მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ქირის თანხა განსაზღვრა

29.03.2023 • 2294
ბათუმის მერიამ ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ქირის თანხა განსაზღვრა

ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიხედვით, სახლის გამაგრების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით.

საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერია იმ პირებს, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ, საცხოვრებელს ავარიული სახლის გამაგრების პროექტის დასრულებამდე დაუქირავებს.

მერიამ ამავე წესში გაწერა ქირით უზრუნველყოფის პირობები.

ჩანაცვლების წესის მიხედვით, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა გაიცემა, თუ ეს პირი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ ფართობს საცხოვრებლად იყენებს.

მერია ასევე განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ოჯახების სასტუმროში გადაყვანაც, არაუმეტეს 5 დღისა. საჭიროებისას ამ წესის შესაბამისად მესაკუთრეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით ექსპერტიზის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემამდე.

ასევე, თუ ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგინდება, რომ ობიექტი ჩანაცვლების წესის შესაბამისად ექვემდებარება გამაგრებას და ამავე დროს საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბინის ქირის კომპენსაციის გაგრძელებისათვის აუცილებელია ავარიულობის დადგენიდან ერთი თვის ვადაში დაინტერესებული პირების ჩართვა პროგრამაში. თუ ამ ვადაში ვერ მოხდა ობიექტის ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა, ბინის ქირის კომპენსაციის გაცემა წყდება.

ის ოჯახები კი, რომლებიც ამ განკარგულების ამოქმედებამდე მუნიციპალი­ტე­ტის მიერ უზრუნველ­ყოფილნი არიან ბინის ქირის კომპენსაციით, ასევე, ამ წესის შესა­ბამისად გადაუდებელი აუცილებლობით გაყვანილი ოჯახები, რომელთა უზრუნველ­ყოფაც მოხდება ბინის ქირის კომპენსაციით მუნიციპალიტეტის მიერ, შესაძ­ლებელია დააკმაყოფილონ საცხოვრებელი ბინებით მუნიციპალური საბინაო ფონდი­დან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის რესურსის ფარგ­ლებში.

იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება უძრავი ქონების მონაცვ­ლეობის თაო­ბაზე, არ გამოიყენება ამ წესის შესაბამისად განსაზღვ­რული ყველა მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენის ვალდებულება. ასეთ დროს, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მესაკუთრეს შესთავაზოს კომპენსაცია. 

მერიამ განსაზღვრა კომპენსაციის სახით გასაცემი ქირის ოდენობები ფართობისა და უბნების მიხედვით:

 

ბათუმის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება შეაქვს. შესაბამისი განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირო­ბებსა და პროცედურას არეგულირებს.

მერიის განმარტებით, ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ გამოიკვეთა რიგი გარემოებები, რომელთა გადაჭრასაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება სჭირდება.

ამავე თემაზე: 

რა ელით მათ, ვინც დაურეგისტრირებელ ავარიულ სახლში ცხოვრობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: