დისკვალიფიცირებულები და „შავ სიაში“ მოხვედრილები

 

 

33 თეთრის გამო ჩაშლილი ტენდერი

 

 

33 თეთრით გაზრდილი ჯამი, ტექნიკური ან კომპიუტერული პროგრამების სხვაობასთან დაკავშირებული მცირე ცვლილება და სხვა მსგავსი ტიპის გადაცდომები ტენდერებში შეთანხმების გაუქმების მიზეზი ხშირად ხდება. ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე ხელსაყრელი წინადადების გამო შერჩეული კომპანია შეთანხმების ხელშეკრულების ნაცვლად დისკვალიფიკაციას იღებს. შემსყიდველი კი ტენდერს განმეორებით აცხადებს და სხვა კომპანიასთან უკვე გაზრდილი ფასით თანხმდება.

რას ითხოვს 61 იპოთეკარი

 

ბათუმში მცხოვრები 61 იპოთეკარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. ისინი ერთ წელზე მეტია მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.  

13 მილიონი სოციალური სახლისთვის

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა და 2014 წლის პრიორიტეტული სამუშაო გეგმები წარმოადგინა. შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვდრა ციტრუსის გაყიდვის საკითხზე


<!** Image 1 align="left" width="300" height="2336" >


მანდარინის სეზონთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ წევრებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე როსტომ შერვაშიძესთან ერთად იმსჯელეს.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე შეხვერდით კმაყოფილი დარჩა:

 

„შეხვერდრაზე განვიხილეთ, სოფლის-მეურნეობის საკითხები, ძირითადად ციტრუსის დამზადება-გადატანა-გასაღება სხვა ქვეყნებში. კარგად მომისმინეს, კმაყოფილი მივდივარ. მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ გლეხს არ დარჩეს მოკრეფილი ციტრუსი. წელს მოსავალი ძალიან დიდია, ასეთი მოსავალი 20 წლის უკან ყოფილა. ვცდილობთ არა მარტო ახალ წლამდე, შემდეგშიც გავაგრძელოთ რაალიზება სხვა ქვეყნებში“.

 

მინისტრის მოადგილისვე თქმით, ამ ეტაპზე გატანილია 29 ათასი ტონა ციტრუსი უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში. ხოლო შიდა ბაზარზე გაყიდულია 2 ათას ტონა ციტრუსი.

 

„უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ თავმჯდომარე, თამაზ ცინცაძე დადებითად აფასებს სახელმწიფო მოხელესთან შეხვედრას:

 

„დამაიმედებელი იყო მისი [მინისტრის მოადგილის] განცხადება. ცუდი ამინდების გამო მოსახლეობა დაზარალდა, ხელისუფლება კი ცდილობს ხელი შეუწყოს და იმედი არ გაუცრუვდეს. მან ასევე, აღნიშნა, რომ თუ მის მიერ დამზადებული ციტრუსი გადაკვეთს საზღვარს, ყოველ დამზადებულ ხარისხიან ციტრუსზე დამატებით მიიღებს 15 თეთრს, ხოლო წუნდებულ პროდუქციაზე 10 თეთრს“.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირი ყოველ ოთხშაბათს იკრიბება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და განიხილავს იმ საკითხებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. იწვევენ საკითხთან მიმართებაში კომპეტენტრურ პირს და პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობენ.

 

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალი შეხვედრა, რომელიც 8 იანვარს შედგება და განიხილავენ საახალწლო პერიოდში ციტრუსის რეალიზების შედეგს.

 

ტენდერი არ შედგა – ბათუმის მერიის გასაჭირი

 

 

„ტენდერი არ შედგა“ – ამ ჩანაწერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებში ხშირად ვხვდებით. ჩაშლილი ტენდერი დროში აფერხებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და მერიის მუშაობას პრობლემებს უქმნის. ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოს სხდომებზეც ხშირად აპელირებენ. საკრებულოს წევრები მერიას კომპეტენციის ნაკლებობაში სდებენ ბრალს. ბათუმის მერს განსხვავებული მოსაზრებები აქვს.  

რა მინერალური რესურსები აქვს აჭარას

 

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარის რეგიონში ჰიდრომინერალური რესურსების აღწერის სამუშაოები ჩაატარა.   ანგარიში უკვე  წარმოდგენილია, ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა, რომელმაც  შესაბამისი ინვესტორები უნდა მოძებნოს. 

47-სართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში

 

 

ბათუმში 47-სართულიანი „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია „TAM GEO LLC“-ი აშენებს, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მომავალ წელს კი კომპანიამ ამავე პროექტით გათვალისწინებული სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა უნდა დაასრულოს. მიმდინარეობს თუ არა პროექტი აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად და რა რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა უკვე ინვესტორმა ბათუმში? `ბათუმელების~ კითხვებს კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა დანიელ დონითსინიმ უპასუხა. 

„სოკართან“ დაპირისპირებულები

 

რიგში დგომით გაწამებული ადამიანები, ხელოვნურად გაზრდილი ფასები, დამპალი მილებით აშენებული გაზგაყვანილობა, რაც მოსახლეობას შემდეგში პრობლემას შეუქმნის, – ეს არასრული ჩამონათვალია იმისი, რასაც კომპანია „სოკარს“ ედავებიან. ამის საპასუხოდ „სოკარში“ ამბობენ, რომ ბრალდებებს ერთადერთი საფუძველი აქვს – „ვიღაცას მათ აშენებულ სახლში ოთახი მოუნდა“. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში

 

2600 მეტრიანი საბაგირო გზა „არგო“, რომლის მშენებლობა 29 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, დღეს გაიხსნა. სამშენებლო კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ ეკონომიკის სამინისტროს წინაშე აღებულ ვალდებულების დაგვიანებით შესრულებას რთული რელიეფური გარემოთი ხსნის.


<!** Image 4 align="left" alt="საბაგირო ბათუმში" sub="საბაგირო ბათუმში" width="350" height="576" >

აჭარაში მინერალურ წყალს ჩამოასხამენ

 

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბურჯი ინვესტი” ქედაში მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავს, რომლის სახელწოდება “კემისი”  იქნება. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში იქნება. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია, და წყლის ჩამოსასხმელი დანადგარების შემოტანა და მონტაჟი მიმდინარეობს. საწარმოს დირექტორის ლევან ძნელაძის განცხადებით მინერალური წყალი “კემისის”  ჩამოსხმას სარეალიზაციოდ ერთ თვეში დაიწყებენ. მეწარმეები წყლის გატანას ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგარეთ გეგმავენ:

 

„ოქროს“ კატეგორიის ჯილდო ნავთობტერმინალს


ბათუმის ნავთობტერმინალის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, IQS-ის კომიტეტმა ბათუმის ნავთობტერმინალს ხარსიხის საერთაშორისო სამიტის „ოქროს“ კატეგორიის ჯილდო მიანიჭა:

 

<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის ნავთობტერმინალი" sub="ბათუმის ნავთობტერმინალი" width="300" height="613" >


„ორგანიზატორებმა ჯილდო გადასცეს ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველ დირექტორს გიორგი კილაძეს და გენერალური დირექტორის მოადგილეს ნავთობბრუნვის დარგში ლევან ჯობავას.

 

დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა 2013 წლის 27 მაისს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში მდებარე სასტუმრო მარიოტ მარქუისის სამეჯლისო  დარბაზში.

 

„ბათუმის ნავთობტერმინალმა საქართველოში პირველმა გაიარა ერთდროული სერთიფიცირება მენეჯმენტის ISO 9001:2008, ISO 14001:2004 და OSHAS 18001:2007 სისტემების მიხედვით, რაც ჩვენი პერსონალის ძალისხმევისა და მასერთიფიცირებელი ორგანოს „ბიურო ვერიტასის“ დახმარებით მიიღწა. ბათუმის ნავთობტერმინალმა 2012 წელს ასევე მიიღო ISO/TS 29001:2010 სერთიფიკატი, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მენეჯმენტის მიმართ მოთხოვნებს ნავთობის, ნავთობქიმიისა და აირის მრეწველობაში.

 

2015  წლამდე ვგეგმავთ ენერგომენეჯმენტის  დანერგვის, საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის და „მწვანე ინვესტიციების“ გამოყენების  ღონისძიებების ჩატარებას სასათბურე აირების შესახებ კიოტის პროტოკოლის მექანიზმების საფუძველზე, კლიმატის ცვლილების თაობაზე გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი კილაძემ.

 

დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა 86 ქვეყნიდან.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი დააარსა ლუდვიგ ნობელმა 1883 წელს.

 

მიღების, შენახვის და გადატვირთვის მოხერხებული და კარგად განვითარებული სისტემა უზრუნველყოფს 18-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტის ერთდროულ გადატვირთვას და ერთდროულ ჩატვირთვას 4 ტანკერში. ტერმინალის საპროექტო გამტარუნარიანობა შეადგენს 15 მილიონ ტონას წელიწადში.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი სს ეკ „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიის „ყაზტრანსოილის“ საკუთრებაა და თავის მხრივ ფლობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიურ უფლებას“.

 

ზღვისგან მიტაცებული მილიონები

 

 

სამი კვირის წინ  ექვსბალიანმა შტორმმა აჭარის სანაპირო ზოლს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა. ქობულეთში, სანაპირო ზოლში, 40 მეტრი სიგრძის ჯებირი ზღვამ წაიღო. დაზიანდა  ბათუმის სანაპირო ზოლიც.  სტიქიამ  ახალი ბულვარის ტერიტორიაზე პლაჟის  200-მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა.  ელექტროგანათების ბოძები, ფეხით სავალი ბილიკის ნაწილი  და  ნარგავები ზღვამ მიიტაცა.  

 

ციფრებში ზარალი ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თავის დროზე სანაპირო ზოლში რამდენად სწორად იყო განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იყო თუ არა დაცული მშენებლობის ნორმები და შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის წინააღმდეგ წინასწარი, შემარბილებელი ღონისძიებების გატარება. 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

 

დღეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო  პალატაში აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანს რეგიონის სამოქალაქო სექტორში ჩართულობის ხარისხის გაზრდა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. 

ბათუმის ბიუჯეტი 150 ათასი ლარით გაიზარდა


ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქის ბიუჯეტი 150 ათასი ლარით გაიზარდა. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში აღნიშნული ცვლილება საკრებულოს დღევანდელ, 12 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე შევიდა.

kavkaz Trader-ი ბათუმში

 

6 აპრილს, შაბათს, 12:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა კომპანია  kavkaz Trader-ის  პრეზენტაცია.

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ერთ ლარად ნაყიდი ქონება და შეუსრულებელი ვალდებულებები

 

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს, 3 აპრილს, იმ ინვესტორებთან დადებულ ხელშეკრულებების პირობებზე იმსჯელეს, ვისაც ქონება ერთ ლარად გადაეცათ. ამ შემთხვევაში საუბარია შპს „სავანე“-სა და შპს  Cheif Asia International“ -ზე. მთავრობის განცხადებით, ინვესტორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებიათ.

 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" >

მიწა შესაძლოა გაძვირდეს

 

 

შეიცვლება და განვითარდება თუ არა მიწის ბაზარი  მთავრობის აგრარული პოლიტიკის შედეგად?

გაძვირდება თუ არა სიგარეტი და თამბაქოს „შავი ბაზრის“ საფრთხე

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო. მისი სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება მასზე აქციზის ფასის მატებამ უნდა შეამციროს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაწერილ სტრატეგიას ბოლომდე მიიყვანს და მის ყველა პუნქტს შეასრულებს, მომხმარებელი თამბაქოზე ფასის ზრდას უნდა ელოდოს.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="586" >

ბიზნესმენ გელა ობოლაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს


<!** Image 1 align="left" alt="გელა ობოლაშვილის ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" sub="გელა ობოლაშვილის ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" width="400" height="510" >


ბიზნესმენმა გელა ობოლაშვილმა, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ბიზნესმენის თქმით, ის 2009 წლამდე იყო ლუხუმ კაპანაძის ბიზნეს-პარტნიორი (კაპანაძეს სასამართლომ გასულ კვირას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა), მაგრამ არ სურს ასოცირდებოდეს ვანო მერაბიშვილთან. „ჩემი მასთან კავშირი ის არის, რომ ჩვენ ერთი სკოლა დავამთავრეთ“, – დასძინა ბიზნესმენმა. გელა ობოლაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ არჩევნების შემდეგ დაბრუნებული ბიზნესის მისთვის წართმევას ახლა სხვა ჯგუფები ცდილობენ. გელა ობოლაშვილმა ბრიფინგზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. ბათუმელები უცვლელად გთავაზობთ ტექსტ, რომლითაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა: 


სივრცითი მოწყობა ნიდერლანდების მხარდაჭერით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, აჭარის სივრცითი მოწყობის პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტი, რომელიც ნიდრელანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა, სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში საზოგადოებას აჭარის ფინანსთასს და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ გააცნო.

დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს, როგორც აჭარის ისტორიულ გეოგრაფიულ მიმოხილვასა და აჭარაში სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას, ასევე, მომავალში აჭარის სივრცითი განვითარების კონცეფციას, ურბანული ინდიკატორებისა და სივრცის კატეგორიებს.

 

დოკუმენტის მეორე ნაწილში გადმოცემულია ამ კუთხით სამინისტროსა და ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები.

 

სქემის მესამე ნაწილი კი მუშაობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას დაეთმო. კერძოდ, საუბარია იმ პრობლემებსა თუ პრიორიტეტებზე, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის განცხადებით, აჭარის სივრცითი მოწყობის სქემა, რეგიონში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს: „ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას. ასეთი დოკუმენტი განსაზღვრავს რეგიონის გენერალურ დაგეგმარებას, სწორედ ამიტომ, ჩვენს სხვა რეგიონებსაც უნდა მოვუწოდოთ, რომ შექმნან მსგავსი ტიპის დოკუმენტები“.

 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელის ზვიად ბურჭულაძის შეფასებით, აჭარა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ეს დოკუმენტი სხვადასხვა სექტორისა და სამინისტროს აძლევს საშუალებას, ჰქონდეთ მოქმედების ერთიანი სტრატეგია.


ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, პიტერ ლანგერბერგი, რომელმაც საზოგადოებას სივრცითი დაგეგმარების შესახებ ჰოლანდიური გამოცდილება გააცნო. მისი თქმით, ამ სფეროში საქართველოს და ჰოლანდიას ათწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესდა. ელჩის თქმით, აჭარა ისევე როგორც ჰოლანდია სანაპირო ზოლზეა გაშენებული და მნიშვნელოვანია გარემოს გაზომვის ორგანიზება.

ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი ციფრებში

<!** Image 1 align="" width="150" height="764" >

 

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ გამოსცა ორგვერდიანი გაზეთი – „ბათუმის ტრანზიტი“. გაზეთის პირველი გვერდი რუსულ ენაზეა შედგენილი, ხოლო მეორე – ქართულად.

 

გამოცემის ცნობით, „2012  წლის  11 დეკებრისათვის  ბათუმის ნავთობტერმინალმა  4 910 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები  გადატვირთა. შესაბამისად, 2012  წლის საწარმოო გეგმა ვადამდეა შესრულებული. 5189736.9 ტონათხევადი ნახშირწყალბადოვანი ნაერთები გადაიტვირთა ბათუმის ნავთობტერმინალში 2013 წლის  1 იანვრის  მდგომარეობით“.

 

გამოცემის ცნობით,  წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა არსებობის მანძილზე ყველა რეკორდი მოხსნა:

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გადაჭარბებით შეასრულა 2012 წლის გეგმა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის არსებობის მანძილზე. 2012 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვა შეადგენს 1 531 ათას ტონას. გადატვირთვების მოსალოდნელი წლიური მოცულობა  გეგმას 2%-ით გადააჭარბებს“.

 

გამოცემა ასევე აქვეყნებს 2012 წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადაზიდული მშრალი ტვირთის ოდენობას: „გადაზიდულია 1 576 875,49  ტონა მშრალი ტვირთები, რაც 76 875,49 ტონით (5,13%)  მეტია დაგეგმილ მოცულობაზე და 3,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ნავსადგურის მშრალი ტვირთების გადაზიდვაში ლიდერის პოზიციები ძველებურად უჭირავს შაქრის ნედლეულს (30,2 %) და ამონიუმის გვარჯილას (21,8 %) – გეგმა  შესრულდა 100%-ით და გადაჭარბებაა 20,5%-ით.

 

გეგმა გადაჭარბებით შესრულდა  ასევე  რკინის  პროდუქციაზე – 3 493,96  ტონით (18,57%) და ძირითად ტვირთებზე – 4 084,62 ტონით (3,47%). სააღრიცხვო   პერიოდისთვის ნავსადგურმა დაამუშავა 702 გემი. ნავსადგურის ტვირთნაკადში  შეიმჩნევა ცვლილებები, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების წილი  გათანაბრდა  და საანგარიშო წლისათვის შეადგენს 37-37%.

 

ბათუმის საზღვაო   ნავსადგურის  გავლით გადატვირთული სატრანზიტო  ტვირთის  მიმღებ  ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს აზერბაიჯანი. 2012  წლისათვის ამ ქვეყანაზე მოვიდა სატრანზიტო ნაკადის 93,67%. საიმპორტო ტვირთების  დიდი ნაწილი  მოდის თურქეთიდან.  

 

ძირითად ტვირთ – სამშენებლო მასალა.

 

მეორე ადგილი უკავია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, საიდანაც იმპორტირებულია 115 471,40 ტონა მანგანუმი და კოკსი. მესამე ადგილზეა ბრაზილია, რომელმაც მოგვაწოდა 105 053,10 ტონა შაქრის ნედლეული და 2 300 ტონა სოიო.

 

2013 წლის ბათუმის საზღვაო  ნავსადგურის საწარმოო  პროგრამის  გეგმა  მშრალი ტვირთებისთვის შეადგენს 1 800 000  ტონას“. 

 

ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური Batu mi Industrial Holding Ltd”-ის სტრუქტურაში შედის, რომლიც თავის მხრივ “ყაზტრანსოილის” შვილობილი კომპანიაა. 

 

ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგსა და შესაბამის კომპანიებს 2012 წლის დეკემბერიდან ტალგატ ბაიტაზიევი მართავს.

 

ბათუმის ნავთობტერმინალის ახალი ხელმძღვანელი

 <!** Image 2 align="left" alt="ტალგატ ბაიტაზიევი, ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი" sub="ტალგატ ბაიტაზიევი, ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი" width="300" height="574" >



ბათუმის ნავთობტერმინალს ახალი დირექტორი ჰყავს. ტალგატ ბაიტაზიევი ამ თანამდებობაზე 12 დეკემბერს დაინიშნა.

 

პრესსამსახურის ხელმძღვანელი გალინა გოთუა ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად ბეჭდავს: „ყაზტრანსოილის“ გადაწყვეტილებით, ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგის და მისი შესაბამისი კომპანიების ახალ ხემძღვანელად დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი. ტალგატ ბაიტაზიევს ხემძღვანელობის დიდი გამოცდილება აქვს, ასევე  აქვს ნავთობის და გაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

„მე მადლობას ვუხდი „ყაზტრანსოილის“ ხელმძღვანელობას  ნდობისათვის. ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ყაზახეთისთვისაც, ვინაიდან ის ყაზახური ნავთობის ექსპორტის, სტრატეგიულ ალტერნატიულ საექსპორტო მიმართულებას წარმოადგენს. მე კარგად ვიცნობ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა განვავითაროთ ჩვენი აქტივები და შესაბამისად რეგიონი, რაც დადებითად აისახება როგორც კომპანიის თანამშრომლებზე, ასევე მფლობელი კომპანიის ინტერესებზე“, –  განაცხადა ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ტალგატ ბაიტაზიევმა.

 

ჯგუფის წინა ხელმძღვანელი, აბაი ტურიკპენბაევი პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს „ყაზმუნაიგაზის“ს სისტემაში, ასტანაში.

 

დავით ონოფრიშვილი: პრემიების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელთან, დავით ონოფრიშვილთან.


<!** Image 1 align="" alt="დავით ონოფრიშვილი" sub="დავით ონოფრიშვილი" width="450" height="334" >

ნავთობტერმინალი შეკითხვებს პასუხობს

<!** Image 1 align="left" width="284" height="177" >

მანანა ქველიაშვილი


გასულ კვირას „ბათუმელებმა“ სტატია გამოაქვეყნა 18 ოქტომბერს ბათუმში ნავთობის მილის დაზიანების ფაქტსა და ნავთობტერმინალის პასუხისმგებლობის შესახებ. სტატიაში დასმულ კითხვებზე ნავთობტერმინალის ადმინისტრაციამ პასუხი ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდა,  რომელსაც ვაქვეყნებთ, თუმცა ინტერვიუს წერილობითი ფორმიდან გამომდინარე, რედაქციას კონტრეშეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. 

მონოპოლისტები და ახალი მთავრობა

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს: „მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელურ შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“.          

 

ნინო ნატროშვილი

საწვავი და მონოპოლისტები

 ეთერ თურაძე 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნათიქ ჯავადლის ინფორმაციით, ერთი ლიტრი დიზელის საწვავი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 45 კაპიკი, ანუ 95 თეთრი ღირს. რატომ ღირს საქართველოში 1 ლიტრი დიზელის საწვავი 2,3 ლარი, როდესაც საწვავის ეს სახეობა თითქმის ასი პროცენტით აზერბაიჯანიდან შემოდის?ვინ იგებს ამით და ვინ ზარალდება? – გასულ კვირას „ბათუმელები” ამის გარკვევას შეეცადა. 

ბათუმი და თბილისი – ყველაზე ძვირი ქალაქები საქართველოში

თუ ბათუმში მცხოვრები მოქალაქე გადაწყვეტს სადილად კატლეტის მომზადებას, მას საშუალოდ 15 ლარის გადახდა მოუწევს სუპერმარკეტში ერთი კილოგრამი ხორცისთვის, მაშინ როცა ზუგდიდში მცხოვრებს 4 ლარით იაფად შეუძლია ამ კერძის მოსამზადებლად ხორცის შეძენა. ერთი კილოგრამი ძროხის ხორცი ზუგდიდის მაღაზიებში 11 ლარი ღირს. „ბათუმელებმა“ საქართველოს ხუთ ქალაქში შეადარა ერთმანეთს სუპერმარკეტისა და ბაზრის ფასები – ყველაზე ძვირი ქალაქები ბათუმი და თბილისი აღმოჩნდა. 

ქეთი ჟვანია

თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

საქართველოში თურქული „იშ ბენკი“ ფილიალს ხსნის. ბანკის პირველი ფილიალი ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნება.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „იშ ბანკმა“ ლიცენზია ბათუმში ბანკის ფილიალის გახსნის თაობაზე 2012 წლის 13 ივლისს მიიღო. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ, რომ თურქულ უნივერსალურ ბანკს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი 2010 წლიდან ჰქონდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკი 1924 წელს დაარსდა. ბანკი აქტიურად საქმიანობს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე. საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორში.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, „იშ ბანკი” საქართველოს ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება: „პირადად შევხვდი „იშ ბანკის“ წარმომადგენლებს და გავეცანი იმ სტრატეგიას, რომლის განვითარებასაც ბანკი საქართველოს ბაზარზე აპირებს. ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლები უფრო დეტალურად პრეზენტაციაზე ისაუბრებენ“.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ფილიალს თბილისის ნაცვლად რეგიონში ხსნის. გვასალიას განმარტებით, „იშბანკმა“ აჭარა საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე შეარჩია: „ბანკის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარა. რეგიონში საინვესტიციო გარემო არის მომგებიანი. თვალში საცემია ტურისტული ზონა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ფილიალს დედაქალაქშიც გახსნიან. „იშ ბანკს“ 18 ქვეყანაში აქვს ფილიალები და მათი რაოდენობა 1200-ზე მეტია“.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკში 24 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. მისი აქტივები შეადგენს 89 მილიონ დოლარს, რაც თურქეთის ბაზრის 13,9 პროცენტია.

 

ბანკი დსთ–ს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. „იშბენკმა“ ამ ქვეყნებში მსხვილი ბანკების აქტივები შეიძინა. როგორი იქნება „იშბენკის“ სტრატეგია საქართველოში, ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესახებ თავად ისაუბრებს.

 

თურქული „იშბენკის“ შემოსვლამდე, საქართველოს ბაზარზე, 2012 წლის მაისში გერმანული „კომერცბანკი“ შემოვიდა. ბანკმა ჯერჯერობით, მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნა და ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. გერმანულ `კომერცბანკს~ წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს. 2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზის ბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.
ახლახან საქართველოს ბაზარი დატოვა ბრიტანულმა ბანკმა HSBC -იმ. ბანკის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის 18 ივლისს დასრულდა. ბანკი მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე საქმიანობდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ მომგებიანად არ ჩათვალა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2012 წლის ივლისის სტატისტიკით ბაზარზე 19 ბანკი ოპერირებს. აქედან საკუთარი ფილიალი საქართველოში თურქულ (HALYK BANK,Ziraat Bank), აზერბაიჯანულ (The International Bank of Azerbaijan) და გერმანულ (Procredit Bank) ბანკებს აქვთ.

 

ნინო ნატროშვილი

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="500" >

Exit mobile version