მთავარი,სიახლეები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა – შსს

25.04.2020 • 1436
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა – შსს

შსს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო.

შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

შშ ინფორმაციით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. „სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები“.

ამავე წყაროს ცნობით, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა. ამათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: