მთავარი,სიახლეები

ბათუმში 100 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

24.04.2020
ბათუმში 100 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 აპრილს, საღამოს, ბათუმში 100 ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია.

ასევე, დღეს ბათუმში დადასტურდა Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისათვის ბათუმში 38 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე კლინიკა „მედალფაში“, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

24 აპრილის [20:26] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid19-ის 431 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 5888 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 571. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: