მთავარი,სიახლეები • •

აქცია ქობულეთში – რას ითხოვენ მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები

15.11.2026
აქცია ქობულეთში – რას ითხოვენ მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები

ქობულეთის შემოვლითი გზის ბობოყვათი-ციხისძირის მონაკვეთზე საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს, საღამოს გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მამა-პაპისეული მიწების დაკანონებაზე მთავრობამ უკანონოდ უთხრსა უარი და მიწა ბიზნესის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ბობოყვათში მრავალსართულიან კორპუსის აშენებას გეგმავს.

სასამართლო დავა აქციის რომელიმე მონაწილეს ამ ეტაპზე მოგებული არ აქვს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბიზნესმენმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, აქციას შეუერთდნენ სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოქალაქეებიც. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები პასუხს სთხოვენ ხელისუფლებას, მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნან, მით უფრო მაშინ, როცა „მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე ხელისუფლების საკუთრებაში დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართია, რომელიც სოციალური მიზნებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დღემდე აუთვისებელია.“

აქციის დროს ავტომანქანების მოძრაობა მაგისტრალზე ნაწილობრივ შეფერხებული იყო. იგივე მოთხოვნებით ბობოყვათის მოსახლეობა პერიოდულად მართავს აქციას. მათივე თქმით, შემდეგი აქცია უკვე ბათუმში გაიმართება, რომელსაც უსახლკარო ადამიანები სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდებიან.

ამ თემაზე:

რას ითხოვენ ბობოყვათში, მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები – აქცია

 

 

 

 

 

 

 

ბობოყვათი–ციხისძირის მონაკვეთზე სოციალური მოთხოვნებით გამართული აქცია ბათუმში გაგრძელდება
თბილისი–ბათუმის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ბობოყვათი–ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. მიზეზი წინასწარ დაანონსებული, სოციალური მოთხოვნებით გამართული ხალხმრავალი აქცია-მსვლელობა გახდა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებასა და ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, რომ მშენებარე ცათამბჯენების პროექტების განხორციელებისას გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი, უსახლკარო და სხვადასხვა სტატუსის მქონე ოჯახების ინტერესები. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ წინაპართა საკუთრების უფლების აღდგენასა და დაცვას.

აქციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საპროტესტო გამოსვლები ბათუმში გაგრძელდება. მომდევნო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბათუმში, ისე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები.

აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ საკითხზე: მათი ინფორმაციით,

აქციის მონაწილეთა თხოვნით, შეკრებას სპიკერობას უწევდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მან გამოხატა სოლიდარობა მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ და განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ბათუმში დაგეგმილი აქცია უფრო მასშტაბური იქნება. მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლების ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელება და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე კარვების გაშლაც არ არის გამორიცხული.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში მომდევნო აქციის გამართვა 25-დან 30 ნოემბრამდე პერიოდში იგეგმება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა სოციალური სამართლიანობის დაცვა, საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახების ინტერესების გათვალისწინება და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: