ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

10.01.2022
„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს.

პრემიერის დღევანდელი განცხადებით, მთავრობა აპირებს გახსნას თურქეთის ბაზარი:

„ჩვენ ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთი შემოვიდეს მაღალი ხრისხის მედიკამენტებით, რაც ჩვენი პროგნოზით ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. გარდა ამისა ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“.

„ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია. კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა [აზარაშვილი], ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები“ – განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს.

„მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება,“ – ამის შესახებ პრემიერმა გასულ წელს რამდენჯერმე განაცხადა:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები.

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო წლებია აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადიოდა, რომ იაფად შეეძინა საჭირო წამლები. ეს პროცესი პანდემიამ შეაფერხა.

„ბათუმელები“ ჯერ კიდევ წინა წლებში წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე.

ამავე თემაზე ნახეთ:

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: