მთავარი,სიახლეები

ზელენსკის მანქანა კიევში ავარიაში მოყვა – ვიდეო

15.09.2022
ზელენსკის მანქანა კიევში ავარიაში მოყვა – ვიდეო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა კიევში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა.

სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის, სახანძროსა და სასწრაფო დახმარების მანქანები კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე.

როგორც ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკოფოროვმა აღნიშნა, კორტეჟის ავტომანქანას, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

„მედიკოსებმა, რომლებიც პრეზიდენტს ახლდნენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს პირველი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ექიმებს გადასცეს,“ – განაცხადა ნიკოფოროვმა და აღნიშნა, რომ ექიმებმა გასინჯეს პრეზიდენტიც, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი ბრუნდებოდა ხარკოვის ოლქიდან, სადაც ის ახლად გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში დროში აღმართვის ცერემონიას დაესწრო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: