მთავარი,სიახლეები

რატომ დგას ბათუმში გაზის სუნი

08.01.2022
რატომ დგას ბათუმში გაზის სუნი

დაახლოებით 19:00 საათიდან, ბათუმში გაზის მძაფრი სუნი გავრცელდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. კერძო პირებს კი კომპანიამ წერილობით აცნობა, რომ ეს სუნი „საწვავის დაცლასთან“ არის დაკავშირებული.

ბათუმის პორტის „სადისპეჩეროში“ კი „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ეს მართლაც ნავთობის გაზის სუნია.

„ნედლი ნავთობის სუნია. პორტში უზარმაზარი გემია და ნედლი ნავთობით იტვირთება. არის შემთხვევა, როდესაც ნავთობია ძალიან სუნიანი. სატვირთო ოპერაციების დროს, ანუ როცა ტანკერში ტვირთავენ ნავთობს, გამოთავისუფლებული ჰაერი ფილტრების გავლით „გაზაატვოდიდან“ გამოდის გარეთ. ფილტრები თუ არ არის წესრიგში, სუნს უშვებს, ან თვითონ ნავთობია ასეთი ხარისხის – ზოგი არის სუნიანი ნავთობი. ქარი საითაც დაუბერავს ეს სუნიც იქეთ მიდის.

სპეციალური სამსახურები მაგის დასაშვებობას ზომავენ. ჩვენთან ერთი ლიტრა „სალიარკაც“ რომ ჩაიღვაროს, იმაზე უწერენ ჯარიმებს და მაგასაც უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. ალბათ დასაშვებია ნორმა“.

„ბათუმელები“ ცდილობდა გარემოს დაცვის ინსპექციაში გადაემოწმებინა, რამდენად არის ბათუმის ტერიტორიაზე გავრცელებული გაზის სუნი „დასაშვებ ნორმაში“.

პასუხი ამ დრომდე [21:15] ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: