კიდევ რამდენით მოიმატებს საკვებზე ფასი? – ინტერვიუ

„ხაჭაპურის ინდექსი“ აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 31 %-ით გაიზარდა. ისევ ძვირდება ის საკვები პროდუქტი, რისგანაც ხაჭაპურის გამოცხობა შეგიძლიათ. საშუალო ზომის ერთი იმერული ხაჭაპურისთვის აპრილში 5 ლარი და 86 თეთრი დაგჭირდებოდათ. რა დაჯდება იგივე ხაჭაპური მაისში? დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფასი დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებშიც გაიზრდება, მომავალი წლის დასაწყისში …

რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ

რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მცირდება და ის კიდევ უფრო მეტად შემცირდება. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ეკონომისტი საუბრობს, თუ რა გახდა რუსეთიდან ფულადი …

„თითქოს პუტინი ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში“ – სანქციების ეფექტი რუსეთში

„პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში,“ – ამ შთაბეჭდილებას უტოვებს სანქცირებული პუტინის ქცევა ეკონომიკის ანალიტიკოსს, გიგა ბედინეიშვილს, რომელსაც სანქციების შედეგებზე ვესაუბრეთ: რა დაემართა რუსეთის ეკონომიკას და რა შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა ახლო მომავალში? ხომ ვერ მოახერხებს რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძიებას? ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი საბჭოთა კავშირში …

რატომ გამყარდა ლარი

ლარის გაცვლითი კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტის თვის განმავლობაში. 30 მარტს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3,135 ლარი ღირს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, 1 დოლარის შეძენა 3,12 ლარადაც არის შესაძლებელი. ეკონომისტი გიორგი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას მომდევნო დღეებში არ უნდა ველოდოთ. წელს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში …

ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას

სმარტფონების მსხვილი ჩინური მწარმოებლები, პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი ზეწოლის მიუხედავად, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ამცირებენ რუსეთის მომარაგებას. ყველაზე მეტად მიწოდება შეამცირა Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ კომპანიების მიწოდების მოცულობა სულ მცირე განახევრდა, წერს გაზეთი Financial Times. ინფორმაცია ტვირთის მოცულობის შესახებ ფიზიკური ან ფულადი თვალსაზრისით არ …

საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მლნ-ის, ხოლო შემოტანილია 85 მლნ-ის პროდუქცია 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თურქეთის შემდეგ რუსეთი მეორე ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა საქართველოში. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია 85 მილიონ 929 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მილიონ 684 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია. წინა, 2021 წლის იანვართან შედარებით კი, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან იმპორტი 30,2 მილიონი დოლარითაა გაზრდილი, მაშინ, …

ბოსტნეული, ზეთი და ყველი ისევ გაძვირდა – ინფლაციის მაჩვენებლები

2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები გაიზარდა 8.4 პროცენტით; ხილსა და ყურძენზე – 7.4 პროცენტით; მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 4.1 პროცენტით; რძეზე, …

ექსპორტი საქართველოდან: ჩინეთი პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე, თურქეთი – მესამეზე

„იმპორტშიც გაზრდილია იგივე მონაცემები, რაც ექსპორტში, ანუ რაც გაგვაქვს საზღვარგარეთ, შემოტანილია საქართველოში,“ – გვითხრა ეკონომისტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ არ აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები? ეკონომისტი განმარტავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელია მაღალი და ადგილობრივი წარმოება ისევ ვერ ვითარდება. ეს მთავარი მიზეზებია, რის გამოც ექსპორტის ზრდას ადამიანები საკუთარ ჯიბეებზე …

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. მანვე თქვა, რომ პროექტი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კი გაავრცელა ვიდეოესკიზი იმის …

პანდემიის გამო ბიზნესმენებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი – თურნავა

დღეს, 12 ოქტომბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სახელმწიფოს მიმართ იჯარის და ქირის დავალიანება ეპატიებათ. „პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული და ვისაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს, 2020 წლის 21 მაისიდან 2021 წლის 21 …

მინისტრი მალავს, სად აკეთებს მთავრობა ბათუმში 22 ჰექტარზე ტურისტულ ატრაქციას

„დაველოდოთ მოვლენებს“ – კომუნიკაციის ეს ფორმა აირჩია ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. მას არჩევნებამდე 2 დღით ადრე აჭარის მთავრობაში დაანონსებულ საინვესტიციო პროექტზე – 22 ჰექტარზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის შესახებ ვკითხეთ. დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, უკვე ხელოვნური კუნძულის შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი ისე დააანონსა, რომ …

როგორი ტურისტული სეზონი იქნება წელს აჭარაში

„არასწორი გადაწყვეტილებები ახლაც აზიანებს ტურიზმს,“ – მიიჩნევს ტურისტულ სექტორში დასაქმებული მანანა ცირამუა. ის ერთ-ერთია იმ ტუროპერატორებს შორის, ვისაც დღეს, 24 მაისს „ბათუმელები“ ესაუბრა იმაზე, რომ რამდენიმე დღეში, და ისევ პანდემიის პირობებში, ზაფხულის მეორე სეზონი იწყება. ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები მთავარ პრობლემად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებლებს ასახელებენ – როცა მთავრობის განაცხადს „უსაფრთხო ქვეყანაზე“ ციფრები ვერ ამყარებს, ხოლო …

მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

2020 წლის პირველ 6 თვეში აჭარაში 73 160 300 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 494 700 დოლარით მეტია. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა. ამავე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 140 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები …

სამინისტრომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა შეაჩერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გასაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა. კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“, ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში სამინისტროს 2020 წლის 14 მაისს წარუდგინა. ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაგეგმილია ფოთის პორტის ჩრდილოეთისკენ გაფართოება [იმ ტერიტორიაზე, სადაც კორპორაცია ფლობს 100 ჰა …

რატომ გაზარდეს ბანკებმა სესხის პროცენტები

„სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ბანკმა შემოსავალი გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ზოგადად, რისკები გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ვერგადახდის რისკი ახლა ძალიან მაღალია,“ – ასე ხსნის ეკონომისტი გიორგი კეპულაძე იმ გარემოებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი სესხზე ისევ იზრდება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 9 პროცენტი 29 აპრილს …

მეწარმეებმა აკრძალული საქმიანობის გასაგრძელებლად განაცხადი უნდა შეავსონ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მთავრობის #181 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს ელექტრონული რეგისტრაციის ფორმის შესავსებად. განაცხადის ფორმის [ინსპექტირების ეტაპი] შევსება შესაძლებელია ამ ბმულზე იმ მეწარმეებს, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტროს ინფორმაციით, …

მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 90%-ს სახელმწიფო დაუფარავს-მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, განახლდა პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, რომლითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, 2-ის ნაცვლად აიღოს 5 მილიონამდე ლარის სესხი, ხოლო ამ სესხის უზრუნველყოფის 90 პროცენტს სახელმწიფო დააფინანსებს. „ეს არის პროგრამა, როცა სახელმწიფო ბიზნესს ეხმარება სესხის უზრუნველყოფაში, თანაგარანტორად ვუდგებით ჩვენ ბიზნესს, როცა მათ არ ჰყოფნით თავიანთი უზრუნველყოფა ბანკში …

ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილება და საქართველოს მზაობა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კონკრეტული პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში წიწიბურა, მსხვილად დაღერღილი ხორბალი; ბრინჯი და სხვა პროდუქცია ვერ შემოვა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, შეიქმნება თუ არა დეფიციტი ამ პროდუქტებზე და მუშაობს თუ არა მთავრობა იმპორტიორებთან ალტერნატიული ქვეყნების მოძიებაზე? რა მოხდა? ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდა კორონავირუსის …

ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც გარკვეული პირობებით არ იზღუდება

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, გაიზარდა. ჩამონათვალს დაემატა რამდენიმე სფერო, რომელთა საქმიანობა, გარკვეული პირობებით, არ შეიზღუდება, მათ შორის მიწოდება/რეალიზაცია. 8 აპრილის მდგომარეობით ასეთი ეკონომიკური საქმიანობებია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და …

სამუშაოს განახლებას ასობით კომპანია ითხოვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სპეციალური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კომპანიებმა საგანგებო ვითარების პერიოდში მუშაობის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვონ,  რამდენიმე ასეულმა კომპანიამ უკვე შეავსო და სპეციალურ მისამართზე გადააგზავნა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სამშენებლო, ასევე საშენ მასალათა მწარმოებელი კომპანიები აქტიურობენ. სპეციალური აპლიკაციები სამინიტროს ვებგვერდზე პარასკევს, 3 აპრილს, აიტვირთა.  მინისტრის განცხადებით,  გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ …

2 მილიარდი ლარი გამოიყო სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად – გახარია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი არ გამორიცხავს კრიზის ფონზე ეკონომიკა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ „ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.“ გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა არ მოიცავს კორონავირუსთან ბრძოლის თანხას, უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის …

კომპანიები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობაში საქმიანობის უფლება მიეცათ

საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი დამატებით იმ 67 მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაბამისი ცვლილება შევიდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადით ქვეყანაში შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისი კი ეხება სამედიცინო, საფინანსო , …

„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში

კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი დაუთვლელია. გაურკვეველია რა დროით გაგრძელდება ვითარება, რამაც ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად გააჩერა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას თქმით, ზარალდება ძალიან ფართო სპექტრი, ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის, არამედ „ყველას დახმარებაზე“ უნდა იფიქროს.  გიორგი პაპავა: შეცდომა იქნება, ჩავთვალოთ, რომ ვიწრო წრე არის იმ ადამიანების, ვინც ამ მოვლენების …

3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზება

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ. თავდაპირველად ამის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ განაცხადა. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური …

მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე  მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს. მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 …

თორნიკე რიჟვაძე რუსულ ინვესტიციებზე: „საფრთხე განსახილველია სხვა ფორმატში“

„მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა… ჩვენ გვაქვს 43-პროცენტიანი ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ციფრი უნდა გახდეს 6 მილიარდი. 6 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ….“ – აღნიშნა დღეს, 28 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დღევანდელ სხდომაზე კურორტ „გოდერძიზე“ მომუშავე რამდენიმე კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები გადაუვადეს. ,,გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში,  აჭარაში განახლდა  …

რამდენი ოქროა მერისში – წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია თავისუფალია

ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ოქროს საბადოს მოპოვების ლიცენზიას დღეს არც ერთი კომპანია არ ფლობს. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბადო არ არის ლიცენზირებული, 2007 წელს გაცემული ლიცენზია კი, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა, გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა. წინასწარი პროგნოზით, მერისში 800 კილოგრამზე მეტი ოქროსა და 18 ტონამდე ვერცხლის მოპოვებაა შესაძლებელი. მერისის …

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები აჭარაში – თორნიკე რიჟვაძის განმარტება

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. “ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, რა არის ინვესტიციების შემცირების მიზეზი. “2018 წლის პირველი კვარტალიდან დაწყებული ჩვენ გვქონდა კლების ტენდენცია და შემდეგ უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში გვქონდა 209 %-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების.  რაც შეეხება …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – საქსტატი

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, გასული წლის პირველ ორ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში კი – 48,6 მილიონი აშშ დოლარი. 2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში …

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების …

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის ტერმინალი აპირებს თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და შემდგომში მის ექსპლუატაციას. დაგეგმილია: არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის]; …

თორნიკე რიჟვაძე ინვესტიციების კლებაზე, რივიერასა და ქაოტურ მშენებლობებზე

„ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები“, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების კლების მიზეზებზე საუბრის დროს. არის თუ არა „საპირწონე“ თავისუფალი სივრცეების და მწვანე საფარის დაკარგვა, ისტორიული შენობების განადგურება? – თორნიკე რიჟვაძემ ამ ნაწილში გვიპასუხა, რომ „თვითმმართველობის საქმეში ვერ ჩაერევა“ და „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ ვერ მიიღებს. რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობა და რაში გამოიხატება პოლიტიკური პასუხისმგებლობა? – გთავაზობთ აჭარის …

რიჟვაძე უცხოური ინვესტიციების $158 მილიონით კლებაზე – „ახასიათებს ციკლურობა“

ქვეყანაში, მათ შორის აჭარის რეგიონში, უცხოური ინვესტიციების კლებაზე კომენტარი თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. „გასული კვარტალი იყო კლება, მაგრამ, ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ თვითონ ინვესტიციებს ახასიათებს ციკლურობა. თქვენ ნახავთ, 2019 წლის პირველი და მეორე კვარტალი, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რა ნიშნულზე აიყვანს ჩვენს რეგიონს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჰიდროელექტროსადგურები იყო ყველაზე მსხვილი ინვესტიცია საქართველოში …

რას სთავაზობს მთავრობა კვადროციკლების მესაკუთრეებს, რომლებიც ბულვარში ვეღარ იმუშავებენ

„სამინისტრო მზადაა წარმოდგენილი წინადადება ან პროექტი განიხილოს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ, რას უპირებს მთავრობა ათეულობით ადამიანს, რომლებიც მაისიდან ბათუმის ბულვარში ვეღარ იმუშავებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე არაფერს სთავაზობს ელექტრომობილების გამქირავებლებს, არც პროექტია წარდგენილი. „ბულვართან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ვერ გააგრძელებენ იქ საქმიანობას. აჭარის …

ბეშუმი შესაძლოა ზამთრის კურორტიც გახდეს – ნახევარი მილიონი განაშენიანების გეგმისთვის

„ჩვენ დავიწყეთ ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, განაშენიანების დოკუმენტის შექმნით ახალ სიცოცხლეს, ახალ ეკონომიკურ დატვირთვას შევძენთ ბეშუმს,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. დღეს, 28 დეკემბერს, მთავრობის სხდომა გოდერძიზე გაიმართა, სადაც სათხილამურო სეზონი გაიხსნა. რა სამუშაოებია დაწყებული გენგეგმის შესამუშავებლად და რამდენი დაიხარჯება ამისთვის – თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ არ უთქვამს. აჭარის …

Exit mobile version