ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

11.01.2022
თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 იანვრიდან კი, რეგიონის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი.

12 იანვარს აჭარაში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა კი სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10დმ(2-3ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 13 და 14 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

სანაპირო ზოლში პარასკევს და შაბათს, 14-15 იანვარს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მთაში თოვა, მაღალმთიან რაიონებში – ქარბუქი.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: