მთავარი,სიახლეები

თურქმა ბიზნესმენმა ძროხებს VR-სათვალე გაუკეთა მეტი რძის მისაღებად

11.01.2022 • 13665
თურქმა ბიზნესმენმა ძროხებს VR-სათვალე გაუკეთა მეტი რძის მისაღებად

თურქული მედიის ცნობით, იზეთ ქოჩაკმა, რომელიც აქსარაიში მესაქონლეობით არის დაკავებული, ძროხების რძის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, თავის ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალე გაუკეთა და დადებითი შედეგიც მიიღო – რძის მოსავლიანობა გაიზარდა.

იზეთ ქოჩაკმა მეცხოველეობის ბიზნესი 2018 წელს წამოიწყო და ახლა 180 სული პირუტყვი ჰყავს. ის ამბობს, რომ ძროხებს მუსიკას ასმენინებს და ახლა უკვე ჭამის დროს ვირტუალურ რეალობის სათვალესაც უკეთებს.

ქოჩაკის თქმით, ამ მეთოდს რუსეთში იყენებენ და თავად ამის შესახებ ინტერნეტით გაიგო.

„რუსეთში ძროხებს უკეთებენ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ჩვენს ბიზნესში გვეცადა. პირველ ჯერზე ვირტუალური რეალობის სათვალე ორ ცხოველზე ვცადეთ. 10 დღის შემდეგ გაიზარდა როგორც რძის ხარისხი, ისე რაოდენობა. ჩვენი ძროხა, რომელიც 22 ლიტრ რძეს იწველიდა, სათვალის შემდეგ 27 ლიტრზე ავიდა“, – უყვება ჟურნალისტებს ფერმერი.

ძროხები სათვალეში მშრალ საკვებს აღიქვამენ როგორც მწვანე ბალახს

ქოჩაკის განმარტებით, რომელიც კვლევებს ეყრდნობა, სადგომებში დაბმული ძროხები, რომლებიც რეალურად მშრალი საკვებით იკვებებიან, ვირტუალური რეალობის სათვალეში ამ გარემოს აღიქვამენ, როგორ მწვანე ბალახს:

„ჩვენ ძროხები, რომლებიც ვირტუალური რეალობის სათვალეებს ატარებენ, ხედავენ უზარმაზარ მწვანე საძოვარს. ეს სათვალეები ემოციურად კარგია ცხოველებისთვის – ნაკლები სტრესი აქვთ. ეს მდგომარეობა აისახება როგორც რძის მოსავლიანობაზე, ისე ზრდის რძის ხარისხსა და რაოდენობას. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს გვეცადა. ამჟამად ტესტირების ფაზაში ვართ. ვფიქრობთ, რომ გაამართლებს. ჩვენ ვაპირებთ კიდევ 10 ვირტუალური რეალობის სათვალე შევუკვეთოთ“.

___

ფოტო: onedio.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: