რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები სამდღიან წვრთნებს ატარებენ „აგრესიის საფრთხის ქვეშ“ ბირთვული ძალების მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 19 მაისს. მანევრები მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას რუსეთის მასშტაბით საცდელ პოლიგონებზე. გარდა ამისა, ბელარუსთან ერთად განხილული იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება. ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა ბირთვული საბრძოლო წვრთნების დაწყების შესახებ. …

პოლონეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან, ხოლო უკვე ქვეყანაში მყოფებს ურჩევს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ განცხადება მინსკში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონში მზარდი დაძაბულობის, მიმდინარე ომის და ბელარუსში პოლონეთის მოქალაქეების თვითნებური დაპატიმრებების გამო. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელარუსის რესპუბლიკაში დარჩენილ პოლონელ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ …

პოლიტპატიმრების ოჯახების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ბელარუსში

ბელარუსის უშიშროების სამსახურმა  ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მათი ნათესავების ოჯახების მასობრივი ჩხრეკა ჩაატარა 23 იანვარს ქვეყნის მასშტაბით. „ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს, რომ უფლებადამცველებისთვის ცნობილია სულ მცირე 73 ადამიანის გვარი, რომელთა სახლები 23 იანვარს გაჩხრეკეს ან ეს პირები დააკავეს. ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში მთლიანად ოჯახს აკავებდნენ. როგორც „ვიასნა“ იუწყება, უშიშრობის სამსახური იყენებდა …

რა საფრთხეზე ჰყვებიან ბათუმში მცხოვრები ბელარუსები, რომლებიც რეჟიმს გამოექცნენ

ვლასი ბელარუსიდან 2020 წლის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ბელარუსში აღარ დაედგომებოდათ. 2020 წლის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ვლასის თქმით, პოლიციას მათი ოჯახი აღრიცხვაზე ჰყავს. ბათუმში მცხოვრები მიგრანტი ანონიმურად საუბარზე დაგვთანხმდა, რადგან ღიად საუბარი მისთვის საფრთხისშემცველია. 2023 წლის სექტემბერში ამოქმედდა ბელარუსის დიქტატორის, ლუკაშენკოს 278-ე ბრძანება  „დოკუმენტების გაცემისა და მოქმედებების …

რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დაამტკიცა. „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის [აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო] მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება …

ციხეში გარდაიცვალა ბლოგერი – ის ლუკაშენკოს კარიკატურაზე „სმაილის“ დასმისთვის დააკავეს

ბელარუსში, ვიტებსკის კოლონიაში, გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, ბლოგერი ნიკოლაი კლიმოვიჩი, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე  სიცილის ემოციის გამოყენებისთვის ჰქონდა მისჯილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას მედია ავრცელებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით. 61 წლის ნიკოლაი კლიმოვიჩს 28 თებერვალ, ქალაქ პინსკის სასამართლოში მიუსაჯეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა „ოდნოკლასნიკში“ ლუკაშენკოს კარიკატურაზე რეაქციის დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ …

ბელარუსებმა ბათუმში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

„ბელარუსია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1918 წელს 25 მარტს დაიბადა. ჩვენ არ ვართ რუსები, ბელარუსები ვართ და ვითხოვთ დამოუკიდებლობას“, – გვითხრა სერგეი სამსოუმ, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა და ბათუმში ცხოვრობს. დღეს, 25 მარტს, ბელარუსებმა ბათუმში ბელარუსიის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნეს. ბელარუსებმა მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოაწყვეს. „ეს არის თავისუფლების დღეს ჩვენთვის, რომელიც წაგვართვეს, ეროვნული თავისუფლების დღე,“ – …

აშშ იწყებს სტრატეგიულ დიალოგს ბელარუსის ოპოზიციასთან

2023 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ დიალოგს“ ბელარუსის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 22 მარტს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ვაშინგტონში, ბელარუსის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ბელარუსი ხალხის სწრაფვას ბელარუსის დემოკრატიული, სუვერენული და სტაბილური მომავლისკენ“ …

„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, …

ლუკაშენკოს თქმით, კიევი ბელორუსს თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობს – უკრაინა უარყოფს

ბელორუსის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე – და ამავდროულად განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის „წაქეზებით“ აგრძელებენ ბოევიკებისა და ექსტრემისტების მომზადებას. მან დასძინა, რომ კიევმა, მინსკს თითქოს შესთავაზა თავდაუსხმელობის პაქტის დადება. ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისი წინადადება იყო ეს. „მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთის მხრივ, ისინი გვთხოვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, …

არ იბრძოლოთ, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობად – უკრაინის მიმართვა ბელარუს სამხედროებს 

უკრაინის გენშტაბი ბელარუსი და რუსი სამხედროებისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ვიდეო ბელარუსთა მიმართ შეტყობინებით იწყება, რომ მათ, ვისაც იძულებით გაგზავნიან უკრაინაში საომრად და არ შეეძლებათ, ამ ბრძანებას წინააღმდეგობა გაუწიონ,  უკრაინის არმია ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს. „როგორც კი უკრაინის საზღვარს გადმოკვეთთ, ჩააქრეთ ტექნიკა, გაჩერდით დანაყოფთან ერთად, აწიეთ თეთრი დროშა და დაელოდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობასთან შეხვედრას. თუ თქვენ …

დაჭრილ რუსებს ვმკურნალობდი – ბელარუსი ექიმი, რომელმაც მდინარე გადაცურა და ლიეტუვაში გაიქცა

ანდრეი, რომლის სახელიც უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია, ბელარუსი ექიმია. როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ის ბელარუსში, ქალაქ მოზირის საავადმყოფოში მუშაობდა. ანდრეი CNN-ს უყვება, როგორ მკურნალობდა დაჭრილ რუს სამხედროებს და როგორ გააღწია ბელარუსიდან. ანდრეი ახლა ოჯახთან ერთად ლიეტუვაშია. სამშობლოდან გაქცევა მას შემდეგ მოუწია, რაც მას და რამდენიმე ექიმს კორუფციაზე საქმე „შეუკერეს“ და ცოტა ხნით დააკავეს კიდეც. ანდრეის …

ლუკაშენკო ცდილობს, აიძულოს უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსულ-ბელარუსული არმიაა. 14 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახალ რუსულ-ბელარუსულ დანაყოფში 70 ათასი ბელარუსი და 15 ათასი რუსი სამხედრო შევა. 15 ოქტომბერს ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, აჩვენებს, როგორ შედიან რუსული ძალები ბელარუსში, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ვიდეოზე ასახული ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. „ნაკლებსავარაუდოა, რომ …

ბელარუსის არმიის მანევრირება უკრაინის საზღვართან გაძლიერდა

ბელარუსის არმია უკრაინის საზღვართან მანევრებს განაგრძობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის დაცვა ბრესტისა და გომელის ოლქებში გააძლიერეს. საბრძოლო მზადყოფნაზე შემოწმებას გადიან სპეციალური ოპერაციის ძალების დანაყოფებიც. უკრაინის საზღვართან გამუდმებული წვრთნების გამო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბელარუსის მხრიდან საფრთხეს არ გამორიცხავენ. უკრაინის გენშტაბი გუშინდელ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში თავისი დივერსანტების შემოყვანას აქტიურად ცდილობს. ბელარუსის …

როგორ აღნიშნეს ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე

დღეს, 27 ივლისს ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ბათუმში ბელარუსის ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. მათი ნაწილი ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა საქართველოში. ბელარუსის მოქალაქეები ბათუმში ხშირად მართავენ აქციებს და უერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციებსაც. დამოუკიდებლობის დღე ბელარუსის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება.  ამ დღეს მიიღეს დეკლარაცია ბელარუსის სახელმწიფო სუვერენიტეტის …

ბელარუსში 8 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელმაც აქციის დარბევა გააშუქა

ბელარუს ჟურნალისტს, კატერინა ანდრეევას, ბელარუსში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანდრეევა ტელეარხ Белсат-ის ჟურნალისტია. Белсат-ის ჟურნალისტი კატერინა ანდრეევა [ბახვალოვა] და ოპერატორი დარია ჩულცოვა 2020 წლის 15 ნოემბერს დააკავეს,  ძალოვანების ცემის შედეგად გარდაცვლილი აქტივისტის, რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სასტიკი დარბევის პირდაპირ ეთერში გაშუქების შემდეგ. მათ ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს „აქციის ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“. უფლებადამცველებმა …

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! – ბათუმში ბელარუსებმა ლუკაშენკოს რეჟიმი გააპროტესტეს

დღეს 21 მაისს, ბათუმში, ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეულმა ბელარუსებმა რეჟიმი გააპროტესტეს. აქციაზე მათ იმ ადამიანების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა იმსხვერპლა. „ეს ადამიანები ლუკაშენკოს რეჟიმის მსხვერპლები არიან. ზოგი პოლიტპატიმარი ბელარუსიის ციხეში გარდაიცვალა, ზოგი ისევ ციხეშია. ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, იდევნებიან. ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული პოლიტიკური ნიშნით. მათ შორის არასრულწლოვნები“-ამბობს ოლგა ბიგელი. ვიდეო საპროტესტო აქციიდან:

ბელარუსის ქმედებები უკრაინელ სამხედროებს აიძულებს საზღვართან დარჩნენ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ბოლო მონაცემებში საუბარია ბელარუსის მიერ უკრაინისთვის შესაძლო დაბრკოლებების შექმნაზე. როგორც დაზვერვა წერს, ოფიციალურმა მინსკმა თვის დასაწყისში დაანონსებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან სპეციალური ოპერაციების ძალებს განათავსებს, ისევე როგორც ქვეყნის დასავლეთით მდებარე საწვრთნელ პოლიგონებზე განათავსებს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ქვედანაყოფებს. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ეს ნაბიჯი უკრაინას აიძულებს დატოვოს …

რუსეთი ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამოყენებას შეეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 მაისის განახლებაში წერს, რომ შეინიშნება ბელარუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე. თუმცა ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება. „რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება, უფრო სერიოზულად  წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საშუალება“, …

უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი …

ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს მხოლოდ დასაწყისია

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს. „კონფლიქტი უკრაინაში ეს მხოლოდ დასაწყისია. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. ზელენსკი ვერ დაიმალება, ვერც ამერიკულ და ვერც ერთ სხვა ბუნკერში“ – განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ დაფიქსირდა უკრაინიდან ბელარუსში იარაღის შეტანის შემთხვევები და უკრაინაში ამზადებდნენ ჯგუფებს ბელარუსში „პროვოკაციის მოსაწყობად“. ლუკაშენკომ აღიარა, რომ ბელარუსიდან უკრაინის …

„მკვლელი და ქურდი პუტინი“ – უკრაინელების, ბელარუსებისა და რუსების აქცია ბათუმში

„შენ ჩვენი შვილების მომავალი მოიპარე“, „მკვლელი და ქურდი“, – ეს წარწერები დღეს, 12 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე პუტინის პლაკატზე ბათუმში მცხოვრებმა უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვას რესპუბლიკების მოქალაქეებმა გააკეთეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმმა და ომის მუქარამ მათ მომავალი წაართვა. აქციაზე ისმოდა უკრაინის და საქართველოს ჰიმნი. „გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, საქართველოს, რადგან მისი დაკარგვა ძალიან იოლია …

ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა

17 წლის  ბელარუსი  მოთხილამურე, დარია დოლიდოვიჩი ოჯახთან ერთად სამშობლოდან წავიდა, მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალეს – წერს „როიტერსი“.  ოჯახი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მიზეზი,  შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ 2020 წელს გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყოს: „დარიას ჩამოერთვა კონკურსებში მონაწილეობის უფლება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ …

„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში

რომან კისლიაკი ბელარუსი იურისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტია ქალაქ ბრესტიდან. იგი წელს, ზაფხულში ჩამოვიდა ბათუმში საცხოვრებლად.  რომანი 2005 წლამდე ადვოკატად მუშაობდა ბელარუსში, შემდეგ კი გაეროს კომიტეტში – ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამავე დროს იყო მოძრაობა „За Свободу“-ს საბჭოს წევრი.  მიზეზი, რის გამოც იურისტმა მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა, ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. რომანი …

„ბათუმელი მეზობლები მეუბნებიან, რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო“ 

ალექსანდრე დ. ბელარუსიდან ბათუმში სამი თვის წინ, მაისში ჩამოვიდა. როგორც ის ამბობს, სხვა გზა მას, უბრალოდ, აღარ ჰქონდა. ალექსანდრე ვებდიზაინერია და მუშაობს ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყიდიან აპლიკაციებს. სხვადასხვა კომპანიის დაკვეთით ამზადებს რეკლამებს სოცქსელებისთვის. ალექსანდრე ლუკაშენკოს სასტიკ რეჟიმს გამოექცა საქართველოში. როგორც ის გვეუბნება, ბათუმი ბელარუსების დიდი დიასპორაა, მათ შორის არიან პროგრამისტები, ბლოგერები, …

„ჩვენ ბელარუსში გველის პატიმრობა და წამება“ – რეჟიმსგამოქცეული აქტივისტი ბათუმში

„საქართველო, ნუ დაუჭერ მხარს ლუკაშენკოს რეჟიმს“, „დიქტატორი, ტერორისტი“ – ამ სლოგანს სკანდირებდნენ დღეს აჭარის მთავრობასთან შეკრებილი ბელარუსები. აქციაზე გვითხრეს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისგან ბათუმს თავი შეაფარეს ძირითადად ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და უფლებადამცველებმა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ნუ ითანამშრომლებს ბელარუსის „კაკებესთან“, რომელიც „ადამიანების დევნით და წამებით არის დაკავებული“. ახალგაზრდა ქალის, ნატალიას თქმით, თუ ბელარუსებისთვის ერთადერთი ქვეყანა, საქართველოც …

„მე ტყვედ ვარ აყვანილი“ – ბელორუს აქტივისტს 2 წელი მიუსაჯეს

9 ივნისს ბელორუსში სასამართლომ 2 წელი მიუსაჯა  „ევროპული ბელორუსის“ აქტივისტს, პოლინა შარენდო პანასიუკს. მას ქვეყნის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს და მილიციელებისთვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლინამ 2 წელი უნდა გაატაროს კოლონიაში და ჯარიმის სახით 1800 დოლარის ეკვივალენტი უნდა გადაიხადოს 3 მილიციელის მორალური კომპენსაციისთვის. 9 ივნისს სასამართლოზე პოლინა შარენდო პანასიუკმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოწოდებაზე, მოსამართლის შემოსვლისას …

ვინ არის ბელარუსი აქტივისტი, რომელსაც ჟანა დარკს უწოდებენ

2021 წლის 7 ივნისს ქალაქ ბრესტის სასამართლომ ბელარუსი აქტივისტის, პოლინა შარენდო-პანასიუკის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც მისი თანამოაზრეები ბრესტის ჟანა დარკს უწოდებენ. ბელარუსი აქტივისტი ქმართან ერთად უკვე დიდი ხანია მონაწილეობს ბელორუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ. ისინი არაერთხელ დააკავეს, აღძრული იყო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები მათ წინააღმდეგ. 2019 წელს პოლინა შარენდო-პანასიუკი ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, …

1,5 მილიარდი დოლარი ბელარუსს რუსეთისგან – ლუკაშენკო პუტინს ხვდება

სოჩში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ბელარუსიის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება მხოლოდ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის. ბელარუსიაში უკვე თვეზე მეტია იმართება აქციები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის გასაპროტესტებლად. ბელარუსიაში საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ ეს ლუკაშენკოსა და პუტინის პირველი შეხვედრაა პირისპირ. ლუკაშენკოს კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკვე გამოხატა მწუხარება იმის …

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

„ჩვენ არ დავეხმარებით ბელორუსიის სახელისუფლებო ძალებს, მაგრამ მილიონი ევროთი დავეხმარებით ხელისუფლებისგან რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლებს, სამოქალაქო სექტორს. 50 მილიონი ევრო ბელორუსიის ჯანდაცვის სისტემისთვის გამოიყოფა, საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად, ასევე სოციალური სამსახურებისთვის – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად”, – განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, სპეციალურ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, …

ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

დღეს სპეციალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 აგვისტოს, დილით, ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ ჩაწერა ევროკავშირის სამიტისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც ის  სამიტს მოუწოდებს, არ ცნონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად. პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ …

ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად შემოწირულობებს აგროვებენ

დღეს, 16 აგვისტოს, ორი ახალგაზრდა ბათუმში ბელორუსში მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალებულთა მხარდამჭერი ინიციატივით გამოვიდა – მათ ბელორუსში დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობის შეგროვება დაიწყეს. „აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბელორუს ახალგაზრდებს. მათ, ისევე როგორც ჩვენ, სჭირდებათ და ითხოვენ თავისუფლებას და განვითარებას… ამ აქციით გვინდა ერთგვარი სოლიდარობა გამოვუცხადოთ“, – გვითხრა ბათუმელმა კახა აფხაზავამ. მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორია …

აქცია ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად

დღეს, 13 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებასთან აქცია გაიმართა ბელორუსი ერის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ძირითადად ბელორუსები იყვნენ. პროტესტს უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. „ჩვენ შევიკრიბეთ ბელორუსი ერის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან. მიუღებელი და დასაგმობია ძალადობა, რაც ვნახეთ, არ შეიძლება ხელისუფლება ასე აყალბებდეს არჩევნებს და მერე საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც …

ევროკავშირი ბელორუსისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს, 14 აგვისტოს, იმსჯელებენ რა რეაგირება მოახდინონ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, როცა საპროტესტო აქციები ქვეყანაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშეს. ევროკავშირმა შესაძლოა თავიდან აამოქმედოს გაუქმებული სანქციები ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც BBC წერს, ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები შიშობენ, ამით არ უბიძგონ ბელორუსს ეძებოს გამოსავალი რუსეთის მხარდაჭერაში. საგარეო …

ლავასოღლიმ 7 დღეში შესაძლოა ციხე დატოვოს – საქართველოს მისი ექსტრადირება არ მოუთხოვია

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლიმ შესაძლოა ერთ კვირაში საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ლავასოღლის ექსტრადაციას ბელორუსიისგან არ მოითხოვს. ზუსტად ერთ კვირაში მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში დაკავებიდან 40 დღე გადის. „…თუკი საქართველო ოფიციალურად დოკუმენტაციას არ წარადგენს ბელორუსიაში და არ მოითხოვს ექტრადირებას, ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი აღარ იქნება იმისთვის, რომ მას საექსტრადაციო …

12 ათასი ინფიცირებული, ღია ეკლესიები და დახურული ინფორმაცია – Covid19 ბელარუსში

ბელარუსში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულა და არც კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. თავშეყრის ბევრი ადგილი, მათ შორის, ეკლესია-მონასტრები ღიაა მლოცველებისთვის. ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პანდემიის ფართო გავრცელებას, მინსკის ყველაზე დიდი, წმინდა ელისაბედის სახელობის მონასტრის წინამძღვარი კი კორონავირუსს „უღმერთობისთვის სასჯელს“ უწოდებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში Covid19-ით ინფიცირების 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა. …

Exit mobile version