მთავარი,სიახლეები

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 485-მდე გაიზარდა

26.04.2020 • 1981
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 485-მდე გაიზარდა

26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, წინა დღესთან შედარებით 29-ით გაიზარდა და სულ არის 485. ასევე, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი.

როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც გულის სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა.

485 ინფიცირებულიდან, ბოლო მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელლდა – 139 და გარდაიცვალა – 6.

ამ დროისთვის [10:05  სთ.] კარანტინის რეჟიმშია – 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა 456 იყო:

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 456-მდე გაიზარდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: