გარდაიცვალა 47, დადასტურდა 5 596 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 596 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 973 909 , ბოლო 24 საათში – 5 596
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 919 367 , ბოლო 24 საათში – 2 946
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 311 , ბოლო 24 საათში – 47
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,63%, ბოლო 14 დღის – 8,51%, ბოლო 7 დღის – 9,79%
  • სულ აცრილია – 2 577 637, დღიურად აცრილია – 10 688
  • კარანტინის რეჟიმში – 83
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 418
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 958

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა – 638, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 270, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც:

  • 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 853, აჭარაში – 609, იმერეთში – 803.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 123, იმერეთში – 256.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22.
  • 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 – თბილისში, 466- აჭარაში.
  • 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234  ადამიანი.

12 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 951 შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მომავალ კვირებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტს დააავადებს.

12 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 58 109 კვლევა ტესტით; მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 115, PCR ტესტით – 23 994

ამავე თემაზე:

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება.

აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება.

სკვერი „მაკდონალდსთან“ / რენდერი ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

„მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად განსაზღვრული მასალების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები მოცემულია თანდართულ დანართებში, რომელთა შესაბამისობის დაცვა სავალდებულოა მიმწოდებლისათვის“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 2016 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროზე სარგებლობის უფლებით იყო გადაცემული [მანამდე ეს ნაკვეთი აჭარის საკუთრება იყო].

შსს-ში 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავდა ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას, თუმცა, რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იყო საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს.

2021 წლის ოქტომბერში, ეს ნაკვეთი, ბათუმის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უვადო სარგებლობის უფლებით გადასცა.

გასულ წელსვე, ბათუმის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოს 15 938 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადასცა ბარცხანაში, რომელიც დღეს შსს-ს სარგებლობაშია. აქ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გადასვლა იგეგმება, ხოლო აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთს, სადაც დღეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტია, საინვესტიციოდ მოამზადებენ.

ამ თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

 

 

 

თინას ბრძოლა – ჯარისკაცობიდან ცხოველთა უფლებების დაცვამდე I VIDEO

თინა დიასამიძე საკუთარ თავს ცხოველების უფლებადამცველს უწოდებს. სწორედ მან იპოვა ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, მაიაკოვსკიზე ფეხებშეკრული, ახალშობილი ხბო, რომელიც ტომარაში ჰყავდათ მოთავსებული.

თინას თქმით, ხბო ამ მდგომარეობაში ორ საათზე მეტ ხანს იყო. ბოლოს თინა დიასამიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ხბო სახლში წაიყვანა.

„ბათუმში ვცხოვრობ, კერძო სახლი მაქვს. ახლა ხბო ეზოში მყავს. სახლს ვუშენებ. ვუმკურნალებ. მერე კი თავშესაფარში გადავიყვან“, – უთხრა თინამ „ბათუმელებს“.

თინას თქმით, ის გუშინვე შეხვდა ხბოს მესაკუთრეს და თანხაც გადაუხადა. „80 ლარად ყიდდა, მე 150 გადავუხადე. მოხუცი კაცი იყო. კარგად ვერ გავიგე ასეთ მდგომარეობაში რატომ დააგდო ხბო ქუჩაში. ჩემთვის ეს არის პირუტყვის წამება, თუმცა ზუსტად არ ვიცი კანონი ამას როგორ არეგულირებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თინამ.

თინა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ცხოველების, უფრო კონკრეტულად კი ძაღლების უფლებებისთვის ერთად იბრძვიან. „სახლში 11 ძაღლი და 4 კატა გვყავს. მე და ჩემი მეუღლე ვუვლით. ყველას თავისი ისტორია აქვს. ზოგს თათები აქვს დაზიანებული, ზოგს სხეული სხვა ნაწილი. თავშესაფარიც გვაქვს, სადაც 70-მდე ძაღლს ვუვლით. ყველა ტრავმირებულია“, – გვიყვება თინა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, აქტივიზმი, ანუ ცხოველების უფლებებისთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯარიდან წამოვიდა. „2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ვარ. 8 წელი ვიყავი ჯარისკაცი თუ ჯარისქალი. ჯარიდან მას შემდეგ წამოვედი, რაც კონტრაქტი ამომეწურა. ახლა უპატრონო ძაღლებზე ვზრუნავ – ახალ თავშესაფარს ვაშენებ. მერიასთან მიწის ნაკვეთის იჯარაზე მაქვს მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ არამარტომ ძაღლებს ექცევიან არაადამიანურად – ეს ბოჩოლა იქნება ამ თავშესაფრის სავიზიტო ბარათი“.

თინა ამბობს, რომ უკვე ათი წელია თავშესაფარს ძირითადად საკუთარი სახსრებით ინახავს. პატარა ბიზნესი მაქვს, მაღაზიას ვამუშავებ და ასე გაგვაქვს თავიო – გვიხსნის:

„10 წელია ვუვლი, ვკვებავ ქუჩის ძაღლებს. არის მცირედი შემოწირულებები, მაგრამ მინიმალურია – შემიძლია ანგარიშის ამონაწერი გაჩვენოთ. 70 ძაღლს ბევრი უნდა დღეში. იმის წყალობით, რომ ექთანი ვარ, ძაღლების მკურნალობასაც ვახერხებ, ოპერაციებსაც კი ვუკეთებ ცუგებსო“.

__

28 წლის მამა თავის შვილზე – 6 წლისაა და ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება

28 წლის ცოლ-ქმარს ხულოდან ორი შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, საბა, დაბადებიდან ებრძვის მძიმე დაავადებას – ჰიდროცეფალიას. ბავშვის მამა, მერაბი ამბობს, რომ თავის პატარა ოჯახთან ერთად სოფელ ფაჩხაში, ახლობლის სახლში ცხოვრობს.

საბა ზანდარაძე 16 იანვარს გახდება ექვსი წლის. მამას სურს, შვილს თურქეთში უმკურნალოს, რისთვისაც თანხას აგროვებს. ამბობს, რომ ამისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. დაზუსტებულ თანხას ამ დღეებში ელის თურქული კლინიკიდან.

“ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და უკვე ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება. საბას ეზოში სათამაშოდ გაშვებასაც კი ვერ ვბედავთ. მეშინია არ წაიქცეს და რაიმე არ მოუვიდეს.

28 წლის მამა ვარ. აქამდე ჩვენი ძალებით ვცდილობდი და ვაკეთებდით ყველაფერს მე და ჩემი ოჯახი, რომ საბას ყველა საჭიროება დაგვეკმაყოფილებინა. მე და ჩემი 18 წლის ძმა თურქეთში ჩაის საკრეფად დავდიოდით სეზონურად და ვცდილობდით საბასთვის არაფერი მოგვეკლო. სოფლის შემოსავალი რაც გვქონდა, ყველაფერს საბას დაავადებასთან ბრძოლაში ვიყენებდით, მაგრამ ვეღარ ვწვდებით ხარჯებს.

ერთხელ აჭარის მთავრობა დაგვეხმარა 15 000 ლარით, სტამბოლში მყავდა ბავშვი, სადაც სრულად ჩაუტარდა გამოკვლევები და ოპერაცია დაგვიგეგმეს საბასთვის, მაგრამ ოპერაციისთვის ვეღარ ჩავიყვანე თურქეთში. ფული საერთოდ აღარ გვქონდა.

საბა და მერაბი

თურქეთში წასვლამდე ბავშვის მონაცემები გავაგზავნე, ანგარიშფაქტურები მივიღე და  შემდეგ წავიყვანე თურქეთში.

საბას თურქეთში ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა და გადაწყდა, რომ ოპერაცია სამ თვეში უნდა ჩატარებულიყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბავშვს ისევ ჰქონდა მძიმე თავის ტკივილები. თურქეთში ვეღარ წავედით, ფინანსური რესურსი აღარ გვქონდა და მისი მკურნალობა თბილისში გავაგრძელეთ.

ასე გადის ცხოვრება. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს და მისი მდგომარეობა თუნდაც სულ ცოტათი გაუმჯობესდეს, მაგრამ დახმარების გარეშე არ გამოდის”, – ამბობს საბას მამა, მერაბ ზანდარაძე.

მერაბ ზანდარაძის თქმით, ოჯახი დაახლოებით სამი წელი ქირით ცხოვრობდა თბილისში. საბა სულ ექიმებთან დაგვყავდა, რათა მისი მოულოდნელ გართულებებს სწრაფად გავმკლავებოდით, საავადმყოფოში მაშინვე რომ მიგვეყვანაო.

„ახლა სოფელ ფაჩხაში ვცხოვრობთ, ჩემი ბიძაშვილის სახლში. თვითონ არ ცხოვრობს სოფელში და სახლი დაგვითმო. როცა საბა ცუდად ხდება – ეწყება ღებინება, ძლიერი თავის ტკივილები, ისევ თბილისში მიგვყავს. თუ სატუმბის გამოცვლას საჭიროებს ვუცვლით, თუ არა დაკვირვების ქვეშ რჩება. ასე ვიქცევით ყოველ ჯერზე, როცა საბას ძლიერი ტკივილები ეწყება. სხვა გზა არ გვაქვს.

საბა

სახლში სულ ყურადღების ქვეშ გვყავს, სულ იმას ვამოწმებთ, შუნტი გამართულად მუშაობს თუ არა. ვშიშობ, სხვა ავადმყოფობებმა საბას ჯანმრთელობა არ დაამძიმოს. გაცივდება, თუ რაც იქნება, ეგრევე  საავადმყოფოშია წასაყვანი. როცა თავს შედარებით კარგად გრძნობს, ბათუმში, რეაბილიტაციის ცენტრში დამყავს”, – გვიყვება მერაბი.

ზანდარაძეების ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი საბას პენსიაა – შშმ პირის სტატუსი აქვს. დედა ბაღში მუშაობს, ოჯახი ასევე სოციალურ დახმარებასაც იღებს.

საბას დედაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის – რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. მერაბის თქმით, საბაზე მშობიარობის დროს იმდენად მძიმე იყო დედის მდგომარეობა, რომ არც მისი და არც ბავშვის გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ ექიმებს.

“ბავშვის მდგომარეობა ითხოვს მუდმივ მეთვალყურეობასა და  რეაბილიტაციურ თერაპიას. კონტროლი სჭირდება, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია თუ  რა მდგომარეობაშია შუნტი და თავის ტვინი რამდენად მუშაობს ადეკვატურად.

ჰიდროცეფალიის ერთ-ერთი სახით მკურნალობა ხდება შუნტის იმპლანტაციით. შუნტი და სატუმბი რამდენ ხანში საჭიროებს გამოცვლას, ეს ბავშვის მდგომარეობაზეა დამოკიდებული“, – ამბობს საბას მკურნალი ექიმი საქართველოში, ვლადიმერ მამაცაშვილია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროქირურგი, ბავშვთა ქირურგი.

___

მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.

საბას დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – საბას მხარდაჭერა

თურქმა ბიზნესმენმა ძროხებს VR-სათვალე გაუკეთა მეტი რძის მისაღებად

თურქული მედიის ცნობით, იზეთ ქოჩაკმა, რომელიც აქსარაიში მესაქონლეობით არის დაკავებული, ძროხების რძის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, თავის ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალე გაუკეთა და დადებითი შედეგიც მიიღო – რძის მოსავლიანობა გაიზარდა.

იზეთ ქოჩაკმა მეცხოველეობის ბიზნესი 2018 წელს წამოიწყო და ახლა 180 სული პირუტყვი ჰყავს. ის ამბობს, რომ ძროხებს მუსიკას ასმენინებს და ახლა უკვე ჭამის დროს ვირტუალურ რეალობის სათვალესაც უკეთებს.

ქოჩაკის თქმით, ამ მეთოდს რუსეთში იყენებენ და თავად ამის შესახებ ინტერნეტით გაიგო.

„რუსეთში ძროხებს უკეთებენ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ჩვენს ბიზნესში გვეცადა. პირველ ჯერზე ვირტუალური რეალობის სათვალე ორ ცხოველზე ვცადეთ. 10 დღის შემდეგ გაიზარდა როგორც რძის ხარისხი, ისე რაოდენობა. ჩვენი ძროხა, რომელიც 22 ლიტრ რძეს იწველიდა, სათვალის შემდეგ 27 ლიტრზე ავიდა“, – უყვება ჟურნალისტებს ფერმერი.

ძროხები სათვალეში მშრალ საკვებს აღიქვამენ როგორც მწვანე ბალახს

ქოჩაკის განმარტებით, რომელიც კვლევებს ეყრდნობა, სადგომებში დაბმული ძროხები, რომლებიც რეალურად მშრალი საკვებით იკვებებიან, ვირტუალური რეალობის სათვალეში ამ გარემოს აღიქვამენ, როგორ მწვანე ბალახს:

„ჩვენ ძროხები, რომლებიც ვირტუალური რეალობის სათვალეებს ატარებენ, ხედავენ უზარმაზარ მწვანე საძოვარს. ეს სათვალეები ემოციურად კარგია ცხოველებისთვის – ნაკლები სტრესი აქვთ. ეს მდგომარეობა აისახება როგორც რძის მოსავლიანობაზე, ისე ზრდის რძის ხარისხსა და რაოდენობას. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს გვეცადა. ამჟამად ტესტირების ფაზაში ვართ. ვფიქრობთ, რომ გაამართლებს. ჩვენ ვაპირებთ კიდევ 10 ვირტუალური რეალობის სათვალე შევუკვეთოთ“.

___

ფოტო: onedio.com

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს

სილქფესტი  სასაუბრო, ინტერნეტ და კომბინირებულ პაკეტებს, ერთი დღით,  მხოლოდ 12 იანვარს, შეთავაზებს მობილური ქსელის მომხმარებლებს. კომბინაციით *202#  სასურველი პირობის გააქტიურებას მთელი თვით შეძლებს მსურველი: 

  • 400 ლოკალური წუთი – 6 ლარად
  • 7 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 7 ლარად
  • 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად
  • 30 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 15 ლარად

პირობები: 

  • აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ.
  • ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 
  • მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, პაკეტის ვადის ფარგლებში, 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეც. დანიშნულების ნომრებზე. 

რა უნდა ვიცოდეთ სილქფესტზე იხილეთ აქ.

სარფში, 3 ცემენტმზიდში მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული სიგარეტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, ქვეყნის საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.“

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,  თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სამი სატვირთო ავტომობილის (ცემენტმზიდი) დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, საერთო ჯამში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.“ – აღნიშნულია შემოსავლევის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება – ამის შესახებ დღეს, 11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს.

მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლეს დღეებში იქნება მიღებული.

კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური რეჟიმი, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.

200-ლარიანი წახალისებით სარგებლობენ 50 წლის და ზევით ასაკის ადამიანები იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ემზარ პაქსაძე ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

2020 წლიდან დღემდე ემზარ პაქსაძე „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მორიგი საკადრო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო – სააგენტოში ზაურ ახვლედიანი დააბრუნეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. მან ოლეგ ბოლქვაძე ჩაანაცვლა, რომელიც ოფიციალურად მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

ემზარ პაქსაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას უწყებაში მუშაობა ზაურ ახვლედიანმა შესთავაზა.

„ზაურთან ვმეგობრობ დიდი ხანია და ეს შემოთავაზება მისგან იყო. როგორც მითხრეს, მოადგილის თანამდებობა ბოლო რამდენიმე თვე ვაკანტური იყო.

რაც შეეხება ტელევიზიიდან წამოსვლას, მივიღე გადაწყვეტილება წამოსვლაზე, ვინაიდან ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის. მოადგილედ დანიშნული ვარ პირველი იანვრიდან და სააგენტოში პირველი სამუშაო დღე გუშინ, 10 იანვარს მქონდა“, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

2021 წლის ნოემბერში, აჭარის მთავრობამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ოლეგ ბოლქვაძემ ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც.

მაშინ ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 იანვრიდან კი, რეგიონის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი.

12 იანვარს აჭარაში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა კი სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10დმ(2-3ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 13 და 14 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

სანაპირო ზოლში პარასკევს და შაბათს, 14-15 იანვარს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მთაში თოვა, მაღალმთიან რაიონებში – ქარბუქი.

 

 

აჭარაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 11 იანვარი

11 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში:

  • საავადმყოფოებში მკურნალობს – 599
  • მძიმე პაციენტია – 130
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 39 პაციენტი.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 426 პაციენტი მკურნალობს.

11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 486 ახალი შემთხვევა.

46 გარდაცვლილი და 5 486 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

46 გარდაცვლილი და 5 486 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 486 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 968 313 , ბოლო 24 საათში – 5 486
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 916 421 , ბოლო 24 საათში – 2 893
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 264 , ბოლო 24 საათში – 46
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 57 546, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, PCR ტესტით – 18 262
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%
  • სულ აცრილია – 2 565 599, დღიურად აცრილია – 10 881
  • კარანტინის რეჟიმში – 69
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 431
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 801

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა – 569, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 205, შიდა ქართლი – 282, გურია – 145, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც:

  • 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 901, აჭარაში – 599, იმერეთში – 774.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 130, იმერეთში – 254.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 39, იმერეთში – 25.
  • 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 – თბილისში, 426- აჭარაში.
  • 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835  ადამიანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის მდგომარეობით saqarTveloSi ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 951 შემთხვევა.

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის.

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაყვანილი ოჯახებისა და მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ ჯამში, დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა.

ოჯახები, სახლების ავარიულობის გამო [ასევე 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად] ქალაქის 13 ლოკაციიდან ჰყავთ გაყვანილი.

მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ 201 ოჯახში შედის ჯავახიშვილის ქუჩა 47-დან გაყვანილი 20 ოჯახი, თუმცა ამ კორპუსში სულ 60 ოჯახი ცხოვრობს და რამდენი გადავა და რამდენს გადაუხდის მერია ქირას, იანვრის ბოლომდე დაზუსტდება.

ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განსხვავებულია ასეთი ოჯახებისთვის ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხის ოდენობაც და ის 450 ლარიდან, მაქსიმუმ 1 200 ლარამდე [რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული] მერყეობს.

ბათუმის მერიამ შეიმუშავა სპეციალური ქვეპროგრამა, რომელიც ქალაქში ავარიული სახლების დემონტაჟსა და შემდეგ მშენებლობას, ასევე ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

უშუალოდ „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია“, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

„წლებია ქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მასშტაბით არსებული ამორტიზებული, საცხოვრებლად გამოუსადეგარი, ავარიული საცხოვრებელი შენობები. ასეთი შენობების შესწავლისას გამოვლინდა ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი. შესწავლით დადგინდა, რომ ავარიულობის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წლების განმავლობაში განხორციელებული მიშენება-დაშენების და სხვადასხვა სახის სამშენებლო ჩარევების მავნე პრაქტიკამ, ავარიული სახლების უმრავლესობის იერ-სახე სრულადაა დამახინჯებული, ისინი არ პასუხობს უსაფრთხოების სტანდარტებს. ბათუმის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის ღონისძიება“ – აღნიშნულია პროგრამაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია, მრავალწლიანი პროექტია და  სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2025 წლებში] ჯამში 80 მილიონი ლარია“.

ბათუმში, 26 მაისის ქ. N13-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისთვის ბიუჯეტიდან [2021-2022 წ.წ.] ჯამში 560 176 ლარი დაიხარჯება.

ოქროს გლობუსი 2022-ის გამარჯვებულები – სია

დღეს, 9 იანვარს [საქართველოს დროით 10 იანვარს], ოქროს გლობუსი რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კოვიდპანდემიის გამო 2022 წლის ცერემონიაზე არ ყოფილა არც წითელი ხალიჩა და არც მსახიობები გამოჩენილან კამერების წინაშე – უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები ტვიტერის საშუალებით დაასახელა.

 

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს.

განთიადში ხანძარია, სავარაუდოდ ეკალ-ბარდი იწვის

სოფელ განთიადში ხანძარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ ეკალ-ბარდი იწვის.

სახანძრო სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ სახანძრო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს არ არის.

ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა ტერიტორიასაა ხანძარი მოდებული.

რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა

ბათუმში ყინულის არენის დასრულების და ახალი საცურაო აუზის მოწყობის პროექტისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს ხელახლა იკვლევს.

კომპანიამ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სავარაუდო ღირებულება 2021 წლის აგვისტოშიც დაადგინა, თუმცა კონკურსი, დოკუმენტაციის შესყიდვაზე, აღარ გამოუცხადებია.

როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში გვითხრეს, პროცედურები დროში გაიწელა და აგვისტოში დადგენილი ფასებით იანვარში კონკურსს ვერ გამოაცხადებდნენ. შესაბამისად, სავარაუდო ფასის დასადგენად ბაზრას ხელახლა იკვლევენ.

დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას თავიანთი შეთავაზებები წერილობით ამჯერად 2022 წლის 17 იანვრამდე უნდა წარუდგინონ.

ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შეძენაზე, შემდეგ კი, ამ პროექტის საფუძველზე, ლადო ასათიანის 27-ში დაწყებული მშენებლობა უნდა დასრულდეს და აშენდეს ახალი საცურაო აუზი.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს აჭარის მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის ვერ ესწრებოდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმ დროს იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში

სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს

ბათუმის ბიუჯეტში 2022 წელს პროგრამისთვის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – 6 246 022 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 25 122 ლარი იქნება ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა თანადაფინანსების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებია.

ამ პროგრამის ფარგლებში რემონტდება მრავალბინიანი სახლების სახურავები, ფასადები, ლიფტები, კანალიზაციის სისტემები ეზოებში და ასევე ტარდება საერთო ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროგრამას მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს.

პროგრამაში ჩამოთვლილია ყველა ის მისამართი, სადაც 2022 წელს აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, გარდა იმ მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოებისა, რომელთა კეთილმოწყობა-რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 მილიონი ლარია გაწერილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით არჩევენ ასეთ ეზოებს და ამასთან ვთხოვეთ მოეწოდებინათ იმ ეზოების მისამართები, სადაც პროგრამის ფარგლებში წელს 1 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სამმართველოდან პასუხად მხოლოდ ეს მოგვწერეს: „ეზოების მისამართების შერჩევა საჭიროების მიხედვით ხორციელდება“.

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოებს, ისინი შემდეგ მისამართებზე უნდა ჩატარდეს:

საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია

მისამართები: დ. თავდადებულის ქ.N83; ალ. ჩხაიძის ქ.N6; ჯავახიშვილის ქ.N74; ქათამაძის ქ.N44; ქუთაისის ქ.N31; 9 მარტის ქ.N7; პუშკინის ქ.N25, მრავალწლიანი პროექტებია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2022 წ.წ.] შეადგენს 427 996,27 ლარს [არ გადაგვიმოწმებია, მაგრამ როგორც სამმართველოში განმარტეს, ამ მისამართებზე დაწყებულია სამუშაოები 2021 წელს, ან ხელშეკრულებაა გაფორმებული და სამუშაოები 2022 წელს გაგრძელდება და დასრულდება – ავტ].

სახურავების რეაბილიტაცია ჩატარდება ასევე შემდეგ მისამართებზე: იმედაშვილის შეს. 16/18; ფარნავაზ მეფის/კ.გამსახურდიას ქ. N44/27; ჯავახიშვილის ქ. N72დ (ოძელაშვილის 20ა); ლერმონტოვის ქ. N36/38; წერეთლის N1; რ. კომახიძის შეს N6ა; ლერმონტოვის ქ.N90.

პროგრამის მიხედვით, „სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ამზადებს ამხანაგობა. განცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება სამ და მეტსართულიანი სახლების სახურავების გადახურვას; ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე განისაზღვრება სახურავისა და შესაბამისი კონსტრუქციების (კედლების, ჭერის) მდგრადობა და სიმყარე, რაც შეიძლება გახდეს პროგრამაში მონაწილეობის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი“.

უშუალოდ 2022 წლის ბიუჯეტიდან ამ კუთხით 606 498 ლარი დაიხარჯება, ხოლო ამხანაგობები ჯამში 6 126 ლარს გადაიხდიან.

მრავალბინიანი სახლების და ეზოების კომუნალური სისტემის მოწესრიგება

მისამართები: პუშკინის ქ. N35დ; ს. ხიმშიაშვილის ქ. N64; ჯავახიშვილის ქ. N72ბ; ლერმონტოვის ქ. N21; ბარათაშვილის ქ. N1; გორგასლის ქ. N146; ფარნავაზ მეფის ქ. N70; რ. კომახიძის შეს. N6ა; გიორგი ბრწყინვალეს ქ. N54; ლერმონტოვის ქ. N18; ბარათაშვილის ქ. N27; ფრ. ხალვაშის ქ. N332; მელაშვილის ქ. N20; გორგასლის ქ. N2; ჯავახიშვილის ქ. N61; მ. აბაშიძის ქ. N57; ს. ხიმშიაშვილის ქ. N3; მელიქიშვილის ქ.N48; ლუკა ასათიანის ქ. N47; ნობელების ქ. N44; ლერმონტოვის ქ. N106ა; გენ. ასლ. აბაშიძის ქ. N7; 26 მაისის ქ. N16; მაიაკოვსკის ქ. N3ა; ვაჟა ფშაველას ქ. N63.

„მრავალსართულიან/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფში და სარდაფიდან გამომავალი მოძველებული (ექსპლუატაციისთვის უვარგისი) და ამორტიზებული კომუნალური სისტემის (საკანალიზაციო) შეცვლა; 100%-ით ახორციელებს ა(ა)იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ადგენს სამმართველო“, – აღნიშნულია პროგრამაში.

ამ კუთხით წელს 1 მილიონ 300 ათასი ლარია გაწერილი ბიუჯეტში.

ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი

მისამართები: ლერმონტოვის ქ. N14; ფარნავაზ მეფის ქ. N135; ჰ. აბაშიძის ქ. N10/12; ინასარიძის ქ. N9; აღმაშენებლის ქ. N24; ტაბიძის ქ. N23; ახმეტელის ქ. N3 [მრავალწლიანი პროექტებია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2021-2022 წ.წ.) შეადგენს 737 234,13 ლარს].

ასევე მრავალწლიანი პროექტები ხორციელდება მისამართებზე: 26 მაისის ქ. N10; ლ. ასათიანის ქ. N2/27; ჭავჭავაძის ქ. N78/88; გორგილაძის ქ. N88; გრიშაშვილის I ჩიხი სახლი N3; გრიბოედოვის ქ. N24 [სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2021-2022 წ.წ.) შეადგენს 757 460,23 ლარს].

ახალი ლიფტები დამონტაჟდება ასევე შემდეგ მისამართებზე: ანდრია პირველწოდებულის ქ. N58; 26 მაისის ქ. N10/12; ლეონიძის ქ. N4 (სამგ); აღმაშენებლის ქ.N15; აღმაშენებლის ქ. N30; აღმაშენებლის ქ. N16; ტაბიძის ქ. N23.

პროგრამის მიხედვით, „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟი და ახალი თანამედროვე ლიფტის მონტაჟი – ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – მერიის სამმართველო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ადგენს სამმართველო“.

ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ლიფტებისთვის წელს 1 880 567 ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან, ხოლო ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა იქნება ჯამში 18 996 ლარი.

სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია

მისამართები: ახმეტელის ქ. N1 ; ახმეტელის ქ. N3 ; ახმეტელის ქ. N5; ახმეტელის ქ. N7; ახმეტელის ქ. N9; შავშეთის ქ. N6; კობალაძის ქ. N5 [აქაც მრავალწლიანი პროექტებია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2022-2023 წ.წ.) შეადგენს 4 749 917,64 ლარს]. უშუალოდ 2022 წლის ბიუჯეტიდან კი 325 ათასი ლარი დაიხარჯება.

ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციას 100%-ით ახორციელებს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო.

მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი და რეაბილიტაცია

მისამართები: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას N107; ქ. ბათუმი, ი.ნონეშვილის N1; ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის N8; ქ. ბათუმი, ტბ. აბუსერიძის N31; აღმაშენებლის ქ. N19; შარაშიძის ქ. N23; ფრიდონ ხალვაშის XIII ჩიხი N13.

ეს სამუშაოებიც მთლიანად ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 2022 წელს 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აჭარაში პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების თანხა გაიზარდა

აჭარაში ფერმერების მიერ სახელმწიფოს ლიცენზირებულ სასაკლაოებზე რქოსანი პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების ღირებულების თანადაფინანსება 2022 წელშიც გაგრძელდება.

სუბსიდიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 158 ათას 20 ლარია გამოყოფილი. ფერმერს 1 კგ ხორცზე [ტან-ხორცის წონა] ბიუჯეტიდან 56 თეთრს გადაუხდიან. პროგრამის ფარგლებში 251 000 კილოგრამი ხორცის სუბსიდია იგეგმება.

„პროგრამა ითვალისწინებს ფერმერის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის 80 პროცენტიან სუბსიდირებას ლიცენზირებულ სასაკლაოზე. ჩატარებული ბაზრის კვლევის მონაცემების შესაბამისად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულება 1 კგ ხორცზე (ტან-ხორცის წონა) საშუალოდ 0.70 ლარია, საიდანაც 0.56 ლარის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ დადგენილი წესით ფერმერის სუბსიდირება“, – აღნიშნულია პროგრამაში.

2021 წელს, ანალოგიური პროგრამით სუბსიდირებული იქნა 188 595 კილოგრამი ხორცი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

თუმცა, როგორც პროგრამაშია აღნიშნული, გასული წლის ივნისამდე დაკვლის მომსახურების ღირებულება 1 კილოგრამზე იყო 0.475 ლარი და სუბსიდია – 38 თეთრი, ივნისიდან კი, დაკვლის მომსახურება 70 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო სუბსიდია 56 თეთრი გახდა.

საქონლის ხორცის გაყიდვის მიზნით პირუტყვი, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ ლიცენზირებულ სასაკლაოზე უნდა დაიკლას.

აჭარაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამის გარდა, მიმდინარე წელს გაგრძელდება ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების პროგრამაც. ამ პროგრამისთვის 2022 წელს ჯამში 198 376 ლარია გამოყოფილი [აქედან 37 671 ლარი უშუალოდ სუბსიდიისთვის].

პროგრამის მიხედვით, 2021 წელს აჭარაში ხელოვნურად განაყოფიერებული იქნა 3 200 სული ფური, მიმდინარე წელს კი, ეს რიცხვი 3 650-მდე გაიზრდება.

„მიმდინარე წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების მიზნით, ხელოვნურად განაყოფიერდება 3 650 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ფერმერების ნაკლებ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, რაც შემდგომ წლებში შესაძლებლობას მისცემს ვეტერინარებს კერძო ვეტერინარიის პირობებში განხორციელონ იგივე მომსახურება სუბსიდირების გარეშე“, – აღნიშნულია პროგრამაში.

პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების ღირებულება აჭარაში განისაზღვრება 60 ლარით, საიდანაც:

მღალმთიან რეგიონში [ქედა, შუახევი და ხულოს მუნიციპალიტეტები] ფერმერის მიერ ერთი სული ფურის განაყოფიერებაზე გადასახდელი თანხა იქნება ღირებულების 17% [10 ლარი];

ქალაქ ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტბში კი, იქნება 50%, [30 ლარი],

დარჩენილი თანხის სუბსიდირებას განახორციელებს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებზე.

„პროგრამის განხორციელება „აგროსერვის ცეტრმა“ დაიწყო 2012 წლიდან და ყოველ მომდევნო წელს ხდებოდა ხელოვნური განაყოფიერების რაოდენობის ზრდა. ამ საქმიანობის დაწყებისას ხელოვნური განაყოფიერების მოცულობა რეგიონში თუ იყო 130, 2021 წელს იყო 3 200“, – აღნიშნულია პროგრამაში.

დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

მიშა ბოცვაძე ისტორიის მასწავლებელი იყო თბილისიდან და ის დიდაჭარაში გახსნილ პირველ ქართულ სკოლაში ასწავლიდა. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ისტორიკოსს დიდაჭარიდან გაძევებას უპირებდნენ ფუნდამენტალისტები. თუმცა მიშა დიდაჭარლებმა საბძელში, თივაში დამალეს. 

“სოფელ დიდაჭარაში პირველი ქართული სკოლა ოროთახიან შენობაში 1924 წელს გაიხსნა. ისტორიის მასწავლებლად თბილისიდან მოიწვიეს მიშა ბოცვაძე, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ხულო, სოფელი დიდაჭარა და დიდაჭარლები.

ამ სოფლის მკვიდრის, მედიკო გობაძის მონათხრობის თანახმად, ქართული სკოლა დიდაჭარაში, ოროთახიან შენობაში სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო, როცა შუახევის სოფელ ჭვანაში რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა შეიტყვეს ქართული სკოლის გახსნის შესახებ და დიდაჭარაში შემოსული პედაგოგების სოფლიდან განდევნა მოიწადინეს.

„ამ ამბის შესახებ რომ გაიგეს დიდაჭარლებმა, ბაბუაჩემმა, სელიმ შავაძემ და მისმა ძმებმა – ნიაზ და ადამ შავაძეებმა, გადაწყვიტეს მასწავლებელი დაემალათ. მათ უნდოდათ, რომ დიდაჭარაში ეფუნქციონირა ქართულ სკოლას, რომელიც მათ შვილებს განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. 

მიშას და დანარჩენ მასწავლებლებს გადააცვეს კაბები, რათა არავინ მიმხვდარიყო, რომ დასამალად მიჰყავდათ. ისინი ღამით ჩუმად წაიყვანეს. ბაბუაჩემმა მასწავლებლები ქალებად გაასაღა, რომლებიც თითქოს მატყლის ნადში უნდა დახმარებოდნენ და ყველა გზად შემხვედრს ამას ეუბნებოდა. 

ბაბუაჩემმა პედაგოგები საბძელში, თივაში დამალა და მოიტყუა, რომ სოფლიდან უკვე წასულები იყვნენ. ამ გზით დარჩნენ დიდაჭარაში პედაგოგები. დიდაჭარიდან პედაგოგების გაძევების მიზნით მართლაც შემოსულან სოფელში, ყველა ოჯახი მოუვლიათ, მაგრამ ვერსად უპოვიათ მასწავლებლები და წასულან“. 

მიშა ბოცვაძე დიდაჭარაში ზამთარში ჩასულა, ანუ იმ დროს, როცა სოფელში უფრო მეტად თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე სხვა დროს. ამით ისარგებლა პედაგოგმა და სოფელში ყველას ჭადრაკის თამაში ასწავლა.

„ბოცვაძემ ბაბუაჩემს შესთავაზა, რომ ჭადრაკს ასწავლიდა და ჭადრაკის ფიგურები დახაზა. სოფელში ხის კარგი მთლელი იპოვეს, რომელმაც ფიგურები გამოჭრა. მერე თანდათან მთელი სოფელი დაინტერესდა ჭადრაკით.

როცა სკოლა გაიხსნა ყველა სკოლაში დადიოდა თურმე, ბავშვები თუ მათი მშობლები. 

დიდაჭარიდან წასვლის შემდეგ მიშა ბოცვაძე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ფილმ “მონანიების” მთავარი როლის შემსრულებელი, ზეინაბ ბოცვაძე მიშა ბოცვაძის შვილია. 

მოგვიანებით, 1986 წელს, დიდაჭარლებმა სოფელში ჭადრაკის სახლი ააშენეს და გახსნაზე მოიწვიეს მიშა ბოცვაძის შვილები. ჭადრაკის სახლის გახსნაზე ასულმა მიშას შვილებმა მოისურვეს, რომ სტუმრობდნენ ოჯახს, სადაც მიშა ცხოვრობდა და ღამეც იმ ოჯახში გაათიეს. დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის გახსნას ესწრებოდა ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილიც.

1983 წელი. ნონა გაფრინდაშვილი [მარჯვნიდან მეექვსე] დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლის გახსნაზე
მიშა ბოცვაძის დიდაჭარაში ცხოვრების შესახებ ჩემი მშობლებისგან და ასევე, სხვა დიდაჭარლებისგან ვიცი”, – გვიყვება მედიკო გობაძე, ამ სოფლის მკვიდრი, პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი. 

მიშა ბოცვაძემ დიდაჭარაში სულ რამდენიმე წელი გაატარა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ის სისტემატურად აგზავნიდა წერილებს სოფელში. დღეს ამ წერილების ნაწილი დიდაჭარაში, ახმედ შავაძის შთამომავლების ოჯახში ინახება, სადაც მიშა ბოცვაძე ცხოვრობდა მასწავლებლად მუშაობის დროს.  

მიშა ბოცვაძის ერთ-ერთი წერილი

მედიკო გობაძის თქმით, მიშა ბოცვაძის წერილების ნაწილი მის ოჯახს მაშინ ჩაუტანა სოფელ დიდაჭარას სახელით, როცა სტუდენტი გახდა.

“როდესაც წერილები მიშა ბოცვაძის შვილს მივეცი, კითხვა დაიწყო და რამდენიმე წინადადების წაკითხვის შემდეგ ატირდა. მასწავლებელი მიშა დიდაჭარლებს წერდა თუ როგორ ძლიერ მოენატრა ისინი და მალე ჩავიდოდა მათ სანახავად”, – იხსენებს მედიკო. 

___

მთავარი ფოტო: მიშა ბოცვაძე და დიდაჭარის ჭადრაკის სკოლის შენობა

„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს.

პრემიერის დღევანდელი განცხადებით, მთავრობა აპირებს გახსნას თურქეთის ბაზარი:

„ჩვენ ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთი შემოვიდეს მაღალი ხრისხის მედიკამენტებით, რაც ჩვენი პროგნოზით ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. გარდა ამისა ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“.

„ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია. კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა [აზარაშვილი], ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები“ – განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს.

„მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება,“ – ამის შესახებ პრემიერმა გასულ წელს რამდენჯერმე განაცხადა:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები.

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო წლებია აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადიოდა, რომ იაფად შეეძინა საჭირო წამლები. ეს პროცესი პანდემიამ შეაფერხა.

„ბათუმელები“ ჯერ კიდევ წინა წლებში წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე.

ამავე თემაზე ნახეთ:

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

 

საქართველოში ომიკრონის 816 დადასტურებული შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა.

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მსოფლიოში COVID-19-ის ამ ახალი შტამის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. დინამიკა მზარდია საქართველოშიც.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღაბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.“ – აცხადებს ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ომიკრონის პირველი შემთხვევა საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ შემთხვევას არ უტარდება, შესაბამისად, სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად ომიკრონის შემთხვევები ქვეყანაში გაცილებით მეტია.


10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 2 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა:

2 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში კოვიდის 336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი – 10 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში 10 იანვრის დილის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობს 595 პაციენტი, აქედან 133 მძიმე პაციენტია; 42 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 402 ადამიანი მკურნალობს.

10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 2 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

2 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში

10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 2 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა სულ – 962 827 , ბოლო 24 საათში – 2 953
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 913 528 , ბოლო 24 საათში – 1 085
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 218 , ბოლო 24 საათში – 31

ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, PCR ტესტით – 10 505.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%

  • სულ აცრილია – 2 553 749, დღიურად აცრილია – 1 899
  • კარანტინის რეჟიმში – 69
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 409
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 694

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთი – 218, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 363 საიდანაც:

  • 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919 აჭარაში – 595, იმერეთში – 761.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 133, იმერეთში – 263.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 42, იმერეთში – 25.
  • 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 – თბილისში, 402 – აჭარაში.
  • 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.

 

 

რაში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი წელს ბიუჯეტიდან – კოვიდის მართვა აჭარაში

ახალი კორონავირუსის [COVID-19-ის] შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს თანხა, ძირითადად, საკარანტინე სივრცეების მოწყობას მოხმარდება, ხოლო პროგრამას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი განახორციელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს არსებულ საკარანტინე სივრცეებში [კოვიდსასტუმროებში] შესაბამისი მომსახურება გაეწია 5 250-მდე პირს. 2022 წელს კი კოვიდსასტუმროებში 3 750 პირის განთავსებას ვარაუდობენ.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზება გაეწევა საკარანტინე სივრცეების (კოვიდსასტუმროების) მოწყობას. შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინში განთავსების, ტრანსპორტირების, კვების, დასუფთავების, უსაფრთხოებისა და საკარანტინე პერიოდში სათანადო პირობების შექმნას ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. ასევე დეპარტამენტი შეისყიდის სხვა საქონელს/მომსახურებას, რაც აუცილებელი იქნება საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში 340 პაციენტია; მთლიანობაში კი რეგიონში ვირუსზე 2 601 ადამიანი მკურნალობს.

ვიდრე აჭარის 2022 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებდნენ, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა აჭარის მთავრობას მოუწოდა პანდემიის პრევენციის მიზნით დაფინანსება გაეზარდა.

„COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებისათვის მიზნობრივი დაფინანსების შემცირება, ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, არამართებულია და საჭიროებს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული მუხლის ზრდას,“ – აღნიშნული იყო კომიტეტის შენიშვნაში.

„2021 წლის 21 ოქტომბერს [ბათუმის ახალი რესპუბლიკური] საავადმყოფო მართვის ფუნქციით გადაეცა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ხოლო არსებული კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით რეგიონში ფუნქციონირებს 2 კოვიდსასტუმრო და 1 საკარანტინე სივრცე, რის გამოც 2022-2025 წწ პროგრამის ბიუჯეტი შემცირებულია“ – აღნიშნული იყო აჭარის მთავრობის პასუხში.

აჭარის მთავრობა ასევე მიუთითებდა, რომ „რეგიონში ვაქცინაციის დონე ყველაზე მაღალია. სამიზნე მოსახლეობის 60% უკვე აცრილია. შესაბამისად აჭარაში შემცირებულია ინფიცირების შემთხვევები და ასევე, ინფიცირებულ პირთაგან კოვიდსასტუმროში განთავსებაზე მომართვიანობაც“.

„რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ვირუსის გავრცელების არასტაბილური ფაქტორი. მომავალ წელს კოვიდის მასშტაბის და გავრცელების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რაიმე ტიპის პროგნოზი გამოქვეყნებული, ამიტომაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნული საკითხის მიმართებაში იმოქმედებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, სიტუაციის შესაბამისად,“ – აცხადებდა გასული წლის ბოლოს აჭარის მთავრობა.

ამ თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

კომპანია ბათუმის თევზის ბაზართან ქიმიური პროდუქტების დასაწყობებას გეგმავს

ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კარგო პარსელი“ მშრალი ტვირთების ღია სასაწყობო მეურნეობას ამუშავებს, სადაც სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება და საბაჟო ოპერაციებში მოქცევა მიმდინარეობს.

კომპანია ამჯერად ამავე ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობასაც გეგმავს.

ახალი საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშით მიმართა.

ანგარიშის მიხედვით, „საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია წარმოადგენს შპს „კარგო პარსელის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, სადაც უკვე მიმდინარეობს ანალოგიური პროფილის სამუშაოები (მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება-გატანა), ხოლო ტერიტორიის სხვა ალტერნატივის შერჩევის შემთხვევაში კომპანიას მოუწევდა საჭირო ტერიტორიის, კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც შესაბამისად, გარემოს კომპონენტებზე ზემოქმედებას გამოიწვევდა და დაკავშირებული იქნებოდა კომპანიის მაღალ ფინანსურ დანახარჯებთან“.

„მიუხედავად ზემოხსენებულისა, მოცემული გარემოება კომპანიას არ ათავისუფლებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებისაგან – გზშ-ის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით“, – აღნიშნულია სამინისტროს დასკვნაში.

სამინისტროს გადაწყვეტილებით კომპანია ვალდებულია ღია სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციაზე გზშ-ის ანგარიში მოამზადოს.

დოკუმენტების მიხედვით:

„სასაწყობე მეურნეობაში ერთდროულად მოსალოდნელია დასაწყობდეს 1000 კუბ/მ ან მეტი მოცულობის მშრალი ტვირთები, მათ შორის, ნავთობის კოქსი, ამონიუმის ნიტრატი, ქვანახშირი, გრანულირებული გოგირდი.

  • ნავთობის კოქსის ტვირთი სასაწყობე ტერიტორიაზე შევა ნაყარი სახით, რომლის მაქსიმალური ტვირთბრუნვა წელიწადში 500 000 ტონაა. სკოპინგის ანგარიშის შესაბამისად, ნავთობის კოქსი წარმოადგენს ნავთობის გადამუშავებიდან მიღებულ პროდუქტს (ნახშირბადით მდიდარი მყარი მასალა, რომელიც საწვავად გამოიყენება).
  • სასაწყობე ტერიტორიაზე ნაყარი სახით შევა ასევე ქვანახშირი (მაქსიმალური ტვირთბრუნვა – წელიწადში 600 000 ტ), რომელიც (საერთაშორისო ბაზარზე) წარმოადგენს მყარ, საწვავ სასარგებლო წიაღისეულს.
  • ამონიუმის ნიტრატის ტვირთის სასაწყობე ტერიტორიაზე შეტანა-დასაწყობება გათვალისწინებულია „ბიგ-ბეგების” სახით (მაქსიმალური ტვირთბრუნვა წელიწადში 600 000 ტ). აღნიშნული, ქიმიური პროდუქტია, რომელიც სასუქად გამოიყენება.
  • გრანულირებული გოგირდის ტვირთი სასაწყობე ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდება შეფუთული „ბიგ-ბეგებით” ან ნაყარი ფორმით (მაქსიმალური ტვირთბრუნვა წელიწადში 700 000 ტ). აღნიშნული ქიმიური პროდუქტი გამოიყენება სასუქად და სხვადასხვა ინდუსტრიული დანიშნულებით.
  • მადნეული ნაყარი ტვირთებიდან და კონცენტრატებიდან გათვალისწინებულია: მანგანუმის მადნის (500 000 ტ/წ), სილიკო მანგანუმის კონცენტრატის (400 000 ტ/წ), ბარიტის (150 000 ტ/წ), კვარცის (150 000 ტ/წ), სპილენძის კონცენტრატისა (150 000 ტ/წ) და ცემენტის (250 000 ტ/წ) ტვირთბრუნვა, საიდანაც მანგანუმის მადნის, სილიკო მანგანუმის კონცენტრატის, ბარიტის და კვარცის შემოტანა გათვალისწინებულია ნაყარი სახით, ხოლო სპილენძის კონცენტრატისა და ცემენტის შემოტანა ,,ბიგ-ბეგების” სახით.
  • სასაწყობე ტერიტორიაზე შეფუთული ტვირთები („ბიგ- ბეგებით“), მათ შორის ქიმიური სახის პროდუქტების (ამონიუმის ნიტრატის და გრანულირებული გოგირდის), ასევე სპილენძის კონცენტრატის და ცემენტის მიღება გათვალისწინებულია სარკინიგზო ტრანსპორტით.
  • აღწერილი პროდუქტების (ტვირთების) სასაქონლო ტვირთბრუნვის ოპერაციების ხანგრძლივობად (შენახვა/დასაწყობება) განსაზღვრულია 30-დან 90 დღემდე პერიოდი.
  • ტვირთები შევა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული, ისე უცხოეთიდან იმპორტირებული სახით, საერთაშორისო სასაქონლო კოდებით და დაცული იქნება მათი ტრანსპორტირების და შეფუთვის სტანდარტები. სასაწყობო მეურნეობა იმუშავებს უწყვეტი 24-საათიანი რეჟიმით“.

სამინისტროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ამ პროექტთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები ან/და მოსაზრებები სამინისტროში არ დაფიქსირებულა“.

პარალელურად კი, „სკოპინგის პროცედურის შედეგად განსაზღვრული და დადგენილი იქნა დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე გზშ-ის პროცესში დეტალურად შესასწავლი ზემოქმედებების საკითხები“.

 

[toggle title=”შენიშვნები, რაც კომპანიამ გზშ-ის ანგარიშში უნდა გაითვალისწინოს, ნახეთ აქ:“]

შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშში:

  • რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით გზშ-ის ანგარიშში განხილული იქნეს საპროექტო, მათ შორის ნაყარი ტვირთისთვის დახურული ტიპის საწყობის მოწყობის შესაძლებლობის საკითხი;
  • არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ნაყარი ტვირთების ოპერირების შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;
  • „ბიგ-ბეგების“ შესაძლო დაზიანების და პროდუქტის გარემოში მოხვედრის პრევენციის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
  • სკოპინგის ანგარიშში ნაყარი ტვირთების დასაწყობების პირობების შესახებ ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას;
  • სანიაღვრე წყლების დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით ტერიტორიის სისტემატური დასუფთავების და დასუფთავებისთვის შერჩეული ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია;
  • სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „სასაწყობე მეურნეობაში ტვირთები შემოვა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული, ისე უცხოეთიდან იმპორტირებული სახით, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სასაქონლო კოდებით და დაცული იქნება მათი ტრანსპორტირების და შეფუთვის სტანდარტები“. შესაბამისად, გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი იქნეს ზემოხსენებული სასაქონლო კოდების, ტვირთების ტრანსპორტირების და შეფუთვის სტანდარტების შესახებ ინფორმაცია;
  • დაზუსტებას საჭიროებს სასაწყობე მეურნეობაში დამატებით ნავთობპროდუქტის, ქიმიური პროდუქტის და საწვავი წიაღისეულის სახეობის მშრალი ტვირთების დროებითი დასაწყობების ადგილის შესახებ ინფორმაცია;
  • დაზუსტებას საჭიროებს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით;
  • ვინაიდან, სასაწყობე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნავთობპროდუქტის, ქიმიური საწვავი წიაღისეულის, ასევე მადნების და კონცენტრატების მშრალი ტვირთები (მათ შორის ნაყარი სახით), გზშ-ის ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედებების ზუსტი პარამეტრების გაანგარიშება, როგორც სასაწყობე ტერიტორიაზე, ასევე უახლოეს მოსახლეობასთან მიმართებაში (განსაკუთრებით წარმოქმნილ მტვერზე);
  • სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, უახლოეს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი საწარმოო ტერიტორიის საზღვრებიდან (ღობიდან)
    დაშორებულია 70 მეტრით (ი. ნონეშვილის ქუჩის), თუმცა ელექტრონული გადამოწმების შედეგად, ტერიტორიასთან უახლოესი შენობა-ნაგებობა
    წარმოდგენილია ი. ნონეშვილის N1-ის მიმდებარედ, რომელიც დაშორებულია 40 მეტრით, შესაბამისად, გზშ-ის ეტაპზე საჭიროა აღნიშნული შენობა ნაგებობის ფუნქციის განსაზღვრა.
  • ასევე დაზუსტებას საჭიროებს სარკინიგზო ჩიხიდან (ტერიტორიის გეომეტრიული ცენტრი) უახლოესი დასახლებული პუნქტი დაშორების მანძილი. ასევე დასაზუსტებელია ტექნიკის სამუშაო ზონასა და უახლოეს დასახლებულ ზონას შორის მანძილი;
  • სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ,,სანიაღვრე წყლების დაბინძურება შესაძლებელია გამოიწვიოს ტერიტორიაზე მშრალი ნაყარი ტვირთების
    დასაწყობების და გადატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში ან/და ბიგ-ბეგების დაზიანებისას გაბნეულმა ნაწილაკებმა, რომელიც ჩამოირეცხება ატმოსფერული ნალექის დროს, თუმცა ამ შემთხვევაში დასაწყობებული ნივთიერებების (ქიმიური, ნავთობპროდუქტი, კონცენტრატები და მადნეული წიაღისეული) რამდენიმე ასეულჯერ განზავდება მორეცხვის დროს გამოყენებულ ან წვიმის წყლებში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ჩამდინარე წყლების ზენორმატიულ დაბინძურებას ამ ნივთიერებებით’’ – ზემოაღნიშნული ჩანაწერი გაუგებარია, ვინაიდან პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე წყლების ლოკალურ და ბათუმის ნავთობტერმინალის გამწმენდში მიწოდება. ამასთან, დაზუსტებას საჭიროებს
    ინფორმაცია ნივთიერებების განზავების შესახებ;
  • გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას, შპს ,,კარგო პარსელს’’ და შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალს” შორის დადებული ხელშეკრულების (რომლის მიხედვით სასაწყობო მეურნეობის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული სანიაღვრე და გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემა და მარტივი ტიპის ლოკალური სალექარი-ნავთობდამჭერი შპს „კარგო პარსელს“ დარჩა სარგებლობაში) პირობების შესახებ ინფორმაცია;
  • გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს, ინფორმაცია სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, ერთიანი ცხრილის სახით. გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული თითოეული საკითხის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი თანმიმდევრობით;
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა N57

[/toggle]

 

სამინისტრო ავალებს კომპანიას, რომ გზშ-ის ანგარიში შეადგინოს მოქმედი კანონმდებლობის, განსაკუთრებით სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული მითითებების სრული დაცვით.

33 500 კვ/მ ტერიტორია, „კარგო პარსელმა“ „ბათუმის ნავთობტერმინალისგან“ 2019 წლის სექტემბერში იყიდა [„ყოფილი საწარმოო უბნის – ნავთისა და ბენზინის გადატვირთვის სადგურის (ნავთის უბნის) ტერიტორია“].

კომპანია „კარგო პარსელი“, თავდაპირველად აცხადებდა, რომ ის კარბამიდის შემოტანას გეგმავდა აზერბაიჯანიდან და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობებას [ბათუმში დასაწყობების ვადა კი არ გადააჭარბებდა ერთ თვეს].

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მაშინაც მოსთხოვა.

„ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნული იყო სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.

ამ თემაზე:

როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

შპს „კარგო პარსელი“ კი 2019 წლის ივნისში დაარეგისტრირა იოსებ პატარაიამ. რეესტრის ამონაწერით კომპანიის 66.7% წილს იოსებ პატარაია ფლობს, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა, წილის 33.3%-ის მფლობელი კი მამუკა დალაქიშვილია.

 

მთავარი ფოტო: ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის დასაწყობება შტაბელებად / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

 

 

ქართული წარმოშობის თურქი ბათუმზე – ჩემთვის 1 დღით ცხოვრებაც საკმარისია ამ ქალაქში

ავტორი: ოლგუნ სარიმუსტაფაოგლუ

მე ოლგუნი ვარ. დავიბადე ქალაქ რიზეში – მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ვარ. შავი ზღვის სანაპიროზე გავიზარდე, თუმცა ახლა სტამბულში ვცხოვრობ და ვმუშაობ.

ამის მიუხედავად, სარკეში რომ ვიხედები, ჩემს წინ ნამდვილად ქართველ კაცს ვხედავ.

დედაჩემის ბაბუა ბათუმელი იყო. თურქეთში ემიგრაციაში წასვლა მას მოუწია. სწორედ ამიტომ ბათუმი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და თითქმის ყოველწლიურად ვახერხებდი ჩამოსვლას კიდეც. თუმცა, ბოლო დროს, უფრო ზუსტად კი ბოლო 2 წელია, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ბათუმში ჩამოსვლა ვეღარ შევძელი.

ბათუმი ისეთი ლამაზი, მომხიბვლელი ქალაქია, რომ სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად. ამ ქალაქში ყველა ქუჩა ერთმანეთისგან განსხვავდება და ადამიანებიც განსხვავებულად ცხოვრობენ.

სარფში გადასვლისთანავე ხვდები, რომ ეს არის თბილად მომზირალი ადამიანების ქალაქი და აღფრთოვანება გიპყრობს გემრიელი საჭმელების გამოც.

შავი ზღვიდან მონაბერი ქარი სიმშვიდეს განიჭებს ადამიანს… და წვიმა, რომელიც პირდაპირ სახეში გირტყამს და გეჩვენება, რომ არასოდეს გადაიღებს, სულ სხვანაირად გაგრძნობინებს თავს.

აქ ქართული წარმოშობის თურქისთვის ძალიან სასიამოვნო გარემოა. სახლიდან მოშორებით მყოფი, ქალაქის მყუდრო ადგილას ხედავ ქუჩებში სეირნობის დროს გაცნობილ ხალხს და მათ ესაუბრები.

ბათუმში

ადამიანები სხედან ნავსადგურში ძელსკამებზე და უყურებენ, როგორ თევზაობენ სხვები, ან დახეტიალობენ ბაზარში თუ მაღაზიებში.

სამწუხაროა იმის გააზრება, რომ ეს მშვენიერი ადგილები თანდათან მცირდება.

ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს აშფოთებთ მუდმივად მზარდი კორპუსების მიღმა დარჩენილი ძველი შენობების, ისტორიის გაქრობა.

ბათუმში თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ. ვოცნებობ ვიცხოვრო ძველი, წაბლის ხისგან აგებულ სახლში, რომელსაც ექნება ვენახი და მარანი.

ჩემთვის ამ ქალაქში ერთი დღით ცხოვრებაც საკმარისია… ის ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც სიამოვნებით ვისეირნებდი ყოველ დღე, დამღლელი სამუშაოს შემდეგ.

ბათუმი.

“ზოგჯერ მეზობელთან გადავდივარ გასათბობად” – მარტოხელა დედა შეშას ითხოვს

43 წლის ეთერ ფარტენაძე „ოცნების ქალაქში“ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქოხში, რომელსაც თავს აფარებს, წელს ცეცხლი არ დაუნთია – „პატარა „პლეტა“ მაქვს და იმით ვთბები, ზოგჯერ ვრთავო“.

ქოხის ფარღალალა, ხის კედლები კი სიცივეს ნამდვილად ვერ აკავებს.

ეთერის თქმით, გასული ზამთარი ბათუმის მერიის მიერ მიცემული შეშით გადაიტანა. წელს კი მისთვის შეშა ვერ გამონახეს. ვერც იყიდა. ასე დავრჩი 10 წლის შვილთან ერთად სიცივეშიო – გვითხრა ქალმა.

ეთერის თქმით, როცა ძალიან შესცივდებათ, „მეზობელთან გადადიან გასათბობად“.

ეთერი შვილთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამბობს, რომ ქოხში, რომელიც 9 წლის წინ ააშენა, მხოლოდ ერთი საწოლი უდგას. სხვა არაფერი. როცა ეკითხები, თუ რატომ არ მუშაობს, ორ მიზეზს ასახელებს, შვილს მარტო ვერ ტოვებს და ვერც სამუშაო ნახა – „დალაგებას შევძლებ, მაგრამ სამუშაო ვერსად ვერ ვნახეო“.

ეთერის ნაცნობი ქალების თქმით, სიღარიბის, მათ შორის სათანადო ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის უქონლობის გამო, ეთერის შვილი ვერც სკოლაში ახერხებს სრულფასოვნად სიარულს. „ბავშვისთვის საკმარის ტანსაცმელს ვერ ვყიდულობ, ზოგჯერ ჩუქნიან და სულ ეს არისო“, – გვიდასტურებს ქალიც.

ეთერს ოფიციალურად აქვს მარტოხელა დედის სტატუსი – ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში მას ამ სტატუსის გამო 120 ლარს უხდიან. ასევე იღებს სოციალურ დახმარებას. გვიხსნის, რომ მისი შემოსავალი ყოველთვიურად ჯამში დაახლოებით 300 ლარია. „სულ ეს არის, რაც წამლებშიც უნდა ვიკმაროთ და საჭმელშიცო“, – აცხადებს ქალი.

ქალი ამბობს, რომ დამოუკიდებლად თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერასდროს შეძლებს. მას, ისე, როგორც „ოცნების ქალაში“ მცხოვრებ სხვა ადამიანებს, იმედი აქვთ, რომ „ბინას მიიღებენ“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ერთ რომელიმე კორპუსში. „იქნება ჩემს შვილს მაინც მისცენ ბინაო“ – ამბობს ქალი.

ეთერ ფარტენაძის ქოხი

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის დასრულება ამ წლის მაისში იგეგმება.

რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციოდ აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 29 მილიონ 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამ თანხით დაფინანსებულია ქვეპროგრამა – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ნახეთ, კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტში გზის რომელი მონაკვეთების რეაბილიტაციას გეგმავს დეპარტამენტი:

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს:

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კალენდერე-ფერმის დასახლების“ გზის მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობაზე [სატენდერო თანხა 1 294 520 ლარი] და „ზედა სარფი სასტუმროს სარეაბილიტაციო კომპლექსის“ გზის მონაკვეთზე ასევე ცემენტობეტონის საფარის მოწყობაზე [186 100 ლარი].
  • ტენდერი გამოცხადებულია შუახევის მუნიციპალიტეტში „კარაპეტის გზის“ 3,12 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოსაწყობად. სატენდერო თანხა 1 859 040 ლარია.

ქვეპროგრამის მიზანი, როგორც ბიუჯეტის შესახებ კანონშია აღნიშნული, „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა, საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესება, სამრეწველო და ინდუსტრიული ზონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობაა“.

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მთლიანობაში 58 900 600 ლარია გამოყოფილი, რაც შემდეგ ღონისძიებებზე ნაწილდება:

  • გზების რეაბილიტაცია – 29 010 000 ლარი
  • ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 10 700 000 ლარი
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა – 19 190 600 ლარი

ამ სამუშაოებისთვის, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, დღევანდელი გათვლებით, აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 248 860 600 ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

მთავარი ფოტო: გასარემონტებელი გზა ზედა სარფში /სატენდერო დოკუმენტებიდან

 

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს – 11 და 12 იანვარს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აჭარაში კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი – 9 იანვარი

9 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 1 პაციენტი.

აჭარაში ამ დროისთვის ვირუსზე მკურნალობს 2601 პაციენტი. აქედან კლინიკებში – 563, კოვიდსასტუმროებში – 340 , ონლაინ კლინიკაში [ანუ, ბინაზე] – 1698.

ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა – 147 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის მძიმე პაციენტია – 129, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პაციენტი.

9 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 3 842 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კოვიდით 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა

საქართველოში კოვიდით 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა

9 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 3 842 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  959 874-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.

ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.

დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა – 474, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 157, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც:

  • 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 991, აჭარაში – 565, იმერეთში – 756.
  • მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში – 532, აჭარაში – 129, იმერეთში – 257.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,  მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 42, იმერეთში – 27.
  • 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 – თბილისში, 345 – აჭარაში.

27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.

გარემოსდაცვის განმარტება ბათუმში გაზის მძაფრი სუნის გავრცელებაზე

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნი გავრცელებიდან დაახლოებით სამ საათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობეს:

„გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს.

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია“.

დღეს ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნის გავრცელება დაახლოებით შვიდი საათისთვის დაიწყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მძაფრი სუნის გამო ასტკივდათ თავი.

__

რატომ დგას ბათუმში გაზის სუნი

რატომ დგას ბათუმში გაზის სუნი

დაახლოებით 19:00 საათიდან, ბათუმში გაზის მძაფრი სუნი გავრცელდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. კერძო პირებს კი კომპანიამ წერილობით აცნობა, რომ ეს სუნი „საწვავის დაცლასთან“ არის დაკავშირებული.

ბათუმის პორტის „სადისპეჩეროში“ კი „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ეს მართლაც ნავთობის გაზის სუნია.

„ნედლი ნავთობის სუნია. პორტში უზარმაზარი გემია და ნედლი ნავთობით იტვირთება. არის შემთხვევა, როდესაც ნავთობია ძალიან სუნიანი. სატვირთო ოპერაციების დროს, ანუ როცა ტანკერში ტვირთავენ ნავთობს, გამოთავისუფლებული ჰაერი ფილტრების გავლით „გაზაატვოდიდან“ გამოდის გარეთ. ფილტრები თუ არ არის წესრიგში, სუნს უშვებს, ან თვითონ ნავთობია ასეთი ხარისხის – ზოგი არის სუნიანი ნავთობი. ქარი საითაც დაუბერავს ეს სუნიც იქეთ მიდის.

სპეციალური სამსახურები მაგის დასაშვებობას ზომავენ. ჩვენთან ერთი ლიტრა „სალიარკაც“ რომ ჩაიღვაროს, იმაზე უწერენ ჯარიმებს და მაგასაც უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. ალბათ დასაშვებია ნორმა“.

„ბათუმელები“ ცდილობდა გარემოს დაცვის ინსპექციაში გადაემოწმებინა, რამდენად არის ბათუმის ტერიტორიაზე გავრცელებული გაზის სუნი „დასაშვებ ნორმაში“.

პასუხი ამ დრომდე [21:15] ვერ მივიღეთ.

პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მასწავლებლები მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილ დანამატებს მიიღებენ.

დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

  • უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით [იყო 570];
  • წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით [იყო 950];
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1 350 ლარით [იყო 1 250].

[toggle title=”ვის ეძლევა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ნახეთ აქ:”]

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

  • სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი  და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით,  დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
  • განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

[/toggle]

100-100 ლარით გაიზარდა ასევე უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლების დანამატები.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისათვის იანგარიშება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

შესაბამისად:

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 620 ლარს;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 670 ლარს.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1050 ლარს.

თვითმფრინავი ქარის გამო ვერ ახერხებს დაფრენას – ბათუმის აეროპორტი

ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, როგორც აეროპორტში გვითხრეს, ქარის გამო ვერ ახერხებს დაფრენას.

„საგანგაშო არაფერია, თვითმფრინავი ამ წუთებში [12:30 სთ] ცდილობს დაფრენას“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

განახლება: აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში ბორტი ვერ დაჯდა და ტრაპზონში გაფრინდა.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 622 ახალი შემთხვევა

8 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 2 622 ახალი შემთხვევა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა – 343, იმერეთი – 179, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 111, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 184, საიდანაც: 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 – თბილისში, 281 – აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 ადამიანი.

  • ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით.
  • ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  956 032-ს.
  • ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 911 666.
  • ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.

8 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 600 შემთხვევა.

 

აჭარაში ომიკრონის 15 დადასტურებული შემთხვევაა

Exit mobile version