მთავარი,სიახლეები

რისთვის გადასცეს შსს-ს მიწის ნაკვეთი „მაკდონალდსთან“ და რა სამუშაოები მიმდინარეობს

10.01.2019
რისთვის გადასცეს შსს-ს მიწის ნაკვეთი „მაკდონალდსთან“ და რა სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში 2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცეს. ნაკვეთი, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარედაა, ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო, 2016 წლიდან კი ის  სახელმწიფო საკუთრებაშია.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთი შს სამინისტროს, არსებობის ვადით სარგებლობაში,  გუშინ, 2019 წლის 9 იანვარს გადასცა.

შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას. რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს.

ამ ნაკვეთზე დღეს მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აქ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის ერთი მონაკვეთი შენდება, რომელიც იქვე, არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. ამ სატუმბი სადგურის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

მიმართა თუ არა შსს-მ მშენებლობის ნებართვის [ან რაიმე თანხმობის] მისაღებად ბათუმის მერიას და რა ტიპის მშენებლობა იქნება დაშვებული ნაკვეთზე, სადაც მიწის ქვეშ რეაბილიტირებული, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანიაღვრე არხი გაივლის?

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკვეთთან დაკავშირებით ქალაქის მერიისთვის ამ დროისთვის არ მიუმართავს. „სანიაღვრე არხის ამ ნაკვეთზე მშენებლობა კი სახელმწიფოსთან თავის დროზე შეთანხმებული იყო“, – გვითხრეს ქალაქის მერიაში.

ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის მშენებლობა / ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა / ამ ნაკვეთზე შსს საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს / თედო ჯორბენაძის ფოტო, 09.01.2019.

სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან / ბათუმი / 09.01.2019

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: