მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას. „ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით …

„არ გავჩუმდეთ“- ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს

„მოტივაციას გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა…. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ  რაშიც დარწუნებული ვარ ასე იქნება, ეს მთლიანი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის …

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

„გაურკვეველია რამდენ ხანს, ან თუნდაც უკრაინელებს შეუძლიათ გაუძლონ უაღრესად დიდ და უპირატეს რუსულ ძალას, ან გააგრძელებს თუ არა ბატონი ზელენსკი იმ როლის შესრულებას, რომლისთვისაც მას რეპეტიცია არ ჰქონია,“ – რამდენიმე დღის წინ წერდა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იხსენებდა, რომ ზელენსკის, რომელმაც დემოკრატიის გადასარჩენად სამყაროს მომართვა შეძლო, მხოლოდ კომიკოსის გამოცდილება აქვს.  მსოფლიო მედიის …

ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან

დღეს, 3 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ზელენსკიმ არაერთ კითხვას უპასუხა, მათ შორის, იმასაც, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია მას რუსეთისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარანტიებთან დაკაშირებული კითხვის პასუხად თქვა: „რისი გარანტია? – ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს და არც ვაპირებთ თავდასხმას. რისი გარანტია? ჩვენ ნატოში ვართ? – არა. ჩვენ გვაქვს …

ზელენსკი VISA-ს და MasterCard-ს მიმართავს: დაბლოკეთ რუსეთში გაცემული ბარათები

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წერილი VISA და MasterCard-ის კომპანიებისადმი. ზელენსკი ამ კომპანიების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს სთხოვს, დაბლოკონ რუსეთში გაცემული მათი საბანკო ბარათები. “ძვირფასო კოლეგებო და იმედი მაქვს უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს მეგობრებო! რუსეთმა დაიწყო ცბიერი და სამარცხვინო სამხედრო შეტევა ჩემს ქვეყანაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ 2022 წელს, ფრთოსანი …

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი. უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”. Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people …

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. …

Exit mobile version