მთავარი,სიახლეები

ციხეში გარდაიცვალა ბლოგერი – ის ლუკაშენკოს კარიკატურაზე „სმაილის“ დასმისთვის დააკავეს

08.05.2023
ციხეში გარდაიცვალა ბლოგერი – ის ლუკაშენკოს კარიკატურაზე „სმაილის“ დასმისთვის დააკავეს

ბელარუსში, ვიტებსკის კოლონიაში, გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, ბლოგერი ნიკოლაი კლიმოვიჩი, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე  სიცილის ემოციის გამოყენებისთვის ჰქონდა მისჯილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ინფორმაციას მედია ავრცელებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით.

61 წლის ნიკოლაი კლიმოვიჩს 28 თებერვალ, ქალაქ პინსკის სასამართლოში მიუსაჯეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა „ოდნოკლასნიკში“ ლუკაშენკოს კარიკატურაზე რეაქციის დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კლიმოვიჩს ჰქონდა გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინსულტი და გულის მძიმე დაავადება.

სასამართლომ ის ლუკაშენკოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

61 წლის ბლოგერი სასამართლო დარბაზში დააკავეს. განაჩენის გამოტანამდე მან თქვა, რომ შეიძლება გისოსებს მიღმა მოკვდეს.

21 აპრილს ბრესტის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, მალე კლიმოვიჩი გადაიყვანეს ვიტებსკის მე-3 კოლონიაში, სადაც მან 2 კვირა იცოცხლა და 7 მაისს გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: