მთავარი,სიახლეები

საგაზაფხულო გაწვევა ისევ გადაიდო – ამჯერად 23 მაისამდე 

25.04.2020
საგაზაფხულო გაწვევა ისევ გადაიდო – ამჯერად 23 მაისამდე 

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა ამავე წლის 23 მაისიდან განახლდება და 30 ივნისამდე  გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 189-ით განისაზღვრა, აქედან თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1400 პირი უნდა გაიწვიონ, დანარჩენებს კი, სხვადასხვა უწყებაში უნდა ემსახურათ:

  • საქართველოს თავდაცვის ძალებში – 1 400,
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1 328,
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – 950,
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – 311,
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა კი – 200.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან დაიწყო და 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო გაწვევა მარტის თვეში შეწყდა [თავდაპირველად 3 აპრილამდე, შემდეგ კი – 22 აპრილამდე].

ამ თემაზე:

საგაზაფხულო გაწვევა 22 აპრილიდან განახლდება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: