მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქართული წარმოშობის თურქი ბათუმზე – ჩემთვის 1 დღით ცხოვრებაც საკმარისია ამ ქალაქში

09.01.2022
ქართული წარმოშობის თურქი ბათუმზე – ჩემთვის 1 დღით ცხოვრებაც საკმარისია ამ ქალაქში

ავტორი: ოლგუნ სარიმუსტაფაოგლუ

მე ოლგუნი ვარ. დავიბადე ქალაქ რიზეში – მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ვარ. შავი ზღვის სანაპიროზე გავიზარდე, თუმცა ახლა სტამბულში ვცხოვრობ და ვმუშაობ.

ამის მიუხედავად, სარკეში რომ ვიხედები, ჩემს წინ ნამდვილად ქართველ კაცს ვხედავ.

დედაჩემის ბაბუა ბათუმელი იყო. თურქეთში ემიგრაციაში წასვლა მას მოუწია. სწორედ ამიტომ ბათუმი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და თითქმის ყოველწლიურად ვახერხებდი ჩამოსვლას კიდეც. თუმცა, ბოლო დროს, უფრო ზუსტად კი ბოლო 2 წელია, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ბათუმში ჩამოსვლა ვეღარ შევძელი.

ბათუმი ისეთი ლამაზი, მომხიბვლელი ქალაქია, რომ სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად. ამ ქალაქში ყველა ქუჩა ერთმანეთისგან განსხვავდება და ადამიანებიც განსხვავებულად ცხოვრობენ.

სარფში გადასვლისთანავე ხვდები, რომ ეს არის თბილად მომზირალი ადამიანების ქალაქი და აღფრთოვანება გიპყრობს გემრიელი საჭმელების გამოც.

შავი ზღვიდან მონაბერი ქარი სიმშვიდეს განიჭებს ადამიანს… და წვიმა, რომელიც პირდაპირ სახეში გირტყამს და გეჩვენება, რომ არასოდეს გადაიღებს, სულ სხვანაირად გაგრძნობინებს თავს.

აქ ქართული წარმოშობის თურქისთვის ძალიან სასიამოვნო გარემოა. სახლიდან მოშორებით მყოფი, ქალაქის მყუდრო ადგილას ხედავ ქუჩებში სეირნობის დროს გაცნობილ ხალხს და მათ ესაუბრები.

ბათუმში

ადამიანები სხედან ნავსადგურში ძელსკამებზე და უყურებენ, როგორ თევზაობენ სხვები, ან დახეტიალობენ ბაზარში თუ მაღაზიებში.

სამწუხაროა იმის გააზრება, რომ ეს მშვენიერი ადგილები თანდათან მცირდება.

ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს აშფოთებთ მუდმივად მზარდი კორპუსების მიღმა დარჩენილი ძველი შენობების, ისტორიის გაქრობა.

ბათუმში თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ. ვოცნებობ ვიცხოვრო ძველი, წაბლის ხისგან აგებულ სახლში, რომელსაც ექნება ვენახი და მარანი.

ჩემთვის ამ ქალაქში ერთი დღით ცხოვრებაც საკმარისია… ის ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც სიამოვნებით ვისეირნებდი ყოველ დღე, დამღლელი სამუშაოს შემდეგ.

ბათუმი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: