მთავარი,სიახლეები

კომპანია: ბათუმში ახალი სკვერის მოწყობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება

27.01.2019
კომპანია: ბათუმში ახალი სკვერის მოწყობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება

ბათუმში, ს. ზუბალაშვილის, ლ. ასათიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანიაში უთხრეს.

ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის უკან მდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად „მონოლითი-2005“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით – 1 100 362 ლარი.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი სკვერის მოწყობა 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სკვერის მოწყობას თვენახევრით ადრე გეგმავს.

„სადღაც 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში დავასრულებთ ალბათ სკვერის მოწყობას. ყველაფერი ზუსტად ისე კეთდება, როგორც სატენდერო პირობებით და პროექტით არის გათვალისწინებული,“ – ამბობს მერაბ დოლიძე, „მონოლითი-2005“-ის დირექტორი.

მშენებარე სკვერის მიმდებარედ ბათუმის მერია უახლოეს დღეებში ახალი სერვისცენტრის გახსნასაც გეგმავს, რომლის მშენებლობაც დასრულებულია.

ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს / 26.01.2019

ახალი სკვერის მაკეტი / პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: