ბათუმში ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოებას გეგმავს

ბათუმში მდებარე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქატოსა და ფქვილს აწარმოებს, გაფართოებას გეგმავს. პროექტი თანამედროვე სტანდარტების ხორბლის გადამამუშავებელი წარმოების შექმნასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. საწარმო ბათუმში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. „ბარაქა ჯგუფი“, რომლის საკუთრებაშიცაა საწარმო, 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს პროექტის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“. კომპანია განახლებული საწარმოს ამოქმედებას, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან მიღების შემთხვევაში, ნაკვეთის გადაცემიდან …

ქობულეთში 240-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი შენდება. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსის მშენებლობას 24 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი და ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ცნობით, სასტუმროში 240 ნომერი იქნება, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, …

რას ნიშნავს, როცა ბიუჯეტი „გადაჭარბებით სრულდება“ – მინისტრის განმარტება

აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიში დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 15,1 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა და 217 641 200 ლარი შეადგინა. „ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა“ –  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მანამ, სანამ სხდომა ჟურნალისტებისთვის ტრადიციულად დაიხურებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით კი, „გადაჭარბებით შესრულებაზე“ ამ …

ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)

2018 წლის 8 თვეში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გაუარესებულია ლარის გაცვლითი კურსი და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, გაზრდილია საწვავის ფასი, შემცირებულია ინვესტიციები. საწვავის [ზოგადად სამომხმარებლო] ფასების დინამიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] დეტალური ინდექსით გამოსახავს. თუ ამ ინდექსებს გადავხედავთ, ბენზინის ფასი აგვისტოს თვეში იანვართან შედარებით 7 პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო დიზელის ფასი – თითქმის 11 პუნქტით. ბენზინის ფასი …

სარიტუალო დარბაზები ევკალიპტების ნაცვლად – უკანონობის ბუმი ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე

„სადღაა ევკალიპტები, დაჭრეს და სახლებს აშენებენ, სადაც დატოვეს, იმანაც მოუშალა მერე, ხან ერთი ტოტი მოაჭრეს, ხან მეორე და ხე კი არა, ბოძები გეგონება. ცოტა ხანში ალბათ აქ ევკალიპტები საერთოდ არ დარჩება. ჩემს გოგოობაში მამას ჟიგული ჰყავდა, ქალაქიდან რომ წამოვიდოდით, იმდენი დიდი ევკალიპტი იყო გზაზე, გეგონებოდა, დასახლებაში კი არა ტყეში შემოდიოდი. ლამაზი იყო, თვალს ვაყოლებდი. მამა …

რატომ შემცირდა თურქული ინვესტიცია აჭარაში

აჭარაში თურქული ინვესტიციის მოცულობა მცირდება. თუკი 2016 წელს მთლიანად აჭარის რეგიონში შემოსული ინვესტიციების 32 პროცენტი თურქული იყო, გასულ წელს ეს რაოდენობა 16 პროცენტამდე შემცირდა. თურქეთიდან ინვესტიციების მკვეთრად შემცირებას ჰესების მშენებლობის დასრულებას უკავშირებს ეკა ბახტაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი. „მონაცემებიდან ჩანს, რომ ეს გამოწვეულია ძირითადად ჰესების პროექტების დასრულებით. თურქეთიდან ისევ შემოდის …

ბათუმში 170-ნომრიანი სასტუმრო იხსნება

წელს, ივნისში, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ გაიხსნება. სასტუმროში 170 ნომერი იქნება და წლის ოთხივე სეზონზე იმუშავებს. „სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპა ცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროში 100 ადამიანია ამჟამად დასაქმებული“, – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. სასტუმრო კომპლექსი „გაზელი“ [ე.წ. „სემირამიდას ბაღები“] ბათუმში, ზღვისპირას, …

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წელს, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა (25.9 პროცენტი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი ) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი). აზერბაიჯანი – 482.1 მლნ აშშ დოლარი თურქეთი – …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში ზღვასთან მიწის ნაკვეთებს ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში მდებარე მიწის სამ ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. მიწის ნაკვეთები ქობულეთში ზღვასთან ახლოს, აღმაშენებლის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე მდებარეობს. ნაკვეთების საერთო ფართობი 71 197 კვ/მ-ია. გასაყიდად გამოტანილ ნაკვეთებზე 10 278 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობებიცაა განთავსებული. თითოეულ ნაკვეთზე ცალკე აუქციონია გამოცხადებული, შესაბამისად, განსხვავებულია პირობები, რაც ქონების მომავალმა მესაკუთრემ/მესაკუთრეებმა უნდა შეასრულონ. სამივე ნაკვეთის …

პორტებიდან დაკარგული ტვირთის ფასი

საქართველო, რომელსაც რეგიონში ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბის ამბიცია გააჩნია, ბოლო რამდენიმე წელია კარგავს იმ ტვირთებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რკინიგზაზე და პორტებში, ტვირთბრუნვა ბოლო ხუთი წელია მცირდება. ქვეყნის სატრანზიტო დერეფანი უკვე არაკონკურენტულია, ის სტრატეგიულ და რეგიონალურ ფუნქციას კარგავს, მთავრობა კი ახალი, ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს. „ტვირთნაკადები ნებისმიერ ქვეყანაში ან მცირდება, ან იზრდება, …

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

საქართველოში ყოველი 1000 მოსახლიდან 710-ს კომერციული ბანკის ვალი აქვს. თუმცა ათასივეს გააჩნია დამატებით „საგარეო ვალი“, ანუ ვალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. საქართველოს საგარეო ვალი იმაზე მეტია, რაც 2018 წელს ქვეყნის ბიუჯეტი იქნება. ბოლო ხუთ წელში საქართველოს საგარეო ვალი 6,7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი და დღეს არსებული კურსით 13,4 მილიარდია. ამას სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებულ ვალს – 4,6 …

რა ღირს თქვენი ახალი წელი? [გამოკითხვა]

შობა-ახალი წლის დღეები ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული: საახალწლო სუფრა, ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები, საჩუქრები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ამ დღეების ტრადიციად მიიჩნევა და მასზე უარს ბევრი ვერ ამბობს.  თქვენ საშუალოდ რამდენი ლარი გეხარჯებათ?  მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში. <a href=”https://polldaddy.com/poll/9902987/”>რა თანხის დახარჯვას აპირებთ საახალწლოდ?</a> <a href=”https://polldaddy.com/poll/9902991/”>სად შეხვდებით ახალ წელს?</a>

ვემსახურები ბანკს

კომერციულმა ბანკებმა შარშან 141 მილიონი ლარით მეტი წმინდა მოგება ნახეს, ვიდრე წინა წელს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით იზრდება, ბანკების მოგება კი – ათჯერ მეტად. მოსახლეობას, რომელიც იძულებულია ბანკის პირობებს დათანხმდეს, მრავალწლიანი და მაღალპროცენტიანი ვალები წლობით აწევს ტვირთად. როგორ იგებენ ბანკები მილიონებს და რატომ არ იკლებს პროცენტი სესხზე? [red_box]საკომისიოებითა და გაწეული მომსახურებით …

კაზინოების წილი ბიუჯეტში

ბათუმის სამორინეებს გასულ წელს 680 600 ვიზიტორი ეწვია. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 517 256 (ვიზიტორთა 76 პროცენტი) უცხოელი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქე. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებია. ბათუმში ამ დროისთვის ცხრა კაზინო მუშაობს, თბილისში – ხუთი. სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში სოლიდური თანხა შედის. რადგან ყველაზე მეტი კაზინო ბათუმშია განთავსებული, …

სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება 

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდის განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე, დღეს, 27 ივლისს, მარკეტი „კარფური“, ასევე „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 …

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

დღეს, 18 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა. შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა. „არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია …

რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – …

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

გალარების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გალარებული სესხი კი რეფინანსირებაზე აღმოჩნდა მიბმული, რის გამოც, მსესხებლებს შესაძლოა მეტი თანხის გადახდა მოუწიოთ. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებს და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის დაფარვის კუთხით, გალარება არ შეეხო. ამავე პროგრამის შედეგად გაჩნდა შეზღუდვა – მოქალაქეები გრძელვადიან, მცირე იპოთეკურ სესხებს აშშ დოლარში ვეღარ აიღებენ. ამან შესაძლოა …

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება. ეს ვალდებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტითაა გათვალისწინებული. [red_box]ვის მოეთხოვება ფასის ლარით გამოხატვის ვალდებულება[/red_box] ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ …

კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, …

ეროვნული ბანკი: პირველი ივლისიდან შეთავაზება/რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარში იქნება

საქართველოში ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება 2017 წლის პირველი ივლისიდან სავალდებულო იქნება მხოლოდ ლარით. ლარით ფასდადება ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე …

აჭარაში 28 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა

მონიტორინგის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  ხულოში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  [„ხულო“, „დეკანაშვილები – 2014“, „ბოძაური – 2014“ და სხალთა 2014“ ]  სტატუსი შეუწყვიტა. სოფელ ბოძაურში 2014 წელს დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბოძაური 2014“ – ის თავმჯდომარე, თეიმურაზ შავაძე ამბობს, რომ კოოპერატივის ანგარიშზე პაის სახით გადასახდელი თანხა ვერ შეიტანეს და ამიტომ შეუჩერდათ სტატუსი. ამ კოოპერატივში ოთხი ოჯახის …

რაზე ისაუბრეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე

დღეს, 10 მაისს, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ტურისტული, სასოფლო სამეურნეო და სამეწარმეო კომპანიების, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარაში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ელჩმა აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების კითხვებს უპასუხა, ძირითადი განხილვის საგანს ციტრუსის ინდუსტრია წარმოადგენდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის …

უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, 10 230 კვ/მ ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ქონების გაყიდვის საწყისი ფასი 2 მილიონ 133 ათასი ლარია. მთავარი პირობა კი ამ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის აშენებაა, რაშიც მომავალმა ინვესტორმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. აუქციონზე გასაყიდი ქონება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე …

რატომ დაგვიანდა ყოფილი ფოსტის ადგილზე სასტუმროს ოფიციალურად გახსნა

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI“-ის ოფიციალურად გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. კომპანია „აქთივ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის, მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, „მიმდინარეობს სამუშაოები შენობის რემონტის დასრულებაზე და ზაფხულის სეზონამდე ვაპირებთ სასტუმროს გახსნას, ასე ვთქვათ, სამთავრობო დონეზე. წმინდა ტექნიკური დეტალები გვაქვს დარჩენილი, რასაც მალე დავასრულებთ“. მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, შენობა ექსპლუატაციაში გაშვებულია, მუშაობს კაზინო „პრინცესა“ …

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კუბთაუერის მშენებლობა განახლდა

კომპანია „ADOG GEORGIA“-მ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში გაჩერებული სასტუმროს მშენებლობა განაახლა. მშენებლობის ადგილზე განთავსებული ბანერის მიხედვით, კომპანიას მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელეს. ბათუმში სასტუმრო-კომპლექსის აშენების პირობით ADOG GEORGIA-ს 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 2011 წელს გადასცეს. კომპანიამ საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ჩაატარა, ჩემდეგ კი მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი მშენებლობის მიმდებარედ …

საწარმო „ნენამ“ ქედაში მუშაობა შეაჩერა

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელმა საწარმო „ნენამ“  მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა. საწარმოს მუშაობის შეჩერების მიზეზად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე დადიანი „ბათუმელებთან“ დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლებას ასახელებს. დირექტორის განმარტებით, ქედის საწარმოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მათივე პირადი განცხადებების საფუძველზე გაათავისუფლეს. „საწარმო არ დახურულა, მხოლოდ დროებით აქტიური ფუნქციონირება შეაჩერა. რაც აუცილებელია საწარმოსთვის ყველა საქმე კეთდება. რაც შეეხება დროებით …

საქსტატი: იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა: „რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია“. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარი იყო [45 პროცენტით მეტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარი [15 პროცენტით …

რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში

ავეჯისა და საოჯახო ნივთების 4 ცნობილი მაღაზია ბათუმში იხურება. მაღაზიის მფლობელები დახურვას ლარის გაუფასურებას და შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის გაძვირებას არ უკავშირებენ. კვლევის მიხედვით კი, ავეჯით და საოჯახო ნივთებით ვაჭრობის სექტორში 22 პროცენტით შემცირდა ბრუნვა. ჯერ არ დახურულა, მაგრამ აბრა, ფართობის გაქირავება-გაყიდვის შესახებ უკვე გამოკრულია გორგასლის ქუჩაზე, მაღაზია VALENTIN-ის შესასვლელთან. მაღაზიაში ზურაბ გოგიტიძე დაგვხდა, ბათუმის ოფისის …

30 მილიონამდე ლარის შეწყვეტილი ხელშეკრულებები მერიაში

ბათუმის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან 29 ხელშეკრულება შეწყვიტა. ჯამში სახელშეკრულებო თანხა 30 მილიონამდე ლარია. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 13 მილიონზე მეტი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან კომპანიებზე ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში უკვე გადარიცხული იყო. დაკარგული დრო და დაუთვლელი ზარალი – ესაა შეწყვეტილი ტენდერების შედეგი. ბათუმის მერიისგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი თითქმის …

ონლაინსესხების შესაძლო აკრძალვაზე

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ონლაინსესხების შესაძლო გაუქმებაზე მთავრობამ განმარტა და დააზუსტა, რომ ონლაინსესხები ეროვნული ბანკის რეგულაციებს დაექვემდებარება და მისი აკრძალვა არ იგეგმება. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ონლაინსესხებზე მომუშავე საფინანსო ორგანიზაციებისა და მომხმარებლისთვის? – თემაზე „ბათუმელებს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ესაუბრა. –ბატონო ზურა, მთავრობის გადაწყვეტილებას ონლაინსესხების თაობაზე, უმეტესობა იწონებს, ბევრი კი ამბობს, …

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …

ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, …

საპიკნიკე ადგილები ავტომაგისტრალთან და ღომას მთის პერსპექტივა

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ურბანული განვითარების დაგეგმარებას იწყებს აჭარის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარებაზე 2017 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს. პროგრამაში ამჯერად მოექცა ზღვისპირა ზოლი და მთა ღომა; მოეწყობა ასევე დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები ცენტრალურ მაგისტრალებთან. პროგრამა ურბანული განვითარების დაგეგმარების დოკუმენტების შედგენასთან ერთად განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებასაც გულისხმობს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში ნახევარ მილიონზე მეტი …

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში …

უცხოური ინვესტიციები აჭარაში ქვეყნების მიხედვით

აჭარაში, 2013 წლიდან 2016 წლის ექვსი თვის ჩათვლით განხორციელებულია 683,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო უცხოური ინვესტიცია. აქედან 341,1 მილიონი აშშ დოლრის მხოლოდ ბათუმში. ყველაზე მსხვილი ნორვეგიულ-ინდური ინვესტიცია აჭარის მთაში ჰესების მშენებლობას უკავშირდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო უცხოური ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა ტურიზმის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სხვა დარგებში. 2013-2015 წლებში აჭარაში 93 მილიონ აშშ …

Exit mobile version