ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში კიბის უჯრედი ჩამოინგრა

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, აკაკი შანიძის ქუჩაზე,  9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადარბაზოში შესასვლელი კიბის უჯრედი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, პირველადი დათვალიერებით არ ფიქსირდება საფრთხისშემცველი მდგომარეობა, თუმცა ფოტოებზე, რომლებიც მოქალაქეებმა გამოგვიგზავნეს, ჩანს ბზარები სადარბაზოს კუთხეებში და ასევე, შესასვლელში. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შენობის ავარიულობის შეფასების მიზნით განცხადება უკვე გადაიგზავნა. დასკვნის …

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის

ბათუმის მერია ითხოვს ცვლილებას დადგენილებაში, რომელიც მერის სათათბირო საბჭოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დადგენილება [#15] სამშენებლო კოდექსის იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს. სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს და მერს რეკომენდაციას აძლევს – აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი [პროექტი] პროგრამის პირობებს. №15 დადგენილება არეგულირებს ავარიული შენობების …

„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს

„განგიმარტავთ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის დროს დამდგარ ზიანთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი“, – ასე პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეს, რომელიც წერილობით ატყობინებს, რომ ავარიული სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გამო ამ სახლის კედლებს დამატებითი ბზარები გაუჩნდა. ამ ავარიულ სახლში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქე ნონა ასკურავა თავისი წერილით …

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“.  …

ბათუმში ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა – „თბილისში რაც მოხდა, იმის შემდეგ უფრო გვეშინია“

„თბილისში სახლის ჩამონგრევის შემდეგ უფრო გვეშინია. იქნებ ისევ დაწეროთ ჩვენზე, მერე ყველა მოვა, ნანგრევებში რომ აღმოვჩნდებით“ – მოგვწერა მოქალაქემ „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 14 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი რესპონდენტი ბათუმში, ფიროსმანის #1-ში მდებარე ისტორიულ სახლში ცხოვრობს. უკვე წლებია ამ სახლს …

ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე სამი დღის წინ ტენდერი 2 999 999 ლარით გამოაცხადა. მერიის სამმართველო პირობაში მიუთითებს, რომ სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელი სახლების გამაგრებაა გადაწყვეტილი ამ ტენდერის ფარგლებში. ბოლო პერიოდში სამმართველოსთვის ასეთი ფორმით …

აქცია ბათუმში – რას ითხოვს ბაგრატიონის 127-ში მცხოვრები მოსახლეობა

დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმში აქციას მართავს ბაგრატიონის N127-ში მცხოვრები მოსახლეობა. ამ მისამართზე მდებარეობს ავარიული კორპუსი, სადაც მცხოვრებ მოსახლეობას, სულ 128 ოჯახს, არაერთი პრობლემა აქვს, რაც აქციის მიზეზი გახდა. მოსახლეობის თქმით, გარდა იმისა, რომ მათი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია „ორბმა“ აქ მშენებლობა დაიწყო, სახლზე დამატებითი ბზარები გაჩნდა, სახლი ირყევა და აქ ცხოვრება …

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის, „ოცნების“ ყოფილი კანდიდატის სამშენებლო ბიზნესი

ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში, შპს „ველ ბილდინგი“ ავარიული სახლის ათვისებას გეგმავს. სანაცვლოდ მერიისგან კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის პირველ ჩიხში, #11-ში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტისთვის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ველ ბილდინგი“ 2023 წლის ივნისში დაუფუძნებიათ. კომპანიის 45 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეს, მამუკა კაკაბაძეს …

ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამას აზუსტებს

ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებას და რამდენიმე ტექნიკური საკითხის დაზუსტებას გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, აზუსტებენ განსაზღვრებას, რა შემთხვევაშია შესაძლებელი შენობისთვის „ავარიული სახლის“ სტატუსის მინიჭება. განკარგულების პროექტის მიხედვით ეს შეიძლება იყოს შენობა, რომელსაც სამი ან მეტი მესაკუთრე ჰყავს და ეს საკუთრება დაყოფილია, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით არის დადასტურებული. შეიძლება საკუთრება …

37 სართულიანი ცათამბჯენი 4-სართულიანი, ავარიული სახლის ნაცვლად – პროექტი

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ანგრევენ. ეს მრავალბინიანი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაში მერიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიტანა. დასკვნაში ექსპერტი წერს, რომ შენობის გარე ფასადზე ბზარებია, ხოლო კიბის უჯრედი დეფორმირებული. ბზარები შეიმჩნევა ასევე სადარბაზოს კედლებზე და ჭერზე. საბოლოდ დასკვნაში ჩაწერეს, რომ ხანდაზმულობისა და ავარიულობის გამო შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. კორპუსის დემონტაჟი რამდენიმე …

ავარიული სახლების სიაში ახალი მისამართები გაჩნდა – როგორ გრძელდება პროგრამა

ავარიული სახლების ჩამონათვალში ახალი მისამართები გაჩნდა, 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მერიამ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები გამოაქვეყნა, ჩამონათვალში 139 სახლი იყო. ახლა ეს ნუსხა 173 შენობას მოიცავს. ავარიული შენობების ნუსხაშია ბათუმში, მელიქიშვილის #8-ში მდებარე #4 საჯარო ბაღიც. #4-ე საჯარო ბაღის შენობის მდგრადობის ექსპერტიზა 2023 წლის აპრილში, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაკვეთით ჩაატარეს. დასკვნის …

100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობა აქციეს შესაძლებლობად, არამხოლოდ ავარიული სახლის ადგილზე, არამედ სხვა მისამართზე დაგეგმილ მშენებლობაზეც მაქსიმალურ სიმაღლეზე თანხმობის მისაღებად. ბათუმში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომპანია ერთ მისამართზე ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, მერიას სხვა ადგილზე განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] მაქსიმალურად გაზრდას სთხოვს. მერია კი თანახმაა. უარზეც, რომ იყოს, ეს დროის საკითხია, თანხმობა მიიღწევა. ბათუმში, პუშკინისა და …

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მე-2 მოწვევის საკრებულო განიხილავს

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მეორე მოწვევის საკრებულო განიხილავს. აქ, ახალაშენებული დაუსრულებელი კორპუსის ეზოში წყალი ისევ დგას. მაზნიაშვილის #35/37-ში მცხოვრები მოსახლეობის გასაჭირზე საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ 30 მარტს სხდომაზე ისაუბრა. „სავალალო მდგომარეობა, ანტისანიტარია და ინფექციის წყარო. აქ არ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე“,  – ამ სიტყვებით საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ, პერსონალურად საკრებულოს თავმჯდომარეს, …

12-სართულიანი კორპუსი ავარიული სახლის ნაცვლად – ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიული ხუთსართულიანი კორპუსის დასანგრევად და მის ადგილზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, მერიის სამმართველომ ტენდერი 15 192 786 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 16 თვეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2023 წლის 26 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილება: 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების …

ბათუმის მერიამ ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ქირის თანხა განსაზღვრა

ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიხედვით, სახლის გამაგრების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით. საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერია იმ პირებს, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ, საცხოვრებელს ავარიული სახლის გამაგრების პროექტის დასრულებამდე დაუქირავებს. მერიამ ამავე წესში გაწერა ქირით უზრუნველყოფის პირობები. ჩანაცვლების წესის მიხედვით, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა …

რა ხდება, თუ ავარიულ სახლში ბინა იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამა ბათუმში

ბათუმში, ავარიული სახლების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად იპოთეკით დატვირთული ბინები განიხილება. ავარიული კორპუსების უმრავლესობაში, რომელთა ჩანაცვლებასაც მერია პროგრამის ფარგლებში გეგმავს, იპოთეკით დატვირთული ბინებიც არის. ჩანაცვლების წესის მიხედვით „ავარიული სახლის ჩანაცვლება შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი შემადგენელი ერთი ან რამდენიმე საკუთრების ობიექტი წარმოადგენს იპოთეკის საგანს“. ასეთ შემთხვევაში, ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო სხვა …

რა ელით მათ, ვინც დაურეგისტრირებელ ავარიულ სახლში ცხოვრობს

ბათუმის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება შეაქვს. შესაბამისი განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირო­ბებსა და პროცედურას არეგულირებს. მერიის განმარტებით, ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ გამოიკვეთა რიგი გარემოებები, რომელთა გადაჭრასაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება სჭირდება. შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რთულია იმის გარკვევა, …

ავარიული 5 სართულის ადგილზე 12 სართულს აშენებენ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ დამალა

ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსს დაანგრევენ და მის ადგილზე 12-სართულიან კორპუსს ააშენებენ. ახალი კორპუსის პროექტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიისგან იანვრის დასაწყისში მოითხოვა, თუმცა, არც პროექტის ესკიზი გვაჩვენეს და არც ის გვითხრეს, ვინ იმუშავა პროექტზე. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესყიდვაზე, ამჯერად ბაზრის კვლევას ატარებს. სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული …

ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 78 მილიონიან ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა, ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სამმართველოს შესყიდვების კომისიის ოქმში დაფიქსირებულია, რომ  გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 78 მილიონ 589 607 ლარი იყო, შპს „ანაგმა“ მერიას სამუშაოს შესრულება ზუსტად იგივე ფასად შესთავაზა. ეს გარემოება მიანიშნებს, რომ „ანაგი“ ამ შემთხვევაში უკონკურენტო იყო …

„ეს არის კორუფციის სქემა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი სამშენებლო ამნისტიის პროექტზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, შეუსაბამო იქნება იმ დოკუმენტთან, რასაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლის ბოლოს მერიას ჩააბარებს. ამასთან დაკავშირებით მან დღეს, 3 თებერვალს, ბრიფინგი გამართა. „ყველა კომპანია, რომელიც ბათუმში ამ მიმართულებით ოპერირებს, არიან ამ მაჟორიტარების დამფინანსებლები წინასაარჩევნოდ, უმეტესობა ამ კომპანიებისა. მთავარი პრობლემა და შეუსაბამობა არის ის, …

„კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით?“ – ავარიული სახლი ბათუმში

„ეს კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით? ქარზეც კი ექანება უკვე სახლი… ამ კიბეებით დადიან ბავშვები,“ – გვიყვება ნანა ლორთქიფანიძე. ის ბათუმში, მუსხელიშვილის №64-ში, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. მუსხელიშვილის №64 ბათუმის მერიის მიერ აღწერილ ავარიული სახლების სიაშია, თუმცა აქ მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს პასუხს კითხვებზე: როდის აშენდება ახალი კორპუსი? რატომ ვერ გადაჰყავთ ოჯახები ქირით …

რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ მერია

9 წლის ლუკა სკოლიდან ოჯახის წევრებთან ხშირად რეკავს მას შემდეგ, რაც ბათუმის მე-16 სკოლა დაანგრიეს და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები დაიწყეს. მოზარდი ასე ამოწმებს, არიან თუ არა ოჯახის წევრები უსაფრთხოდ. „როგორ ხართ სახლში, კარგად ხომ ხართ?“ – კითხულობს ის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცდები მოზარდს მას შემდეგ გაუძლიერდა, როცა სახლთან ახლოს მე-16 სკოლის შენობა ჯერ დაანგრიეს, შემდეგ …

ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული. კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია: ე.წ …

„ავარიული სახლების“ პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს – ბათუმის საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ავარიული სახლების პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის სათათბირო საბჭოს სხდომები კი დახურულია. საკრებულოს წევრი მერიაში შესულ განაცხადებს და პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით ითხოვს – ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც საკრებულოს წევრს მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ, რომელი ავარიული სახლის პროექტი მოიწონეს, რომელ კომპანიას მისცეს …

18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად ბათუმის ცენტრში

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების განაცხადები ბათუმის მერიაში თანდათან იზრდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესი პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრში მდებარე ავარიული სახლებით არის დაინტერესებული და ორსართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ მინიმუმ 15-სართულიანი კორპუსების აშენება სურთ. კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ შპს „ემ-კვადრატი“ ბათუმში ფიროსმანის #1-ში, ზღვასთან ახლოს ავარიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე, ახალი, 18-სართულიანი …

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 8-სართულიან სახლს ააშენებენ – ესკიზი

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 78-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო პირობა ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესყიდვას გულისხმობს, მათ შორის არის ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მერია 8-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ 6-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, მათ შორის, ერთი სართული ბოლო წლებში დაუშენებიათ. …

რუსთაველის #10-ში მდებარე ავარიულ კორპუსს არ დაანგრევენ

ბათუმში, რუსთაველის #10-ში მდებარე ექვს-სართულიან ავარიულ კორპუსს გამაგრებით სამუშაოებს ჩაუტარებენ. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, შენობას დანგრევა არ ემუქრება და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ის გამაგრებას ექვემდებარება. როდის დაიწყება სამუშაოები და რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ამ შენობის გამაგრებისთვის? – ამ საკითხზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. სამმართველოს განმარტებით, სამუშაოების დასაწყებად შენობის პირველ სართულზე …

ბათუმის მერია 78-მილიონიანი ტენდერის გამოცხადებაზე საკრებულოს თანხმობას ითხოვს

ბათუმის მერია 78,5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოების ერთობლივად შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში კი, როცა კონკრეტული პროექტის ღირებულება აღემატება ბიუჯეტის გადასახდელების ხუთ პროცენტს, მერს საკრებულოს თანხმობა სჭირდება [თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნა]. 78,5 მილიონიანი შესყიდვის თაობაზე ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა ინფორმაცია. მზად არის საკრებულოს განკარგულების პროექტიც, რომელსაც სავარაუდოდ 29 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ. შესყიდვა ავარიული სახლების …

კომპანია ძეგლის ნიშნის მქონე შენობის დემონტაჟის ნებართვას ითხოვს – ავარიული სახლების პროგრამა

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, #3,5 და 7 – ნომერში, შპს „სახლი ძველ ბათუმში 2022“ ახალი კორპუსის მშენებლობის დასაწყებად კვარტლის ათვისებას გეგმავს. ამავე კვარტალში მდებარეობს ძეგლის ნიშნის მქონე ისტორიული სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ძველი მასკარონებიანი ფასადი. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალზე არსებული ინფორმაციით, 9 მარტის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი შენობა რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებული და მე-19 …

ძეგლის დაცვის ზონაში კვარტალის ათვისებას აპირებენ – ავარიული სახლების პროგრამა

შპს „რეტროფიტი“ ბათუმში, წერეთლისა და ზურაბ ბერიძის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე, ზღვიდან ერთ კვარტალში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ავარიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. კომპანია მერიას წერს, რომ ამ მისამართზე არსებულ დაუსრულებელ კორპუსსაც აითვისებს, იმ შემთხვევაში, თუ მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შედგება. ავარიული სახლების ნუსხაშია ზურაბ ბერიძის ქუჩის #4/6/8/14 – ამ შენობებს აკაკი წერეთლის ქუჩის მხრიდან, პირველივე შესახვევში კულტურული …

კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ

დააკმაყოფილებს თუ არა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენებული მრავალბინიანი კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლის სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს? დაექვემდებარება თუ არა ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პროექტები 41-ე დადგენილებას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტს ადგენს?  ამ კითხვებზე ბათუმის მერიისგან მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც კოდექსში შესაბამისი ცვლილების დამტკიცების პროცესში და ვერც მაშინ, როცა ეს ცვლილება სახალხო დამცველმა …

მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში

ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78 კორპუსის ბოლო სადარბაზოს ყველა სახლს წინ მიშენება აქვს გაკეთებული. ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 11 მეტრიანი მიშენება მათ მერიის ნებართვით გააკეთეს 2016 წელს. ჰქონდათ პროექტიც, რომლის მიხედვითაც დაიწყო მშენებლობა. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებისას ბევრი ხარვეზი შენიშნეს და მერიას მიმართეს გადაემოწმებინა მშენებლობის შესაბამისობა პროექტთან. 2022 წელს კი, დაუბალანსებელ მიშენებიდან მხოლოდ 6 …

მერმა სათათბირო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეიყვანა

ავარიულ სახლებთან დაკავშირებული სათათბირო საბჭოს შექმნის შესახებ ბათუმის მერის ბრძანება დღეს, 18 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, რეზო ხარაზმა გაასაჯაროვა. ამ ბრძანების მიხედვით, მერმა სათათბირო საბჭოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიყვანა. საბჭოში არ არის ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 10-ზე მეტი წელია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული მიმართულებით მუშაობს. …

კორპუსი ბათუმში, რომლის დაბზარული კედლებიდანაც ცა ჩანს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში, მესამე და მეოთხე სადარბაზოს ბინები საგანგაშო მდგომარეობაშია. მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ბინის იატაკზეც რამდენიმესანტიმეტრიანი ბზარებია, ბზარებმა პარკეტიც აყარა. ამ სართულზე საგანგაშოა კედლების მდგომარეობაც. გახსნილი კედლიდან შუქი აღწევს. ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ჩამონათვალში 139 სახლია. ჯავახიშვილის 80 ნომერში მდებარე კორპუსიც ამ სახლების ჩამონათვალშია. კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, სახლი …

ბათუმის მერიამ 139 ავარიული სახლის მისამართი გამოაქვეყნა – დაინტერესებულია მხოლოდ 3 კომპანია

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები გამოაქვეყნა. ჩამონათვალში სულ 139 სახლია, მათ შორის ბევრი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მერიაში კიდევ 63 განაცხადია შესული სახლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით და ამ სახლების შესწავლა უკვე დაწყებულია. იმ ავარიული სახლების მისამართების გადაცემა, რომელთა ჩანაცვლებასაც მთავრობა გეგმავს, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობასთან შეხვედრაზე მოითხოვეს. ამ შეხვედრაზე მერიამ ავარიული …

რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

„საკრებულოს სხდომაზე არ გვიშვებენ“, – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. სხდომაზე დღეს 4 მოქალაქე ვერ შევიდა. მოქალაქეების სხდომაზე დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. ამ სიახლის მიუხედავად საკრებულოს სხდომები ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა …

Exit mobile version