ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი

09.01.2022 • 13293
რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციოდ აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 29 მილიონ 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამ თანხით დაფინანსებულია ქვეპროგრამა – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ნახეთ, კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტში გზის რომელი მონაკვეთების რეაბილიტაციას გეგმავს დეპარტამენტი:

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს:

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კალენდერე-ფერმის დასახლების“ გზის მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობაზე [სატენდერო თანხა 1 294 520 ლარი] და „ზედა სარფი სასტუმროს სარეაბილიტაციო კომპლექსის“ გზის მონაკვეთზე ასევე ცემენტობეტონის საფარის მოწყობაზე [186 100 ლარი].
  • ტენდერი გამოცხადებულია შუახევის მუნიციპალიტეტში „კარაპეტის გზის“ 3,12 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოსაწყობად. სატენდერო თანხა 1 859 040 ლარია.

ქვეპროგრამის მიზანი, როგორც ბიუჯეტის შესახებ კანონშია აღნიშნული, „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა, საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესება, სამრეწველო და ინდუსტრიული ზონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობაა“.

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მთლიანობაში 58 900 600 ლარია გამოყოფილი, რაც შემდეგ ღონისძიებებზე ნაწილდება:

  • გზების რეაბილიტაცია – 29 010 000 ლარი
  • ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 10 700 000 ლარი
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა – 19 190 600 ლარი

ამ სამუშაოებისთვის, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, დღევანდელი გათვლებით, აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 248 860 600 ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

მთავარი ფოტო: გასარემონტებელი გზა ზედა სარფში /სატენდერო დოკუმენტებიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: