მთავარი,სიახლეები

ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

14.09.2022
ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა. დეოკუპირებულ ქალაქში საზეიმოდ აღმართეს უკრაინის დროშა.

ფოტოები ფეისბუქზე 25-ე ცალკეულმა საჰაერო-სადაზვერვო ბრიგადამ გამოაქვეყნა.

„დროში აღმართვაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ქალაქის რაშისტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა,“ – წერს ბრიგადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში/ფოტო: facebook.com/dshv25opdbr

„რასაც ვხედავთ, შოკისმომგვრელია, თუმცა ჩვენ ეს უკვე ვნახეთ ბუჩაში, პირველად დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე – დანგრეული შენობები, დახოცილი ადამიანები… სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამედროვე ისტორიის ნაწილია. თანამედროვე რუსი ერის ნაწილი – ის, რაც მათ ჩაიდინეს“, -თქვა ზელენსკიმ.

საზეიმო ღონისძიებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას, პრეზიდენტმა კი სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

დროშის აღმართვა იზიუმში/ფოტო: facebook.com/dshv25opdbr

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბერს დაიკავეს ბალაკლეა და იზიუმს მიუახლოვდნენ, 11 სექტემბერს კი ქალაქი იზიუმი, რომელიც მარტის შემდეგ ოკუპირებული იყო, რუსებისგან გათავისუფლდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: