მთავარი,სიახლეები

ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს – ზელენსკი

07.10.2022 • 1103
ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს, თუ კი რუსეთის ფედერაცია მიმდინარე ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ზელენსკიმ ეს ავსტრალიურ Lowy Institute-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ლიდერს ძალიან უყვარს საკუთარი ცხოვრება. და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ის ვეღარ შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო არასოდეს აპატიებს ბირთვული იარაღის გამოყენებას არც პუტინს და არც რუსეთს.

6 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბირთვული „არმაგედონის“ რისკები 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ბაიდენის თქმით, პუტინი „არ ხუმრობდა“, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ცდილობენ გამოიცნონ“, როგორი იქნება ომის დასრულების პუტინისეული გზა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: