ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე

17 ნოემბერს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სტამბაში.

„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

ამ დროისთვის [23:40 საათი] ადგილზე დაკვამლიანებაა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

 

„ერთადერთი შიში მაქვს, ფიზიკურად არ მოსპონ მეუფე“ – დოროთე ყურაშვილი „ოცნებისა“ და ეკლესიის ურთიერთობაზე

„ერთადერთი შიში მაქვს, რომ ფიზიკურად არ მოსპონ მეუფე, რადგან ესენი მკვლელები არიან“, – ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიტროპოლიტ იობზე, რომელმაც გასულ კვირას „ოცნების“ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მან თქვა, რომ „ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები ამოწურა“, რომ უკეთესი მთავრობა უნდა ავირჩიოთ, რადგან მიტროპოლიტის შეფასებით, „ამჟამინდელი ხელისუფლება ფარისეველია და არაეკლესიური“; რომ კორუფცია ყვავის, მიწები უცხოელებზე იყიდება და კაზინოების ბიზნესი ფართოვდება.

ჭრის ივანიშვილი და მისი დაჯგუფება იმ ტოტს, რომელზეც მათი პროპაგანდა იდგა – „ეკლესიის და ეროვნულობის გადამრჩენის?“ და ვის მოიყოლებს ზვავი, რომელიც, როგორც არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, უკვე დაიძრა.

ამ პროცესებს „ბათუმელებთან“ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აფასებს.

  • მამა დოროთე, როგორ ფიქრობთ, რა დგას მეუფე იობის იმ მკაცრი შეფასებების უკან, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. რა იყო ის ბოლო წვეთი, რის გამოც ის ასე მწვავედ ალაპარაკდა?

ეს უკავშირდება პატრიარქის ქადაგებას, როცა შიო მესამემ კაზინოების თემაზე ისაუბრა, რომ ცოდვით ნაშოვნი ფული დაღუპავს ქვეყანას და ვინც ხელს უწყობს მათ, ის უფრო დიდ ცოდვას ჩადის. პატრიარქმა ეს იქადაგა 3 ნოემბერს, სამშაბათს და კვირას იქადაგა მეუფე იობმა. მე ვფიქრობ, ის ამ ქადაგებით პატრიარქს დაუდგა გვერდით.

პატრიარქმა რახან თქვა, რომ ეს არ არის კარგი საქმე და რომ ეს [კაზინოები] ქვეყანას დაღუპავს, მეუფე იობიც აჰყვა პატრიარქს და ამიტომ გამიკვირდა შემდეგ პატრიარქის სიჩუმე. მეუფე იობს რა სიბინძურეებს უგონებენ და რაებს ამბობენ, კი ვხედავთ.

  • გოგა ხაინდრავას და „ოცნების“ სხვა პროპაგანდისტების გამონათქვამებს გულისხმობთ? 

ჰოდა ეს გამიკვირდა. მერე კიდევ ისიც გამიკვირდა, როცა დეკანოზი გალდავა გამოვიდა და განცხადებები გააკეთა.

  • როცა მან თქვა, სასულიერო პირი უნდა იყოს ჩუმად, „სიმდაბლე უნდა გქონდეს“ და კრძალვაო? 

საპატრიარქოს სახელით გამოდის ხოლმე გალდავა, ჯაღმაიძის იდეოლოგია. ამიტომ გამიკვირდა, რომ მეუფე იობი პატრიარქს დაუდგა გვერდით და პატრიარქის ხალხი მეუფეს დაუპირისპირდა.

  • მაშინ რატომ გაჩუმდა პატრიარქი თქვენი აზრით, რა მოხდა?

პატრიარქი რა თამაშს თამაშობდა და საპატრიარქო რა თამაშს თამაშობს, ამაში ვერ გავერკვიე. ან რატომ თქვა საერთოდ და თუ თქვა, მერე რატომ გაჩუმდნენ.

  • რეპრესიული კანონების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუცია დაასუსტა ან გააქრო. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელზეც ბოლომდე ვერ ვრცელდებოდა მათი გავლენა, იყო ეკლესია. თუმცა ჩვენ ბევრი მოვისმინეთ იმაზე, რომ ახალი პატრიარქი იმიტომ იყო „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი, რომ სწორედ ამ ფორმით შეძლებდა ეკლესიის საბოლოოდ გაჩუმებას და მასზე კონტროლის აღებას. ის, რომ შიო მესამე ახლა დუმს, ნიშნავს ეს იმას, რომ „ოცნებამ“ მიზანს მიაღწია?  

შიო მესამეს გაპატრიარქებაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა – დიდი წარმოდგენა არ მაქვს მასზე. როცა ბიძინა ეტყვის, მაშინ გაჩუმდება, მაგრამ საერთოდ რატომ თქვა ან მერე რატომ გაჩუმდა? ან რატომ დაუპირისპირდა მეუფე იობს.

თუმცა, „ოცნებას“ იმდენი ჩანაწერები ექნება მათზე და მარტო კორუფციაზე არა, თუნდაც პატრიარქობის პროცესზე და ასე შემდეგ, მაგრამ სინდისიც ხომ კაი საქონელია. მეუფე იობმაც ის თქვა, რაც პატრიარქმა, რომ კაზინოები საზიანოა ქვეყნისთვის.

  • კაზინოების თემა ახალი ამბავი არ არის. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა, რომ კაზინოებიდან დიდი ფული შედიოდა ეკლესიაში, შესაწირის სახითო. ახლა რა იყო გადამწყვეტი – ის, რომ რახან პატრიარქმა თქვა, რომ კაზინოები დამაზიანებელია, მაგრამ „ოცნებამ“ ანგარიში არ გაუწია, მაინც გაიტანა კანონი და ამით ღიად აჩვენა, რომ ეკლესიას აღარ აქვს გავლენა?

პატრიარქის ქადაგებაში ამ თემის გაჟღერებამ მაშინ დამაბნია, რადგან როცა ამბობ – „ვინც ამას ხელს უწყობს, ის უფრო მეტ ცოდვაშია“, ეს ყაველაშვილი ხომ ედგა მაშინ გვერდით არა? ხომ ეტყოდა, არ მოაწერო ხელიო და თუ უთხრა და ყაველაშვილმა მაინც მოაწერა ხელი, მაშინ რატომ იქადაგა.

  • არა მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ყაველაშვილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

ეს ჩვენი აზრია, მაგრამ რა უთხრა პატრიარქს, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილიო? და მან მაინც იქადაგა ბიძინას წინააღმდეგ? – აი, ამაზე არ მაქვს პასუხი.

  • ეს მინიშნებაა ივანიშვილისგან, რომ ეკლესიის გავლენები დასრულდა? ეს იყო მესიჯი?

შეიძლება ეგეც იყო, მაგრამ ეს მესიჯი ივანიშვილს დიდი ხანია გაშვებული აქვს. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მან ოკუპირება გაუკეთა ეკლესიას. საპატრიარქო ოკუპირებულია.

  • მაგრამ ასე, ღია კონფრონტაციაში არ შესულა აქამდე ხომ?

ღია კონფრონტაციაში არ შესულა თვითონ პატრიარქი, თორემ ბიძინა ივანიშვილი ღიაშიც არის შესული და „ჩუმად იყავით“ პოლიტიკაში – თავისი კრებსებით და ყველაფრით. პატრიარქიც კი [ილია მეორე] დაადუმეს ბოლო წლებში, საერთოდ არაფერს ამბობდა.

  • თუ ასეა, მაშინ რას ნიშნავს არქიმანდრიტ ილია თოლორაიას სიტყვები, რომ „ზვავი დაიძრა და ვეღარაფერი შეაჩერებს“. თქვენ რა ამოიკითხეთ ამაში?  

მე რამდენადაც ვიცი, დღევანდელი პატრიარქი როცა მოსაყდრე იყო, მას ჰქონდა ორი უმთავრესი თემა აღებული იდეოლოგიად. ერთი იყო აბორტების თემა, რომ საქართველოში აბორტები უნდა აკრძალულიყო და მეორე თემა იყო ეს, ლუდომანია თუ რასაც ეძახიან, რომ აზარტული თამაშები არ უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად, ეს იყო მისი პროგრამა.

  • გამოდის, პროგრამის ერთი ნაწილი უკვე ჩაუგდო „ოცნებამ“?

აბორტის თემაზეც ხომ იქადა 17 მაისს და დაწყევლა მთელი ერი – ვერ გადარჩებით, სადაც აბორტის ცოდვა ტრიალებს, ის ერი განწირულიაო. ეს თემაც რატომ წამოსწია წინ, ბოლომდე არც ეს ვიცი და ამ კაზინოებშიც ვერ ვერკვევი მთლად, რა ხდება და რამდენად არის ეს ეკლესიისთვის საგანგაშო თემა, როცა ამაზე დიდი უბედურებები ხდება საქართველოში.

  • კობახიძემ თქვა, რომ არ არის სასიკეთო არც ეკლესიისთვის და არც ქვეყნისთვის საჯაროდ ამაზე ლაპარაკი. დამაზიანებელიაო და ეს ცალკეულმა სასულიერო პირებმა აღიქვეს მუქარად. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კრიტიკას „ოცნება“ გაატარებს, ჩაფარცხავს, თუ შეიძლება ამას მოჰყვეს რაღაც სადამსჯელო ნაბიჯები მათი მხრიდან – რა შეიძლება იყოს ეს?

მეუფე იობმა რომ ამხილა, ან ის, რა თემებიც წამოსწია მან, ამან ეკლესია როგორ უნდა დააზარალოს? რა იგულისხმება ამ დაზარალებაში. ეკლესია სიმართლის თქმამ როგორ უნდა დააზარალოს? ჯვარს ვაცვამთო და ჯვარცმა ეკლესიას არ აზარალებს.

ქრისტე ჯვარცმით კი მოკვდა, მაგრამ ჯვარცმით გაიმარჯვა. ამიტომ კობახიძის ნათქვამი იყო პირდაპირი ტერორი ეკლესიის მიმართ. თუ არ გაჩუმდებით, დაზარალდებითო. ანუ არც ფულს მოგცემთ, მოგკლავთ, კრებსებს გაგივრცელებთ და ასე შემდეგ. ეს არის მუქარა. ეს თქვა მამა ილიამაც. არც ერთი მღვდელმთავარი თავისი სიწმინდიდან გამომდინარე არავინ საუბრობს, ჭეშმარიტებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ.

  • მეუფე იობი ამბობდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ფარისეველი და არაეკლესიურია. ასეთი ხელისუფლების ნაბიჯები როგორი იქნება. რას ელოდებით ხვალ?

მათი ნაბიჯები მათთვის იქნება დამანგრეველი, რადგან დღეს „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მათ გააძლიერებს.

პირველ რიგში ნიღაბი ჩამოეხსნათ, რადგან მათი იდეოლოგია დღეს არის ეკლესიის და ჩვენი ეროვნულობის „დაცვა“, ამიტომ არ უნდათ თურმე ევროპა. ერთადერთი ეს იდეოლოგია შერჩათ და თუ ამასაც დაამსხვრევენ თავიანთი საქციელით, მერე რა უნდა თქვან.

  • ამას ვერ იაზრებს ივანიშვილი?

ვფიქრობ, ივანიშვილი არაფერს არ ითვალისწინებს და არც გაითვალისწინებს, რადგან ის არ აპირებს არჩევნების მოგებას ხალხით. ერთმა კაცმაც რომ მისცეს ხმა, მაინც იტყვის, რომ „მოვიგე“ და მორჩა, მიდი მერე და არკვიე.

ის მიხვდა, რომ ხალხის იმედად არ უნდა იყოს, ამიტომ გადააბარა ყველაფერი ძალოვნებს, ამიტომ დაიწყო ხალხზე შურისძიება და ყველაფრის დაშლა. თუმცა შემდეგ ძალოვნებიც მოსპო.

თუ დააკვირდით, კობახიძემ თქვა, ჩვენ ეკლესიას ასეთი თავდასხმებისგან ყოველთვის ვიცავდითო და შემდეგ, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა – რა, მეუფე იობი თავს ესხმისო? მერე თქვა – არაო. ისე წარმოაჩინა, თითქოს ჩვენ ვესხმით ეკლესიას თავს – არქიმანდრიტი დოროთე ან ილია. მან მოახერხა ის, რომ მოსაყდრის, ბოტკოველის და ჯაღმაიძის მეშვეობით ეკლესიიდან გამკვეთეს სიმართლის მთქმელი.

ახლაც ეს იგულისხმა ალბათ, რომ მეუფე იობსაც საპატრიარქოს მეშვეობით გააჩუმებენ ან განკვეთენ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მეუფე არქიმანდრიტი არ არის. მიტროპოლიტია და მისი სტატუსი არ მისცემთ ამის შესაძლებლობას. მაშინ ეს სინოდმა უნდა გააკეთოს და სინოდში მეუფეს საკმაო ძალა ჰყავს. ეს სინოდს საერთოდ გაყოფს და გახლეჩს, რადგან მეუფე იობს ბევრი დაუდგება გვერდით, ამიტომ ამას ვერ გააკეთებენ. თუმცა კობახიძემ დიდად არ იცის რა სხვაობაა ჩემსა და მეუფე იობის სტატუსს შორის.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ აქ მხოლოდ კაზინოს თემა არ იყო დაპირისპირების მიზეზი, რადგან მანამდე ეკლესიამ უკმაყოფილება გამოთქვა კრწანისის ტყე-პარკის უცხოელებზე გასხვისების გამო, მაგალითად, ეპისკოპოსი ჯამდელიანი ამბობს, რომ თამარისში უცხოელებზე გაასხვისეს მიწები და ის ამის წინააღმდეგია, რომ „სისხლის ფასად“ დაიცავს მიწებს. რას ნიშნავს ეს და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება?

ვფიქრობ, მეუფე იობმა თავის ქადაგებაში ფაქტობრივად ეს განცხადებაც გააკეთა. მისი განცხადება ყველა ჯგუფს შეეხო. მიწებსაც, კაზინოებსაც, რუსთაველზე მყოფ ხალხსაც, რადგან აქედან ყრიან ადამიანებს ემიგრაციაში ხომ?

ფაქტობრივად, ყველა დაჩაგრულ ჯგუფს გამოუცხადა თანადგომა და ძალიან საინტერესო ქადაგება იყო ამ კუთხით. ყველას უთხრა, რომ მართლები ხართ და ვიბრძოლოთ.

  • გამოდის, ეკლესიამ გაიაზრა, რომ დიქტატურაში ვერც თვითონ იქნება თავისუფალი?

პატრიარქი ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას ვერასდროს ამოიღებს. ვერც ახლა და ბიძინა რომც გადადგეს და წავიდეს, ვერც მაშინ. იმიტომ, რომ ბიძინას იმდენი რამ ექნება მასზე, ორ დღეში გაანადგურებს. ვერ ამოიღებს პატრიარქი ვერასოდეს ხმას რუსეთის წინააღმდეგ.

  • მაშინ რისი იმედი გაქვთ სასულიერო პირებს?

პატრიარქის იმედად არავინ არაფერს ამბობს. პატრიარქი არავის არ დაუჭერს მხარს, ვინც „ოცნებას“ დაუპირისპირდება. ვერ დაუჭერს. რომც უნდოდეს, ვერ გააკეთებს. როცა ერთ წუთს დაუთმობ ბოროტს, მერე მორჩა.

  • ბევრი დაუთმო პატრიარქმა?

სული დაუთმო, სული. რუსეთს არასოდეს მოუნდება საქართველოში თავისუფალი იყოს პატრიარქი. მაგრამ ჩვენი ნაბიჯები არის ის, რომ უნდა დავათმობინოთ პროტესტით და მოვლენებიც მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად. მაგრამ ქრისტეს იმედი მაქვს, რასაკვირველია.

  • როცა ამბობთ, რომ „დავათმობინებთ“, რას გულისხმობთ ამაში?

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ყველა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. „ოცნება“ უნდა წავიდეს და ამ წასვლაში, „ოცნების“ გაშვებაში ყველა უნდა გავერთიანდეთ.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იბრძოლებს ამათ წინააღმდეგ და ბრძოლაში არ ვგულისხმობ ტყვიას – არასოდეს. რევოლუციაში არ ვგულისხმობ ტყვიას. საქართველოში ტყვია არ უნდა გავარდეს. ჩემი დევიზი ეს არის.

თუ საქართველოში ტყვია გავარდა, ამას გააკეთებს რუსეთი, როგორც 90-იანებში, როცა დაამხეს ხალხის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი.

უსისხლო რევოლუცია უნდა მოხდეს და უნდა გავერთიანდეთ ყველა ამაში, უნდა მივაღწიოთ თავისუფალ, დამოუკიდებელ არჩევნებს, სადაც არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ ექნება არჩევნებზე გავლენა. ხალხი აირჩევს იმას, ვინც მას უნდა და ხალხს აღარ უნდა „ოცნება“.

  • როცა ასე საუბრობთ, „ოცნება“ ამბობს, რომ თქვენ, სასულიერო პირებს არ გაქვთ პოლიტიკური განცხადებების უფლება. თუმცა იმასაც ვხედავთ, როგორ ეძახიან „ოცნების“ მაღალჩინოსნები ადამიანებს სატანისტებს, სექტანტებს ამბიონიდან. „ღმერთმა შეუნდოს“ – ასეთი ფრაზაც კი მოვისმინეთ „ოცნების“ დეპუტატის მხრიდან მეუფე იობის მიმართ. რა არის ეს, რას ფიქრობთ ამაზე?

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ყოველ კვირას ამბიონიდან ლანძღავდა პროტესტში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ამაზე არ ამოუღიათ ხმა. მარტო ის მოსწონთ, მათ რომ აქებენ. ზოგადად, ყველა მთავრობა ცდილობს, რომ ეკლესია მიიმხროს და ეს მთავრობა ცდილობს ეკლესიის დამხობას. დაამხო ეკლესია ბიძინამ.

ეკლესია არის მართალი ხმა და არა ჯვრის გარდასახვა და წირვა-ლოცა მარტო. ეს კომუნისტების დროსაც კი იყო, მაგრამ ეკლესიის ხმა არსად არ ისმოდა. ეკლესიის ხმა უნდა ისმოდეს ქვეყანაში, იმ ერში, სადაც 80% ქრისტიანია და საიდან უნდა ისმოდეს ეს ხმა, თუ არა ამბიონიდან.

არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ამბიონიდან ვინმეს რაიმეს თქმა აუკრძალოს. ეკლესიას ამბიონის მეტი არაფერი გააჩნია და საიდან უნდა თქვას ეპისკოპოსმა თავისი წუხილი? ადრე, ამბიონზე აცხადებდნენ მეფის ბრძანებასაც და იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა ერში. მაგრამ პაპუაშვილისთვის და კობახიძისთვის ეს ყოფილა ეკლესიურობის დარღვევა. სად წერია, რომელ კონსტიტუციაში, რომ მღვდელს არ შეუძლია ამბიონიდან იქადაგოს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ხდება.

  • 2-3 დღეა ჩუმადაა „ოცნება“ და მისი პროპაგანდა. როგორ ფიქრობთ, ქარიშხლის წინა სიჩუმეა, თუ სტრატეგია შეცვალეს. რას ელოდებით პირადად თქვენ?

ერთადერთის შიში მაქვს, რომ ფიზიკურად არ მოსპონ მეუფე, რადგან ესენი მკვლელები არიან. მე, ერთადერთი მიზანი ის მქონდა, რომ გადავრჩენილიყავი ფიზიკურად, სხვა ყველაფერი წამართვეს. ქუჩაში დამტოვეს დიაბეტიანი მღვდელი, დედა მყავს დიალიზზე მყოფი მონაზონი და ჯაღმაიძემ და საპატრიარქომ პენსიის გარეშე მიმაგდეს.

ერთი კელია მაქვს სამებაში და მაქვს თუ არა წამალი ან ცოცხალი ვიქნები თუ არა, ეს ჯაღმაიძეს არ აინტერესებს, რომელსაც ჩემი მეოთხედიც კი არ აქვს გაკეთებული ეკლესიაში. ამ ყველაფერზეც ხმა არ ამომიღია, რადგან ვიცოდი, რომ ფიზიკურადაც გამანადგურებდნენ.

იმავეს ვუსურვებ მეუფე იობსაც, რომ ფიზიკურად გადარჩეს.

სხვანაირად მას ვერ მოსპობენ. ვერც მე. და დღეს თუ ჩუმად არიან, ალბათ ეძებენ გზებს, თუ რა ქნან, მაგრამ ეს არ არის ადვილი. ეკლესიაში ყველა შეწუხებულია ამათი საქციელებით. ვისაც პურს აჭმევენ, ისიც კი შეწუხებულია, რადგან ისინიც ხედავენ, როგორ იქცევიან ესენი.

23,9 მილიონი გორგილაძის ქუჩის აყრასა და მოწყობაზე – ბათუმის მერიის 2027 წლის ბიუჯეტი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მერია გორგილაძის ქუჩის კეთილმოწყობას, სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ასევე მოეწყობა ბარათაშვილის [მემედ აბაშიძიდან გორგილაძემდე], მელიქიშვილისა და გრიბოედოვის [რუსთაველიდან გორგილაძემდე] ქუჩების მონაკვეთები.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემები, მოეწყობა გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია.

ქუჩის რეაბილიტაციის ბიუჯეტი, ჯამში, 23 მილიონ 942 049 ლარია, აქედან 12 მილიონის ლარის ღირებულების შესყიდვას მერია 2027 წელს გეგმავს, დარჩენილი თანხით კი სამუშაოებს 2028 წელსაც გააგრძელებენ.

ეტაპობრივად ჩაკეტავს მერია ქუჩას სამუშაოების ჩასატარებლად, თუ ასფალტს ჯერ ერთ მხარეს აყრიან, შემდეგ კი მეორე მხარეს, ეს ამ დროისთვის ვერ დავაზუსტეთ. დეტალები შეიძლება ცნობილი გახდეს საკრებულოში პროექტის განხილვისას.

გასულ ზაფხულს ქვაფენილი აყარეს რუსთაველსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, დააგეს ახალი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

გორგილაძის ქუჩა ბათუმში  მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ყოველ შემთხვევაში ის არ არის მათ ჩამონათვალში, რომელზეც მოქალაქეები მუდმივად ჩივიან დაზიანების, ორმოებისა და სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო. ის იმ ფონზე, როცა ბათუმში არსებობს არაერთი ქუჩა, სადაც წლები ითხოვენ ასფალტის დაგებას, გარეგანათებასა თუ შუქნიშნებს.

პროექტის მიხედვით, ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი 545 მილიონი ლარია, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომავალ წელს მერიას 141 მილიონი აქვს გათვალისწინებული.

კიდევ რომელი ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს მერია მომავალ წელს, ამაზე „ბათუმელები“ ეტაპობრივად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

რა ღირს საკონსტიტუციოს მოსამართლის მანტია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანტია 150 ლარით გაუძვირეს გასულ წელთან შედარებით, თუმცა, სხვადასხვა დროს ერთ ცალ მანტიაში სასამართლოს სხვადასხვა ფასი [100 ლარიდან 800 ლარამდე] აქვს გადახდილი.

სასამართლო ამჯერად ინდმეწარმე ნინო დანდლიშვილსგან 2 ცალ მანტიას ყიდულობს 900 ლარად. ანუ, ერთ ცალ მანტიას – 450 ლარად.

იგივე ინდმეწარმისგან კი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ, 2025 წელს, 2 ცალი მანტია 600 ლარად იყიდა [ანუ, ერთი ცალი მანტია – 300 ლარად].

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაყიდი აქვს:

  • 2021 წელს – ნინო დანდლიშვილსგან – 1 ცალი მანტია 400 ლარად.
  • 2021 წელს – ინდმეწარმე ნატალია გვალიასგან – 1 ცალი მანტია 700 ლარად
  • 2020 წელს – ნინო დანდლიშვილისგან – 2 ცალი მანტია 750 ლარად [ერთი ცალი – 375 ლარად]
  • 2018 წელს – შპს „ავთანდილ ცქვიტინიძესგან“ – 1 ცალი მანტია 800 ლარად
  • 2018 წელს – შპს „მოდამიქსისგან“ – 1 ცალი მანტია 400 ლარად
  • 2017 წელს – შპს „მოდამიქსისგან“ – 2 ცალი მანტია 800 ლარად [ერთი ცალი – 400 ლარად]
  • 2016 წელს – ფიზიკური პირი ია ჩხაიძისგან – 5 ცალი მანტია 2 250 ლარად [ერთი ცალი – 450 ლარად]
  • 2015 წელს – ია ჩხაიძისგან – 1 ცალი მანტია 400 ლარად
  • 2014 წელს – ია ჩხაიძისგან – 4 ცალი მანტია 1 600 ლარად [ერთი ცალი – 400 ლარად]
  • 2011 წელს – შპს „მოდელების სახლი მატერიასგან“ – 2 ცალი მანტია 200 ლარად [ერთი ცალი – 100 ლარად]

საკონსტიტუციო სასამართლო მანტიებს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ყიდულობს და საფუძვლად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამის ჩანაწერს უთითებს. ამ კანონით გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია „10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში“.

საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, „მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობს განსაკუთრებული სამოსით – მანტიით. მანტიის ფორმა მტკიცდება პლენუმის დადგენილებით, რომელიც ამ რეგლამენტის განუყოფელი ნაწილია“, თუმცა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ რეგლამენტს აღნიშნული დადგენილება არ ახლავს.

საკონსტიტუციო სამართლოში, 2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მოსამართლის 2 ვაკანსიაა.

  • მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს, საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა.
  • 2025 წლის ოქტომბერში, უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი თვით ადრე საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა ასევე მოსამართლე ირინა იმერლიშვილმაც. 

ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს.

ამ თემაზე:

„ეგ სხვა პარტიაა, ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზე

 

 

ბათუმში, ვარდების ბაღისა და კიდევ 3 სკვერის ქვეშ მერია პარკინგის მოწყობას გეგმავს

ბათუმში, მერიასთან ახლოს, ვარდების ბაღის ქვეშ, მერია პარკინგის მოწყობას გეგმავს, ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩაწერეს და შესაბამისი დაფინანსებაც გაითვალისწინეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კეთილმოწყობილი სკვერი მრავალწლიანი ნარგავებით უნდა აყარონ და ადგილი პარკინგის სივრცის მოსაწყობად ამოთხარონ. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ სანამ ვარდების სკვერში დასასვენებლად იქნებით, ან ბავშვის გასეირნებას გადაწყვეტთ, იქ ინტენსიურად იმოძრავებენ ავტომანქანები. შესვლა-გამოსვლის ორგანიზებას იქ ალბათ დამატებითი ინფრასტრუქტურაც დასჭირდება.

ეს მას შემდეგ, როცა სამუშაოები დასრულდება, ისე კი პროექტი მრავალწლიანია და მინიმუმ 2 წელი უნდა გაგრძელდეს.

ვარდების სკვერი ბათუმის მერიის წინ გაშენებულია 3051 კვ.მეტრზე
ვარდების სკვერი

რამდენად მოსახერხებელი იქნება ასეთ შემთხვევაში სარეკრეაციო სივრცის რეალური ფუნქციის შენარჩუნება, ჯერ არ ვიცით, მომავალში გამოჩნდება – თუ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს და 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს მიწისქვეშა [სკვერებისქვეშა უფრო სწორი იქნებოდა] პარკინგების პროექტებთან ერთად დაამტკიცებს.

პროექტებთან ერთად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის. ანუ, მხოლოდ ვარდების სკვერის ამოთხრას არ გეგმავენ მომავალ წელს.

ვარდების სკვერში, დღეს 17 ნოემბერს სკამების განახლების პროცესი მიმდინარეობდა

მერია პარკინგის მოწყობას კიდევ 3, სკვერის ქვეშ გეგმავს, მათ შორის არის უმაღლეს საბჭოსთან კეთილმოწყობილი, შადრევნებიანი სკვერი. ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია სკვერის აყრა პარკინგის მოწყობა და შემდეგ მისი აღდგენა. ამ სკვერის და შადრევნების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარია დახარჯული. 

სკვერი უმაღლესი საბჭოს შენობასთან

მერია პარკინგის მოწყობას ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებული სკვერის ქვეშაც გეგმავს.

სკვერი უნივერსიტეტთან

მიწის ზედა პარკინგის მოწყობაა დაგეგმილი ასევე რუსთაველის #49-ში, დელფინარიუმის მიმდებარედ.

აქ სავარაუდოდ აითვისებენ ადგილს, რომელსაც ამ დრომდეც პარკინგისთვის იყენებდნენ, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო გამართული.

მიწის ზედა პარკინგის მოწყობა დაგეგმილი აქვთ ასევე ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

მერიის ინფორმაციით, ამ პროექტების საერთო ბიუჯეტი 108 მილიონ 607 200 ლარია. როგორც ბიუჯეტის პროექტშია მითითებული, მერია ჯერ დეტალური საპროექტო სახართააღრიცხვო დოკუმენტის შესყიდვას გეგმავს, შემდეგ კი ტენდერს სამუშაოების შესრულებაზე გამოაცხადებენ.

2027 წლის გეგმა 27 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე არ ვიცით მერია ერთობლივი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს თუ ცალ-ცალკე შეიყიდის, როგორც საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო, ისე შესასრულებელ სამუშაოებს.

Journalist Eliso Kiladze Sentenced to 10 Years in Prison

Eliso Kiladze, founder of the media outlet Qronika+, has been sentenced to 10 years in prison.

Judge Jvebe Nachkebia delivered the verdict on November 17 at Tbilisi City Court.

The ruling also orders the confiscation of Kiladze’s car and $30,000.

Kiladze was arrested as part of an investigation into fraudulent call centers. The court heard her case separately from proceedings against nine other defendants. Kiladze denies all charges, claiming the prosecution is an act of revenge by former Security Services chief Mamuka Mdinaradze.

The trial was conducted behind closed doors, excluding both the media and the public. According to those close to Kiladze, this decision deprived her of the ability to communicate with the outside world and defend herself publicly.

Her lawyer, Natia Korkotadze, said that at the start of every hearing, Kiladze and her defense team requested public proceedings. The prosecution and court consistently rejected these requests, citing case materials involving former high-ranking officials and the risk of witness intimidation.

For the same reasons, Kiladze has also faced restrictions on telephone calls, correspondence, and visits since her arrest.

Only the verdict announcement was made public. Even Kiladze’s final statement – delivered before the judge retired to deliberate – was heard in closed session.

Kiladze’s prepared final statement, intended for the court, her lawyer later released to the media:

“Your Honour,

I know that my verdict has already been written, but I would like to briefly state my position for the record, for history and for the future.

At one of the hearings, you asked me a question: why hadn’t they taken a shorter route? Why hadn’t they simply accused me of monopolising the call centre business?

I have been thinking about that question ever since. Why?

The emphasis in the prosecution’s closing arguments has helped me find the answer.

This was never a case about call centres!

It was a special operation aimed at the personal destruction of journalist Eliso Kiladze, at destroying her reputation and bringing her to her professional death, and at shutting down Qronika +!

The prosecutor stated: ‘Eliso Kiladze was not an ordinary journalist. She is unlike the other journalists standing trial here. She has a large audience and is a well-known public figure.’

The same reasoning was used when restrictions on correspondence and phone calls were imposed. The documents stated that, ‘given her public profile and connections, she might try to convince the public that she was telling the truth’.

That, too, is the answer to your question.

I have devoted my entire adult life to my reputation, my principles and the fight for justice. This case is designed to destroy everything I have built.

‘She presented herself as a journalist fighting against ‘call centres’, but was ready to smear anyone for money’; ‘she travelled to Batumi at Jibladze’s request’; ‘she provided informational support to a call centre in exchange for money’ — you came across plenty of statements like these in the interrogation records of the so-called golden witnesses.

This was Mamuka Mdinaradze’s script.

The trial was held behind closed doors so that the public would not hear my side of the truth. Despite this isolation, people did not believe that I had supported scam call centres or received money from them. They did not believe that I was part of Otar Partskhaladze’s inner circle (I do not even know Partskhaladze), or that I was being paid for my journalistic work and investigations.

I have been through a difficult journey. Spending nine months in solitary confinement was not easy. I longed to hear my child’s voice. I missed every single achievement of my grandchildren. But the truth gave me strength.

The support of the people, which reached me week after week through my lawyer, gave me strength. The protests by my colleagues, editors and fellow journalists, and their petition, which the Prosecutor General’s Office left unanswered, gave me strength. So did the solidarity of a driver I had never met, who wrote ‘Freedom for Eliso Kiladze’ on his car and urged me not to give up.

I did not give up. I survived. I emerged stronger, and I will most certainly continue this fight — from today onwards, either as a free person or from a prison cell.

Your Honour, this fabricated scenario has nothing to do with investigating my professional activities or any alleged links between me and scam call centres. It is a politically motivated order, and its author is Mamuka Mdinaradze, the former head of the State Security Service. Unfortunately, he continues to have the backing of his university classmate and childhood friend, Giorgi Gvarakidze.

The objective has been achieved: the newsroom has been raided and shut down, and its editor is in prison.

Your guilty verdict will be the government’s response to my journalistic work and confirmation that I am a political prisoner.

Finally, I would like to thank my lawyers. They have made a tremendous effort to bring the truth about this highly specific case to the attention of as many people as possible.

I thank my team and the journalists who continue to work without pay to this day. You heard from some of them here. Behind those sincere emotions and expressions of gratitude for the freedom they have paid such a high price for lie countless days and hours of our professional relationship.

I thank my family: my husband, my children, my brother and his wonderful wife. My love to my Liza and my champion Nika, who still does not know where Grandma has disappeared to.

I thank my friends!

I am also grateful to the prosecution — for not putting a drug dealer in this dock and for not portraying my uncompromising fight against drugs, drug dealers and corrupt drug police officers as something carried out at the behest of a drug dealer.

Prison is an entirely different experience. I have met many decent officers and staff members within this system. I have received so much love, support and compassion from them. I have accumulated many deeply moving memories, and when I have the opportunity, I will share them.

My special thanks to Nestan Verulashvili [the prison director].

I do not know what my verdict will be, but on a human level, I would like to thank you, Mr Judge. You conducted the proceedings in a calm atmosphere, without imposing restrictions or resorting to repressive measures.

I do not plead guilty. I am not guilty, and I have no intention of securing my freedom through a plea bargain or at the expense of giving false testimony against other people.

My only mistake was believing that bad people could be trusted.

We fight in darkness so that we may serve the light! And this fight will continue until victory!

Truth is light — these are my final words!

Eliso Kiladze, Women’s Prison, Cell No. 11.”

Other defendants in the case include former Chief Prosecutor Otar Partskhaladze; brothers Davit and Giorgi Mikadze, accused of murdering Levan Jangveladze; Irakli Sekhniashvili; Mikheil Chokheli; Givi Jibladze; Ben Anor; Tornike Janelidze; and Giorgi Kamladze. Their cases are being heard separately.

According to the Prosecutor’s Office, Givi Jibladze, Ben Anor, Tornike Janelidze, and Giorgi Kamladze cooperated with the investigation – not only admitting guilt but also helping uncover the transnational crime. The court released them on bail.

Kiladze and the other defendants are charged under Articles 180(4) and 194(3) of Georgia’s Criminal Code—fraud by an organized group and money laundering. The charges carry a maximum sentence of 12 years in prison.

Journalist Eliso Kiladze Arrested in Alleged Call Center Scam Case, Faces Up to 12 Years in Prison

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის სპეციალური შეთავაზება აჭარის მოსახლეობისთვის

სპეციალური შეთავაზება აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის!

21 ნოემბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში, თბილისიდან მოწვეული ექიმების კონსულტაციები გელოდებათ.

კონსულტაციებს გაგიწევენ გამოცდილი სპეციალისტები შემდეგი მიმართულებებით:

  • ენდოკრინოლოგია –  თამარ სუხიტაშვილი
  • ანგიოლოგია – გიორგი კუტივაძე
  • პულმონოლოგია – ლალი ცირდავა
  • ონკოქირურგია – ნინო ხუჯაძე
  • ზოგადი ქირურგია – ლევან კაჭკაჭური
  • უროლოგია – ოთარ შამუგია
  • კარდიოლოგია – შორენა ჭუმბურიძე

წინასწარი ჩაწერისთვის დარეკეთ ნომერზე: 0422 40 00 00

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი №2.

ისარგებლეთ შესაძლებლობით და დროულად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოეთის 3 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე.

„დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ.

კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა“ – იუწყება სამინისტრო.

შსს-ს ცნობით, ძებნილი პირები ბათუმში დააკავეს და ამჟამად სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში ეძებენ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც სასეირნოდ გავიდა და არ დაბრუნებულა

ბათუმში პოლიცია ეძებს რუსეთის მოქალაქეს.

ტელეგრამზე წერენ, რომ 34 წლის კრასნოდარელი სერგეი კოპილოვი 13 ნოემბერს გავიდა სახლიდან სასეირნოდ და არ დაბრუნებულა.

ტელეგრამარხი „ბაზა“ წერს, რომ ესაუბრა რუსეთის მოქალაქის მეუღლეს, რომელმაც „ბაზას“ უთხრა, რომ მისი ქმარი რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში სამუშაოდ. ცოლის თქმით, რომელიც რუსეთში იმყოფება, კაცმა სახლში დატოვა ყველა ნივთი და მასთან სატელეფონო კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს. იგი აღნიშნავს, რომ მისი ქმარი აქამდე არასდროს გამქრალა გაფრთხილების გარეშე.

ასევე „ბაზას“ ცნობით, ბათუმში კაცი კოლეგასთან ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად მას ეძებს.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველები ჩართულები არიან სამძებრო ღონისძიებებში.

თქვენი ლიფტი ბოლოს როდის შეამოწმეს? – რა უნდა ვიცოდეთ ლიფტების უსაფრთხოებაზე

ვინ არის ლიფტის პატრონი?

ამ კითხვით მივმართეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს. ისინი ამბობენ, რომ ლიფტზე მეზობლებთან ერთად ზრუნავენ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელოსანს იძახებენ. ზოგიერთი კორპუსი კერძო კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც პასუხისმგებელია ლიფტის გამართულ ფუნქციონირებაზე. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, როცა ლიფტი გაიჭედა, ან სხვაგვარი გაუმართაობის გამო მათ საფრთხე შეუქმნა.

„ბათუმელებს“ არაერთი შემთხვევა გაუშუქებია, როცა ადამიანები დაშავდნენ ლიფტების გაუმართაობის გამო. ასეთ დროს, მომხდარზე პასუხისმგებლობას, ხშირად, ადგილობრივ თვითმმართველობას, ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს აკისრებენ. ლიფტების უსაფრთხოების საკითხზე საუბარია სამშენებლო კომპანიების როლზეც.

და მაინც, ვინ არის ლიფტის პატრონი? ვინ უნდა განსაზღვროს და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები?

„დეველოპერული კომპანიისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ხარისხიანი ლიფტები დააყენოს კორპუსში. ეს თუ არ მოხდა, უკვე შემდგომ „პატრონობას“ არავითარი აზრი აღარ აქვს.

ხშირად ამბობენ, რომ ამ ნაწილში ზოგავენ ფულს სამშენებლო კომპანიები – პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ჭორის და მითქმა-მოთქმის დონეზე ვიგებთ ასეთ ამბებს. მერე, შეკეთების პროცესში აღმოჩნდება ხოლმე, რომ უხარისხო ლიფტია. სამყაროში უკვე ყველანაირი ფასის და ყველანაირი ხარისხის ნივთი არსებობს და ლიფტებშიც არის განსხვავება. ვინც ბინას ყიდულობს, ჩვეულებრივ, არ აქვს ექსპერტული ცოდნა, რომ შეამოწმოს ლიფტი რამდენად ხარისხიანია.

ასე რომ, ჩემი აზრით, პირველადი პასუხისმგებლობა აქვს სამშენებლო კომპანიას. იმის ფონზე, თუ როგორი ძვირია უძრავი ქონება ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში, ზოგადად, ლიფტის უსაფრთხოება და გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი ის მინიმუმი, რაც შეიძლება შემოგთავაზოს სამშენებლო კომპანიამ”, – გვეუბნება ბათუმელი მარიამ მუთიძე.

ის ბათუმში, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში, მე-11 სართულზე ცხოვრობს და შესაბამისად, ლიფტს ყოველ დღე იყენებს. მან გაიხსენა რამდენიმე შემთხვევა, როცა კორპუსის ლიფტში ადამიანები გაიჭედნენ.

ლიფტი

„მე პირადად არ მქონია შემთხვევა, რომ ლიფტი გაჩერებულიყო და შიგნით აღმოვჩენილიყავი, მაგრამ ჩემს მეზობლებს ჰქონიათ. კამერაც გვაქვს დამონტაჟებული და იქაც ჩანს, რომ ხანდახან ადამიანები იჭედებიან. ლიფტში არის გაკრული ტექნიკოსის ნომერი. მოდის და გამოჰყავს ადამიანი, ან აკეთებს, თუ გაფუჭებულია ლიფტი. ამის საფასურს ყოველთვიურად ვიხდით – საბარათე სისტემაა და თუ არ გადაიხდი, ბარათით ვეღარ ისარგებლებ”, – გვიხსნის მარიამი.

ლიფტების უსაფრთხოების ექსპერტი, სანდრო შელია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა სისტემურია და შესაბამისად – სისტემურ მიდგომას საჭიროებს, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობაც.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, კანონმდებლობით სავალდებულოა ლიფტების ინსპექტირება 3 წელში ერთხელ.

ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ნაწილს, რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტული ლიფტის თანამესაკუთრე – არ აქვს. ამიტომ, სანდრო შელიას აზრით, მოსახლეობის ინფორმირება ლიფტების უსაფრთხოების სტანდარტებისა და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ის ფიქრობს, რომ საჭიროა შეიქმნას საჯარო ბაზა, ერთგვარი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება თითოეული ლიფტი, მასზე პასუხისმგებელი სუბიექტი და ინფორმაცია უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ – როდის ჩაუტარდა კონკრეტულ ლიფტს ინსპექტირება ბოლოს, ვინ ჩაატარა და ა.შ.

სანდრო შელია ხაზს უსვამს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია ინსპექტირება ჩაატაროს კომპანიამ, ან ექსპერტმა, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და  ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის მიიჩნევს, რომ ინსპექტირების შემსრულებლის კომპეტენცია სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და მაგალითად მოჰყავს მანქანების ინსპექტირების სისტემა:

„მაგალითად მანქანებთან მიმართებაში სახელმწიფო მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ ყოველწლიურად გაკეთდეს ტექდათვალიერება, აგრეთვე მოითხოვს, რომ ადამიანი, რომელიც მართავს ამ მანქანას, უნდა ფლობდეს მართვის მოწმობას, რომლის მისაღებადაც კომპეტენცია უნდა დაადასტუროს – რომ ნამდვილად იცის მოძრაობის წესები, პრაქტიკაში მანქანის მართვა და ა.შ. აქაც იგივენაირად უნდა იყოს: პირი, რომელიც პასუხისმგებელი უნდა გახდეს ლიფტის მოვლა-პატრონობაზე, რომელიც ეწევა მის ექსპლუატაციას, უნდა იყოს კომპეტენტური.

ჩემი აზრით,  მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტულად მოთხოვნები. მაგალითად, ლიფტს უნდა ემსახურებოდეს რეგისტრირებული კომპანია. რეგისტრაციისთვის საჭირო უნდა იყოს, რომ კომპანიამ გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ჰყავდეს კომპეტენტური სპეციალისტები და ა.შ. განსაზღვრული უნდა იყოს, მაგალითად, სპეციალისტების რაოდენობა. ვთქვათ, ერთ ადამიანს არ შეუძლია მოემსახუროს 100 ლიფტს, ხომ?! მაქსიმუმ 20-30 ლიფტს შეიძლება მოემსახუროს ერთი ადამიანი”, – ამბობს სანდრო შელია.

სანდრო შელია

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არცერთ კომპანიას არ აქვს აღებული?

ამის შესახებ მარიამ გაბელაია გვესაუბრა, რომელიც თბილისში, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ კორპუსში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ლიფტი, რომელსაც 11-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები იყენებენ. სრულად ამორტიზებულია. სახლში მცხოვრებნი მის შეკეთებაზე პერიოდულად თავად ზრუნავენ, თუმცა ახლით ჩანაცვლებას ვერ ახერხებენ.

„ვცდილობ, რომ არ გამოვიყენო ლიფტი, თუ რაიმე სპეციფიკური საჭიროება არ მაქვს. იმიტომ, რომ არის ძველი და ამორტიზებული. რამდენიმე თვის წინ იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოწყდა ლიფტი. უბრალოდ, დაიჭირა მუხრუჭებმა. შახტში, პირველი სართულის ქვემოთ იყო ჩავარდნილი და ძლივს ამოიყვანეს მეზობელი.

გარდა ამისა, უამრავი შემთხვევაა, როდესაც უბრალოდ მწყობრიდან გამოდის, კარი იკეტება-იხსნება და ვერ მუშაობს. ღილაკს რომ მიაჭერ ხელს, არ იცი რომელ სართულზე აგიყვანს. შიგნითაც გაჭედილან არაერთხელ ისე, რომ მერე კარის გარედან გაღება დასჭირვებიათ.

ამხანაგობის თავმჯდომარემ მოიკვლია, რამდენად შეიძლება ახალი ლიფტის დამონტაჟება : მერია შემოდის თანადაფინანსებაში,  მაგრამ დანარჩენი მეზობლებმა უნდა გადავიხადოთ და ეს თანხა არ არის მცირე, ყველას არ აქვს გადახდის შესაძლებლობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობის ჩანაცვლება ცალკეული ადამიანების მოვალეობა არ უნდა იყოს. მერიიდან რომ ვინმე მოსულიყო, ენახა და ეთქვა: „ხალხო, არ გამოიყენოთ“, ან რამე მსგავსი… როცა ლიფტი ფუჭდება, კორპუსის თავმჯდომარე ურეკავს კერძო ხელოსანს, რომ გააკეთოს და მერე მეზობლები ვკრებთ ფულს, რომ ხარჯები დავფაროთ”, – გვიყვება მარიამი.

სანდრო შელია განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს აშენებული კორპუსების ლიფტები, რომლებიც ადრე სახელმწიფოს საკუთრება იყო, მოგვიანებით სრულად გადავიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, ანუ იმ ადამიანების მფლობელობაში, რომლებიც კონკრეტულ კორპუსში ცხოვრობენ. წლებთან ერთად გადის ამ ლიფტების ექსპლუატაციის ვადა და საჭიროებს შეცვლას.

სანდრო შელია აქაც სახელმწიფოს როლზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შეიძლება გახდეს ლიფტის მფლობელის, ანუ კორპუსის მაცხოვრებელთა მხარდამჭერი ახალი, უსაფრთხო ლიფტების დამონტაჟების პროცესში.

„რაც უფრო ძველია შენობა, იქ მით უფრო ძველი ლიფტია, ხომ?! ასეთი ლიფტი, ხშირად, ისეთი მოსახლეობის ხელშია, რომელსაცფინანსურადაც უფრო უჭირს. შესაბამისად, ვერც ინსპექტირებას ვერ ატარებენ და ძალიან ბევრი ლიფტი, რა თქმა უნდა, შესაცვლელიც იქნება.

ადამიანებს იმის საშუალებაც არ ექნებათ, რომ ეს ლიფტები შეცვალონ, ან მოდერნიზაცია გაუკეთონ. ეს პრობლემა არის მასობრივი. სახელმწიფოს ჩარევის და უშუალო დახმარების გარეშე მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება ამ პრობლემის მოგვარება.

ლიფტი ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში

საჭიროა სისტემური მიდგომის მეშვეობით კომპლექსური ღონისძიების ჩატარება, მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ ძველი ლიფტები შეიცვალოს ახალი ლიფტებით.

რა თქმა უნდა, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს როლი ამაში იქნებოდა ის, რომ მასობრივად ჩატარდეს შესყიდვა. შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით შესაძლებელი იქნებოდა გრძელვადიანი პროექტის გაკეთება. შესაძლოა, სახელმწიფოსგან  პროცენტის სუბსიდირებაც იყოს საჭირო, რომ  ხელმისაწვდომი გახდეს ლიფტის შეცვლა მოსახლეობისთვის – ამბობს სანდრო შელია…

მარიამ გელაშვილიც თბილისში ცხოვრობს, ოღონდ ახალაშენებულ კორპუსში. ამბობს, რომ მისი კორპუსის ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კერძო კომპანიას აქვს აღებული, რომელმაც ის დაამონტაჟა და რომელსაც ყოველთვიურად უხდიან გარკვეულ თანხას ამ კორპუსში მცხოვრებლები. მარიამიც მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს სახელმწიფო უნდა აწესებდეს და უწევდეს აქტიურ ზედამხედველობას. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს კორპუსის მაცხოვრებელთა პასუხისმგებლობასაც.

„როდესაც ახალაშენებულია კორპუსი, ძალიან ხშირად რემონტდება ბინები და სამშენებლო მასალები მაღალ სართულებზე ლიფტებით ააქვთ, რამაც შეიძლება დააზიანოს ლიფტი.

„მაცხოვრებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ არ დაზიანდეს ლიფტის შიდა ინფრასტრუქტურა, არ იყოს დანაგვიანებული, ელექტროენერგიის ფული დროულად გადაიხადონ და ა.შ. ეს იმდენად უსაფრთხოებასთან არ არის კავშირში, არამედ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობასთან. უსაფრთხოების ნაწილში, შესაბამისი კომპანია და სახელმწიფო უნდა იყოს მობილიზებული. სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა არსებობდეს მონიტორინგი, შემოწმების სისტემა, რომელიც მხოლოდ ვიღაცის კეთილ ნებაზე არ დატოვებს ლიფტების გამართულ მუშაობას და თვითონაც იქნება სტანდარტის დამდგენი და მომთხოვნი ამ საკითხში”, – გვეუბნება მარიამ მუთიძე.

სანდრო შელია, რომელიც არაერთი წელია მუშაობს ლიფტების უსაფრთხოების საკითხებზე, პრობლემის მოგვარების გზას სისტემური მიდგომით ხედავს, რომელსაც სამ ნაწილად ყოფს:

  1. საზოგადოების ინფორმირება – „აქ შედის მოწინავე მონაცემთა ბაზის შექმნა, საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება, აუცილებელია ინსპექტირება, ვის შეუძლია ამ ინსპექტირების ჩატარება და ა.შ.”
  2. ლიფტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დახვეწა – „მხოლოდ ის კი არ იყოს სავალდებულო, რომ 3 წელიწადში ერთხელ ინსპექტირება ჩატარდეს, არამედ განსაზღვრული იყოს, რომ კომპეტენტურმა კომპანიამ აწარმოოს ლიფტის ექსპლუატაცია და ტექნიკური მხარდაჭერა“.
  3. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება – ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება.

„რამდენი ლიფტიც არ უნდა შეამოწმო, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი მოძველებული ლიფტია.

ახლა რომ ჩატარდეს ჯეროვნად ინსპექტირება ყველა ლიფტის, რაც კი არის საქართველოში – 15 000-მდე ლიფტია – აღმოჩნდება, რომ ამ ლიფტების ძალიან დიდი ნაწილი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

რა ვქნათ? ხომ ვერ გავაჩერებთ ლიფტების, მაგალითად, 20%-ს? ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ლიფტებს და ეს პრობლემა იქნება, ხომ?!

ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო პროგრამით უნდა განხორციელდეს”, – ამბობს სანდრო შელია.

სანდრო შელია ერთ-ერთია იმ ექსპერტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან პროექტში, რომლის მიზანია ლიფტის, როგორც საერთო პასუხისმგებლობის ობიექტის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ACT-სთან (კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია) ერთად და ის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, მუშავდება რეკომენდაციები და ტარდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

„ლიფტის პატრონმა რა ქნას?“ – სწორედ ამ სახელწოდების კამპანიის ქვეშ შემუშავდა საინფორმაციო მასალები, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ლიფტის მოხმარების წესები, მათ შორის:

  • მოითხოვონ ლიფტის ინსპექტირება;
  • მოითხოვონ ლიფტის სერტიფიცირებული ტექნიკოსი;
  • მოითხოვონ, რომ ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია და ტექნიკოსის საკონტაქტო სტიკერი გაკრული იყოს ლიფტის კაბინაში;
  • გაეცნონ ლიფტის უსაფრთხოების გზამკვლევს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი – liftispatroni.ge, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ გზამკვლევებს, კანონმდებლობის განმარტებებს, პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე და სხვა საინფორმაციო მასალებს.

შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა

პოლიცია აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ამზადებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა“ – წერს შსს გავრცელებულ პრესრელიზში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.

ბრალდებულის სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეტევა ყირიმის ხიდზე – უკრაინის დარტყმის შედეგად ხიდის თაღი დაზიანდა

17 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის ერთი თაღი და გზის ნაწილი უკრაინის თავდასხმის შემდეგ ზღვაში ჩავარდა.

ინფორმაციას რუსული, უკრაინული მედია და ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ტელეგრამზე წერს, რომ 17 ნოემბრის ღამეს დრონის მეორე თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდზე მატარებლებისა და ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია და მძღოლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ყირიმის ხიდის მიმართულებით მოძრაობისგან.

სამინისტრო აცხადებს, რომ „მიყენებული ზიანის“ შეფასება მიმდინარეობს.

რუსული და უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ ყირიმის ხიდი ზედიზედ ორი დღე თავდასხმის სამიზნე გახდა – 16 და 17 ნოემბერს.

ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა.  ხიდის სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

უკრაინა წლებია აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი მისთვის თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეა.

___________________

ფოტო: Supernova+/telegram

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 627 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 620. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 482 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 813 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 52 516 ერთეული [+52]
  • MLRS – 2 282 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 762 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 611 870 ერთეული [+1 494]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 176 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 176 451 ერთეული [+521]
  • სპეცტექნიკა – 4 913 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეგ სხვა პარტიაა, ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზე

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც „ოცნება“ პროევროპული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

დღეს, 16 ნოემბერს, სხდომის პირველ ნახევარში მოსამართლეები კითხვებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებს უსვამდნენ, სხდომის მეორე ნაწილში კი – პარტია „ლელოს“.

რა არის მშვიდობიანი დამხობა? – სხვა, წინა სხდომების მსგავსად, დღევანდელ სხდომაზეც დასვეს ეს კითხვა მოსამართლეებმა.

“თუკი დამხობა გულისხმობს ძალადობრივ მოქმედებებს, მაშინ მშვიდობიანი დამხობა რა გამოდის?”- ჰკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ  ნიკა გვარამიას.

"თუკი დამხობა გულისხმობს ძალადობრივ ქმედებებს, მაშინ მშვიდობიანი დამხობა რაა?"-გოცირიძე გვარამიას

ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა ავნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დღეს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა დასვა.

მას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ უპასუხა და განუმარტა, რომ ხელისუფლება არ არის სახელმწიფო.

„ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. კონსტიტუციური წყობილების დამხობა არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან, ამ სანქციის კუთხით ამის ატრიბუცია პარტიასთან, არის სრულიად გამორიცხული, თეორიულადაც კი.

მაგალითად, სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას? ან სანქცია იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ახლა სარჩელით შემოდიან და უნდათ, რომ უბრალოდ გააუქმონ [ოპოზიციური პარტიები].

ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაუქმდება, რომელ პლურალიზმზე ვლაპარაკობთ და რომელ კონსტიტუციით დაცულ მრავალპარტიულობაზე?“-  თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, ზუსტად ის, რასაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელით აკეთებს, არის დარტყმა დემოკრატიასა და კონსტიტუციურ წყობილებაზე.

"სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას? " - ნიკა გვარამიას კითხვა მოსამართლეს

დღევანდელ სხდომაზე განხილვის თემა გახდა ასევე ის, თუ რა ამოიღეს 2024 წლის 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისის ჩხრეკის დროს.

„პარტია „დროას“ ოფისიდან, გარდა ფეიერვერკებისა, ამოიღეს ნატრიუმის ქლორიდი, ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც გამოიყენება ცრემლსადენი გაზის ეფექტის გასანეიტრალებლად… ამოიღეს პლედები, რომლებიც ღამე სიცივეში გამოიყენება, ამოიღეს ფოტოები, რომლებიც კედელზე იყო და შსს-ს ვთხოვ დამიბრუნოს“ – ასე უპასუხა გიგა ლემონჯავამ მოსამართლის მიერ დასმულ კითხვას – რა ამოიღეს პარტია „დროას“ ოფისიდან.

საქმე ეხება 2024 წლის 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისის ჩხრეკას, რა დროსაც პარტიის ოფისიდან მეგაფონები, გამათბობლები და პიროტექნიკა ამოიღეს. ფეიერვერკების გამოყენება, იმ დროს არსებული კანონმდებლობით, აკრძალული არ იყო.

რა ამოიღეს დროას ოფისიდან  - გიგა ლემონჯავას პასუხი მოსამართლეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ პარტია „ლელოს“ წევრებს ჰკითხა, მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსკენ წინააღმდეგ მიმართული.

„თუ მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ ამას [სანქციებს] ჩემზე ეფექტი ვერ ექნება, მუდმივად დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსკენ წინააღმდეგ მიმართული? მე პოლიტიკაზე არ გელაპარაკებით, კონკრეტულ პერსონებზე არც გელაპარაკებით.

ზოგადად, მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად სახელისა და გვარისა, თუ აცხადებენ, რომ სანქციები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს და ეფექტი ვერ ექნებაო, მაინც მათი დასანქცირების მოთხოვნა, საბოლოო ჯამში, ხომ არ არის ბევრი ასპექტით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული?“ – იკითხა რევაზ ნადარაიამ.

პასუხად „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხალხის ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა და ეს ამ პირების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„ცალსახად და კატეგორიულად არა. ჩვენი ყველა საგარეო კომუნიკაცია ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა დაწესდეს მიზნობრივი სანქციები, რადგან მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა] უღალატეს საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ინტერესებს.

ის კომუნიკაცია, რაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სახელით ოფიციალურად ყოფილა წარმოებული, ყოველთვის იყო თანხვედრაში საქართველოს კანდიდატის სტატუტის მისწრაფებასთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, არცერთი კომუნიკაცია არასოდეს არ აზარალებდა არც ქართველ ხალხს და არც ქართულ სახელმწიფოს… არასოდეს ჩვენ არ მოგვითხოვია ხალხის ან ჩვენი სახელმწიფოს დაზარალება. თუკი ვინმეს სანქცია დაუწესდა, დააბრალოს თავისსავე პოლიტიკას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარტია “გირჩთან” და ამ პარტიის მიერ დაარსებულ „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ევა გოცირიძეს.

რას პასუხობს ნიკა გვარამია "გირჩის" შესახებ დასმულ კითხვას

პარტია “ლელოს” წარმომადგენლებს კითხვები დაუსვა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმაც.

„არც 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგები აღიარეთ, არც 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური ორგანოს არჩევნები არ აღიარეთ“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა გიორგი სიორიძეს, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელს.

„ეგ სხვა პარტიაა, ბატონო მოსამართლევ“, – შეუსწორა მეთოფიშვილს პარტია „დროას“ წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ.

„ბატონო გიორგი, აბრძანდით!“ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ,  მოსამართლის ფაქტობრივი უზუსტობის შესწორების გამო შენიშვნა გიგა ლემონჯავას მისცა.

"ეს სხვა პარტიაა ბატონო მოსამართლევ"

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც ოცნება პროევროპული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ხვალ, 17 ნოემბერს გაგრძელდება.

ამავე თემაზე: 

 

დედა და 8 წლის ბავშვი მხედველობას კარგავენ – ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

37 წლის ნესტან შაინიძეს და მის 8 წლის გოგონას – ელისაბედს, თვალის მძიმე დაავადება, კერატოკონუსი აქვთ, რის  გამოც, დედამ და შვილმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგეს.

ნესტან შაინიძე და მისი შვილი ახლა სტამბოლის კლინიკაში მკურნალობენ.

ნესტანი ამბობს, რომ სტამბოლში გამგზავრებამდე საქართველოში თითქმის ყველა კლინიკა მოიარეს, თუმცა მისი და ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ნესტანს „ბათუმელები“ სტამბოლში ესაუბრა.

ის ამბობს, რომ მის დაავადებასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა დაფინანსებაზე ყველა უწყებამ უარი უთხრა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ გვჭირდებოდა ექსპერტების დასკვნა, მაგრამ ექსპერტებმა თქვეს, დასკვნას 3 თვე დასჭირდებაო და დაფინანსება არ მოგვცეს. ჩემი თვალი მოიცდის ამდენს? ბავშვის თვალი მოიცდის 3 თვეს? ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით თურქეთში.

ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები დაგვეხმარნენ, ერთადერთი საცხოვრებელი ბინა ჩავდეთ ბანკში და 50 000 ლარი სესხი ავიღეთ. ასე წამოვედით სტამბოლში.

თვალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რქოვანას გადანერგვის იმედი აღარ არსებობდა. ახლა კი, როგორც მითხრეს, მჭირდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომელიც აშშ-დან უნდა შემოიტანონ და თუ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება რქოვანას გადანერგვა“, – ამბობს ნესტან შაინიძე.

მისი თქმით,  ღეროვანი უჯრედების გამოწერას 5000 დოლარი სჭირდება, შემდეგ კი ოპერაციისთვის 12 000 ევროა საჭირო. ოჯახს კი ფინანსები აღარ ჰყოფნის.

„აქამდე რა კვლევებიც ჩაგვიტარდა, ყველაფერი სესხით გაკეთდა. ამ კლინიკაში, სადაც მე და ჩემი შვილი ვწევართ, 1 დღე 220 დოლარი ჯდება. უკვე ხუთი დღე გავიდა, რაც აქ ვართ. 1 წვეთი წამალი, რომელსაც ვიწვეთებ თვალში, 8 000 ლირა ღირს. სულ 3 წვეთი მჭირდება დღეში. ერთიც თვალის მალამოა, რომლის თანხაც ჩვენი დასაფარია.

ვის არ მივმართე – განცხადება დავწერე პატარაძის სახელზე, ხულოს მერსაც მივმართე, რადგან ჩემი ოჯახი ხულოშია ჩაწერილი, ჩემმა მეუღლემ ორჯერ ნახა დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც, რომელიც ჩვენით ზის პარლამენტში და გვინდოდა, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა. მარტო ის გვითხრეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ და დაგაფინანსებენო. არ დაგვაფინანსეს.

დიდ თანხებზეა საუბარიო. დიდი თანხები რომ არის, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება, თორემ მცირეს ჩვენც გადავიხდიდით“, – ამბობს ნესტან შაინიძე.

ნესტანის ოჯახი ხულოს სოფელ წაბლანიდანაა. იმ სოფლიდან, რომელიც წლების წინ დაიმეწყრა და მეწყერმა დიდი მსხვერპლიც გამოიწვია.

ოჯახმა კომპენსაციის სახით ბათუმში სოციალურ საცხოვრისში მიიღო ბინა, თუმცა ახლა ეს ბინა ბანკის იპოთეკაშია ჩადებული.

„თუ ეს თანხებიც ვერ გადავიხადეთ, ქუჩაში დავრჩებით. ამას ემატება ჩემი და ჩემი შვილის მდგომარეობა, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს გვერდით დგომა, რომ მე და ჩემმა შვილმა არ დავკარგოთ მხედველობა, გამოვჯანმრთელდეთ და ბინის დაბრუნებაც შეძლოს ჩემმა ოჯახმა“, – გვეუბნება ნესტანი.

მისი თქმით, საქართველოში, ერთ-ერთ კლინიკაში თვალის ამოღება ურჩიეს და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა თურქეთში მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრო მეუბნებოდა, რატომ მიდიხარ თურქეთში, რქოვანას გადანერგვა საქართველოშიც კეთდებაო, მაგრამ ექიმმა რომ თვალის ამოღება მითხრა, ეს არ დამიწერეს ფურცელზე, რომ სამინისტროსთვის მეჩვენებინა.

თურქეთში მითხრეს, რომ სისხლძარღვები არ მაქვს დაზიანებული და თვალის ამოღება როგორ შემოგთავაზესო. ამას რომ ვამბობ, უფრო ბრაზდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ექიმებმა გარანტია მომცეს თვალის და მხედველობის 40-50%-იანი შენარჩუნების, საქართველოში კი ვერა.

საქართველოში ჩემი შვილის შემთხვევაშიც არასწორი მკურნალობა ჩატარდა, რადგან კრემები საერთოდ არ იყო საჭირო, ამან გააღრმავა ინფექციაო. ჩემი შვილის მდგომარეობაც ძალიან მძიმეა დღეს. ჩირქდენა არ უჩერდება და თუ ეს არ შეწყდა, ვერანაირ მკურნალობასა და ოპერაციაზე ვერ გველაპარაკებიან ექიმები. როცა თვალი სტკივა ელისაბედს, თავიც სტკივდება, ახლაც გამაყუჩებლებზე ვართ ორივე.

ამ 7 თვეში ჯოჯოხეთი გამოვიარე. ახლა ჩემს შვილს ბიოფსია სჭირდება, რაშიც 2000 დოლარი მოგვთხოვეს, რომ დადგინდეს, საიდან გავრცელდა ეს ინფექცია, ჰაერწვეთოვანი თუ სხვა გზით. ეს თანხაც მოსაძიებელი გვაქვს“, – ამბობს ნესტან შაინიძე.

ვიდეო:

ვესაუბრეთ ნესტანის დედამთილს, მერი შაინიძესაც. ის სთხოვს სახელმწიფოს, რომ გულისხმიერება გამოიჩინონ მისი რძლისა და შვილიშვილის მიმართ და მათი მკურნალობა დააფინანსონ.

„მთელი საქართველო მოვატარეთ, სად არ ვიარეთ და ვერავინ უშველა. თვეების წინ განცხადებები შეიტანეს ჯანდაცვაში, რომ მივაკითხეთ, თაროზე დაგვხვდა შემოდებული. საჩქაროა ჩემი რძლისთვის თვალის ოპერაცია, რომ დაავადება არ გავრცელდეს მეორე თვალზეც.

ახლობლების და სესხის დახმარებით ეს პირველი თვეები გადავლახეთ, მაგრამ ფინანსები გვეწურება. ახლა მთავარია ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და შემდეგ რქოვანასი. დახმარება გვჭირდება.

7-სულიანი ოჯახი ვართ, სამი არასრულწლოვანი ბავშვი გვყავს, ოჯახში მხოლოდ ჩემი შვილი იყო დასაქმებული და ახლა ისიც არ ვიცით, როგორ უნდა დავფაროთ ბანკის ვალები, თუმცა ახლა ჩემი რძლის და შვილიშვილის განკურნებაა ყველაზე მთავარი და ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას დაგვეხმაროს, დააფინანსონ მათი მკურნალობა.

ამდენი რამ გამოვიარეთ და 1 თეთრიც კი არ მიგვიღია არც ერთი უწყებიდან. იქნებ აწი მაინც გამოგვიყონ დაფინანსება“, – ამბობს მერი შაინიძე.

ნესტან და ელისაბედ შაინიძეების დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი – GE97BG0000000015333600

თიბისი ბანკი – GE62TB7556945064300082

მიმღები: ნესტან შაინიძე

____________________

განახლება:

შაინიძეებთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ  „ბათუმელებს“ მოგვწერა, რომ როგორც დედის, ასევე მისი 8 წლის შვილის ოეპრაციებს სახელმწიფო დააფინანსებს.

„მოქალაქე ნესტან შაინიძის 8 წლის შვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 25 000 ლარი გამოეყოფა.

მოზარდს თვალზე მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ოჯახი ბავშვთან ერთად უცხოეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

შაინიძეებს ბავშვის დაფინანსების თაობაზე შესაბამის უწყებებში განცხადება ჯერ არ აქვთ წარდგენილი.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ოჯახთან კომუნიკაციაშია. უწყება სამედიცინო დოკუმენტაციასა და დაფინანსების შესახებ განცხადებას ხვალ [19 ნოემბერს] ელოდება. დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე თანხის გამოყოფის პროცედურა დაიწყება.

როგორც ბავშვს, ასევე მოზარდის დედას აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან გაეწევა დახმარება.

თანხის გამოყოფის საკითხი ამ შემთხვევაშიც სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ განიხილება“- გვწერს ჯანდაცვის სამინისტრო“.

რა გეგმები აქვს ახალდაფუძნებულ პარტიას – „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, რომელიც ორი წელია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

გუშინ, 15 ნოემბერს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებას 400-მდე დელეგატი ესწრებოდა.

პარტიას მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, რომელიც მის სახელშივე ჩანს.

ბუნებრივია, სოციალ-დემოკრატიული იდეების მქონე პარტიის დაარსებას არ მიესალმა საზოგადოების მკვეთრად მემარჯვენე, ლიბერალური და კონსერვატიული ნაწილი. თუმცა, „მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების იმ ნაწილისგანაც, რომლებიც იდეოლოგიურად სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს არა თუ ეწინააღმდეგებიან, მხარს უჭერენ კიდეც.

ამის მიზეზი პარტიის დაარსების კონტექსტი გახდა: თითქმის ერთი თვეა საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. „ქართული ოცნება“, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორია, არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც მოითხოვოს.

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ფონზე პარტიულ პოლიტიკაში შესვლა არასწორია.

ამ კრიტიკაზე, სამომავლო მოქმედების სტრატეგიაზე, პოლიტიკური ბრძოლის ხედვებსა და მიზნებზე „ბათუმელები“ პარტიის საორგანიზაციო საბჭოს წევრს, სოფო ვერძეულს ესაუბრა.

  • პარტიის პროგრამული პრიორიტეტების წარდგენისას თქვენ თქვით, რომ გირჩევნიათ მეტი ილაპარაკოთ პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე, ვიდრე არსებული სისტემის პირობებში ცალკეულ რეფორმაზე. მაგალითად, სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, ნაცვლად კონკრეტული მოსამართლეთა დანიშვნის წესისა. ჩემი პირველი კითხვა სწორედ ამას შეეხება – როგორ წარმოგიდგენიათ სისტემური ცვლილებები არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით?

ჩვენს პროგრამაში მთავარი აქცენტი არის დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომლის გარეშეც ცალკეულ ინსტიტუციურ რეფორმებზე საუბარი გულუბრყვილობაა ან უბრალოდ დაკარგული დრო. თუ არ შევცვალეთ პოლიტიკური სისტემის ლოგიკა და ეკონომიკური მოწყობა, ვფიქრობთ, ვერ შევქმნით ფუნდამენტს, რომელზეც უფრო სამართლიანი, უფრო დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა უნდა დავაშენოთ. 

ამას ვამბობთ, მათ შორის, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ათწლეულებია დაგროვდა. ჩვენ უამრავი ცალკეული ინსტიტუციური რეფორმა შეიძლება გავიხსენოთ, რომელსაც არ ჰქონდა მყარი საფუძველი. ყველაზე კარგად დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატიზაციისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სინამდვილეში, ამ ქვეყნის დემოკრატიას ვერანაირი ინსტიტუციური საყრდენი ვერ შეუქმნა. ერთ დღეში ჩამოიშალა ყველაფერი.

ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ იცვლებოდა ლოგიკა. ეს ლოგიკა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში იყო და არის. ეს იყო ჩვენი მთავარი გამოწვევა ყოველთვის.

ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებდა და მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების ჩატარების სისტემა, ძალაუფლების განაწილების მექანიზმები და ა.შ. აქედან გამომდინარეობდა ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემაა ცალკეულ ინსტიტუტებთან, არაანგარიშვალდებულ მმართველობასთან და პასუხგაუცემელ პრობლემებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვფიქრობთ, შევცვალოთ ეს პოლიტიკური ლოგიკა და შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც გამორიცხავს ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების თავმოყრას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა გაკეთდეს ერთპარტიული მმართველობის დასრულებით, ძალაუფლების განაწილების ინსტიტუციური მექანიზმების შემოღებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამ მრავალფეროვნების არეკვლით, რაც ჩვენს საზოგადოებაშია.

ეს არ გულისხმობს მხოლოდ სოციალურ სიჭრელეს. ეს, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური განწყობების სრული სიზუსტით ასახვას პარტიულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ცალკეული ინსტიტუციური რეფორმით ჩვენ ვერ გავაჯანსაღებთ დამოუკიდებელ ორგანოებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოს რეფორმა არ გვჭირდება ან სამართალდამცავი სისტემის რეფორმა არ გვჭირდება, უბრალოდ პრიორიტეტები უნდა დავალაგოთ – რით უნდა დავიწყოთ და სად მივიდეთ. მე თუ მკითხავთ, ყველაფერი პარალელურად არის საკეთებელი, დავაგვიანეთ კიდეც.

  • ეს არის სასურველი მომავლის თქვენეული ხედვა. თუმცა, არსებულ პოლიტიკურ გარემოში (ოპოზიციური პარტიები იკრძალება, გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და სხვა უამრავი რეპრესიული კანონი მოქმედებს, საზოგადოების ნაწილი კი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას), როგორ წარმოგიდგენიათ ამგვარი სისტემური ცვლილებების განხორციელება?

ეს არის ჩვენი განაცხადი, რომელში მონაწილეობისთვისაც ვიწვევთ საზოგადოებას. 

რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, რომ ეს ჩვენი პროგრამა, მანიფესტი იქცეს რეალობად – აი, ამ ღირებულებების გარშემო ადამიანების გაერთიანებისთვის ყოველდღიური მუშაობით.

ძალიან მკვეთრ პოლიტიკურ ღირებულებებზე დღეს საუბარი არა თუ სისუსტეა, არამედ პირიქით, სიძლიერეა. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნა კონკრეტული ხედვების, ღირებულებების და იმის ახსნის, რა შეიცვლება, თუ „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ძალაუფლებაში.

როცა ვსაუბრობთ ალტერნატივაზე, პოლიტიკური ალტერნატივა უნდა იყოს მკაფიო, ღირებულებითი. ადამიანებმა უნდა დაინახონ, როგორი იქნება მომავალი „ქართული ოცნების“ გარეშე. 

ჩვენი პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება არ არის ნაბიჯი, რომელიც გათვლილია მოკლევადიანი, ერთჯერადი მიზნით. ბევრი პარტია გვინახავს, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ აღწევდნენ. ჩვენ შევქმენით პოლიტიკური პლატფორმა იმისთვის, რომ ფართო, საჯარო პოლიტიკური პროცესი ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვაწარმოოთ.

  • პარტიის დაფუძნებას საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. მათ მიიჩნიეს, რომ ისეთ რეპრესიულ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, ახალი პარტიის ჩამოყალიბება და პარტიული ბრძოლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მათ შორის, ბევრმა გაუსვა ხაზი, რომ თქვენი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური გაერთიანების გაუქმებაზე მსჯელობენ. 

ადამიანები, რომლებიც ჩვენი პარტიის დაფუძნებას სკეპტიციზმით შეხვდნენ, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ აქცევენ ყურადღებას:

პირველი, ეს არის ჩვენი მოძრაობის და პარტიის ისტორია, რომელიც არ დაწყებულა ერთი თვის წინ, გნებავთ ნახევარი წლის წინ. ჩვენ ორგანიზება დავიწყეთ 2024 წლის ზაფხულში და წლის ბოლოს ღიად ვთქვით, რომ ვემზადებოდით პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირებისთვის. ამ ფაქტორის გამოტოვებით შეფასების გაკეთება უბრალოდ არაკეთილსინდისიერია;

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ადამიანებს ასევე ავიწყდებათ, არის ის, რომ სინამდვილეში, ჩვენ ბევრად ადრე აგვკრძალეს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს სარჩელს შეიტანდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ბოლო დღეებში მიდის საუბარი იმაზე, ვინ უფრო რეპრესირებულია ამ სისტემაში და ავტორიტარიზმი ვის უფრო მეტად შეეხო. მე მინდა შევახსენო ამ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელთა წინააღმდეგად იღებენ კანონებს ბოლო სამი წელია – აგენტის იარლიყების მოწებებით, გაგრძელებული ჩვენი კონსტიტუციური უფლების უგულებელყოფით – რვაწლიანი „გაგრილების პერიოდის“ შემოღებით, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა.

  • გულისხმობთ იმას, რომ თქვენი პარტიის ლიდერების და სახეების დიდი ნაწილი წარსულში არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ?

დიახ და მათ შორის, ემიგრანტებს, რომლებიც ჩვენი მოძრაობის ძალიან დიდი ნაწილია. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ადამიანების მოხმობა, რომ ამ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდნენ, შემოვიდნენ, ჩაერთონ, არის სწორი ქმედება ავტორიტარიზმის იმ ფაზაში, რომელშიც ვართ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, რა თქმა უნდა, ჩვენ სიაში ყოფნა [ე.წ. ასაკრძალი პარტიების სიაში] არ გვჭირდება იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ „ქართული ოცნების“ ეს რა ნაბიჯია – ავტორიტარიზმის ამ ფაზის ლეგალიზაცია ხდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ფორმდება ის, რომ განსხვავებული აზრი ორგანიზაციული ფორმით არ უნდა არსებობდეს. 

რეპრესიული კანონები და რეპრესიული აპარატი არავისზე ნაკლებად ჩვენს მოძრაობას და ჩვენი მოძრაობის წევრებს არ შეხებიათ.

ჩვენ აქამდეც მოძრაობის ფორმით ვიარსებეთ თითქმის ორი წელი და ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები ვაშენეთ მთელ ქვეყანაში. ასეც გავაგრძელებთ. 

  • „ქართული ოცნების“ სარჩელში, რომელიც 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას მოითხოვს, წერია, რომ მომავალში მათ შეიძლება სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც მოითხოვონ. თქვენი კრიტიკოსები სწორედ ამ გარემოებას უსვამენ ხაზს და სვამენ კითხვას – რა აზრი აქვს პარტიის შექმნას ამ პირობებში.

ეს კითხვა ხშირად ისმის, რომ ამ კანონების პირობებში, ასეთი რეპრესიული რეჟიმის პირობებში რა აზრი აქვს პარტიულ ფორმაში გადასვლას. 

ჩვენთვის მთავარია, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ჰქონდეს სწორი განცდა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მის ყოველდღიურ პრობლემებზე: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ხელფასი თვიდან თვემდე უფრო და უფრო ნაკლებად ყოფნის; ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფული იზრდება, წამლებში გადახდილი ფული იზრდება, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ხარჯი ადამიანს ეზრდება და ამ ყველაფერს ემატება უამრავი უსაფრთხოების პრობლემა, ინფრასტრუქტურული გამოწვევა, გარემოსდაცვითი პრობლემები ურბანულ სივრცეებში და ასე შემდეგ.

გვინდა, ადამიანებმა სწორად განსაზღვრონ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირები და მეორე მხრივ, დაინახონ, რა ალტერნატივა არსებობს.

მგონია, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის დანიშნულება უნდა იყოს ეს – სიმართლის ლაპარაკით, სიმართლის გავრცელებით, პოლიტიკური ალტერნატივის წარმოდგენით და იმის ახსნით, როგორი შეიძლება იყოს საქართველო „ქართული ოცნების“ შემდეგ. ეს არის ის, რაც მოქალაქეებში მობილიზაციის და ორგანიზების სურვილის გააჩენს, რაც უპასუხებს იმ ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთას, რომელშიც გვაცხოვრებს ეს რეჟიმი.

ზუსტად ეს არის ამ ავტორიტარიზმის მიზანი, რომ ჩვენ ვთქვათ, აქ არაფერი აღარ გამოვა და ან ემიგრაციაში წავიდეთ, ან გავჩუმდეთ, ჩვენს საქმეებს მივხედოთ და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რაც საერთოა, ყველას გვაწუხებს და ერთმანეთი არ მოვძებნოთ ამ ბრძოლაში.

გუშინდელი დღე [15 ნოემბერი – პარტიის დამფუძნებელი ყრილობა] ამის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ ავტორიტარიზმის პირობებში თუკი რამე შანსი და მომავალი აქვს ამ ქვეყანას, არის ზუსტად ერთმანეთის დანახვა, ორგანიზება, შეკავშირება და იმ მასშტაბის პოლიტიკური პროცესის შექმნა, რომლის პირობებშიც ამ ავტორიტარული კანონების აღსრულება იქნება უკიდურესად რთული.

  • პარტიის ფინანსურ შესაძლებლობებზე გკითხავთ: სოციალურ ქსელში პარტიის პოსტების ქვეშ ანგარიშის ნომრებია მითითებული, რომლებზეც მხარდამჭერებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. ასევე, გაქვთ შემოწირულებების გრაფა პარტიის საიტზე. ეს არის პარტიის შემოსავლის ძირითადი წყარო?

ჩვენი მოძრაობის ფინანსები არის ძალიან კონკრეტულ წყაროებზე დამოკიდებული: ეს არის ჩვენი, მოძრაობის წევრების საწევრო შენატანები და პერიოდული შემოწირულებები, რომლებსაც კამპანიის ფარგლებში მოქალაქეები გვწირავენ.

ამ ორი წყაროს გაერთიანებით მოვედით აქამდე და მათ შორის ეს ყრილობაც ჩავატარეთ სწორედ აი ამ შემოწირულებების აკუმულირების ხარჯზე.

ჩვენ მსხვილი შემომწირველი, ან რომელიმე ბიზნესი არ გვიდგას უკან. ეს არც გვინდა. ჩვენი ლოგიკა არის ის, რომ ბევრმა შემოგვწიროს ცოტა, ვიდრე ერთმა შემოგვწიროს ბევრი.

გვგონია, რომ ესეც არის ერთ-ერთი ფორმა, რომ შევამოწმოთ ჩვენ მიმართ საზოგადოების სანდოობა.

  • სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობას რა შემთხვევაში განიხილავთ და რა არის ის წითელი ხაზი, რის გამოც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვით?

თუ გულისხმობთ წინასაარჩევნო, ელექტორალური მიზნით თანამშრომლობას, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი იხილება და 2028 წლის არჩევნებისთვის როგორი პოლიტიკური ველი იქნება, არავინ იცის.

ზოგადად, ჩვენ გვქონია თანამშრომლობის კარგი გამოცდილებები. მათ შორის, სხვა ახალდაფუძნებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, განათლების საკითხთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანთან“ ერთად გვქონდა საერთო ღონისძიებები, პოზიციების, აზრების ურთიერთგაცვლა.

ვაპირებთ, რომ ვიყოთ ღია იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის, რომლებთანაც ვხედავთ ფუნდამენტურ ღირებულებებში ერთიანობას, ქნება ეს პოლიტიკური სისტემის მოწყობა, თუ სხვა საკითხები.

არსებობს გარკვეული წითელი ხაზებიც და ეს მიემართებათ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებთან არანაირი საერთო ღირებულება – არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც შიდაპარტიული მართვის თვალსაზრისით, არც დემოკრატიის ან სამართლიანობის გაგების თვალსაზრისით არ გვაქვს. 

„ოცნება“ ცდილობს გაასაღოს, თითქოს აკრძალვა ეხება 5 პარტიას, სინამდვილე სხვაა“ – განმარტება

„ოცნება“ ცდილობს, საკითხი ისე გაასაღოს, თითქოს მხოლოდ 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, სინამდვილე არის აბსოლუტურად სხვა. 5 პარტიაზე საუბარი „ოცნების“ პროპაგანდაა,“ – აცხადებს გიგა ლემონჯავა, იგი პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერია, იურისტი და საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ინტერესებს იცავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მე-13 დღეა განიხილება „ოპოზიციის აკრძალვის საქმე“. „ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციური ძალები მოქმედებენ, როგორც „ერთიანი ორგანიზმი“ და საფრთხეს უქმნიან საქართველოს დამოუკიდებლობას – უცხოელებს სთხოვენ ჩვენს დასანქცირებას, ან, მაგალითად, საფრთხე შეუქმნეს კონსტიტუციურ წყობილებას: ჩვენს ლეგიტიმაციას არ ცნობენ და ბოიკოტს გვიცხადებენო.

გიგა ლემონჯავას შეფასებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე დავაზე „რეალურად ივანიშვილის ხელში პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება იქნება: ვისაც უნდა მისცემს, ვისაც არ უნდა – არ მისცემს,“ – აცხადებს გიგა ლემონჯავა.

როგორ შეეხება 5 პარტიაზე მიღებული გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკურ პარტიებს?

„კონსტიტუციურ სარჩელში მთლიანობაში არის 12 პოლიტიკური პარტია მოხსენიებული სახელწოდებით. ხუთის უშუალო აკრძალვის შესახებ ახლავე მიდის დავა, ხოლო შვიდთან დაკავშირებით არის დათქმა, რომ როგორც კი ისინი შეიძენენ საკმარის ელექტორალურ მხარდაჭერას, მათაც აკრძალავენ.

გასათვალისწინებელია, რომ ამ 7 პარტიის აკრძალვაზე უკვე ზეპირი მოსმენის გარეშე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ – მას უკვე ამის საშუალება ექნება.

კანონში შესული ცვლილებებით, „ოცნებამ“ საქმე წინ წაიგდო პრაქტიკულად,“ – ამბობს გიგა ლემონჯავა და დასძენს, რომ ვინც სარჩელში დასახელებული არაა, მათი აკრძალვის მოთხოვნის შემთხვევაში, „სასამართლომ წესით სხდომა უნდა ჩაატაროს“.

სარჩელით „ოცნება“ კონკრეტულად 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს:

  1. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
  2. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
  3. „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
  4. „ფედერალისტური პარტია“
  5. „გახარია საქართველოსთვის“

იგივე სარჩელში დასახელებულია კიდევ 7 პოლიტიკური პარტია აი, ამ კონტექსტში:

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ,“ – აღნიშნულია „ოცნების“ სარჩელში.

„ამგვარი დანაწესი მსოფლიოში პრაქტიკისთვის არის უცხო. ეს არის ლუსტრაცია მოსარჩელის ამოცანისა, რომ პოლიტიკური პარტიები აკრძალოს არა ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გამო, არამედ მათი ელექტორალური მხარდაჭერის გამო… პარტიებს კრძალავენ იმიტომ, რომ მათში ხედავენ პოლიტიკურ საფრთხეს,“ – ამბობს გიგა ლემონჯავა.

თუმცა ამ ჩანაწერის მიხედვით, გამოდის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, მყისიერად რეგისტრაციას გაუუქმებენ კონკრეტულ 5 პოლიტიკურ სუბიექტს და არა, მაგალითად, „დროას“, რომელიც ნახსენებია ამ 5 პარტიაში. ეს ასეა იმიტომ, რომ „ოცნებამ“ 2024 წლის საარჩევნოდ კოალიციები და ბლოკები აკრძალა. პარტიები, რომლებიც თავს საერთო პლატფორმაზე ხედავდნენ, თავიანთი პარტიის სიიდან ამოეწერნენ და ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიაში მოხვდნენ.

„დროას“ ერთ-ერთი ლიდერია გიგა ლემონჯავაც, მაგრამ იგი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო სიაში იყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, მასაც შეეზღუდება პოლიტიკური საქმიანობის უფლება, უშუალოდ პარტიას „დროას“, ან „გირჩის“ აკრძალვისთვის კი, „ოცნებამ“ საკონსტიტუციოს ხელახლა უნდა მიმართოს.

გიგა ლემონჯავას განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მყისიერად აიკრძალება პარტია „ახალი“ და არა კოალიციის სახელით მონაწილე ყველა პარტია. პარტია „ახალი“ იმიტომ, რომ საარჩევნო რეგისტრაციის დროს, 2024 წელს კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“, „დროამ“ სამართლებრივ ბაზად პარტია „ახალი“ გამოიყენეს.

„ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პარალელურად საქმე გაიმარტივა და ივანიშვილს მარტივად შეეძლება მისთვის არასასურველი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გაუქმება – საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანის პარალელურად, 2025 წლის ოქტომბერში ცვლილებები შევიდა კანონში „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტსა და ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ.

ამ ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის აკრძალულია პარტიული საქმიანობა [მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება], სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე არჩევნებში მონაწილეობა. ეს ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ.

„ვფიქრობ, წავლენ ინდივიდუალური აკრძალვის გზით… ნებისმიერი ადამიანი, ვისი დაკავშირებაც მოუნდებათ – ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერებია – იმ კონკრეტულ ადამიანთან, ან ადამიანებთან დაკავშირებით „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სასამართლომ 14 დღეში უნდა მიიღოს განჩინება. შენ უბრალოდ შეხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე და ნახავ, რომ თურმე შენთვისაც აუკრძალავთ პოლიტიკური საქმიანობის უფლება.

შესაბამისად, პრობლემა ეს კი არ არის, რომ ახლა, მყისიერად ეს 5 აიკრძალება, თუ 12 – ათასობით ადამიანი დაექვემდებარება ამ აკრძალვას, ნებისმიერი, ვინც ივანიშვილისთვის აღმოჩნდება არასასურველი,“ – გვითხრა გიგა ლემონჯავამ.

დავუშვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა კონკრეტულად ეს 5 პოლიტიკური ძალა, რაც უწერია „ოცნებას“ მოთხოვნად, ხოლო ახალი სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ უარი თქვა. არის შესაძლებელი, სასამართლომ უარი თქვას „ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სადაც იგი, მაგალითად, „გირჩის“ აკრძალვას მოითხოვს?

„რა თქმა უნდა, სამართლებრივად შებოჭილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლო თავისივე გადაწყვეტილებით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გიგა ლემონჯავამ.

10 თვეში ჯარიმებიდან 26,9 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში

10 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში, ჯარიმებიდან 26 მილიონ 989 700 ლარი შევიდა. ანგარიშში, რომელიც ბათუმის მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მონაცემები დიფერენცირებული არ არის, თუმცა გასული წლის ანგარიშის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი ჯარიმებით შეგროვდა.

გასულ, 2025 წელს ბიუჯეტში, ჯარიმებიდან, 19 მილიონ 602 300 ლარი შევიდა, აქედან 13 მილიონ 676 000 ლარი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა იყო, 271 600 ლარი უბილეთო მგზავრობის, 56 100 ლარი კი ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისთვის დაკისრებული ჯარიმა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მერია ჯარიმებიდან 24 მილიონის ამოღებას გეგმავს, ასეთია პროექტის პირველად ვარიანტში მოცემული პროგნოზი.

ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს ბიუჯეტში „სხვა შემოსავლები“ აერთიანებს, ამ თავში შედის მოსაკრებლებიც.

2026 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, საპროგნოზო მოცულობა 115 მილიონ 908 500 ლარით იყო განსაზღვრული. ფაქტობრივმა შესრულებამ კი 131 მილიონ 804 100 ლარი, ანუ გეგმის 114% შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში სხვა შემოსავლების წილი 33.9 პროცენტია.

საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით 10 თვეში ბიუჯეტში მობილიზებულია 14 მილიონ 059 800 ლარი, პროცენტებიდან კი 11 მილიონ 579 300 ლარი, ხოლო რენტის სახით, ანუ მუნიციპალური ქონების გაქირავებიდან მიღებულია 2 მილიონ 480 500 ლარი.

ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში 84 მილიონ 489 700 ლარი შევიდა. მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებლის სახით მიღებული 24 მილიონი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 53 მილიონ 979 200 ლარი.

საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 10 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა 388 მილიონ  954 100 ლარი შეადგინა. ეს, მთლიანი შემოსულობების, 2026 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებლის 76.0%-ია.

შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე 125 მილიონ 510 800 ლარი [შემოსულობების 32.3%] მოდის, გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 124 მილიონ 933 800  ლარი [შემოსულობების 32,1%].

სხვა არასაგადასახადო შემოსავლებზე – 131 მილიონ 804 100 ლარი, შემოსულობების 33,9% და არაფინანსური აქტივების კლებაზე [პრივატიზებიდან მიღებულ შემოსულობაზე] – 6 მილიონ 705 300 ლარი, რაც შემოსულობების 1.7%  პროცენტია.

ზღვაში კოლხეთის ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონა კორიდორით ორ ნაწილად გაყვეს

ტერიტორია შავ ზღვაში, რომელიც მკაცრი დაცვის ზონაა, „ოცნების“ მთავრობამ გაცილებით სუსტი დაცვის მქონე ტერიტორიით [ერთგვარი კორიდორით] ორ ნაწილად გაყო.

ეს დაცული ტერიტორია ზღვაში კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებშია. შესაბამისად, 593 ჰექტარით შემცირდა მკაცრი დაცვის ზონა ზღვაში, რომელიც მდინარეების: რიონისა და ხობის შესართავებს შორის მდებარეობს.

გარემოს დაცვის ექსპერტის, მამუკა გვილავას განცხადებით, ეს არის ეკოსიტემის [თევზები, დელფინები და სხვ.] მოსვენების საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს და მისი ასე, საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეუთანხმებლად „ჭრა-კერვა“,  არ უნდა ხდებოდეს.

„ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი, 2026 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა 2019 წელს დამტკიცებულ „კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმაში“, რითაც ეროვნული პარკის საზღვრებში გაჩნდა ახალი – „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“, რომლის ფართობი 593 ჰექტარია.

ამ დრომდე კოლხეთის ეროვნულ პარკში [როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტერიტორიებზე] გამოყოფილი იყო მხოლოდ სამი ზონა: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბუნების მართვადი დაცვის ზონა და ტრადიციული გამოყენების ზონა.

„მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიით“ კი, როგორც აღვნიშნეთ, ზღვაში მკაცრი დაცვის ზონა გაიყო ორ ნაწილად.

ამასთან, ახალი დადგენილებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა შემცირდა [როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე] ჯამში 605 ჰექტარით [22 927 ჰექტარიდან 22 322 ჰექტარამდე].

„მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიით“ [ე.წ. კორიდორით] გაყოფილი მკაცრი დაცვის ზონა შავ ზღვაში / წყარო: მთავრობის 2026 წლის 6 ნოემბრის დადგენილება
ახალი ცვლილების მიხედვით, კოლხეთის ეროვნული პარკის მართვის გეგმაში გაჩნდა ახალი მუხლი 45​1, რომელიც კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსს, ფართობს, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობებს ეხება.

ამ მუხლში კი აღნიშნულია, რომ „კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძისა და არაუმეტეს 9 კვანძის სიჩქარით“.

ამ მონაცემების მქონე „წყალმცურავი საშუალებები“, ძირითადად, თევზსაჭერი სეინერებია, რომლებსაც უფლება მიეცათ დაცული ტერიტორიის მკაცრი დაცვის ზონაში გაჭრილ ამ ახალ კორიდორში თავისუფლად გადაადგილდნენ.

ამავე მუხლში არის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც „კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მცურავი საშუალებებით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების“ შესაბამისად“.

„ბათუმელები“  კომენტარისთვის მამუკა გვილავას – გარემოს დაცვის წამყვან ექსპერტს დაუკავშირდა.

აღსანიშნავია, რომ მამუკა გვილავა ერთ-ერთია, ვინც უშუალოდ იყო ჩართული თავის დროზე კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნაში და იყო მსოფლიო ბანკის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის დირექტორი.

„ამ კორიდორის გაჭრა გაუგებარია. ასეთი რამ მნიშვნელოვან დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეუთანხმებლად არ უნდა ხდებოდეს.

ხომ შეიძლება ამ დარგში პროფესიონალი ადამიანისთვის დაეძახათ, მაგალითად, დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში. კოლხეთის ეროვნული პარკისთვისაც უნდა ფუნქციონირებდეს ასეთი საბჭო.

ერთხელ მაინც რომ გამოეტანათ განსახილველად, შევთანხმდებოდით ყველაფერზე. უბრალოდ, პირობებით მოხდებოდა ეს და არა ასე უპირობოდ გაჭრა და სეირნობა ამ კორიდორში, ყულევიდან ფოთამდე, რამდენიც გინდა. უნდა აგვიხსნან, თუ რატომ არის საჭირო ეს კორიდორი.

ამ დადგენილებას პარკის ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თუ სამინისტროს გარეშე ვერ მიიღებდნენ, ხომ ასეა?! ასეთ საკითხებზე მათ უნდა თქვან უარი, რადგან ეს საზღვაო დაცული ტერიტორიაა.

მე მაინც უფრო დეტალურად მინდა შევისწავლო და გავიგო, რის გამო მიიღეს ასეთი დადგენილება. ამხელა ცვლილებაა შეტანილი საზღვრების და ამ კორიდორის შესახებ ერთ წინადადებად არის მარტო მეთევზეობა… უპირობოდ არის მიცემული ეს ყველაფერი.

თუ რატომ ვამბობ უპირობოდ, შევეცდები ავხსნა.

მე საქართველოში კოორდინატორი გახლდით ლურჯი ეკონომიკის მიმართულების პროექტის, სახელწოდებით – DOORS. ეს არის ევროკავშირის „ჰორიზონტი 2020-ის“ დაფინანსებით განხორციელებული პროექტი და ჩვენ პროექტის ფარგლებში ვმართავდით საქართველოში ლურჯი ეკონომიკით დაინტერესებული მხარეების/სტეიკჰოლდერების შეხვედრებს.

უნდა გითხრათ, რომ მეთევზეობის საკითხები საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად ცუდად მართული დარგია.

ვთვლი, რომ საქართველო ანჩოუსის [ქაფშიის] უმდიდრესი სათევზაო არეალია. ზოგადად ითვლებოდა, რომ ეს არის დაბალი ხარისხის სარეწაო თევზის სახეობა, მაგრამ შავი ზღვის ქაფშია მსოფლიოში საუკეთესოა თავისი მახასიათებლებით და ამ დროს მსოფლიო ბაზარზე ყიდის არა საქართველო, არამედ უმეტესწილად თურქეთის გავლით. ამ რესურსით იკვებება მაღალი ღირებულების მქონე თევზი, რომელსაც ჩვენ შემდეგ სუპერმარკეტებში ვყიდულობთ, თანაც ძალიან ძვირად.

ეს არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც პრაქტიკულად გადაცემული გვაქვს მეზობელი ქვეყნის, თევზჭერისთვის. ეს დარგი საჭიროებს ყურადღებას, ისე, რომ ეს რესურსები საქართველო აითვისოს…

დისკუსიის დროს, ერთ-ერთმა მეთევზემ დაიჩივლა – ვთქვათ, ანაკლიაში თუ დისტრესში ვართ, ანუ ტალღებია, ქარია, ხუთი მილის მანძილზე ჩვენი გემით ადვილად ვერ გავალთ ღია ზღვაში, სასწრაფოდ გვიწევს პორტში დაბრუნება, რომ თავი შევაფაროთ, ამიტომ იქნებ ამ შემთხვევაში მაინც გაგვატაროთ დაცულ ტერიტორიაზეო.

მე ძალიან კარგად მესმის მეთევზეების და მეზღვაურების უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ პირადად ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ შემდეგ ამ ტიპის „დათმობას“ ცუდად იყენებენ. ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თევზაობას ადგილი არ ექნება ამ არეალებში.

სადღაც თევზმა უნდა შეისვენოს. „სპილოვერი“ ჰქვია ამას, როცა დაცულ ტერიტორიაზე გაქვს დასვენების საშუალება ეკოსისტემისთვის. შემდეგ ეს ყველაფერი გარეთ გაედინება და იქ შეგიძლია ითევზაო, სადაც დასაშვებია.

შავ ზღვაზე შექმნილი დაცული ტერიტორიის ასე ჭრა და კერვა, მეთევზეობისთვის არის ცუდი… უკონტროლობით კოლაფსს გამოვიწვევთ ამ ეკოსისტემის. ეს ერთადერთი დასვენების ადგილია არა მარტო თევზების, არამედ დელფინების, ზღვის სხვა ძუძუმწოვრების და ასე შემდეგ“. 

მამუკა გვილავას თქმით, მეთევზეების მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ კორიდორი უნდა გაკეთებულიყო ისეთი პირობებით, რომ ეს დაშვება არცერთ შემთხვევაში არ ყოფილიყო გამოყენებული უკანონო და არაგონივრული სარეწაო მეთევზეობისთვის დაცული ტერიტორიების ფარგლებში.

„ეს არეალი ხელშეუხებელი რომ არის, სწორედ მეთევზეობის ინტერესებს ემსახურება. ეს არის გამოსავალი მეთევზეობის კოლაფსის თავიდან აცილებისთვის. ამიტომ კონსერვაციის კუთხით მეთევზეებიც ჩვენს მხარეს უნდა იყვნენ.

არსებობს მეთევზეობის გლობალური პორტალი: Global Fishing Watch, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ, ხდება მონიტორინგი გემების სიჩქარეების და ძალიან ადვილი დასადგენია თევზაობს თუ არა გემი.

აღნიშნულ პორტალზე სიამაყით ვაკვირდები, რომ ჩვენთან მეთევზეების გემები რკალს არტყამენ დაცულ ტერიტორიას, შიგნით არ შედიან. მაგრამ არც ისე არ არის, რომ ჩვენი [ჩვენი, თუ ძირითადად, ალბათ, თურქეთის]  მეთევზეები არ არღვევენ საზღვრებს. ღამით შედიან დაცულ ტერიტორიებშიც.

ამიტომ, ჩვენ დისკუსიებისას შევთანხმდით, რომ: კი ბატონო, იყოს დაცულ ტერიტორიაზე  გატარების საშუალება, ოღონდ საქართველომ მიმართოს თხოვნით Global Fishing Watch-ს და მიუერთდეს.

ქვეყანამ პილოტ-პროექტი რომ განახორციელოს Global Fishing Watch-თან, უფრო მეტი სიზუსტით დადგინდება, მეთევზეობას სად აქვს ადგილი და სად არა.

დარწმუნებული ვარ, რომ სიამოვნებით დათანხმდება Global Fishing Watch-იც, თუ საქართველოს ხელისუფლება იტყვის, რომ მზად არის პილოტ-პროექტის ქვეყნად იქცეს. არა მგონია, რომ მათ უარი გვითხრან.

თუ არა და, სხვა გზა უნდა მოვიფიქროთ მონიტორინგისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ უსაფრთხოების კორიდორს თევზრეწვისთვის არ გამოიყენებენ. რომ ჩახედოთ ახლა ამ დადგენილებს, რამე მსგავსს დაინახავთ? არა! უბრალოდ, გაჭრილია კორიდორი მეთევზეებისთვის…

აქვე აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის კანონი მივიღეთ, დარგისთვის, რომელიც შავ ზღვაში რეალურად არ გაგვაჩნია და მეთევზეობის კანონს არ ვიღებთ.

მესმის, რომ მეთევზეებს სჭირდებათ უსაფრთხოება, მაგრამ არის მეორე საკითხიც – რა შუაშია ყულევის ნავთობის ტერმინალის წერტილიდან ფოთის მიმართულებით კორიდორის გაჭრა? ყულევის პორტში რას აკეთებენ, ნავთობის გადაზიდვას აპირებენ თუ რას აპირებენ? სრულიად გაუგებარია და უნდა აგვიხსნან.

მე ველოდი, რომ ანაკლიიდან ფოთამდე იქნებოდა კორიდორი გაჭრილი. თან ისე, რომ არ მოუწიოს გემს შორს წასვლა, ნაპირს გამოყვეს და მიაღწიოს უსაფრთხოდ ფოთის პორტამდე. ყულევი  – გაუგებარია, რაღაცას ეშმაკობენ, ამიტომ მინდა ცოტა მეტი დრო, რომ მივხვდე –  რატომ ამ წერტილიდან ამ წერტილამდე…“

ყულევის ტერმინალი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიების [ზღვისა და ხმელეთის] ნაწილი ერთ კადრში / „ბათუმელების“ ფოტო გადაღებულია 2025 წლის 2 ნოემბერს
მამუკა გვილავას თქმით, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვარი [განსაკუთრებით საზღვაო] რამდენჯერმე შეცვალეს და ყველაფერი ეს გაკეთდა არამართებულად, რადგან ეს ცვლილებები კონსერვაციის მიზნებს არ ემსახურება.

„თქვენ მკითხეთ, რამსარის კონვენციასთან თუ უნდა შეთანხმდეს ამ კორიდორის საკითხი? კი, აუცილებლად – რამსარის კონვენციაში დაცული ტერიტორიების საზღვრები ემთხვევა რამსარის ტერიტორიის საზღვარს.

თავდაპირველად, როცა მივუერთდით რამსარის კონვენციას, სხვანაირად გამოიყურებოდა საზღვარი და საქართველომ ბევრი რამ დაარღვია, ამიტომ სეკრეტარიატს მოუწია საქართველოსთან ამ საკითხის გარკვევა და ჩვენ მონტროს [კონვენციის დამრღვევთა] სიაშიც კი აღმოვჩნდით ყულევის ტერმინალის მშენებლობის გამო.

უდიდესი დარღვევა მოხდა რამსარის კონვენციის, როცა ეს ტერმინალი აშენდა.

ყულევის ტერმინალი / 2.11.2025

„სოკარს“ დაახლოებით 7 მილიონი დოლარი დაეკისრა კომპენსაცია კოლხეთის ეროვნული პარკისათვის. თვითონ პარკის შექმნა კი 3.3 მილიონი დოლარი დაჯდა: 2.2 მილიონი უპროცენტო სესხი მსოფლიო ბანკიდან და 1.3 მილიონი GEF-ის [გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის] გრანტი, რადგან გლობალურ ეკოსისტემურ სერვისებსაც ემსახურება ეს დაცული ტერიტორია.

რა გააკეთეს 7 მილიონ დოლარად? რეალურად კომპენსაცია არ მომხდარა. იმ ზიანზე აღარ ვამბობ, რამდენიც ტერმინალის არსებობამ დაცულ ტერიტორიას მოუტანა.

„სოკარს“, ოდესღაც იქნება, როცა გარემოსდაცვითი სამართალი იზეიმებს, მოუწევს 10-ჯერ მეტის გადახდა, რომ აალაგოს თავის ტერმინალი იქიდან, სადაც ის დალაგებულია ახლა და დაბინძურების გარდა არაფერს ქმნის.

რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

მაინტერესებს, დაცული ტერიტორიის წინ, რუსული დაფინანსებით აშენებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს თუ არა? და თუ არ ფუნქციონირებს, ასობით მილიონი როგორ აისახება ექსპორტში საქართველოდან? რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი? და ეს ყველაფერი „სოკართან“ არის დაკავშირებული, ნავთობის მიღება და ექსპორტი ამ არეალში მხოლოდ „სოკარის“ ტერმინალს შეუძლია.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპული სანქციების მოლოდინში ვართ ამ ტერმინალის გამო.

ამ თემაზე: ყულევის პორტი სანქცირების რისკის ქვეშ – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

დაცული ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს, რატომ ავაშენეთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ამაზე არავინ საუბრობს.

ეს ტერიტორია შედიოდა დაცულ ტერიტორიებში და ამოიღეს გაურკვეველი მიზეზით. სხვათა შორის „სოკარისთვის“ იყო ეს ტერიტორია ადრე გადაცემული, მან დააბრუნა უკან იმიტომ, რომ ვერ განახორციელა ინვესტიცია. ეს ინვესტიცია ახლა განახორციელა მაკა ასათიანმა და მისმა მეუღლემ? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ალბათ შეგვიძლია საფუძვლიანი ეჭვი გვქონდეს, რომ „სოკარიც“ მონაწილეობს ან კავშირშია ამ ინვესტიციასთან.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ტერიტორია [წითელი ფერით, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებენ] და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობით და სარგებლობით გადაცემული ტერიტორიები [იასამნისფერი]. / ზემთ მონიშნულია „სოკარის“ საკუთრებაში არსებული ყულევის ნავთობტერმინალი / მწვანე ხაზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა დაშტრიხული

ამ თემაზე: რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

„სოკარმა“ ტერმინალი დაასრულა 2005 წელს ევროპული თანხებით. ასე რომ, ევროპული ინტერესებიც არის ყულევის ტერმინალში.

ანუ, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ევროპულ სანქციებთან არის დაკავშირებული, არამედ ევროპულ ბანკებთან, რომლებიც ამ ტერმინალს აფინანსებდნენ და ალბათ გარკვეული პირობებიც აქვთ, რომელიც საჯარო არ არის. მაგრამ ის, რომ აფინანსებდნენ, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო.

ევროპულ ბანკებს შორის, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 15 საფინანსო ინსტიტუტის სინდიცირებულ სესხს „სოკარისადმი“, უნდა დავასახელოთ ნიდერლანდების ABN Amro და საფრანგეთის BNP Paribas და Société Générale.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უშუალოდ კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვაში დაცულ ტერიტორიასთან / 2.11.2025

მამუკა გვილავა კიდევ ერთ საკითხზე საუბრობს. ესაა შავი ზღვის საზღვაო კაბელი, რომლის გაყვანაც, ექსპერტის თქმით, ისე დაგეგმეს, რომ ზღვაში დაცული ტერიტორიის გადაკვეთა გარდაუვალი ხდება.

„რატომ სხვა ლოკაცია არ იძებნება საქართველოს ტერიტორიაზე, რომ განხორციელდეს ელექტროენერგიის ექსპორტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ეროვნული პარკის საზღვაო ნაწილის გადაკვეთის გარეშე? ლოკაციის შერჩევისას, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორია ენგურჰესის ენერგიის ექსპორტი და შესაბამისი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ენგურჰესიდან ანაკლიამდე.

ამ კაბელის გაყვანის დაფინანსებას მსოფლიო ბანკი აპირებს. მილიარდობით დოლარის მაღალპროცენტიანი ვალის აღების ვალდებულება საქართველოსთვისაა განსაზღვრული.

რატომ იღებს საქართველო ამაში ვალს, როცა აზერბაიჯანული ენერგიის ექსპორტი, „მწვანე“ ენერგიის ექსპორტის განხორციელებაა დაგეგმილი ევროპაში.

ჩვენ უკვე გვაქვს მსოფლიო ბანკთან 35 მილიონზე გაფორმებული მაღალპროცენტიანი  სასესხო ხელშეკრულება საზღვაო კვლევებისთვის. თუ ეს კვლევები იყო საჭირო, მისი ჩატარება 2024 წელს რატომ არ სთხოვეს რუმინულ გემს [„მარე ნიგრუმ“ – მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი გემი], რომელიც შემოსული იყო ამ არეალში კვლევებისთვის ევროკავშირის ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში“, – ამბობს მამუკა გვილავა.

მამუკა გვილავას თქმით, მას ბევრი კითხვა აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით. ეს კითხვებია:

  • „მეთევზეობასთან დაკავშირებულ საკითხში, რატომ არ იყვნენ ჩართული დაინტერესებული მხარეები, რომ დაბალანსებულად გადაწყვეტილიყო ამ  კორიდორის გაჭრის საკითხი?
  • ვის ინტერესებშია ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თუ საქართველო მხოლოდ სანქციებს უნდა ელოდოს აქედან?
  • როგორ ხერხდება, რომ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებით მსოფლიო ბანკმა, იმ ორგანიზაციამ, რომელიც დაგვეხმარა დაცული ტერიტორიის შექმნის დაფინანსებაში, თვითონვე უნდა დაარღვიოს ამ დაცული ტერიტორიების მთლიანობა?“

ბათუმში იაფი სახლის აშენება ისევ არ იგეგმება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის“ შესახებ ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არაფერი წერია.

არაფერი წერია ამ პროგრამის შესახებ მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშშიც, უფრო სწორად მიმოხილვაში. დოკუმენტი იმდენად ზოგადია, რომ მას არ შეიძლება ანგარიში ეწოდოს, სრულ ანგარიშს მერია სავარაუდოდ წლის ბოლოს წარუდგენს საკრებულოს, ან შემდეგი წლის დასაწყისში.

მერია პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა ფაქტია, რომ მომავალ წელს ამ მიმართულების დასაფინანსებლად ბიუჯეტში თანხა არ გაუთვალისწინებიათ. იაფი სახლის მშენებლობა არც 2025 წელს დაწყებულა და არც 2026 წელს.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსებულია ქვეპროგრამა „საცხოვრებელი სახლების შესახებ“. მერიის განმარტებით, ეს ითვალისწინებს ავარიული სახლების დემონტაჟსა და მშენებლობას, გამაგრება-რეაბილიტაციას და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას.

მერია ასევე წერს, რომ ქვეპროგრამის მიზანი საბინაო ფონდის შექმნას ემსახურება, ამ პროგრამის ბიუჯეტი 23 მილიონ 460 000 ლარია.

ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში მერია ავარიულ სახლებთან დაკავშირებული გამოწვევების მიმოხილვისას მიშენება- დაშენების მავნე პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა არსად ახსენებს იმას, რომ ეს პრაქტიკა ახლაც „წარმატებით“ გრძელდება.

„ქალაქის მასშტაბით არსებული ამორტიზებული, საცხოვრებლად გამოუსადეგარი, ავარიული საცხოვრებელი შენობები წლებია ქალაქისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ასეთი შენობების შესწავლისას გამოვლინდა ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი.

შესწავლით დადგინდა, რომ ავარიულობის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წლების განმავლობაში განხორციელებული მიშენება-დაშენების და სხვადასხვა სახის სამშენებლო ჩარევების მავნე პრაქტიკამ, ავარიული სახლების უმრავლესობის იერ-სახე სრულადაა დამახინჯებული, ისინი არ პასუხობენ უსაფრთხოების სტანდარტებს. “ – წერს მერია.

ამ ყველაფრის პარალელურად, ბათუმის მერიას ჯერ ისევ არ გამოუცხადებია ტენდერი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთებაზე, როგორც ამას უსახლკაროებს დაჰპირდა აჭარის მთავრობა [ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი მისი გასამართლების შემდეგ ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს].

2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით იხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ „გალიფ ოზთურქის ბინები“ საცხოვრებლად არ გამოდგება და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

2026 წლის ოქტომბერში, მერიიდან მოგვწერეს, რომ კორპუსების მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს და ამ ეტაპზე შესაბამის დასკვნას ელოდება. სავარაუდოდ, ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს, რომლითაც უნდა შეისყიდონ კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოები.

ამ კორპუსების მშენებლობა ბიზნესმენმა უკანონოდ ისე დაიწყო და დაასრულა, რომ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებსაც უკანონო მშენებლობის კონტროლი ევალებოდათ, მისთვის ხელი არ შეუშლიათ – ბიზნესმენმა, რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობა დაასრულა.

2026 წლის ივნისში ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსი შეუცვალეს. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა.

როდის და ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში, ამას მერიაში მოქმედი კომისია გადაწყვეტს, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს. მერიის ინფორმაციით, ამ კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა 2026 წლის მაისში გამართა.

Russian and Georgian Deputy FMs to Discuss ‘All Topics’ as Kobakhidze Rules Out Restoring Diplomatic Ties

Georgia’s position on restoring diplomatic relations with Russia remains unchanged and will not be revised, Irakli Kobakhidze has told journalists. At the same time, he said, contacts between the two countries’ special representatives would continue actively, with their first meeting likely to take place very soon.

Journalists asked about the contact established between Giorgi Zurabashvili and Russian Deputy Foreign Minister Mikhail Galuzin, the possibility of Zurabashvili travelling to Russia, and whether the process was moving towards restoring diplomatic relations despite Moscow’s refusal to change its policy towards Georgia’s occupied regions.

According to Irakli Kobakhidze, there is a natural obstacle to restoring diplomatic relations: the occupation of Georgian territories and Russia’s recognition of the two occupied regions as so-called independent states.

“As for diplomatic relations, we have commented on this issue many times. There is a natural obstacle to restoring these relations: the occupation of our country’s territories and the recognition of the two occupied regions as so-called states – their so-called recognition. Accordingly, our decision on this matter will not be reconsidered and cannot be reconsidered. That is one point,” Kobakhidze said.

As for dialogue between the special representatives, Kobakhidze said that work would continue within the existing framework and that all issues envisaged under this format would be discussed.

“All topics will be discussed… All issues covered by this format will be discussed,” he said.

Asked when and where the first meeting would take place, and whether it would be held in Tbilisi, Kobakhidze said the public would be informed of the details at a later date.

“It will probably happen very soon. As for where and how it will take place, we will share that information with you. It may be neither in Tbilisi nor in Moscow; it could be somewhere else. We will inform the public accordingly,” Irakli Kobakhidze said.

Russia has established contact with Giorgi Zurabashvili, the Georgian Prime Minister’s newly appointed special representative for relations with Russia. His Russian counterpart will be Deputy Foreign Minister Mikhail Galuzin, the Russian Foreign Ministry told Izvestia.

“We have established contact with Giorgi Zurabashvili. His Russian counterpart has also been appointed: Deputy Foreign Minister Mikhail Galuzin, who oversees the South Caucasus portfolio. Russia consistently supports the development of pragmatic and mutually beneficial relations with Georgia,” the Russian Foreign Ministry said.

The ministry, headed by Sergey Lavrov, added that the negotiators would focus on increasing trade turnover and tourism, expanding transport links and promoting cultural exchanges.

“The new format effectively signals the resumption of the Russia-Georgia dialogue that began in 2012 and continued for almost a decade,” the Russian Foreign Ministry added.

Giorgi Zurabashvili, First Deputy Foreign Minister, has been appointed the Prime Minister’s special representative for relations with Russia.

Zurabashvili will retain his position at the Foreign Ministry. However, according to Kobakhidze, he will represent Georgia in relations with Russia in his capacity as the Prime Minister’s special representative.

This amounts to an upgrade of the status and mandate of Georgia’s informal dialogue with Russia.

უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

16 ნოემბერს, დილით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა.

ოკუპირებული ყირიმის ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „მტრის დარტყმის გამო“ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია „დაახლოებით შუადღემდე“.

ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა.  ხიდის სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

უკრაინა წლებია აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი მისთვის თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეა. 2022 წლიდან დღემდე უკრაინამ მინიმუმ სამჯერ შეუტია ყირიმის ხიდს – 2022, 2023 და 2025 წლებში.

__________

ფოტო: telegram/ASTRA

ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები 8,2 მილიონით იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიაში, საკრებულოსა და მერიის ააიპ-ებსა თუ სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები, მიმდინარე წელთან შედარებით, ჯამში, 8,2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა [მომუშავეთა რიცხოვნობა] 2 987 ადამიანით არის განსაზღვრული, ხოლო მათი შრომის ანაზღაურებისთვის – 61 883 600 ლარი.

ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა არის 2 959 ადამიანი, მათი ხელფასებისთვის კი 70 138 300 ლარია გაწერილი.

უშუალოდ ბათუმის საკრებულოში ხელფასებისთვის 2027 წელს 2 469 100 ლარი დაიხარჯება, ხოლო ბათუმის მერიაში – 5 762 000 ლარი.

2027 წლიდან იზრდება მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასებიც. შესაბამისად, ბათუმის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 810 ლარით გაიზრდება და დღეს არსებული 9 600 ლარის ნაცვლად, 2027 წლის იანვრიდან 10 410 ლარი იქნება.

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 614 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. 2026 წლის ბიუჯეტი კი – 593 924 100 ლარით.

ბათუმის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შესვლის შესახებ განცხადება 13 ნოემბერს, საღამოს საათებში გამოაქვეყნა. 16 ნოემბრისთვის კი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ჩანიშნეს.

2027 წლიდან ხელფასები ეზრდებათ იმ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ.

ამ თემაზე:

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

10 თვეში მშენებლობის მოსაკრებლიდან ბათუმის მერიამ 24 მილიონი ამოიღო – უპრეცედენტო ზრდა

10 თვეში მშენებლობის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში 24 მილიონ 175 300 ლარი შევიდა. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ბათუმში უპრეცედენტო ოდენობის ნებართვა გაიცა ან უპრეცედენტო იყო კ2 კოეფიციენტით გაზრდილი ფართობების მოცულობა.

თანხა, 2025 წელთან შედარებით, ფაქტობრივად გაოთხმაგდა – შარშან, 10 თვეში, მშენებლობის მოსაკრებელმა ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონ 187 600 ლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს, იმავე პერიოდში, 1 მილიონ 903 900 ლარი იყო.

მშენებლობის მოსაკრებელი ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ ნაწილშია ასახული.

2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 10 თვეში 115 მილიონ 908 500 ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 131 მილიონ 804 100 ლარი შეადგინა, ეს გეგმის 114 პროცენტია.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 33.9%-ს შეადგენს.

ათ თვეში „სხვა შემოსავლების“ ნაწილში  საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 10, პროცენტებიდან კი – 8 მილიონი ლარი. რენტის სახით ანუ გაქირავებიდან ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი შევიდა.

ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით, საერთო ჯამში, ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი აისახა, მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებელიც. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა კი 53 მილიონ 979 ათასი ლარი შეადგინა.

ადგილობრივი მოსაკრებლის სახით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებიდან 4 მილიონ 934 500 ლარი ამოიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მერიამ ამ კონკრეტული მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელი გაზარდა, რაც წინა წლებში მერიისთვის გამოწვევა იყო.

სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონ 989 7  ლარი.

ბათუმის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შესვლის შესახებ განცხადება 2 დღის წინ, საღამოს საათებში გამოაქვეყნა. დღეს, 16 ნოემბერს, 12 საათზე კი ბიუჯეტის საჯარო განხილვაა ჩანიშნული.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 625 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 480 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 807 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 52 464 ერთეული [+63]
  • MLRS – 2 278 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 762 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 610 376 ერთეული [+1 573]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 166 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 175 930 ერთეული [+772]
  • სპეცტექნიკა – 4 909 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფოთში თავისუფალი შეკრების ადგილი – „ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა

კაფე „ლიმენა“ ფოთში დახურვის საფრთხის წინაშეა. ეს თავისუფალი სივრცეა, სადაც არ უშინდებიან პროტესტს და კრიტიკულ აზროვნებას. კულტურული თუ საგანმანათლებლო აქტივობებისთვის „ლიმენა“ გრანტს ვეღარ იღებს, ამიტომაც მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მას აქეთ, რაც „ოცნების“ პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან გრანტის მიღების შესაძლებელი აღარ არის. „ლიმენა“ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართავს, იმისთვის, რომ ფოთში ეს თავისუფალი სივრცე გადარჩეს.

„განვახორციელეთ 200-ზე მეტი არაფორმალური განათლების აქტივობა, გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალი „ციალი“, ტრენინგი და ვორქშოპი. ​ვართ ღია დისკუსიების, კრიტიკული აზროვნების, დებატებისა და პროტესტის გამოხატვის ერთადერთი თავისუფალი ადგილი. ​ჩვენ არასდროს ვუშინდებოდით პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას. მრავალჯერ გამოგვივლია დაშინებისა და თავდასხმის მცდელობები, რომელთა მთავარი მიზანიც ჩვენი გაჩუმება იყო. მაგალითად, 2024 წლის ფიზიკური თავდასხმის დროს თავდამსხმელი სწორედ ამ მუქარას გვიმეორებდა: „მალე დაგხურავთ!“.

რთულ პერიოდებს დონორი ორგანიზაციების დახმარებით ვუმკლავდებოდით, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რეპრესიებმა, ზეწოლამ, საგრანტო დაფინანსების ჩახშობამ და დამოუკიდებელი სივრცეების წინააღმდეგ მიმართულმა დაუსრულებელმა ბრძოლამ ყოველგვარი რესურსი გამოგვაცალა.

​დღეს „ლიმენა“ მარტივი საოპერაციო ხარჯების დაფარვასაც ვეღარ ახერხებს. საფრთხეშია შენობაც, რადგან იჯარის გადახდის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. მეპატრონეს ვთხოვეთ, გაზაფხულამდე გაენახევრებინა იჯარის თანხა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სივრცის 15 დღეში დაცლა მოითხოვა.

​შენობა, სადაც სივრცეა განთავსებული, ჩამოქცეული და მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, როცა ჩავიბარეთ. მის აღსადგენად და ახალი ფუნქციის მისანიჭებლად უზარმაზარი შრომა გავწიეთ.

​„გადაარჩინე ლიმენა!“ ​სწორედ ამიტომ მივედით ჩვენთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებამდე და ვიწყებთ კამპანიას: „გადაარჩინე ლიმენა!“
​ჩვენი ბოლო იმედი ის ადამიანები ხართ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ ჩვენთან, გისარგებლიათ თუნდაც ერთი სერვისით და გესმით ის იდეა და ღირებულებები, რასაც „ლიმენა“ ემსახურება,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლიმენა“ ავრცელებს.

„ლიმენას“ მხარდაჭერის მსურველებს შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე: TBC ბანკი, GE65TB0400000001700001 მიმღები – ააიპ ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან წვიმა, ელვა-ჭექა; მაღალ მთაში თოვა. დღისით უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 17-22 მ/წმ-ში; დღისით 7-12 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღამით და დილით 4-5 ბალი, დღისით 2-3 ბალი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 და 18 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

„ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ“ – ეპისკოპოსი გიორგი „ქართულ ოცნებას“

„თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან ნუ უყურებთ. თქვენ ხართ, როგორც ჩვენ, ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები… ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს,“ – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა დღეს, 15 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა საკვირაო ქადაგების დროს.

ეპისკოპოსი გამოეხმაურა მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერებისა და მხარდამჭერების მიერ წარმოებულ აგრესიულ კამპანიას მას მას შემდეგ, რაც ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა „ქართული ოცნების“ მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა.

„შეაჩერეთ ეს უღირსი, ცილისწამებლური კამპანია, ისევ თქვენთვის აჯობებს.

დღეს გახდა მეუფე იობი თქვენთვის ნაცი?

რა თქვა მეუფემ, რომ დავამხოთ ხელისუფლება? რევოლუცია მოვაწყოთ? მან თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ნარკოტიკებთან ერთად ჩვენი მიწა-წყლის გასხვისება უცხოტომელებზე და ასე შემდეგ მრავალი პრობლემები, მან თქვა, რომ გამოდის, მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ, როცა არჩევნები იქნებაო… “ – აღნიშნა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

„შეაჩერეთ ეს უღირსი კამპანია, ისევ თქვენთვის აჯობებს“ - ჰუჯაბის ეპისკოპოსი „ოცნებას“

მან იობის წინააღმდეგ „ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ანტიქრისტიანული“ და „ანტიადამიანური უწოდა“.

ეპისკოპოსმა ყურადღება გაამახვილა მიტროპოლიტ იობის საქმიანობაზე ქართული ეკლესიის ინსტიტუციურად გაძლიერებაზე, ხოლო „ოცნების“ მთავრობის მხრიდან კაზინოების ბიზნესის ხელშეწყობაზე. ეპისკოპოსის შეფასებით ონლაინთამაშებს და აზარტულ თამაშებს დღეს „სასათბურე პირობებს“ უქმნიან.

ჰუჯაბის ეპისკოპოსმა „ოცნების“ წარმომადგენლებს შეახსენა ისიც, რომ ვიდრე მიტროპოლიტი იობი მწვავედ გააკრიტიკებდა „ოცნებას“, მანამდე კაზინოების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობას ახალმა პატრიარქმა მიმართა.

„განა ჩვენმა ახლადგამორჩეულმა პატრიარქმა შიო მესამემ არ გითხრათ, რომ ცოდვით ნაშოვნი ფული და სიმდიდრე შეიძლება სასჯელად ექცეს ერს? განა მის გვერდში არ დგეხართ? განა თავზე ხელს არ გისმევთ?…

ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ, როცა კათალიკოს პატრიარქმა მოგიწოდათ, სიყვარულით, სითბოთი გითხრათ, არ გაიგონეთ, მაშინ სხვა მღვდელმთავარმა ცოტა მკაცრად გითხრათ და რა გააკეთეთ? ჩართეთ სახელისუფლებო  პროპაგანდისტული მანქანები, სადაც ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა…

თბილ სავარძლებში რომ ხართ ახლა და ბევრი გადმოპორტირებული ნაცი რომ ხართ, მაშინ ეს დიდი მღვდელმთავრები ამხელდნენ იმ ტირანიას,“ – აღნიშნა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

დღეს, საკვირაო ქადაგების დროს, „ოცნების“ მიერ გამართულ კამპანიას კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ გამოეხმაურა თავად მიტროპოლიტი იობი: „უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“.

ამ თემაზე:

„უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“- მიტროპოლიტი იობი

 

 

 

 

„უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“- მიტროპოლიტი იობი

„უკვე ნიღბების ჩამოხსნი პროცესი  დაიწყო, ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოსო… ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის. ეს ძალიან კარგია. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ განისაზღვრება, ვინ არის შენს გვერდში. შეიძლება შენი ახლობელი იყოს და აი, თურმე უბეში გველი მყოლიაო, ასე თქვა.

დადგება სულიწმინდის მადლით ის დრო, როცა ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის, გამოჩნდება ისეთი, როგორიც არის… უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ, სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, ყველა ვალდებულია სასულიერო პირი იქნება, თუ ერის ადამიანი,“ – აღნიშნა დღეს, 15 ნოემბერს საკვირაო ქადაგების დროის მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, იობმა.

გასულ კვირას ამ მიტროპოლიტმა „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა.  მან თქვა, რომ„დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“.

ამ თემაზე:

მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც

ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა ავტომანქანას – არის მსხვერპლი

15 ნოემბერს ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აქცია ქობულეთში – რას ითხოვენ მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები

ქობულეთის შემოვლითი გზის ბობოყვათი-ციხისძირის მონაკვეთზე საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს, საღამოს გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მამაპაპისეული მიწების დაკანონებაზე მთავრობამ უკანონოდ უთხრა უარი და მიწა ბიზნესის ხელში აღმოჩნდა,  – აქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავენ.

სასამართლო დავა აქციის რომელიმე მონაწილეს ამ ეტაპზე მოგებული არ აქვს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბიზნესმენმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, აქციას შეუერთდნენ სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოქალაქეებიც. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები პასუხს სთხოვენ ხელისუფლებას, მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნან, მით უფრო მაშინ, როცა „მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე ხელისუფლების საკუთრებაში დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართია, რომელიც სოციალური მიზნებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დღემდე აუთვისებელია.“

აქციის დროს ავტომანქანების მოძრაობა მაგისტრალზე ნაწილობრივ შეფერხებული იყო. იმავე მოთხოვნებით ბობოყვათის მოსახლეობა პერიოდულად მართავს აქციას. მათივე თქმით, შემდეგი აქცია უკვე ბათუმში გაიმართება, რომელსაც უსახლკარო ადამიანები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდებიან.

ამ თემაზე:

რას ითხოვენ ბობოყვათში, მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები – აქცია

 

 

 

 

 

 

 

ბობოყვათი–ციხისძირის მონაკვეთზე სოციალური მოთხოვნებით გამართული აქცია ბათუმში გაგრძელდება
თბილისი–ბათუმის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ბობოყვათი–ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. მიზეზი წინასწარ დაანონსებული, სოციალური მოთხოვნებით გამართული ხალხმრავალი აქცია-მსვლელობა გახდა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებასა და ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, რომ მშენებარე ცათამბჯენების პროექტების განხორციელებისას გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი, უსახლკარო და სხვადასხვა სტატუსის მქონე ოჯახების ინტერესები. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ წინაპართა საკუთრების უფლების აღდგენასა და დაცვას.

აქციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საპროტესტო გამოსვლები ბათუმში გაგრძელდება. მომდევნო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბათუმში, ისე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები.

აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ საკითხზე: მათი ინფორმაციით,

აქციის მონაწილეთა თხოვნით, შეკრებას სპიკერობას უწევდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მან გამოხატა სოლიდარობა მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ და განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ბათუმში დაგეგმილი აქცია უფრო მასშტაბური იქნება. მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლების ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელება და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე კარვების გაშლაც არ არის გამორიცხული.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში მომდევნო აქციის გამართვა 25-დან 30 ნოემბრამდე პერიოდში იგეგმება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა სოციალური სამართლიანობის დაცვა, საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახების ინტერესების გათვალისწინება და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 622 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 478 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 784 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 52 401 ერთეული [+46]
  • MLRS – 2 274 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 756 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 608 803 ერთეული [+1 272]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 150 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 175 158 ერთეული [+549]
  • სპეცტექნიკა – 4 906 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორი კითხვები დაუსვეს მოსამართლეებმა ენმ-ს – ოპოზიციის აკრძალვს საქმის მე-12 პროცესი

გუშინ, 13 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ არსებითი განხილვა.

სხდომა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით დაიწყო – ანა წითლიძის, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ამ მოსამართლის შეკითხვების ფორმულირება ისეთია, რომ უკვე იგრძნობა მიკერძოებული დამოკიდებულება. წითლიძემ გოცირიძეს წინა სხდომა გაახსენა, სადაც მოსამართლეს ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულები გაიხსენა და იკითხა: „მმართველი პარტია არ იყო დამნაშავე საერთოდ?“

ლევან ბეჟაშვილმა, ენმ-ს კიდევ ერთმა ლიდერმა კი ევა გოცირიძეს რამდენიმე ფრაზა გაახსენა: „დანაშაული წახალისდა“, „ისტორია და საზოგადოება თავად შეაფასებს“, „იმედია ინანიებთ“… ბეჟაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოების და სასამართლოს შეფასება მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული.

„არ დაკმაყოფილდეს“ – განაცხადა უკვე ძალიან ნაცნობი ფრაზა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ. პლენუმმა  ადგილზე ითათბირა და საკითხის გადაწყვეტას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა.

აქ ევა გოცირიძემ ისურვა განმარტების გაკეთება: ვგულისხმობდი იმ მკვლელობებს, რაზეც უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, გამოძიება კი, წინა ხელისუფლების პირობებში არ მომხდარაო. ამის საილუსტრაციოდ ევა გოცირიძემ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან „დამნაშავე პირების წახალისება“ დაასახელა, რაც ლევან ბეჟაშვილმა გააპროტესტა.

„იგივეს ამბობთ. იმ მომენტში დამნაშავედ იყო მიჩნეული?“ – ჩაეკითხა მოსამართლეს ენმ-ს წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი.

საკუთრების უფლების ხელყოფა – „ოცნების“ სარჩელის მორიგ თავს მიადგნენ მოსამართლეები. „ოცნების“ მტკიცებით, 70 საქმე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფომ, ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კერძო პირების საკუთრების უფლება დაარღვია. „ოცნება“ წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, თუმცა მოსამართლემ შენიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ 11 საქმეზე არსებობს.

„სად 70 და სად 11? სხვა საკითხია, აქედან რა ეხება პარტიას“, – მოსამართლეებს მიმართა ანა წითლიძემ.

„70-ივე ფაქტი არასწორია? თუ შეგიძლიათ ამ ფაქტების გაქარწყლება?თუ გაქვთ ამის მტკიცებულებები წარმოგვიდგინეთ,“ – მიმართა ენმ-ს წარმომადგენლებს ევა გოცირიძემ. მას ანა წითლიძემ შეახსენა სამართალი – მტკიცების ტვირთვი რომ ბრალდების მხარესაა და „ოცნებისთვის“ უნდა მოეთხოვა სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა.

წითლიძემ „წულუკიანის კომისიაზე“ გამოცხადებული მოქალაქეც გაიხსენა: „სასამართლოში ყველა დავა წავაგე, მაგრამ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მოსამართლეები და პროკურორები არიან ისევო…

თუ უკანონოდ იყო წართმეული, 14 წელი რატომ ვერ დაუბრუნდა?“ – მოსამართლეს მიუბრუნდა ანა წითლიძე.

ლევან ბეჟაშვილის აზრით კი, საკუთრების უფლების დარღვევის ცალკეული ფაქტები ხდებოდა, ახლაც ხდება და კიდევ მოხდება, რადგან ამისგან დაზღვეული არავინაა. მან მოსამართლეებს მიანიშნა, ისტორიული პერსპექტივის განხილვა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ დღეს რა საფრთხეს ქმნის ამა თუ იმ პარტიის არსებობა? ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ამის გამოკვეთაა მნიშვნელოვანი: რა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და კონსტიტუციურ წესრიგს კონკრეტული პოლიტიკური ძალა?

პლენუმის თავმდჯომარემ ბეჟაშვილს შენიშვნა მისცა: ჭკუას ნუ გვასწავლიოთო და ამასობაში ანა წითლიძემ მორიგი ისტორია გაიხსენა „წულუკიანის კომისიის სხდომებიდან“: ვალტერ შაკაიამ ამოყორა რიყის ტერიტორია და სახელმწიფო ედავებოდა, მას კომპენსაცია გადაუხადეს. ახლა მე რომ ბათუმის პიაცა მოვღობო, შემიძლია? და მერე ვიტყვი, საკუთრებას მართმევენო…“

„მე იმ 11 საქმეზეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას,“ – განაგრძო თხრობა ლევან ბეჟაშვილმა. – „კონკრეტული ჩინოვნიკის ბრალი იყო, კანონმდებლობის ბრალი იყო? მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს?… ეს საქმეები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის და იმ სიმძიმის, რომ დღეს პარტიის ფუნქციონირების საშიშროება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – დაასრულა ლევან ბეჟაშვილმა.

მედიის შევიწროება – „ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს ამ არგუმენტითაც: ენმ-ს ხელისუფლება მედიას ავიწროებდაო. აქ მოსამართლე ევა გოცირიძემ რამდენიმე საქმე დაასახელა, რაც „ოცნებას“ აქვს ჩამოწერილი სარჩელში, მათ შორისაა, ჟურნალისტ ნათია როყვას საქმე. ნათია როყვა „ბათუმელების“ ჟურნალისტი იყო, მაგრამ „ოცნება“ სარჩელში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით „ბათუმელებს“ არ ასახელებს. „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სწორედ „ოცნების“ მთავრობას პირობებშია უკვე მეორე წელი უკანონო პატიმრობაში.

წულუკიანის კომისიის ნათია როყვას შესახებ, მაგალითად, ეს უწერია: „2009 წელსაც ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისა და სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება სირთულეებთან იყო დაკავშირებული რეგიონებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენლები რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის ამსახველი ფაქტების გაშუქებას ცდილობდნენ. მაგალითად, ჟურნალისტი ნათია როყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რეგიონული განყოფილების თანამშრომლებმა 23 იანვარს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ იგი ამავე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციას ფოტოკამერით იღებდა.“

„ყველაფერი ტყუილია? ეს მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მედიის თავისუფლება სერიოზული წნეხის ქვეშ თქვენი მმართველობის პერიოდში?“ – მედიაშეზღუდვის რამდენიმე საქმის დასახელების შემდეგ ენმ-ს წარმომადგენლებს მიმართა ევა გოცირიძემ.

„ჩვენ მოწმეების მოგყვანა შეგვიძლია, რომ ამ ჩამონათვალში ბევრი სიცრუეა,“ – განაცხადა ანა წითლიძემ და მაგალითად „ოდიში“, „თრიალეთი“ და „ომეგა“ დაასახელა, რომელთა მესაკუთრეები არ ადასტურებენ ენმ-ს ხელისუფლებასთან კონფლიქტს.

„მოვიწვიოთ მოწმეები და განვიხილოთ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე. ჩვენ ამას ვითხოვდით… რაშიც აღმოჩნდება, რომ არ ვართ მართლები, ვიტყვით, რომ არ ვართ მართლები,“ – მოსამართლეებს მიმართა ანა წითლიძემ.

„2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას ადგილი არ ჰქონია?“ – იკითხა ისევ ევა გოცირიძემ.

„მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები ადამიანის უფლებების დარღვევაზე არის მანიპულაციური, გამომდინარეობს პოლიტიკური შეფასებიდან… 14 წელი ამ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობდნენ,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ იმას, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია, სასამართლომ კი, კონკრეტულად უნდა იმსჯელოს კონკრეტულ დარღვევებზე.

„მოსარჩელეს რაც აქვს მითითებული, ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა, ვის მიემართება?“ – ლევან ბეჟაშვილს ამჯერად მოსამართლე გიორგი მოდებაძემ მიმართა.

„იმ პერიოდში მოხდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნება. ეს არის საერთაშორისო შეფასება… რა დარღვევებიც დაფიქსირდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ტვირთი, ჩვენი პასუხისმგებლობა. მე იმას ვამბობს, რომ პოზიტივის და ნეგატივის რანგში ვერ დავიწყებ საუბარს, როცა ითხოვენ, პარტიის მოკვდინება უნდა მოხდესო, ანუ პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება,“ – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტიის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნა – ამ საკითხს მიუბრუნდნენ მერე მოსამართლეები. მაგალითად, გოგა კიკილაშვილმა იკითხა, რაში დასჭირდა იმდროინდელ ხელისუფლებას სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შემოღება?

„სწორი იყო ეს? კრიმინალთან ბრძოლის ამ მეთოდს ისევ დაუბრუნდებით?“ – მხარი აუბა კიკილაშვილს სერგო მეთოფიშვილმა. ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეებს უთხრა, რომ მაშინ პარტიული იდეოლოგიით არ იღებდნენ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოები.

„ეს განპირობეული იყო სისხლის სამართლის პოლიტიკის ამოცანებით, მე არ ვამართლებ, მაგრამ სახელმწიფომ ასე ჩათვალა საჭიროდ… ამ მიდგომამ შეამცირა დანაშაულების რაოდენობა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იყო გადაჭარბეული პრაქტიკა, ინიციატივა,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და იმასაც გაუსვა ხაზი, 2012-2016 წლების პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ რომ მხარი დაუჭირა სასჯელის შთანთქმის პრინციპს.

„მშვიდობიანი აქციები“ 

„ოცნების“ სარჩელის კიდევ ერთი არგუმენტი ოპოზიციის წინააღმდეგ არის საპროტესტო აქციები, რომელიც „ოცნების“ მტკიცებით ძალადობრივი იყო, გარდა ამისა, 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე ჟღერდებოდა „მშვიდობიანი დამხობა,“ რაც კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობას გულისხმობსო.

მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა იკითხა, რამდენად მშვიდობიანი იყო, მაგალითად, 2018 წლის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 2019 წლის 20 ივნისის აქცია, ასევე 2020 წლის 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქცია?

ლევან ბეჟაშვილმა კატეგორიულად ჩამოაყალიბა სათქმელი: თითოეული ეს აქცია მშვიდობიანი იყო, ლოკალური ძალადობრივი გამოვლინებებისგან კი, დაზღვეული არავინ არისო.

„ლოკალური ძალადობრივი აქტები ვერ შეერაცხება მშვიდობიანი აქციის სტატუსს,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და მერე დეტალურად გაიხსენა, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საერთოდ ინაუგურაციის ადგილიდან 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა პოლიციის კორდონთან დაპირისპირება, როცა გზა გადაგვიკეტესო.

„განაჩენი დამდგარია ძალადობრივი მუხლით“ – დავით კირკიტაძის, ენმ-ს ერთ-ერთი შემთხვევაზე მიანიშნა ენმ-ს ლიდერს მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა. დავით კირკიტაძე პოლიციაზე თავდასხმის მუხლით გაასამართლეს.

ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ კირკიტაძეს ბრალი აქციის გამო კი არ ჰქონდა წარდგენილი, არამედ ბლოკირებულ გზაზე შეხლა-შემოხლისთვის.

„20 ივნისის აქცია კი, საერთოდ ორგანიზებული არ იყო, არათუ ძალადობის ორგანიზება… ეს იყო სპონტანური აქცია. შეჭრის მცდელობა არ ყოფილა საერთოდ,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა. მას ამჯერად მოსამართლე ევა გოცირიძემ გაახსენა, ნიკა მელია იმ დროს ენმ-ში იყოო.

„ავიღოთ ეს საქმე, განვიხილოთ და დავადგინოთ,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და დასძინა, ადვოკატს დავუკავშირდები, დეტალებს გავივლით და შემდეგ მოგახსენებთ პოზიციასო.

„მე ვხედავდი იმას, სპეცრაზმის მხრიდან როგორ გვარბევდნენ,“ – ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა უთხრა სათქმელი მოსამართლეებს ანა წითლიძემ, – „რას უნდა გავემიჯნო? მე არასოდეს არ გავემიჯნები ანტისაოკუპაციო აქციაზე. მოძალადედ ვხედავდი სპეცრაზმს, რომელიც ხალხს თვალებს თხრიდა…“ – დაასრულა წითლიძემ.

ადმინისტრაციული შენობების დაზიანება და ქვების სროლა 2023 და 2024 წლის აქციებზე – „ოცნების“ ბრალდება გაახსენა ანა წითლიძეს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა.

„176 პოლიციელი დაშავდაო, ესეც გვითხრეს, მაგრამ სადაა მტკიცებულებები? ამ ანტისაოკუპაციო აქციებზე მოძალადე ყველგან იყო სპეცრაზმი და ხელისუფლება… 500 ნაცემი მოქალაქეა მხოლოდ 2024 წლის აქციებზე, რაზე გველაპარაკებით?

მე არ მინახავს მოქალაქე, რომელიც დაუპირისპირდა სპეცრაზმს,“ – გაბრაზდა ანა წითლიძე.

„ზოგადად ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილი“ არის ძალადობის გამოვლენა?“ – ანა წითლიძეს მიუბრუნდა მოსამართლე ევა გოცირიძე.

„მოქალაქეს აქვს თავის დაცვის უფლება, როცა სპეცრაზმი მას სცემს… ხაბეიშვილი გაიხსენეთ, როგორი ნაცემი იყო,“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

ენმ-ს წარმომადგენლების თქმით, ისინი არც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები იყვნენ, თუმცა აქციაში მონაწილეობდნენ.

„ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, რაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული, რა იგულისხმებოდა?“ – იკითხა ევა გოცირიძემ. აქ ლევან ბეჟაშვილმა ბევრი „მშვიდობიან დამხობაზე“ ისაუბრა, რომ დამხობა სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა მოქმედი ხელისუფლების ჩამოშორება.

„ვგულისხმობდით მშვიდობიან საპროტესტო აქციას.. პრეზიდენტის სასახლის გასაღები ასევე სიმბოლური გამოხატულება იყო, რომ მივიდეთ სასახლესთან და პროტესტი დავაფიქსიროთ, ძალადობრივ მოქმედებას ეს არ გულისხმობდა,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და აქვე მოსამართლეებს ამერიკაში მოხდარი ამბავი გაახსენა: არჩევნების წაგების შემდეგ რესპუბლიკელების მხარდამჭერები კონგრესის შენობაში რომ შევიდნენ.

„რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ არავის ჩაუთვლია, რომ ეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო და უნდა აეკრძალათ პარტია,“ – დასძინა ლევან ბეჟაშვილმა.

შესვენების შემდეგ პლენუმის თავმჯდომარემ მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობა წაიკითხა. მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის სხდომიდან 11 ნოემბერს გააძევეს და გუშინ სხდომაზე დაშვება ითხოვა. მაია კოპალეივილმა მოსამართლეებს უთხრა, რომ „ოცნების“ დავალებას ასრულებენ.

„ძალიან მძიმე შრურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს“ – შეწუხებული სახით თქვა რევაზ ნადარაიამ და „დროას“ წარმომადგენელი, გიორგი ლემონჯავა არც კი დაალაპარაკა ამ საკითხზე.

ვეტინგი 

ვეტინგი, ანუ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება ის თემა აღმოჩნდა, რასაც დღეს მოსამართლეებმა ყველაზე დიდი დრო დაუთმეს. „ოცნება“ თვლის, რომ ვეტინგი ხელყოფს სუვერენიტეტს. იგივეს ფიქრობენ მოსამართლეები. დღევანდელ სხდომაზე ვეტინგით უკმაყოფილება რამდენიმე მოსამართლეს დაეტყო.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის, მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ეს უცხოელების მოწვევა რატომ არის ასეთი აუცილებელი, თქვენი აზრით, საქართველოში არ არიან პატიოსანი ადამიანები?“ – იკითხა ევა გოცირიძემ მაშინ, როცა სასამართლო კლანზე უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის საუბარი, ხოლო ქვეყნის შიგნით სასამართლო სისტემა ნებისმიერი კვლევით ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს.

ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ ვეტინგის მოთხოვნა პოლიტიკური შეხედულებაა და არაფერია ცუდი იმაში, თუ ნდობით არჭურვილი პირები შეამოწმებენ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამ ქვეყანაში.

ბეჟაშვილმა თქვა, რომ მასაც მიუღია მონაწილეობა უკრაინაში პროკურორების ვეტინგში. ამ დროს უცხოელი ექსპერტებით, მათ შორის, ყოფილი მოსამართლეების, ყოფილი პროკურორების მონაწილეობით მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის საბჭოს. საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს.

„რამდენად შეესაბამება სუვერენიტეტს და ეროვნული თავმოყვარეობის საკითხს? მე-9 საუკუნეში სლავმა ტომებმა მიმართეს ვიკინგებს, კარგი ქვეყანა ვართ, მობრძანდით და გვმართეთო. მე-9 საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ?“ – მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება „თავმოყვარეობას“ არ შეესაბამებაო და ისეთი არგუმენტი დაასახელა, მოსამართლემ „ოცნებასაც“ გაუსწრო.

„ეს შეკითხვა თუ რელევანტურია, გავცემ პასუხს, თუ რიტორიკულია?“ – ირონია დაეტყო ლევან ბეჟაშვილსაც, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს.

„ვეტინგი ეხება საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც… კონსტიტუციურად მიგაჩნიათ ეს საკითხი?“ – ევა გოცირიძეს მხარი აუბა პლენუმის თავმჯდომარემ.

ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ვეტინგი, ასევე პოლიციელების და პროკურორის არჩევის საკითხი პოლიტიკური გეგმებია, სამართლებრივ რეგულირებას კი, ნების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი ბაზა დასჭირდება, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში, ან ალბანეთში.

მოსამართლე ევა გოცირიძეს შეკითხვას ვეტინგზე დღეს, 14 ნოემბერს ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა მაია კოპალეიშვილი:

„გიზიარებთ ერთ მონაკვეთს სასამართლოს კითხვებიდან, რომელიც შეეხება პარტიის/პარტიების ხედვას როგორ ჩამოაყალიბოს სასამართლო სისტემა. ეს კითხვა სპეციალურად დაისვა, რომ “სასამართლო” გავიდეს იმაზე, რომ პროგრამა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მაგრამ, ესაა პარტიების აკრძალვასთან სრულიად არკავშირში მყოფი კითხვა, რევიზიას უკეთებს პარტიების პოლიტიკურ-სამართლებრივ ხედვებს, რაც სრულიად არ არის სასამართლოს უფლებამოსილება ამ საქმის კონტექსტში! აი, ამ სრულიად პროვოკაციულ, წინასწარ აზრის დაფიქსირებას რომ შევეწინააღმდეგებოდი და, ასეთი მტკიცებით ფორმაში გამოხატული, კითხვები კიდევ რამდენი იყო სასამართლოს მხრიდან, ვინ მოთვლის, – ამის გამო არ დამიშვა, როგორც ჩანს, სხდომაზე სასამართლომ და, დიახ, მიმაჩნია, რომ არც ქართულმა ოცნებამ, ფაქტია. სასამართლოს წევრებს ვურჩევ, მეტი წაიკითხონ ვეტინგზე, მისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლების საჭიროებაზე, პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, მართლმსაჯულების ინტერესებზე ასეთი რეფორმის დროს, საკუთარ თავსაც ჩახედონ სარკეში და მიხვდებიან, რომ ასე დილეტანტის დონეზე არ უნდა კითხულობდნენ, თან რაღაც უადგილო ისტორიული პერიპეტიებით,“ – წერს მაია კოპალეიშვილი.

  • რა იკითხეს მოსამართლეებმა სანქციებზე?

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა ოპოზიციის მხრიდან სანქციების მოთხოვნაზე იკითხა: ხომ არ აზიანებს ეს ქვეყნის ეკონომიკას, როცა ხელისუფლება დასანქცირებულია?

„ზვიად ხარაზიშვილის [ხარება] დასანქიცრებამ რა ეკონომიკური ზიანი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს?“ – მოსამართლეს შეკითხვით მიუბრუნდა ლევან ბეჟაშვილი.

„სანქციას როცა გაკისრებენ, სახელმწიფოს ზიანი უკვე აქვს იმ კონკრეტული თანამდებობის პირებისგან… ჩვენი პარტნიორები მას შემდეგ აწესებენ სანქციებს, როცა რწმუნდებიან, რომ არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება…

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე სანქცირებული ხელისუფლება მხოლოდ ახლა გვყავს,“ – „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა ანა წითლიძემ.

2004-2012 წლებში მასობრივად უფლებების დარღვევა თუ ხდებოდა? – ზოგადი შეკითხვით ევა გოცირიძემ ენმ-ს გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა.

გიორგი სიორიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამართლეს უთხრა, რომ ეს შეკითხვა მას არ მიემართება, რადგან გორდულაძემ [„ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი] განმარტა, 2012 წლამდე პერიოდი თქვენ არ მოგემართებათო.

„7 ნოემბერს მე რომ ვაფასებდი უარყოფითად, კალაძე აფასებდა დადებითად,“ – გაბრაზდა ლევან სამუშია, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მოსამართლეებს მიმართა: „2013 წელს პოლიტპატიმრების სია რომ მიიღეს, ხომ გახსოვთ? პოლიტპატიმრებად ვინ აქცია ის ადამიანები? რომელიმე მოსამართლე ან პროკურორი არის მსჯავრდებული?“ – იკითხა სამუშიამ.

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „ოცნების“ წარმომადგენლებს ისიც გაახსენა: 190 პოლიტპატიმრიდან საქმეების 30 %-იც კი არაა ჯერ გადასინჯულიო.

„შეცდომები ყოველთვის ხდება… ივანიშვილი აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას,“ – ისევ „ოცნებას“ მიმართა ბერდია სიჭინავამ და მერე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს მიადგა:

„ბატონი სერგო მეთოფიშვილი ბრძანდება აქ, დაჩი ცაგურია გამხელდათ თქვენ, რომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბუტა რობაქიძის პლაკატით იდგა საქართველოს პარლამენტთან. გახსოვთ ალბათ ეს შემთხვევა ხომ?“ – იკითხა ბერდია სიჭინავამ.

სერგო მეთოფიშვილს არაფერი უთქვამს, თუმცა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

„დამხობა ის იყო, რაც 1992 წელს მოხდა,“ – უთხრა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. შემდეგ სხდომაზე, მომავალი კვირის ორშაბათს უკვე ის უპასუხებს მოსამართლეების კითხვებს.

ამავე თემაზე:

„მოსალოდნელია სეტყვა… ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 15 ნოემბრის ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსები ელოდებიან სეტყვას და ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს.

„15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს [საფრთხის დონე – საშუალო],“ – აღნიშნულია გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმარს 4 დღე აწამებდნენ, ციხის უფროსები გირაოთი გაათავისუფლეს – ინტერვიუ

„გაცილებით უფრო შორს მიდის ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ეს ვერ გაკეთდებოდა გარე აქტორების ჩართულობის გარეშე. აქ ჩანს პროკურატურის მონაწილეობა და იქ მტკიცებულებების შეტანაც. იკვეთება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა, სახალხო დამცველს ევალებოდა ასევე ცხადად და გარკვევით ეთქვა, რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუნდაც ის, რომ ციხეში შაბათს და კვირას ვერ შედის ადვოკატი.

ეს ერთგვარია „ხვრელია“, რომელსაც იყენებენ პარასკევს საღამოდან ორშაბათის დილამდე,“ – გვიყვება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მას დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ვესაუბრეთ. პროკურატურის ვერსიით, პატიმარს ციხეში ციხის უფროსების ჩართულობით 4 დღე სცემდნენ. მას ნეკნები ჩაუმტვრიეს, მიიღო თავის ტვინის შერყევაც.

სახალხო დამცველის მტკიცებით, რეალურად პატიმრების სისტემურ წამებასთან გვაქვს საქმე, რომლის ჩაფარცხვასაც სისტემა ცდილობს და ამაში პროკურატურაც მონაწილეობს.

დღეს, 14 ნოემბერს, დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პენიტენციურის მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-10000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურას არც მოუთხოვია.

„ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი.

  • ბატონო უჩა, რა აჩვენა თქვენთვის დავით ფეიქრიშვილის შემთხვევამ? პროკურატურის ვერსიით, 4 დღე ძალადობდნენ პატიმარზე ციხის ადმინისტრაციის ჩართულობით. „განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა…“ – აღნიშნავს პროკურატურა. ეს ძალადობაა, როგორც ამას პროკურატურა უწოდებს, თუ წამება? 

ეს არის უმძიმესი დანაშაული. საუბარია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დანაშაულზე. როცა განგრძობითად ხდება ეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ძალადობა და უნდა შეფასდეს წამებად.

ამ საქმეში ბევრი რამაა საინტერესო: უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ავთო ბილანიშვილის და ვატო ყიფიანი დააკავეს 15 ოქტომბერს, 16 ოქტომბერს კი, პროკურატურის მტკიცებით, ისინი მე-8 დაწესებულებაში არიან. ვიცით პროცედურები, რომ ჯერ დაკავებული იზოლატორში გადაჰყავთ, 48 საათში უნდა წარუდგინონ ბრალი და შემდეგ აღკვეთის შეფარდების პროცესია… ეს გარემოება ძალიან საეჭვოა: როგორ აღმოჩნდა 15-ში დაკავებული ადამიანი 16-ში უკვე დაწესებულებაში, სადაც სხვაზე იძალადა?

გარდა ამისა, როცა ხდება ციხეში შესახლება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი: ფოტოგრაფირება, დაქტილოსკოპია, სამედიცინო შემოწმება. ამ პროცედურას მინიმუმ რამდენიმე საათი სჭირდება.

თანაც, შეასახლეს პარასკევს, რომ შემდეგ ორშაბათამდე პრაქტიკულად ბრალდებული სავარაუდოდ იზოლაციაში ჰყოლოდათ. პრაქტიკულად, შაბათ-კვირას შეზღუდულია ადვოკატთან კომუნიკაცია. ბრალდებული თუ დაუკავშირდებოდა ადვოკატს, მას არ შეუშვებდნენ ორშაბათამდე, ასეთია პრაქტიკა.

ცალკე საკითხია: როგორ აღმოჩნდნენ ეს პატიმრები ერთად. ეს ხომ ცალსახად უსაფრთხოების წესების დარღვევაა?

უჩა ნანუაშვილი
  • პროკურორმა განმარტა, პენიტენციური სამსახურის დირექტორის მითითებით, მე-8 დაწესებულების დირექტორმა დებულება უხეშად დაარღვიაო და „ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს“.

ცხადია, ეს დარღვევაა: კონფლიქტში მყოფი ორი მხარე, ერთმანეთთან დაპირისპირებაა და ერთად შეგყავს. თანაც, ეს არ არის მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

კიდევ უფრო მძიმე ნაწილია ის, რომ ცალკე უნდა მოთავსდნენ პატიმრები, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში მიჩნეული არიან ე.წ. ავტორიტეტებად. ეს წრე არ უნდა გაფართოვდეს. კანონი ითვალისწინებს პატიმრების კლასიფიკაციას რისკების მიხედვით. ვინც უფრო მეტ რისკს შეიცავს, უნდა იყვნენ რუსთავში, რომელიც მკაცრი დაწესებულებაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებაა მობილური ტელეფონიდან პირადი ინფორმაციის მოპოვების მცდელობა. თუ დალუქული ჰქონდა გამოძიებას მობილური ტელეფონი, როგორ აღმოჩნდა იგი პენიტენციურ დაწესებულებაში? [დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ციხეში ვატო ყიფიანმა და სხვებმა იმიტომ აწამეს, რომ მისი დაბლოკილი ტელეფონის გახსნა უნდოდათ.] ეს უკვე აჩენს ეჭვებს პროკურატურის ჩართულობაზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ნაცვლად.

ამიტომაც, მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელზე, ან ციხის ხელმძღვანელზე პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება არასწორი, რადგან აქ მთელი რიგი პრობლემები ჩანს. მაგალითად, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს ფეიქრიშვილი და გამოაგზავნეს უკან, ციხის საავადმყოფოში. მეორე დღეს ისევ შეაბრუნეს. აქ უკვე ჩანს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: რატომ დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ და არა პროკურატურამ? მოქმედი კანონმდებლობით, გამოძიება პირდაპირ უნდა დაეწყო პროკურატურას და არა იგივე უწყებას.

  • ამით რისკის ქვეშ დადგა, ან იქნებ უკვე განადგურდა მტკიცებულებები? 

რა თქმა უნდა, ეს კანონის მოთხოვნაა, რომ პროკურატურას დაეწყო პირდაპირ გამოძიება.

  • არის თუ არა ეს საქმე იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა? პაატა სალია თანამდებობაზეა ისევ.

იუსტიციის სამინისტრო პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში ყველაფერს უარყოფდა იუსტიციის სამინისტრო, ხომ? მე მოვისმინე, მაგალითად, იგივე პოლიტიკური პირების, პარლამენტის სპიკერის, პრემიერის განცხადებები ამ თემებზე, რომლებიც ამას უარყოფდნენ.

საყურადღებოა, რომ ომბუდსმენმა 22 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, მაგრამ არაფერი უთქვამს სხეულის დაზიანებაზე. განცხადებაში ეწერა, რომ პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, დაწყებულიყო გამოძიება, რაც სწორია. ასევე მოითხოვა სამედიცინო დეპარტამენტისგან ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, ასევე მოითხოვა კამერების, ანუ ვიდეომეთვალყურეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სახალხო დამცველს რაც უნდა გაეკეთებინა, იყო ის, რომ ფეიქრიშვილების უსაფრთხოების დაცვისთვის უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივი ღონისძიებები გატარებული და გადაყვანილი, მაგალითად, სხვა დაწესებულებაში, რომ კვლავ არ ჰქონოდათ შეხება თუნდაც იმავე თავდამსხმელებთან. ეს არ გაკეთდა. გუშინ თუ გუშინწინ გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში. მთელი ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ დაწესებულებაში ამდენი ძალადობის, წამების მიუხედავად, მაინც დაზარალებული რჩებოდა იმავე დაწესებულებაში.

ჩანს, რომ ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი, თუმცა შემდეგ, რაღაც მომენტში ჩათვალეს, რომ ამ საქმეს ასე ვერ მიჩქმალავდნენ.

  • კვალიფიკაცია არასწორია? პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ბრალდება წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. 

გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საუბარია დანაშაულზე, რომელსაც მოჰყვა ხერხემლის მალების დაზიანება, პრაქტიკულად ადამიანი აწამეს, რაც ცალკე მუხლია. ამიტომაც, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი ცალკე უნდა იყოს შესწავლილი.

თანაც, ეს პირები არ დაუპატიმრებიათ, მხოლოდ გირაო შეუფარდეს.

  • რამდენად ჩანს, რომ პატიმრების წამება სისტემურ ხასიათს ატარებს? „ოცნება“ ამ თემაზე საუბრით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს კი, რამდენიმე პატიმარი საუბრობს წამებასა და ციხეში გაუპატიურებაზე… 

ფაქტია, რომ ეს არის სისტემური. ამ დოზით ასეთი დარღვევები ვერ მოხდებოდა, მინიმალური კონტროლის მექანიზმი რომ არსებობდეს. უსაფრთხოება უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის, ვიდეოსათვალთვალო კამერებით და ასე შემდეგ.

როცა საუბარია წამების ფაქტებზე და გამოდის, რომ ერთი კვირის შემდეგ იწყებს პროკურატურა გამოძიებას, ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ის ერთი კვირაა. ყველამ იცის, რომ დანაშაული ცხელ კვალზე იხსნება და არა დაგვიანებით. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საქმე ჩაფარცხულიყო და ახლა უკვე ცდილობენ, რომ მსუბუქი მუხლებით რაღაც მინიმალური სასჯელი დაეკისროთ.

ადვოკატები არაერთ ასეთ ფაქტზე საუბრობენ: არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე, ძალადობაზე, წამებაზე, ამაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშებშიც, ამ დროს სისტემა მომართულია იქითკენ, რომ ეს ფაქტები ჩაიფარცხოს, ინფორმაცია არ გავრცელდეს და ციხე მაქსიმალურად დაიხუროს.

  • გამოდის, რომ ნებისმიერი ჩვენგანი თუ აღმოჩნდება სისტემის სამიზნე, არათუ დაგვაპატიმრებენ, არამედ ციხეში შეიძლება ისე გვაწამონ, რომ ვერავინ დაგვიცვას? 

კი, რა თქმა უნდა და აქ არ არის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების და მისი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. გაცილებით უფრო შორს მიდის ეს ყველაფერი, – ეს ვერ გაკეთდებოდა გარე აქტორების ჩართულობის გარეშე. აქ ჩანს პროკურატურის მონაწილეობა და იქ მტკიცებულებების შეტანაც.

იკვეთება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა, სახალხო დამცველს ევალებოდა ასევე ცხადად და გარკვევით ეთქვა, რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუნდაც ის, რომ ციხეში შაბათს და კვირას ვერ შედის ადვოკატი. ეს ერთგვარია „ხვრელია“, სპეციალურად პარასკევობით ხდება ინციდენტები, იყენებენ პარასკევს საღამოდან ორშაბათის დილამდე.

მით უმეტეს, რომელიმე დასვენების დღეც თუ დაემთხვა, კიდევ უარესი. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც იყენებენ.

Exit mobile version