მთავარი,სიახლეები

როდის შეძლებთ სალონში და სავაჭრო ცენტრში წასვლას

27.04.2020 • 2053
როდის შეძლებთ სალონში და სავაჭრო ცენტრში წასვლას

საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დღეიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყო.

გარკვეული ტიპის საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნისთვის დაწესებულია ორკვირიანი შუალედები, განსაზღვრულია სულ ექვსი ეტაპი.

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე გაიხსნება. რადგან პირველი ეტაპი დაიწყო დღეს, 27 აპრილს და  ეტაპებს შორის ორკვირიანი შეალედებია, ეს ნიშნავს, რომ სილამაზის სალონში წასვლას 8 ივნისიდან შეძლებთ. 8 ივნისიდან სალონების გარდა მუშაობის განახლება ესთეტიკური მედიცინის ცენტრებსაც შეეძლებათ.

შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპზე, ანუ 8 ივნისიდან, შეგიძლიათ ისარგებლოთ სავაჭრო ცენტრებით, ღია ტიპის რესტორნებითა და კვების ობიექტებით.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში.

„ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ნებისმიერ მომენტში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების პირობებში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს გადავახვიოთ უკან ან შემდგომ ეტაპზე გადასვლა შევაჩეროთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: