ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში 200 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ბოლო მონაცემები

26.04.2020 • 1790
აჭარაში 200 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ბოლო მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 200 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებოდნენ და ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

დღევანდელი ბოლო მონაცემებით რეგიონში გუშინ დილის შემდეგ Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს, 26 აპრილის დილის მონაცემებით, 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა.

26 აპრილის 11:20 საათის მდგომარეობით, მონაცემები ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელთან შედარებით არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა სულ 456, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139, ხოლო გარდაცვლილი – 5; კარანტინის რეჟიმშია – 4904 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა ბათუმში ბოლოს, გუშინ, 25 აპრილს დაფიქსირდა:

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: