მთავარი,სიახლეები

ბათუმში კოვიდ 19-ს ოზონოთერაპიითაც უმკურნალეს, რაც წარმატებული აღმოჩნდა – ცერცვაძე

25.04.2020
ბათუმში კოვიდ 19-ს ოზონოთერაპიითაც უმკურნალეს, რაც წარმატებული აღმოჩნდა – ცერცვაძე

დღეს, 25 აპრილს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა კორონავირუსის მართვაზე იმსჯელეს. დისკუსიის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული ოზონოთერაპია, რამაც წარმატებით იმუშავა.

„4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს.  თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უკეთეს შემთხვევაში მე-13-14 დღეს უქრებოდათ, ზოგს – 2 თვის შემდეგ“, – განაცხადა ცერცვაძემ შეხვედრის შემდეგ.

ოზინოთერაპია მკურნალობისთვის გამოიყენეს კლინიკა „მედალფაში“, სადაცCovid-19-ით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ აჭარაში.

როგორც კლინიკა „მედალფას“ გურია-აჭარის დირექტორმა ლევან ანთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ოზონოთერაპიას ექიმი ლადო თალაკვაძე ატარებს.

„ოზონოთერაპია გამოიყენება ამერიკაში, ინგლისშიც იყენებენ ამ მეთოდს, თუმცა ჯერჯერობით, განკურნებულთა რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, საბოლოოდ ვთქვათ, რომ წარმატებულია. თუმცა ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გამოიყენება. მოვიძიე ექიმი, რომელიც ამ პროცედურას ატარებს, ჩამოვიდა თბილისიდან და უანგაროდ აკეთებს“, – ამბობს ლევან ანთაძე.

ოზონოთერაპიით მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით უფრო ვრცელ განმარტებას „ბათუმელები“ მალე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: