მთავარი,სიახლეები

შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

26.04.2020
შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთდროულად ჩაატარეს, პოლიცია აცხადებს, რომ ამოღებულია 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს.

სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელის თქმით, „ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა – დ.მ.-მ და ვ.ც.-მ მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“…

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს“.

 

მთავარი ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: