკრაინაში ან კლიმატის ცვლილებები – სააგენტო Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს გამოეხმაურება ნობელის კომიტეტი 7 ოქტომბერს, როდესაც მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს. „წლევანდელმა ნობელის პრემიამ მშვიდობის დარგში შესაძლოა დაგმოს ომი უკრაინაში და პრემიის ლაურეატად აღიაროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოპონენტები, ან მოხალისეები, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან, ან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბუკმეკერთა სიაში …

ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან – ზელენსკი

დღეს უკრაინამ NATO-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ გამოაცხადა ვიდეომიმართვაში, რომლის თარგმანსაც „ბათუმელები“ გთავაზობთ: უკრაინელებო! ჩვენო მეგობრებო და მოკავშირეებო! დე-ფაქტო მოკავშირეებო. ჩვენ დღეს აქ, კიევში, ჩვენი ქვეყნის გულში ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს თავისუფალი ხალხების მთელი თანამეგობრობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვხედავთ, ვინ გვემუქრება. ვინაა მზად მოგვკლას და დაგვასახიჩროს. ვინ არ ერიდება არანაირ სიმხეცეს, ოღონდ კი თავისი …

რა შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემას NASAMS, რომელიც უკრაინამ აშშ-სგან მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS მიიღო – პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ CBS-ის ეთერში ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკის კონგრესს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს „ახლოსაც კი არაა იმ აუცილებელთან“, რაც უკრაინას სკოლების, საავადმყოფოების, უნივერსიტეტებისა და საცხოვრებელი კორპუსების დასაცავად სჭირდება. „რისთვის გვჭირდება ეს? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება იმისთვის, რომ ჩვენი უკრაინელები სახლებში დავაბრუნოთ. თუ …

პუტინს სურს უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს – ზელენსკი

პუტინს სურს, უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ოფიცრებისა და სხვა სამხედრო პერსონალის სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს, – უთხრა გერმანულ Bild-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას. „ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ (რუსეთის ხელისუფლებამ) მობილიზაცია გაუწიეს კადეტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ბრძოლა არ იციან. ეს კურსანტები დაიხოცნენ. მათ სწავლის დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. ამ ადამიანებს …

ყველაფერი, რაც ზელენსკის ავარიაზეა ცნობილი

იზიუმიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტი ღამით კიევში ავარიაში მოყვა. მსუბუქი სამოქალაქო ავტომობილი ზელენსკის კორტეჟის იმ მანქანას შეეჯახა, რომელშიც თავად პრეზიდენტი იჯდა. შემთხვევა ღამის 11 საათზე, კიევში, გამარჯვების მოედანზე მოხდა. პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ დაშავებულ მძღოლს პირველადი დახმარება ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. …

ზელენსკის მანქანა კიევში ავარიაში მოყვა – ვიდეო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა კიევში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის, სახანძროსა და სასწრაფო დახმარების მანქანები კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე. როგორც ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკოფოროვმა აღნიშნა, კორტეჟის ავტომანქანას, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. „მედიკოსებმა, რომლებიც პრეზიდენტს ახლდნენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს პირველი სამედიცინო …

ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა. დეოკუპირებულ ქალაქში საზეიმოდ აღმართეს უკრაინის დროშა. ფოტოები ფეისბუქზე 25-ე ცალკეულმა საჰაერო-სადაზვერვო ბრიგადამ გამოაქვეყნა. „დროში აღმართვაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ქალაქის რაშისტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა,“ – წერს ბრიგადა. „რასაც …

„ეს ტოტალური ომია“ – რა საუბარი შედგა მაკრონსა და ზელენსკის შორის 24 თებერვლის დილას

ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს პარიზის კორესპონდენტი ელეანორ ბერდსლი ტვიტერზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 24 თებერვალს, დილით, საფრანგეთის პრეზიდენტის კაბინეტში მაშინაა გადაღებული, როდესაც მას უკრაინის პრეზიდენტი ურეკავს. ვიდეოს ფრაგმენტში ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ეკითხება, მართლაც დაიწყო თუ არა პუტინმა კიევზე შეტევა. „ყველგან. კიევშიც, ოდესაშიც. ბელარუსიდანაც. მთელ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით. ყველგან ჯარია. ამის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო – 2014 …

დროა, გაიქცეთ ან ტყვედ ჩაბარდეთ – ზელენსკი რუს სამხედროებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე ხელისუფლება არ ილაპარაკებს, რუს სამხედროებს კი მოუწოდებს, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. „ვის აინტერესებს ჩვენი გეგმები? კონკრეტულ გეგმებზე ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერაფერს შეიტყობთ, რადგან ეს ომია – და ომში ასეა. თუმცა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრებამდე გავყრით. ჩვენს საზღვრებამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა და ოკუპანტებმა …

Exit mobile version