მეორე თვეა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გამო დახურულია მაღაზიები, სალონები, კაფე-ბარები, დიდი სავაჭრო ცენტრები. ყველა ობიექტს შესასვლელ კარზე წარწერა აქვს და მომხმარებელს აცნობს მიზეზს, თუ რატომ დაიხურნენ.




















ბათუმელები
მეორე თვეა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გამო დახურულია მაღაზიები, სალონები, კაფე-ბარები, დიდი სავაჭრო ცენტრები. ყველა ობიექტს შესასვლელ კარზე წარწერა აქვს და მომხმარებელს აცნობს მიზეზს, თუ რატომ დაიხურნენ.




















ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა.
მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 23 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 874 სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 779 სტუდენტი. საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„მიმდინარე წლის მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით, მიმდინარე ინტენსიური შემოწმებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსზე დადებითი შედეგით დადგენილია 874 სამხედრო მოსამსახურე,” – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კვირას გამოცემულ ბიულეტენში.
ბიულეტენში დაზუსტებულია, რომ ინფიცირებულთაგან თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტლებში გადის მკურნალობას 314 ადამიანი, სამსახურებრივ ადგილზე, იზოლატორშია 175 ადამიანი, ხოლო ექვსი ადამიანი – სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში. კიდევ 379 ადამიანი იზოლირებულია სახლში.
„4 სამხედრო მოსამსახურე მძიმე მდგომარეობაშია, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვს 15 ადამიანს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აღენიშნებათ,” – წერს ТАСС-ი.
რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სტუდენტების რაოდენობა 779-ია.
ასევე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წინასაუნივერსიტეტო საგანმანათლებლო დაწესებულების დაახლოებით 200 პედაგოგი და მოსწავლე ინფიცირებულია COVID-19-ით.
რამდენიმე დღის წინ ინტერფაქსი წერდა, რომ მას შემდეგ, რაც პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის 55 სტუდენტს COVID-19 დაუდგინდა, თანამდებობიდან გადადგა აკადემიის დირექტორი. პროფილაქტიკური ზომების ორგანიზებისას დაშვებულ იქნა შეცდომები, რამაც გამოიწვია კადეტების ნაწილის დაინფიცირება, ამ ფაქტის გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისიის შემოწმების შედეგების თანახმად, აკადემიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ი. ფისუნი გათავისუფლდა თანამდებობიდან – წერს ინტერფაქსი.
27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის 83 912 შემთხვევა ფიქსირდება
27 აპრილიდან დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან შესაძლებელია მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება და ტაქსებით ოპერირება. ასევე შესაძლებელია ონლაინვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები.
„აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება.
ყველამ უნდა ვუზრუნველყოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ქვეყანაში არ გავრცელდეს კოვიდ-19. აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს,“- განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.
„ამასთან, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ქვეყანაში, განაგრძობს მოქმედებას, მათ შორის, კომენდანტის საათი,“- თქვა ჩიქოვანმა.
ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მცხოვრები მარინა ფაღავა ამბობს, რომ მეწყერმა მისი მანდარინის ბაღი დააზიანა და შიდასასოფლო გზა ჩაკეტა. მოქალაქის თქმით, მან ხელვაჩაურის მერიას ორი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
„…სოკარგაზს გაჰყავდა მილები, რა დროსაც გამოვიდა წყალი. მითხრეს, ეს წყაროს წყალიაო. 42 წელია აქ ვარ და არ ყოფილა წყარო… ვუთხარი, რომ ეს მოაშვავებდა აქაურობას, არ დამიჯერეს. წავიდნენ და იმ საღამოს ჩამოშვავდა. დავურეკე „სოკარს“, გამგეობასაც, მაგრამ არავინ მოსულა, „სოკარმა“ მითხრა, ჩვენ რა შუაში ვართო“, – მოგვიყვა მარინა ფაღავა.
ქალის მტკიცებით, მალე „მთლიანად ბაღი წამოვა, რადგან ისეა გაჟღენთილი წყლით, გავლა რომ მოინდომო შიგ ჩაეფლობი“.
კომპანია „სოკარის“ მენეჯერმა მოგვწერა, რომ მოგვიანებით გვიპასუხებდა, ხელვაჩაურის მერიაში კი განმარტეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ადგილზე მისვლა გეოლოგებმა ვერ მოახერხეს და ჯერ არ იციან, როდის დაიწყებენ ადგილზე მუშაობას გეოლოგები, ხოლო გზას უახლოეს დღეებში გაწმენდენ.

საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დღეიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყო.
გარკვეული ტიპის საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნისთვის დაწესებულია ორკვირიანი შუალედები, განსაზღვრულია სულ ექვსი ეტაპი.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე გაიხსნება. რადგან პირველი ეტაპი დაიწყო დღეს, 27 აპრილს და ეტაპებს შორის ორკვირიანი შეალედებია, ეს ნიშნავს, რომ სილამაზის სალონში წასვლას 8 ივნისიდან შეძლებთ. 8 ივნისიდან სალონების გარდა მუშაობის განახლება ესთეტიკური მედიცინის ცენტრებსაც შეეძლებათ.
შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპზე, ანუ 8 ივნისიდან, შეგიძლიათ ისარგებლოთ სავაჭრო ცენტრებით, ღია ტიპის რესტორნებითა და კვების ობიექტებით.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში.
„ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ნებისმიერ მომენტში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების პირობებში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს გადავახვიოთ უკან ან შემდგომ ეტაპზე გადასვლა შევაჩეროთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.
29 აპრილიდან ძალაში რჩება ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვა. ეს იმას გულისხმობს, რომ ბათუმში რეგისტრირებული პირი ვერ გავა ქალაქიდან, ხოლო ბათუმში არარეგისტრირებული პირი ვერ შემოვა ქალაქში.
არის გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, ბათუმში რეგისტრირებული პირის ბათუმიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, თუმცა გარკვეულ საათებში.
თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მას უფლება აქვს გავიდეს ქალაქიდან დილის 6 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, რისთვისაც წინასწარ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 577 59 44 55.
„ცხელ ხაზზე დარეკვისას მოქალაქე გვეუბნება მანქანის სერიას, ნომერს, სად მიდის და ამას ვაფიქსირებთ ელექტრონულ ბაზაში. საშვს, როგორც ასეთს, მატერიალური ფორმით არ გავცემთ. ქალაქიდან გასვლის დრო არის დილის 6 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდი. ბლოკპოსტზე გასვლისას კი, ამ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რომ ამა და ამ სოფელში ის, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს მიწის ნაკვეთს [ეს შეიძლება იყოს ამონაწერი რეესტრიდან, ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა]. გადაადგილება ხდება ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით“, – გვითხრეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 2)“ – აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარის შემთხვევაში, ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად კრეფთ 144-ს, შემდეგ 2-ს და ბოლოს 0-ს.
რაც შეეხება ქალაქ თბილისს, „29 აპრილიდან ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე. შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავალჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციით, მოქალაქეს თავისი რეგისტრაციის ადგილზე მისვლა შეუძლია ნებისმიერ დროს [გარდა კომენდანტის საათისა]. ანუ თუ ბათუმში რეგისტრირებული პირი გავიდა ქალაქიდან, მას ნებისმიერ დროს შეუძლია ქალაქში [რეგისტრაციის ადგილზე] დაბრუნება. თუმცა ის 29 აპრილიდან თავისუფლად გასვლას ქალაქიდან ვეღარ შეძლებს.
ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა 16 აპრილიდანაა შეზღუდული.
აღნიშნული შეზღუდვა, გამონაკლისის სახით, მოხსნილია 27 და 28 აპრილს და ამ დღეებში ეს ქალაქები ღიაა.
29 აპრილიდან კი შეზღუდვა კვლავ იქნება ძალაში. პარალელურად ძალაში რჩება კომენდანტის საათი [მათ შორის 27 და 28 აპრილსაც].
საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეების შესწავლა.
ომბუდსმენის ცნობით, საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების, მათ შორის, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.
კერძოდ, ახალი ამბების ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება წარიმართა ამისთვის დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო წამყვან-რეპორტიორ თეონა ბაკურიძეს ერთი და იმავე დარღვევისთვის ორჯერ შეეფარდა დისციპლინური სანქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში მოქმედ პრინციპებთან. ამასთან, ორივე შემთხვევაში გამოვლინდა წარმოების პროცესში დასაქმებულების არასათანადო ჩართულობისა და ინფორმირებულობის პრობლემა, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე თუ კონკრეტული დისციპლინური სანქციის შეფარდებამდე, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეპირისპირებინათ მათ მიმართ არსებული ბრალდებებისთვის და სრულფასოვნად ესარგებლათ თავის გამართლების უფლებით. გარდა ამისა, არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის – გათავისუფლების გამოყენების საფუძვლიანობა და პროპორციულობა.
რაც შეეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის საქმეს, მაუწყებლის საშტატო განრიგში მისი პოზიციის გაუქმების შედეგად, იგი არა არსებითად იმავე ფუნქციების მქონე ახლადშექმნილ რედაქტორის პოზიციაზე, არამედ სხვა, არატოლფას თანამდებობაზე გადაიყვანეს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან, რომლის თანახმადაც, მსგავსი სახის საშტატო ცვლილებები არ ქმნის დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების/გადაყვანის კანონიერ საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აპრილს რეკომენდაციით მიმართა აჭარის მაუწყებლის დირექტორს, ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.
„გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს აჭარის ტელევიზიის თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რომლებიც ტელეკომპანიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა.
საგულისხმოა ისიც, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის მიზანია გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება. თავისი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ტელევიზიას არაერთ ვალდებულებას უდგენს, რაც უფრო ზრდის ტელეკომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისა და ამ თვალსაზრისით არსებული შეკითხვების გაქარწყლების აუცილებლობას.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის, შეისწავლის მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციის ცალკეულ საქმეებს, რის შედეგადაც, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს შესაბამის რეაგირებას“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის გაცხადებაში.
27 აპრილის დილის [10:30] მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რიცხვი 24 საათში 11-ით გაიზარდა და 496 გახდა.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, გარდაიცვალა – 6.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 833 ადამიანი, 571 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსს არ შეუჩერებენ.
„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი არ განიხილება.
სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას, გთხოვთ, კანცელარიული წესით (online) მოგვმართოთ, რათა ინდივიდუალურად იქნას განხილული თითოეული შემთხვევა და მიეცეს შესაბამისი მსვლელობა“, – აცხადებს ბსუ-ს ადმინისტრაცია.
ხოლო, იმ სტუდენტებს, ვისაც აქვს ფინანსური დავალიანება, მაგრამ შეუძლია მისი დაფარვა, ბსუ მოუწოდებს, რომ სწავლის გადასახადი დროულად დაფარონ.
მთავარი ფოტო: ბსუ/„ბათუმელების“ არქივი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ბათუმის ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. თუმცა სავაჭრო ცენტრ „ბონის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 27 აპრილს არ გაიხსნება.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამინისტროშიც ამ თემაზე. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და ამისთვის ვემზადებით, 2-3 დღე კიდევ დაგვჭირდება. სავარაუდოდ პირველი მაისისთვის ბაზარი, ისიც ნაწილობრივ, გაიხსნება. ვაჭრობა იქნება ძირითადად ეზოს ტერიტორიაზე და არა უშუალოდ შენობაში – ვინაიდან დახურულ სივრცეში მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის“, – გვითხრა ეკა ბაკურიძემ, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მენეჯერმა.
თევზის ბაზარში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ 27 აპრილიდან ბაზარი განაახლებს მუშაობას.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაზრები საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებენ.
„ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი. ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
„დეზინფექცია მთლიანი ტერიტორიის და შენობის დღეს მართალია ჩატარდა, მაგრამ, მაგალითად, დეზობარიერებია მოსაწყობი, შემომსვლელ მანქანას რომ დეზინფექცია ჩაუტარდეს, სადეზინფექციო საშუალებებია შესაძენი და სწორედ ამისთვის გვჭირდება დრო პირველ მაისამდე, რომ სრულად მოვემზადოთ“, – გვითხრა ეკა ბაკურიძემ.
მერიის ინფორმაციით, რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.
—
27 აპრილიდან მოიხსნება შეზღუდვები და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება; დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.
უცნობი რჩება, თუ როდის დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.
ამ თემაზე:
რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2020 წლის 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანაზე, მეორე ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანია „ჯორჯიან ბას“-თან 400 ათას ლარზე.
კიდევ ერთი ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან ადმინისტრაციას გაფორმებული აქვს 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის [თანხა ასევე 400 ათასი ლარი]. დოკუმენტების მიხედვით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 399 329 ლარი კომპანიისთვის უკვე გადახდილია.
რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას, კომპანია „ჯორჯიან ბას“-მა, უნდა უზრუნველყოს საქართველოს აეროპორტებიდან და სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან, ასევე ბოლნისისა და მარნეულიდან შესაბამისი პირების სასტუმროებში გადაყვანა 24 საათის განმავლობაში.
მოქალაქეების ტრანსპორტირება, საჭიროებისამებრ, უნდა განხორციელდეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან, ასევე წითელი ხიდის, სადახლოს, ლარსის, სარფის, სასაზღვრო პუნქტებიდან და მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონებიდან შემდეგი მიმართულებით: თბილისის, რუსთავის, კახეთის, გუდაურის, საირმის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაკურიანის, ბათუმის, ქობულეთის, ახალციხის ან ანაკლიის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინო სივრცეებში.
„იმ შემთხვევაში თუ ახალი საკარანტინე ადგილი ცდება ზემოთ ჩამოთვლილ ლოკაციებსს, ფასის დაანგარიშება მოხდება, გადასაყვანი ლოკაციიდან საკარანტინე ლოკაციამდე გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია, ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას გადაუხადოს კომპანიას მიღებული მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
ადმინისტრაციამ კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა და გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ ამ შესყიდვას ახლა უთანხმებს შესყიდვების სააგენტოს.
„ყოველი რეისის დროს დაუდგენელი იყო რეისზე მყოფ პირთა ზუსტი რაოდენობა, რაც ჩვენთვის ზუსტდებოდა რეგისტრაციის გავლის შემდეგ. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა განგვესაზღვრა თუ, რომელი საკარანტინე სივრცე იქნებოდა მზად მიეღო შესაბამისი რაოდენობის ადამიანები. აქედან გამომდინარე საჭიროება მოითხოვდა გადაუდებლად განხორციელებულიყო საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება (იმ სივრცეების მიმართულებით, სადაც ხდება მგზავრთა გადაყვანა) უსაფრთხო საკარანტინე სივრცეების მიმართულებით… საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების მიზნით დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2 თვის ვადით“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.
ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასთან და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებების შესყიდვის უზრუნველყოფა“.
ხელშეკრულების მიხედვით, მოქალაქეთა ტრანსპორტირება კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით: სედანი [2 ადგილი], მიკროავტობუსი [8 ადგილი], ავტობუსი [25 ან მეტი ადგილი].
ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების გარდა, კომპანიისადმი არის დამატებითი მოთხოვნები.
[toggle title=”დამატებითი მოთხოვნები და ის, თუ რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ, ნახეთ აქ:“] დამატებითი მოთხოვნები: 24/7 მინიმუმ 2 ოპერატორი კომუნიკაციისთვის; ყოველი შესრულებული მარშრუტის შემდგომ ტრანსპორტის სტერილიზაცია – დეზინფიცირება; მგზავრების მიერ ტრანსპორტისათვის მიყენებული დაზიანების აღმოფხვრა საკუთარი სახსრებით;
სატრანსპორტო კომპანია მზად უნდა იყოს ნებისმიერ დროს საჭირო რაოდენობის ტრანსპორტის მობილიზებისთვის, ყველა ლოკაციაზე;
ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციის შესაბამისად თითოეული მოქალაქე ტრანსპორტში განთავსებული უნდა იყოს ჭადრაკისებურად ამიტომ მოთხოვნილი ტრანსპორტის თითოეული სახეობისთვის გათვალისწინებულია აღნიშნული მოთხოვნა (მაგ.: მიკროავტობუსი ადგილების რაოდენობა -16, ხოლო ჯანმოს მოთხოვნით განთავსდება 8 მგზავრი ჭადრაკისებურად. ასევე ავტობუსი ადგილების რაოდენობა 50, განთავსდება 25 მგზავრი და ა.შ.), რაც დიდი ავტოპარკის მობილიზებას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება აეროპორტებიდან და სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინე ადგილამდე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც რომ, მომსახურება ხორციელდება 24/7 საათის განმავლობაში და აუცილებელია მუდმივად მობილიზებული შესაბამისი ტრანსპორტი სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილ ლოკაციებზე.
მნიშვნელოვანია მომსახურების განხორციელებისას შემდეგის გათვალისწინება:
რაც შეეხება საკარანტინო ზონებიდან კარანტინგავლილი მოქალაქეების თავიანთ საცხოვრებელ მისამართებზე მიყვანას, ბათუმის სასტუმროების შემთხვევაში ამას ქალაქის მერია უზრუნველყოფს:
—
26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, წინა დღესთან შედარებით 29-ით გაიზარდა და სულ არის 485. ასევე, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი:
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 456-მდე გაიზარდა
სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთდროულად ჩაატარეს, პოლიცია აცხადებს, რომ ამოღებულია 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს.
სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელის თქმით, „ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“.
გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა – დ.მ.-მ და ვ.ც.-მ მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“…
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს“.
მთავარი ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
პანდემია და Covid19 მთავრობის სასარგებლოდ მუშაობს – ასე აფასებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თუმცა ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, როგორც ოპოზიციის, ასევე ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებში, უპირობოდ გაჩნდა სიტყვა – „მაგრამ“.
სარგებლობს თუ არა ხელისუფლება პანდემიით მოახლოებული არჩევნების წინ რეიტინგის ასაწევად, ამ საკითხის განხილვა ორეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმის შეფასების გარეშე ვეღარ ხერხდება.
ოპოზიციაში უმეტესად ეს გეგმა შეაფასეს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. დაისვა კითხვა იმაზეც, როდის მიიღებენ დაანონსებულ დახმარებებს დაზარალებულები და შეზღუდვებით გამოწვეული დანაკარგის დადასტურების შემდეგ კომპენსირების პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს ხომ არ დაემთხვევა.
ამავდროულად ბევრს მიაჩნია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ისევ გამოჩნდება თავისი მთავარი რესურსით, დიდი ფულით.
„ხელისუფლებამ ფაქტობრივად წაუგებელი თამაში ითამაშა, როცა კრიზისის დროს წინ წამოწია პროფესიონალები და განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე აიღეს კრიზისის მენეჯმენტი. ეს იყო მომგებიანი ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე კარგად რომ არ წასულიყო, მეხამრიდის როლს ისევ ეს ხალხი შეასრულებდა. თუ კარგად წავიდოდა, მაშინ ეს მთავრობის იმიჯზე აისახებოდა და სწორედ ამ მეორე სცენარით განვითარდა მოვლენები“, – ასეთია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასება.
კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ყველაფერი გაირკვევა პირველი ეტაპის გასვლის შემდეგ, როცა გამოჩნდება რამდენად აქვს მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის უნარი:
„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ამას ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიგრძნობთ დაახლოებით ორ თვეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს არ შეეხოს მოწყვლად ჯგუფებს. ჩვენ ვიცით, რომ იმ თანხით, რაც საქართველოს აქვს, ყველა პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ მოძებნის მთავრობა ოქროს შუალედს. სამი თვით დახმარება პრობლემას ვერ მოაგვარებს, მთავარია ხალხმა სამსახური არ დაკარგოს“.
რეიტინგის შენარჩუნების საკითხს სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში, იქ, სადაც ამ მხრივ მეტი გამოცდილება აქვთ:
„რა დროს რეიტინგებია“, მათ კარგად იციან, რომ „გასაჭირის დროს“, მოკლე დროში შექმნილი რეიტინგი შესაძლოა მალევე ხუხულასავით დაგენგრეს. ამის მაგალითად „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი 2008 წლის ომის დროს მთავრობის გაზრდილ რეიტინგს, შემდეგ კი სწრაფ ვარდნას იხსენებს.
ანტიკრიზისული გეგმის მოსმენის და მისი შეფასების შემდეგ, ის მოვლენების განვითარების ერთ-ერთ ვერსიად არჩევნების წინ ივანიშვილის ისევ გააქტიურებას ელის. ამბობს, რომ „ამ გამოჩენით ის ორ საქმეს გააკეთებს: გარდა იმისა, რომ საკუთარ პარტიას დაეხმარება, ამით კიდევ ერთხელ ეტყვის მათ [ოცნების ხელისუფლებას] „არაფერი ხართ უჩემოდო“.
ბერძენიშვილის სცენარით ივანიშვილი „ისევ თავისი მთავარი რესურსით, დიდი ფულით“ გამოჩნდება:
„ბუნებრივია, ბიუჯეტის შესაძლებლობები მწირია, ჩვენ გაჭირვებული ქვეყანა ვართ და ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი ფინანსების გარეშე არც იყო მოსალოდნელი სერიოზული, სოციალური ან ეკონომიკური, თუნდაც ჯანდაცვის პაკეტის შემოთავაზება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა განსაკუთრებულ გაჭირვებამდე არ გამოაჩინოს ეს შესაძლებლობები და შემდეგ, როცა უკვე ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაში იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილი, არქიფო სეთურივით გამოჩნდეს, როგორც ჩნდება.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“, პარლამენტარ რომან გოცირიძის შეფასებით, გასაჭირის დაძლევის მთავრობის შემოთავაზებული მოდელი პოლიტიკური კორუფციის რისკს შეიცავს და ოცნების ღია თუ ფარული აქტივისტები შეავსებენ თვითდასაქმებულთა რიგებს.
„ბიუჯეტში კვლავ რჩება დიდძალი, უსარგებლო, კორუფციული და მეორეხარისხოვანი ხარჯები. მათი გაუქმებით შეიძლებოდა გამოთავისუფლებული სახსრების, პირდაპირი სოციალური დახმარებების გაორმაგება, ანტიკრიზისული ღონისძიებების მოდელი არის აღსასრულებლად რთული, კორუფციული და უამრავ ჩვენს მოქალაქეს ტოვებს ელემენტარული შემოსავლების გარეშე – შინამოსამსახურეები, ძიძები, მომვლელები, რეპეტიტორები, ქუჩაში მოვაჭრეები, ხელოსნები, სანტექნიკოსები, არარეგისტრირებული მძღოლები და ასე შემდეგ“, – ამბობს რომან გოცირიძე.
ის კი, ვინც ორივე მხარის მოქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდება და საზოგადოების განწყობების შესწავლაც მისი საქმის ნაწილია, გარკვეულწილად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ვირუსის „ერთგვარი დაჭერა და ექიმების წინ წამოწევა, რომლებიც ხელისუფლების სახელით საუბრობენ“, მთავრობის იმიჯზე კარგად აისახა.
„კვლევები ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ბოლო სამ თვეში პოზიტიური განწყობა მთავრობის მიმართ გაზრდილია, მე ასეთი ჰიპოთეზა მაქვს“, – ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემცირებას და სამსახურდაკარგულ ადამიანებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებმაც ამ გეგმის წარდგენის შემდეგ ვერ გაიგეს, რა, როგორ და როდის შეეხება პირადად მათ. სოციოლოგის აზრით, „ამ მხრივ მძიმე თვეები წინ გველის“.
ის არ გამორიცხავს, რომ ვითარება სწრაფად, არჩევნებამდე დამძიმდეს, რაც არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებს ხელისუფლებას. ამიტომაც ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ნაბიჯებს შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავებს:
„ადამიანებს ჯერ გადახარშული არ აქვთ ეს ანტიკრიზისული გეგმა, რომ თავიანთი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ამ გეგმის ეფექტურობაზე ააგონ. ეს ჯერ ახალი ამბავია, მაგრამ განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას აქამდე, დაპირებებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ ისინი [ხელისუფება] ეკონომიკასაც გარკვეულწილად მოუვლიან. ჩანს, რომ ეს ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის მოლოდინების ადეკვატური არ არის, რადგან 200 ლარი მხოლოდ საარსებო მინიმუმია და ყოფილ დასაქმებულს ეს ხელისუფლების ნდობას ვერ შეუნარჩუნებს. აქ არიან ასევე სხვა ჯგუფებიც“.
ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.
დღეს, 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
„ამ დროისთვის დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ნარკოდანაშაულის თემას უკავშირდებოდა. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულების შესახებ და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.“ – გვითხრეს შსს-ში.
სამინისტროსგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას აქვე მოგაწვდით.
_____
შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
ზღვის პროგნოზი:
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 28 და 29 აპრილს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან წვიმა.
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სულ 5 416 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 16 მილიონ 248 ათას ლარს გადააჭარბა.
ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.
[red_box]დაჯარიმებულთა სტატისტიკა[/red_box]
ბოლო 12 დღის განმავლობაში, ანუ 14 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 1 812 პირი დააჯარიმა.
აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 794, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო –576, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 437, და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 5 პირი. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტს, შსს-ს მონაცემებით, ამ პერიოდში არავინ დაუჯარიმებიათ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან 17 აპრილამდე პერიოდში, დაჯარიმებულ იქნა 152 მეწარმე სუბიექტი [რომლებიც თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ჯარიმებმა ამ შემთხვევაში სულ 1 137 000 ლარი შეადგინა. მათ შორის 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა].
კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.
კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.
„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგში არ დგას „ამნისტიის გამოცემა“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმი დაარღვიეს და დაჯარიმდნენ.
ამ თემაზე:
როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს
კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში
26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, წინა დღესთან შედარებით 29-ით გაიზარდა და სულ არის 485. ასევე, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი.
როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც გულის სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა.
485 ინფიცირებულიდან, ბოლო მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელლდა – 139 და გარდაიცვალა – 6.
ამ დროისთვის [10:05 სთ.] კარანტინის რეჟიმშია – 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა 456 იყო:
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 456-მდე გაიზარდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 200 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებოდნენ და ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
დღევანდელი ბოლო მონაცემებით რეგიონში გუშინ დილის შემდეგ
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს, 26 აპრილის დილის მონაცემებით, 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა.
26 აპრილის 11:20 საათის მდგომარეობით, მონაცემები ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელთან შედარებით არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა სულ 456, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139, ხოლო გარდაცვლილი – 5; კარანტინის რეჟიმშია – 4904 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა ბათუმში ბოლოს, გუშინ, 25 აპრილს დაფიქსირდა:
ორშაბათს და სამშაბათს [27 და 28 აპრილს], ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის შესვლა-გამოსვლა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იქნება.
27 აპრილიდან დაშვებულია ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ დასახლებებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული.
პარალელურად, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო არის შემოღებული [მაგალითად, მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს]. მოქმედებს ასევე კომენდანტის საათიც – საღამოს 9-დან, დილის 6 საათამდე.
აღნიშნულ 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლის აკრძალვის ორი დღით მოხსნაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თუმცა, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე [144] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ამ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის უფლება, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისი წესით, დასაშვები არის მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამავე ქალაქებში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია რეგისტრირებულ მისამართზე გადაადგილების მიზნით, ასევე, სამუშაო ადგილებზე დასაბრუნებლად. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ოფიციალური მითითება“.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მაგალითად, თბილისში მყოფ სტუდენტს, თავისი ოჯახის წევრმა, რომელიც სხვაგან არის რეგისტრირებული, ჩააკითხოს თბილისში მანქანით და წამოიყვანოს? – მთავრობის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ – კი: „საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით გადაადგილება არის დაშვებული. ამ მანქანას შეუშვებენ თბილისში. თუმცა, ასეთ დეტალებში არ ჩავიდეთ, რაც გვაქვს გაწერილი გეუბნებით, რომ 27-ში და 28-ში გამონაკლისის წესით დასაშვები არის შესვლა და გასვლა ფაქტობრივ ან იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით და ვინ წაიყვანს და ვინ წამოიყვანს, ამას არღარ ჩავეძიოთ. გადაადგილებას კი შეთანხმება არ სჭირდება“.
144-ზე განმარტეს, რომ „ორი დღით ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლაზე, იმ პირებისთვის, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულნი, პრობლემა არ იქნება. ეს ქალაქები იქნება ღია ამ დღეებში, შემდეგ კი, ისევ შეიზღუდება მიმოსვლა“.
ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, 16 აპრილიდანაა აკრძალული. ამ 4 ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო ამ ქალაქებიდან გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულნი. სხვა შემთხვევაში ქალაქები ჩაკეტილია.
ეს შეზღუდვა 29 აპრილიდან კვლავ დარჩება ძალაში.
27 აპრილიდან მოიხსნება ასევე შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე:
საქართველოში, კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ოზონოთერაპია პირველად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გამოიყენეს. ოზონოთერაპიით მკურნალობისთვის კლინიკამ ლადო თალაკვაძე მოიწვია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ლადო თალაკვაძე ოზონოთერაპიის მნიშვნელობასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.
ოზონს ახასიათებს ანტივირუსული, ანტიმიკრობული მოქმედება, ჩვენ კი საკმაო გამოცდილება გვაქვს ამ მეთოდით ვუმკურნალოთ პაციენტებს, რომლებსაც მიკრობული პრობლემები აქვთ… ანტივირუსული მოქმედება რახან აქვს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კორონავირუსზეც უნდა ემუშავა წესით და დავიწყეთ „მედალფას“ კლინიკაში ამ მეთოდის გამოყენება. თვითონ კლინიკა გამოგვეხმაურა და ამიტომ ჩამოვედი და დავიწყეთ მკურნალობა.
არა, ჯერჯერობით მხოლოდ „მედალფაში“ გაკეთდა. თბილისში როცა ჩავალ, ალბათ სხვა კლინიკებსაც მივეხმარებით.
ერთი პაციენტი იყო მსუბუქი, ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია – არა, დანარჩენ 3 პაციენტს ჰქონდა პნევმონია. განსხვავება ის იყო, რომ იქ ტიპიური მკურნალობა მიდიოდა.
იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი. დანარჩენ პაციენტებთან პნევმონია დადასტურებული იყო. ეფექტი ოთხივე პაციენტთან ჰქონდა, თუმცა გააჩნია რა სტადიაა, რა მდგომარეობა აქვს პაციენტს, ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. კარგი ის მოხდა, რომ თუ სხვა შემთხვევებში 14-18 დღე ან უფრო მეტი გჭირდება განკურნებისთვის, ოზონოთერაპიის გამოყენების დროს ეს ვადა 8-9 დღით შემცირდა. ჯერჯერობით, ეს ეფექტი ვნახეთ.
ამას მე არ ვწყვეტ, ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს. სიტყვა „საცდელი“ არ მინდა გამოვიყენო, ყოველ შემთხვევაში, სხვა პაციენტებთანაც შეიძლებოდა ალბათ გამოგვეყენებინა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ასე სჯობდა ალბათ თავიდან. უცნობი ვირუსია და ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
სანამ ჩვენ ეს შედეგები არ დავდეთ, მანამდე ამაზე ლაპარაკიც არ მიდიოდა. ერთ-ორ დღეში არ მომხდარა ეს. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ამ პაციენტებს ვაკვირდებით, მაგრამ შედეგი დაიდო.
რა თქმა უნდა, რაც მალე დაიწყება, მით უკეთესია, მაგრამ ოზონოთერაპიის კურსის ჩატარება სასურველი არ არის დავუშვათ სისხლდენის დროს, თუ ჰემოგლობინი დაბალია, არც მაშინ. თუმცა ამის მიზეზების დადგენაც შეიძლება, რომ მოიმატოს ჰემოგლობინმა და მერე გაკეთდეს ოზონოთერაპია. სისხლდენა როცაა, მაშინ სასურველი არ არის, სხვა შემთხვევაში უკუჩვენება არ აქვს.
მწირი ინფორმაციაა, მაგრამ შედეგები ჯერ არავის არ დაუდია. ვიცი, რომ იტალიამ დაიწყო ამის გამოყენება, ესპანეთის ორმა კლინიკამ – ჯერჯერობით, ჩინელები იყენებდნენ, როგორც ვიცი. როგორ და რანაირად აკეთებენ, ამის მეთოდიკა არ წერია.
შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაამართლა, მაგრამ ამას მაინც სჭირდება შემდგომი კვლევები. ჩვენ ყველაზე უფრო გვშველის, რომ ლუგარის ლაბორატორია გვაქვს თბილისში. შევხვდები თენგიზ ცერცვაძეს, სხვებსაც და, სავარაუდოდ, ლუგარში გაკეთდება ვირუსის გენეტიკური ანალიზი, რის შემდეგაც უფრო გამართულები ვიქნებით. ეს გრძელი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ იქაც იქნება ცვლილება კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გენეტიკური კვლევის იქეთ კვლევა აღარ არსებობს და თბილისში ალბათ გავაკეთებთ ამ კვლევას.
დიახ, რამდენიმე პაციენტთან ვაკეთებთ. ამ ოთხთან ძალიან კარგი შედეგი გვაქვს და ასეთი რამ სხვას არც დაუწერია, არც უთქვამს. მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია არსებობს, კონკრეტული არსად არ დევს ჯერჯერობით. დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. ამ ფაქტებს კი ჩვენ ვაგროვებთ და მჯერა, რომ კარგი შედეგები იქნება და მოვერევით ამ ინფექციას.
როგორც ვიცით, ოზონი არსებობს ბუნებაში და ოზონოთერაპიაც არის ბუნებრივი მკურნალობის მეთოდი. დედამიწაზე სიცოცხლე რომ არსებობს, არის ოზონის შრეს დამსახურება, რადგან ის კლავს მიკრობებს, რომელიც ვერ აღწევს დედამიწამდე. ამის პირველადი გამოყენება გერმანელებმა დაიწყეს, შემდეგ ცოტა ხანი ისევ დაიკარგა და ბოლო 20 წელია ისევ წამოვიდა ეს მეთოდი, რადგან მედიცინაში რა პრობლემებიც შეიქმნა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ვერ ხდებოდა მისი გადაწყვეტა, ოზონი, როგორც დამხმარე საშუალება, ამ მკურნალობასთან ერთად საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. კოსმეტოლოგიაში იყენებენ აქტიურად, თუმცა, როგორც ცალკე მიმართულება, ისე ჩამოყალიბდა ოზონოთერაპია და მედიცინის სხვადსხვა დარგში იყენებენ. მაინცა და მაინც პოპულარული არ არის, რადგან ამასაც ჰყავს თავისი მტერი ასე ვთქვათ.
ფარმაცევტული ბიზნესი. რა თქმა უნდა. გვინდა, რომ პირველები ჩვენ ვიყოთ ამ საქმეში და მსოფლიომაც ნახოს, რომ არც ისე დაქცეულები ვართ ამ საქართველოში.
ამერიკის ზოგიერთ შტატში აკრძალულია, რადგან როგორც ვთქვი ეწინააღმდეგებიან დაინტერესებული ჯგუფები. თანაც, ჩვენ ოზონოთერაპიას ვიყენებთ არა ძირითად, არამედ როგორც დამხმარე საშუალებას და ეს ქართული კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
დღეს, 25 აპრილს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა კორონავირუსის მართვაზე იმსჯელეს. დისკუსიის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული ოზონოთერაპია, რამაც წარმატებით იმუშავა.
„4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უკეთეს შემთხვევაში მე-13-14 დღეს უქრებოდათ, ზოგს – 2 თვის შემდეგ“, – განაცხადა ცერცვაძემ შეხვედრის შემდეგ.
ოზინოთერაპია მკურნალობისთვის გამოიყენეს კლინიკა „მედალფაში“, სადაცCovid-19-ით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ აჭარაში.
როგორც კლინიკა „მედალფას“ გურია-აჭარის დირექტორმა ლევან ანთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ოზონოთერაპიას ექიმი ლადო თალაკვაძე ატარებს.
„ოზონოთერაპია გამოიყენება ამერიკაში, ინგლისშიც იყენებენ ამ მეთოდს, თუმცა ჯერჯერობით, განკურნებულთა რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, საბოლოოდ ვთქვათ, რომ წარმატებულია. თუმცა ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გამოიყენება. მოვიძიე ექიმი, რომელიც ამ პროცედურას ატარებს, ჩამოვიდა თბილისიდან და უანგაროდ აკეთებს“, – ამბობს ლევან ანთაძე.
ოზონოთერაპიით მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით უფრო ვრცელ განმარტებას „ბათუმელები“ მალე შემოგთავაზებთ.
ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა.
ამჯერად, სასწავლებლის ხელმძღვანელობამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ქედის, სოფელ გულების მოსახლეობას სასუქი დაურიგა.
ბუსსს ანრი ყოველთვის მონაწილეობდა საქველმოქმედო აქციებში და მომავალშიც იგივეს გააგრძელებს. იქნება ეს მხოლოდ ჩვენს მიერ ორგანიზებული თუ სხვადასხვა ორგანიზაციების თანამონაწილეობით.
დღეს, სწორედ ახლა არის ის დრო, რომ როგორც არასდროს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და არსებული რთული გამოწვევიდან გამომდინარე ჩვენ, ყველამ წვლილი შევიტანოთ ამ კრიზისული სიტუაციის დაძლევაში.
28 აპრილს, 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის 1 კადეტი, სპეციალური ავიარეისით თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.
„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმიფოებს რეკომენდაცია მისცა, მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. „საკვანძო პროფესიად“ და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე“- ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აქედან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებშიც შეფერხებულა.
„მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში მეზღვაურთა მოქმედი სერტიფიკატების ვადის გაგრძელებას უკავშირდება. ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამო ტრეინინგ-კურსების შეზღუდვა არ იმოქმედებს მეზღვაურთა სამუშაო დიპლომების გაცემაზე და ისინი ყველა საჭირო საბუთს ტრენინგ კურსზე მარტივად, დარეგისტრირების შედეგად შეძლებენ, დისტანციური სწავლების ფარგლებში კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ“- ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
სააგენტოს ცნობით, მუშაობა მიმდინარეობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებითაც და „მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება“.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.
StopCov.ge-ის ინფორმაციით, დღეს 25 აპრილის 17:45 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, 139 ადამიანი მიიჩნევა ამ დროისთვის განკურნებულად.
ამ დროისთვის ინფიცირების 456 შემთხვევა დადასტურებული. დილის მონაცემებით, 132 პაციენტი მიიჩნეოდა გამოჯანმრთელებულად.
თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დიდი მატების მიზეზი გუშინ ჩატარებული აგრესიული კვლევაა.
40 ნიმუშის შედეგებს დღეს საღამოს ელოდებიან აჭარაშიც.
ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 571 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა, 65 მოქალაქე კი დაჯარიმდა.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ დააჯარიმა 20 პირი.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ასევე, გამკაცრებულია წესები საკარანტინო ზონის დარღვევაზე. ახალი რეგულაციის მიხედვით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით, განმეორებით კი სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება.
შსს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
შშ ინფორმაციით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. „სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები“.
ამავე წყაროს ცნობით, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა. ამათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.
Unicef Georgia-ს ინფორმაციით, დღეს, 25 აპრილს, შშმ ბავშვებისთვის ტელეგადაცემა „მშობლის დრო“ დაიწყება. გადაცემა კვირაში ორჯერ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ არხზე „განათლება“, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კონკრეტულ რეკომენდაციებს შესთავაზებენ.
ამავე წყაროს ცნობით, ტელეგადაცემის თემები მოიცავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას, ქცევის მართვის სტრატეგიებს, აკადემიური უნარების განვითარებას, მშობლების მხარდაჭერას და ა.შ.
„ონლაინ პლატფორმების მეშვეობით შეგროვდება შეკითხვები, რომელსაც პასუხი გადაცემის მსვლელობისას გაეცემა, რათა უზრუნველოფილი იყოს სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობა“ – აცხადებს Unicef Georgia.
ტელეგადაცემები ეთერში ყოველ შაბათს და კვირას 13:00 საათზე გავა.
„ასევე გაეშვა ერთიანი ფეისბუკ პლატფორმა „მშობლის სკივრი“, რომლის მეშვეობით განისაზღვრება საჭიროებები, შეიქმნება მასალები და რესურები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ტიპის რესურსებს ბავშვების აკადემიური, ემოციური და ქცევითი მხარდაჭერის კუთხით. პლატფორმა უმასპინძლებს ფეისბუქის ლაივ ჩართვებს ფსიქოლოგების, ექსპერტების და მშობლების მონაწილეობით ტელეგადაცემაში განხილულ სხვადასხვა თემაზე. ონლაინ მესინჯერით შესაძლებელი იქნება პირდაპირი კომუნიკაცია მშობლებთან, მათ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და დახმარება“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი, რომელიც უკვე კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს სამკურნალოდ, კარანტინში იმყოფებოდა.
„დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი დადასტურებული, იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით, ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 25 აპრილს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და რეგიონში ჯამში 15 გამოჯანმრთელებული პირია, რომლებიც ახლა იმყოფებიან იზოლაციის რეჟიმში.
რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ამ კლასტერს ისევ 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება.
„რეგიონში ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა თითოეული მოქალაქე ვალდებულია ამ პერიდოში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, თითოეულ შემხვედრს უყუროს, როგორც შესაძლო დაინფიცირებულ შემთხვევას და მაქსიმალურად უზრუნველყოს პირადი უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის გამოყენება, ჰიგიენის წესების დაცვა. ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარება“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
25 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით 12-ით გაიზარდა და სულ არის 456.
456 ინფიცირებულიდან სულ გამოჯანმრთელდა 132 პირი, გარდაიცვალა – 5.
25 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით 12-ით გაიზარდა და სულ არის 456 [ეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 25 ახალი შემთხვევაა].
456 ინფიცირებულიდან სულ გამოჯანმრთელებულდა – 132 და გარდაიცვალა – 5.
ამ დროისთვის [10:35 სთ.] კარანტინის რეჟიმშია – 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
24 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა 444 იყო.
2020 წლის 2 მაისიდან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ეს წესი საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ჯარიმა შესაბამისად იქნება – 3 ათასი ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 15 ათასი ლარი – იურიდიული პირის შემთხვევაში.
პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 23 აპრილს შეიტანა [კოდექსს დაემატა შესაბამისი მუხლები].
კანონის მიხედვით, რომელიც 2020 წლის 2 მაისიდან შევა ძალაში:
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 10 000 ლარით.
ამასთან,
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე ცვლილებით,
„იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია“.
კანონის მიხედვით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიება [დამრღვევი პირის გადაყვანა შესაბამის სივრცეში] არ არის ადმინისტრაციული დაკავება.
ამასთან, ახალ კანონში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ინარჩუნებს ძალას და არ საჭიროებს ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას“.
ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა „ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“;
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ახალი კანონის მიღებამდე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, იწვევდა და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
https://netgazeti.ge/news/436350/
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა ამავე წლის 23 მაისიდან განახლდება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 189-ით განისაზღვრა, აქედან თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1400 პირი უნდა გაიწვიონ, დანარჩენებს კი, სხვადასხვა უწყებაში უნდა ემსახურათ:
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან დაიწყო და 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო გაწვევა მარტის თვეში შეწყდა [თავდაპირველად 3 აპრილამდე, შემდეგ კი – 22 აპრილამდე].
ამ თემაზე:
ანი ივანიშვილი, გიდი
___________________
„4 წელია და ცოტა მეტი ტურიზმში ვარ, ეს არც ბევრია, არც ცოტა, რადგან 4 წელი სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გასული 2019 წელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობის პიკი, როცა დღეში ხან 3 ან 4 ზარს ვიღებდი ტურებზე შემოთავაზებით, მე უარს ვამბობდი, რადგან მთელი სეზონი ჩემოდანი არ ამომილაგებია, თვეებით ადრე მიღებულ ტურებს ვატარებდი.
უფრო კარგად რომ აგიხსნათ, არსებობს ამ ქვეყანაში ბაზა, ცოცხალი ადამიანები, თან არც ისე ცოტა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტორატი, რომლებიც თითქმის ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ასწავლიან, უყვებიან საქართველოს შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. ეს მხოლოდ ისტორიული მშრალი ცნობები არ გეგონოთ, არაა!
ნებისმიერ დროს, მზად არიან გასცენ უამრავი პოზიტიური ინფორმაცია, მაშინაც კი, როცა თვით ტურისტის მოთხოვნით თბილისიდან ბათუმში მიდიხარ მაღალმთიანი აჭარის გავლით (4 საათი მხოლოდ off road) და 4-5 ობიექტზე ჩერდები, დილის 8-დან მანქანაში რომ ჩაჯდები და ღამის 11-ზე დანგრეული და არაადეკვატური რომ გადმოხვალ, არ კარგავ პოზიტიურ განწყობას მაშინაც კი, როცა, ჯუთას აღმართებს ცალ ფეხში ტკაცუნით აივლი, თან პირველი მიუძღვები, რომ არ შეგამჩნიონ, როგორ იტკინე წინა დღეს, გერგეთის აღმართებზე ფეხი, მაშინაც კი, როცა თუშეთისკენ მიდიხარ და გული ხელით გიჭირავს, ლოცულობ წვიმა არ მოვიდეს და ცალი ფეხი სამარეში რომ გიდგას; მაშინაც კი, როცა სადღაც მთებში მობოდიალეს მწყემსი შეგხვდება, რომელიც მგლებისგან შეჭმულ ძროხას ეძებს, როცა თვეების განმავლობაში გადიხარ ათასობით კილომეტრს, თუ ფეხით, ან თუნდაც მანქანით, ხარ ყოველდღიურად ავარიის რისკის ქვეშ, ერთხელ იმის მომსწრეც ხდები, თუ როგორ იღებს კალაშნიკოვს ვიღაც არაადეკვატური პიროვნება და უმიზნებს შენს ავტობუსს მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსმა არ გაატარა როცა უსწრებდა, რადგან უწყვეტი ხაზი იყო… ბევრი ასეთი ამბავი დამიგროვდა….
და ამ დროს, ამ ყველაფრის შემდეგ ხუმრობ, და არწმუნებ ტურისტს, რომ ნამდვილად ღირდა მისი ათასობით დოლარი, თუ ევრო, რომ გადაიხადა, და ჩამოვიდა საქართველოში, აქვე არწმუნებ მას, რომ უთხრან მის მეგობრებს, რომ გადაიხადონ ასევე ათასობით ევრო/დოლარი და ისინიც ჩამოვიდნენ. ისინი მოდიან მეგობრებით, ოჯახებით, ანუ კიდევ დამატებით რამდენიმე ათასი ევრო ან დოლარი.
ერთკვირიანი ტურის განმავლობაში, საშუალოდ აკავებ 5 სასტუმროს, 14 კვების ობიექტს, აყიდინებ სუვენირებს კერძო მეწარმეებს, ახდევინებ მუზეუმებში, დეგუსტაციებზე და ფასიან ობიექტებში შესვლის ფულს, ყველა ამ ობიექტიდან ფული სად მიდის? რა თქმა უნდა ბიუჯეტში.
ძალიან გულსატკენია, რომ ამდენჯერ ახსენეს ტურიზმი და ერთხელ არ უხსენებიათ გიდების უზარმაზარი შრომა, სამაგიეროდ ტურიზმი მხოლოდ სასტუმროები და სოფლის მეურნეობის პიარი ყოფილა.
სად ახსენეს ტუროსტული კომპანიები, ტუროპერატორები, რომლებიც ჩვეულებრივ „კერავენ“ თითოეულ ადამიანს, რომ აუცილებლად უნდა წამოვიდნენ საქართველოში? არსად. სად ან ვინ ახსენა გიდი, ან მძღოლი, რომელიც დილის 7-8 საათიდან ღამის 11-მდე დაუღალავად კუდის ქიცინით დასდევს ტურისტს, ან საავტომობილო მომსახურეობას უწევს, რომ ის ტურისტი კმაყოფილი წავიდეს და დადებითი შეფასება მოყვეს, დაწეროს საქართველოს შესახებ?
(პირადად ჩემი გიდობა რომ უნდოდათ იცით რამდენი ტურისტი ჩამოსულა ქვეყანაში? ძალიან ბევრი! ანუ რაღაც წვლილი მეც და ჩვენც მიგვიძღვის ხომ? )
დიდი მადლობა ასეთი “დაფასებისთვის”. უბრალოდ მადლობის გადახდაც კი კარგი ჟესტი იქნებოდა, თუნდაც ტურიზმის ადმინისტრაციისგან, თორემ 200 ან 300 ლარი არ გაგვამდიდრებს ჩვენ. ნეტავ შეგვეძლოს, რომ ჩვენი შრომით მოვიპოვებდეთ ამ თანხასაც.
რამდენი ადამიანი დარჩა საარსებო წყაროს გარეშე, ვერც კი წარმოიდგენთ.
ტურიზმი დგას ტუროპერატორებზე, გიდებზე და მძღოლებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო ან რესტორანი!“
____________________
წყარო: ფეისბუქი
ფოტოზე: ანი ივანიშვილი
საქართველოს წითელი ჯვრის ინფორმაციით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ორგანიზაციას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა.
„COVID 19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადასცემს ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის საველე ჰოსპიტლისთვის განკუთვნილ კარვებს და მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პირად დამცავ აღჭურვილობას“, – წერია საქარველოს წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტვირთი სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა ბათუმში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 აპრილს, საღამოს, ბათუმში 100 ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია.
ასევე, დღეს ბათუმში დადასტურდა Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ამ დროისათვის ბათუმში 38 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე კლინიკა „მედალფაში“, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
24 აპრილის [20:26] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid19-ის 431 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 5888 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 571.
ახლა, როცა პანდემიის გამო მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სოციალური დისტანცია დაიცვას და სახლში დარჩეს, სხეულისა და გონების სიჯანსაღის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად ბევრი იოგას მიიჩნევს, რომელიც იოგის ინსტრუქტორის, მარიკა ჩხიკვაძის განმარტებით, სწორედ ფიზიკური, სულიერი და გონებრივი პრაქტიკის, ვარჯიშების ერთობლიობაა.
მარიკა ირლანდიაში, უსახლკარო ადამიანებთან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოხალისედ მუშაობს და პანდემიის დაწყებამდე მსურველებს იოგას გაკვეთილებსაც უტარებდა. ახლა კი, საყოველთაო კარანტინის გამო, მან გადაწყვიტა ქართულ ენაზე ჩაწეროს ვიდეო გაკვეთილები.
სიტყვა „იოგა“ ნიშნავს კავშირს, რომელიც გულისხმობს კავშირს სხეულსა და გონებას შორის. როგორც ძველ ინდოეთში, იოგას ახლაც ბევრი განშტოება აქვს, თუმცა დასავლეთში შემოაღწია უმეტესად მხოლოდ ჰატჰა იოგამ (ფსიქოფიზიკური ტექნიკა) და იოგამ, როგორც ფიზიკურმა ვარჯიშმა, რომელიც გულისხმობს პოზების შესრულებას. თუ როგორ მიუდგება იოგას პრაქტიკას, ინდივიდზეა დამოკიდებული. შეგვიძლია აღვიქვათ როგორც განტვირთვის საშუალება, ვარჯიში, საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენა; ან პირიქით – მივმართოთ იოგას ფიქრებისგან გასათავისუფლებლად, სხეულის შესაგრძნობად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სულიერი სიმშვიდისთვის, საკუთარი თავის თუ სხეულის შესაგრძნობად და ა.შ.
იოგით აქტიურად 2017 წელს ჩინეთში დავინტერესდი, როცა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გადავწყვიტე რაიმე სახის ვარჯიში სახლიდან გაუსვლელად დამეწყო. ვგრძნობდი, რომ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობდი სხეულს, ჩემი სხეული მოუქნელი იყო, კუნთები კი მოდუნებული. ამ დროს მეგობარმა მირჩია სახლში იუთუბის ვიდეოებით მეცადა იოგის კეთება. იქიდან მოყოლებული სახლში თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი, ძალიან მონდომებული ვიყავი და რაც არ უნდა მომხდარიყო, დღეში 30-60 წუთს მაინც ვუთმობდი იოგას. წონაში მომატებული ვიყავი და თავიდან, წინ დახრისას ხელებს ვერ ვაწვდენდი იატაკს, მაგრამ კვირიდან-კვირამდე პროგრესი აშკარა იყო. ნელ-ნელა ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყო, დავიცალე ნეგატივისგან, გამიქრა სურვილი ადამიანები მეკრიტიკებინა, აღმოვაჩინე სიმშვიდე, რომელიც ყველგან არის სამყაროში; ვისწავლე, როგორ მოვუსმინო გარემოს და ადამიანებს, იოგა ჩემთვის გახდა უსასრულო ამოცანა, რომელსაც შეუძლია გვასწავლოს გზა ჩვენს საკუთარ თავთან ყოფნით, თითქოს ჩვენი ცნობიერი უკიდეგანო ოკეანეა და არ გააჩნია ფსკერი, შეგვიძლია ვყვინთოთ უსასრულოდ.
თუმცა არ არის აუცილებელი იოგა ყველასთვის მეტაფიზიკური განცდა იყოს, ის იქნება თქვენთვის ის, რასაც თქვენ მოისურვებთ.
საბოლოოდ, ინდოეთში, ქალაქ რიშიკეშში, იქ სადაც ჯგუფი „ბითლზი“ ეძებდა სულიერებას, იოგას ტრენინგკურსი გავიარე და გამოცდის შემდეგ იოგა ალიანსთან რეგისტრირებული სერტიფიკატი ავიღე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და რთული თვე ჩემს ცხოვრებაში, მკაცრი ასკეტური გრაფიკი კვირაში ერთი დღე დასვენებით.
იოგაში დიდი ყურადღება ეთმობა სუნთქვას, შესაბამისად სხეულს მიეწოდება მეტი ჟანგბადი, რაც გვეხმარება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გულის მუშაობას, ტვინის ფუნქციას, კონცენტრაციას, ხელს უწყობს ძილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ტკივილებს, ასწორებს ხერხემალს, აძლიერებს კუნთებს და ეხმარება სახსრებს, ასევე არეგულირებს წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას… ალბათ ვერც ერთ პასუხში ვერ დავატევ, როგორი სასარგებლოა იოგა ჯანმრთელობისთვის.
იოგა შეუძლია აკეთოს ყველამ ასაკის სქესისა თუ წონის მიუხედავად, თუმცა სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც ტრავმა აქვთ მიღებული. უნდა დავიმახსოვროთ, რომ იოგა არასოდეს არ უნდა იყოს მტკივნეული, ვაკეთებთ ყველა პოზას მხოლოდ ჩვენი სხეულის შესაძლებლობების ფარგლებში, შედეგი კი გაწეული შრომით და მონდომებით ყველასთვის ინდივიდუალურ დროში დაიდება, რადგანაც ყველას სხვადასხვა ფიზიკური შესაძლებლობები გვაქვს. ასევე, გულის პრობლემების შემთხვევაში, არის რამდენიმე პოზა, რომელიც არ იქნება რეკომენდებული, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ექიმის თანხმობით უნდა გაგრძელდეს ვარჯიში. ასაკოვანი ხალხისთვისაც ვარჯიში უნდა მოერგოთ მათ ინდივიდუალურად, თითქმის ყველა იოგას პოზას აქვს თავისი მარტივი ვარიაცია.
ინტენსივობა და სიხშირე ისევ დამოკიდებულია ინდივიდზე, რა სურთ, რომ მიიღონ იოგას ვარჯიშებით. თუ დრო და სურვილი არის, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვარჯიში იდეალურია კვირაში ერთხელ დასვენებით, ინტენსივობაც დამოკიდებულია ინდივიდზე, თუმცა თუ თქვენ მხოლოდ კვირაში ერთხელ გაქვთ დრო, ესეც მოგიტანთ სარგებელს.
დამწყებებს შეუძლიათ ყოველდღე აკეთონ ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა გაზარდონ ინტენსივობა და სირთულე სურვილის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ და თანდათანობით. იოგას თითოეული ვარჯიში შეიძლება იყოს 10-დან 90 წუთამდე. ასევე შეიძლება გაკეთდეს კომბინაცია, დილის იოგა 10 წუთი ან მეტი, დღისით 30 წუთი ან მეტი, და ძილის წინ 15 წუთი ან მეტი.
კარანტინი ძალიან კარგი დროა იოგის დაწყებისთვის. ჩემთვის იოგა არის უნივერსალური, რა თქმა უნდა თუ გარშემო ხმაური არ არის; მარტო ხართ ოთახში ან ბუნებაში – მაგას რა ჯობია, კონცენტრაციაში დაგვეხმარება, თუმცა ბევრს არ აქვს საშუალება განმარტოვდეს და ყველა ოჯახის წევრი გააჩუმოს, მაგრამ არ დანებდეთ და არ მისცეთ საშუალება ამან შეგაჩეროთ.
მოუსმინეთ საკუთარ სუნთქვას ვარჯიშის დროს და კონცენტრირდით თქვენს სხეულზე, პირიქით,სირთულეები და მათი დაძლევა გვაძლიერებს და გვაწრთობს. იდეალურ შემთხვევაში დაგჭირდებათ იოგას სავარჯიშო დასაგები (ლეიბი). შეეცადეთ დაფიქრდეთ წინასწარ, რა არის თქვენთვის იოგა, თუ გიჭირთ კონცენტრაცია ყოველი ვარჯიშის წინ გაიფიქრეთ ერთი წინადადება რომელსაც შეუძლია გაგამხნევოთ, ან თქვენთვის რელევანტურია, მაგალითად: „მე შევძლებ…“, „მე გავივლი ამ გზას“, „მე მიყვარს ჩემი სხეული“, „ეს ყველაფერი გაივლის“ და ა.შ.
როგორც ვახსენე, დამწყებებმა უნდა დაიწყონ მცირე ინტენსივობით ხანმოკლე ვარჯიშებით და დროთა განმავლობაში მოუმატონ. ჩემი არხიც და ვიდეოებიც ამაზე მაქვს მორგებული. სულაც არ არის აუცილებელი ყველამ ერთსაათიანი რთული პოზები ვაკეთოთ, არც განვითარებაა აუცილებელი, მთავარია გზა, რომელსაც გაივლით და თქვენს თავზე ზრუნვა.
ყოველი დღე ჩვენი თავები გადაჭედილია ფიქრებით, რა ვიშოვო, როგორ გავმდიდრდე, როგორ ვაჯობო სხვას, ვდარდობთ მომავალზე, ვწუხვართ წარსულზე და გვავიწყდება „ახლა“. იოგა შეიძლება იყოს ის სივრცე, სადაც ვიქნებით საკუთარი თავი, რომელიც არსებობს ყოველდღიური საფიქრალისა და ჩვენი ცხოვრებისეული გარემოებების მიღმა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ვარჯიშს.