გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
- მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
- მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 1-6 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი,
- ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3ბალი),
- ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსი.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 28 და 29 აპრილს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან წვიმა.
მთავარი ფოტო: ბათუმი, 26 აპრილი, 2020 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები