მთავარი,სიახლეები • • • •

23,9 მილიონი გორგილაძის ქუჩის აყრასა და მოწყობაზე – ბათუმის მერიის 2027 წლის ბიუჯეტი

17.11.2026
23,9 მილიონი გორგილაძის ქუჩის აყრასა და მოწყობაზე – ბათუმის მერიის 2027 წლის ბიუჯეტი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მერია გორგილაძის ქუჩის კეთილმოწყობას, სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ასევე მოეწყობა ბარათაშვილის [მემედ აბაშიძიდან გორგილაძემდე], მელიქიშვილისა და გრიბოედოვის [რუსთაველიდან გორგილაძემდე] ქუჩების მონაკვეთები.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემები, მოეწყობა გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია.

ქუჩის რეაბილიტაციის ბიუჯეტი, ჯამში, 23 მილიონ 942 049 ლარია, აქედან 12 მილიონის ლარის ღირებულების შესყიდვას მერია 2027 წელს გეგმავს, დარჩენილი თანხით კი სამუშაოებს 2028 წელსაც გააგრძელებენ.

ეტაპობრივად ჩაკეტავს მერია ქუჩას სამუშაოების ჩასატარებლად, თუ ასფალტს ჯერ ერთ მხარეს აყრიან, შემდეგ კი მეორე მხარეს, ეს ამ დროისთვის ვერ დავაზუსტეთ. დეტალები შეიძლება ცნობილი გახდეს საკრებულოში პროექტის განხილვისას.

გასულ ზაფხულს ქვაფენილი აყარეს რუსთაველსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, დააგეს ახალი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

გორგილაძის ქუჩა ბათუმში  მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ყოველ შემთხვევაში ის არ არის მათ ჩამონათვალში, რომელზეც მოქალაქეები მუდმივად ჩივიან დაზიანების, ორმოებისა და სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო. ის იმ ფონზე, როცა ბათუმში არსებობს არაერთი ქუჩა, სადაც წლები ითხოვენ ასფალტის დაგებას, გარეგანათებასა თუ შუქნიშნებს.

პროექტის მიხედვით, ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი 545 მილიონი ლარია, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომავალ წელს მერიას 141 მილიონი აქვს გათვალისწინებული.

კიდევ რომელ ქუჩებზე დაიწყებს მერია მომავალ წელს გზების რეაბილიტაციას ამაზე „ბათუმელები“ ეტაპობრივად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: